„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 29 მარტის №265 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1364
სარეგისტრაციო კოდი
140.030.000.22.034.009.592
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 159, 27/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.009.592

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1364

2006 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის  23 მარტის №265 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და 116-ე მუხლების, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №34,  მუხ. 343) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 12. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კომპეტენცია

1. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) ორგანიზაცია გაუწიოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების ოპერატიული დანაყოფების, აგრეთვე სხვა სამართალდამცავი ორგანოების (სასამართლო, პროკურატურა) მომსახურებას საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების ჩატარების გზით;

ბ) საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო სამსახურებთან ერთად კვლევის სპეციფიკური საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებით კვალთა და ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენა, დაფიქსირება, ამოღება და მათი შემდგომი გამოკვლევის გზით დანაშაულის გახსნის უწყვეტ პროცესში მონაწილეობა;

გ) შემთხვევის ადგილზე არსებული სუნით, ოდოროლოგიური კვალის მიხედვით პიროვნების, ასევე ნარკოტიკულ ნივთიერებათა, ფეთქებად და სხვა საგანთა აღმოსაჩენად შესაბამისი კინოლოგიური მომსახურება;

დ) ოპერატიული თვალსაზრისით სხვა საჭირო მტკიცებულებათა მოპოვება კანონით დადგენილი წესით, დანაშაულის გამომწვევი მიზეზების დადგენა, მათი აღკვეთა-აცილება;

ე) დამნაშავე პირთა დადგენა და მხილება;

ვ) კვლევის სპეციალური საშუალებების, კრიმინალისტიკური ტექნიკისა და მეცნიერული მეთოდების საექსპერტო პრაქტიკაში დანერგვა და მისი გამოყენება დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლაში;

ზ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური დანაყოფების საქმიანობაზე საკონტროლო-მეთოდური ხელმძღვანელობა;

თ) კრიმინალისტიკური ტექნიკის კუთვნილებათა ნორმების შემუშავება მისი რეალური მოთხოვნილების გათვალისწინებით;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზება გაუწიოს ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობას ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფებთან ერთად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საგამოძიებო მოქმედებებში, ამა თუ იმ სახის კვალის, საგნის და სხვა ნივთიერმტკიცებულებების აღმოჩენას, დაფიქსირებას, ამოღებას, დანაშაულის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების დადგენისა და სწორი ვერსიების ჩამოყალიბების მიზნით;

კ) ოპერატიულ-სამძებრო სამსახურების მომართვით უზრუნველყოფა გაუწიოს საინფორმაციო-საძიებო კრიმინალისტიკური კარტოთეკებითა და კოლექციებით შემოწმებას, დანაშაულში მონაწილე ეჭვმიტანილი პირის დადგენის მიზნით;

ლ) გაანალიზოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დანაყოფების მიერ გაწეული მუშაობა. განაზოგადოს საექსპერტო პრაქტიკა და დასახოს ღონისძიებები ჩატარებული ექსპერტიზებისა და გამოკვლევების ხარისხის ამაღლებისა და საექსპერტო საქმიანობის სრულყოფისათვის;

მ) მთავარ სამმართველოს დაქვემდებარებულ საექსპერტო დანაყოფებს ადგილებზე გაუწიოს მეთოდური და პრაქტიკული დახმარება, სპეციალისტთა და ექსპერტ-კრიმინალისტთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის შესაბამისი წინადადებების მომზადება, შეამოწმოს მათი მუშაობა და განახორციელოს სათანადო ღონისძიებები გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დოკუმენტური რევიზიისა და თემატური შემოწმებების ჩატარება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით;

ო) დანაშაულის გახსნისა და ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ორგანიზება გაუკეთოს ადგილებზე სხვა სამსახურებთან ურთიერთშეთანხმებულ მუშაობას.

2. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო ატარებს შემდეგ საექსპერტო-კრიმინალისტიკურ და სპეციალურ კვლევებს:

ა) ასაფეთქებელ საშუალებათა და მოწყობილებათა ექსპერტიზას;

ბ) ქიმიურ და ბიოლოგიურ კრიმინალისტიკურ ექსპერტიზას (მათ შორის ნარკოტიკული საშუალების და ფარმპრეპარატების კრიმინალისტიკურ ექსპერტიზას);

გ) ხელნაწერების გრაფიკულ ექსპერტიზას;

დ) დოკუმენტების კრიმინალისტიკურ ექსპერტიზას;

ე) დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზას;

ვ) ბუღალტრულ და ეკონომიკურ ექსპერტიზას;

ზ) სასაქონლო და საინჟინრო-ტექნიკურ ექსპერტიზას;

თ) ტრასოლოგიურ და ბალისტიკურ ექსპერტიზას;

ი) ელექტროტექნიკური, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და მექანიზმების ექსპერტიზას;

კ) რადიაციულ ექსპერტიზას;

ლ) ფონოსკოპიურ ექსპერტიზას;

მ) სახანძრო ექსპერტიზას;

ნ) ავტო-ტრასოლოგიურ და ტექნიკურ ექსპერტიზას;

ო) ოდოროლოგიურ ექსპერტიზას;

პ) ნარკოლოგიურ გამოკვლევას.

3. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს საქმიანობაზე პასუხისმგებელია საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსი და სამმართველოს კურატორი შესაბამისი დირექტორის მოადგილე“.“

2. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ნოემბრიდან.

ი. მერაბიშვილი