ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, საირმის II შესახვევის გავრცელების არეალის კორექტირების შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2026
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017044
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/02/2026
159 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხევძმარის ქუჩის ორი მონაკვეთისთვის ლევან ჭოჭუას I და II ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 85% 28.01.2025 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კოჯორში, ნიკოლოზ ბარათაშვილის I შესახვევისთვის ნიკოლოზ ბარათაშვილის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 85% 24.02.2026 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, ღების ქუჩის მონაკვეთისთვის ჯვარის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 85% 20.02.2024 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, რეზო გაბაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის რეზო გაბაშვილის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 30.01.2026 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან არსებული სკვერისთვის მეფე ერეკლე II - ის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 83% 19.12.2025

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, საირმის II შესახვევის გავრცელების არეალის კორექტირების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №41 2026 წლის 30 იანვარი  ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, საირმის II შესახვევის გავრცელების არეალის კორექტირების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, შეიცვალოს საირმის II შესახვევის გავრცელების არეალი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                           ზურაბ აბაშიძე