ტექნიკური შეთანხმება (TA) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი" მონაწილეობისას თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით"

მიღების თარიღი 21.11.2025
ძალაში შესვლა 01.02.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №18-238
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016844 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/02/2026
1,778 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.11.2025 მიღება
01.02.2026 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობისას თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“ ტექნიკური შეთანხმების (TA) რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 87% 16.12.2025 მზღვეველის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციის სრული ან ნაწილობრივი აუტსორსინგის (მათ შორის, ძირითად საქმიანობაში გამოყენებული ინფორმაციული სისტემის აუტსორსინგული ხელშეკრულებების) მიმართ მოთხოვნების დადგენისა და მათი სამსახურთან შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 87% 12.12.2023 „საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ" ადმინისტრაციული შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 11.10.2024 შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენცია" * გააუქმეთ არასასურველი ვარიანტი . 85% 02.05.2023 საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 26.10.2018

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური შეთანხმება (TA) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი" მონაწილეობისას თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით" ტექნიკური შეთანხმება (TA) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება  –  საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი “  მონაწილეობისას თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით" შესავალი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო, შემდეგში წოდებულნი როგორც „მხარეები“, ითვალისწინებენ რა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის 1994 წლის 12 დეკემბრით დათარიღებულ უსაფრთხოების შეთანხმებას, ითვალისწინებენ რა შეთანხმებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებსა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PfP) მონაწილე სხვა სახელმწიფოებს შორის, მათი ძალების სტატუსის შესახებ დადებულ შეთანხმებას, რომელიც დათარიღებულია 1995 წლის 19 ივნისით, შემდგომში წოდებული როგორც „PfP SOFA“ („პარტნიორობა მშვიდობისათვის, შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ შეთანხმება“) და აღიარებენ საქართველოს მიერ PfP SOFA-ს რატიფიცირებას, რომელიც ძალაში შევიდა 1997 წლის 18 ივნისს, ითვალისწინებენ რა, NATO-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების შესახებ ტაქტიკური მემორანდუმის (TMOU) საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დაქვემდებარებაში მყოფი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობას ოპერაციაში ,,ზღვის მცველი“ (OSG), ითვალისწინებენ რა საქართველოს ოპერაციულ პარტნიორად აღიარებას ოპერაციაში „ზღვის მცველი“, რომელიც თარიღდება 2022 წლის 12 მაისით, აღიარებენ რა ოპერაციის „ზღვის მცველი“ მისიას, რომ ჩაატაროს „საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია“ (MSO) საზღვაო ვითარების გაცნობიერებულობაზე (MSA) აქცენტით, ტერორიზმის შეკავებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე OSG-ს ერთობლივი ოპერაციების არეალში (JOA) სხვა საფრთხეების რისკების შესამცირებლად, ითვალისწინებენ რა: რომ ორივე „მხარე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს წარმოადგენენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და NATO-ს გაერთიანებულ საზღვაო ძალების სარდლობას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების შესახებ ტაქტიკურ მემორანდუმს, საქართველოს შეთავაზებას, წვლილი შეიტანოს ოპერაციაში ,,ზღვის მცველი“ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის (GBP-CG) აბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფის მონაწილეობით, თურქული მხარის სურვილს, უმასპინძლოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ტაქტიკურ ჯგუფს თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ხომალდზე, ოპერაცია ,,ზღვის მცველის“ განმავლობაში. თანხმდებიან შემდეგზე: ნაწილი პირველი მიზანი და მოქმედების სფერო წინამდებარე ტექნიკური შეთანხმების მიზანია დაარეგულიროს ორმხრივი ვალდებულებები თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ხომალდებზე ქართული პერსონალის ასვლის, განთავსების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის დეტალებთან დაკავშირებით OSG-ში მონაწილეობის დროს. ნაწილი მეორე მონაწილეობის პირობები 1. პერსონალის რაოდენობა, სპეციალობები და წოდებები ხომალდზე ასვლისთვის უნდა განისაზღვროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მიერ თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალებთან ურთიერთშეთანხმებით. 2. მონაწილე პერსონალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება საზღვაო სამსახურში, განსაკუთრებით უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ღონისძიების გატარების კუთხით სამხედრო ხომალდზე ყოფნის დროს. 3. ხომალდის ნავსადგურიდან გასვლამდე, თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალები წინსწრებით მიაწვდის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს დეტალურ ინფორმაციას უსაფრთხოების პროცედურების და ადმინისტრაციული საკითხების შესახებ. 4. თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ხომალდზე განთავსებული საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნულ და NATO-ს მიერ დამტკიცებულ მოთხოვნებს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების პერსონალის მიერ ხომალდზე ასვლამდე. OSG-ში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლობის - მონაწილეობაზე ვრცელდება დაწესებული საქართველოს ეროვნული შეზღუდვები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), OSG-ის მანდატის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებზე, ჩართულობის მოქმედ წესებზე (ROE) და OSG-ის ხელმძღვანელობის ხელშემწყობ წესებზე დამატებით. 5. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პერსონალს არ შეიძლება დაეკისროს სხვა მოვალეობები, მათ სპეციალობასა და/ან გამოცდილებასთან დაკავშირებულის გარდა. 6. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პერსონალს, რომელიც განთავსდება თურქულ ხომალდზე, უნდა ჰქონდეს ინგლისური ენის სათანადო ცოდნა, განსაკუთრებით საზღვაო ტერმინოლოგიის მიმართულებით. 7. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პერსონალისთვის განკუთვნილ იარაღსა და სხვა აღჭურვილობას, რომელიც აუცილებელია მისიის შესასრულებლად, განსაზღვრავს და უზრუნველყოფს საქართველოს სანაპირო დაცვა, თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალებთან შეთანხმებით. 8. ზემოაღნიშნული იარაღი და სხვა აღჭურვილობა შეინახება თურქული ხომალდის შესაბამის სათავსოში და გადაეცემა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პერსონალს აბორდაჟის ოპერაციაში მონაწილეობამდე ან მოთხოვნის საფუძველზე, იარაღის შემოწმებისა და ტექნიკური გამართვის მიზნით. 9. მხარეები ერთმანეთს მიაწვდიან შესაბამის ინფორმაციას თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პერსონალის დროულად განთავსებისა და ხომალდის დატოვების დაგეგმვისა და მართვის პროცესებთან დაკავშირებით. ნაწილი მესამე სამართლებრივი დებულებები 1. თურქეთის რესპუბლიკაში და თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ხომალდებზე ყოფნის დროს, საქართველოს სანაპირო დაცვის პერსონალზე გავრცელდება „PfP SOFA“-ს VII მუხლის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და NATO-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობას შორის გაფორმებული ტაქტიკური ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებები, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის OSG-ში მონაწილეობასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებით. 2. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პერსონალი, თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ხომალდებზე და საპორტო ვიზიტების დროს ნაპირზე ყოფნისას, დაექვემდებარება შემდეგ წესებს: ა. უსაფრთხოების, საბაჟო და საკარანტინო რეგულაციების დაცვა და თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების დისციპლინური წესებისა და რეგულაციების შესაბამისად მოქმედება; ბ. თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ხომალდის მეთაურის მიერ გაცემული ძირითადი მითითებებისა და ბრძანებების შესრულება; გ. NATO-ს შესაბამისი ოპერატიული მეთაურის მიერ გაცემული ძირითადი ინსტრუქციებისა და ბრძანებების შესრულება. 3. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ნებისმიერი მოსამსახურე: ა. რომელიც არ დაიცავს 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ წესებს; ან ბ. სამედიცინო მდგომარეობის გამო ვერ აკმაყოფილებს თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ხომალდზე დაშვების პირობებს; ან გ. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით უკან იქნება გამოწვეული, დათხოვნილი იქნება ხომალდიდან და დაბრუნებული იქნება სამშობლოში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხარჯებით.  4. თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალებმა დროულად უნდა აცნობოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ამ ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად მისი პერსონალის ხომალდიდან დათხოვნის მიზეზის შესახებ. ნაწილი მეოთხე უნიფორმების რეგულაციები თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ხომალდზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პერსონალის ყოფნის პერიოდში ეროვნული უნიფორმის რეგულაციები ძალაში რჩება. ქართველ პერსონალს შეიძლება მოეთხოვოს სპეციალური ტანსაცმლის/აღჭურვილობის ტარება, რომელიც გამოიყენება თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების პერსონალის მიერ უსაფრთხოების მიზნით. ნაწილი მეხუთე ლოგისტიკური მხარდაჭერა 1. თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსება, კვება და ყველა მასთან დაკავშირებული მომსახურება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პერსონალს მიეწოდება უფასოდ და ის არ განსხვავდება თურქი პერსონალისთვის შეთავაზებული სერვისებისგან. 2. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შემადგენლობაში ქალი პერსონალის არსებობის შემთხვევაში საქართველოს უფლებამოსილი უწყებები დროულად გაუგზავნიან შეტყობინებას თურქულ მხარეს, რათა HN-ს (მიმღებ სახელმწიფოს) მიეცეს საკმარისი დრო მათ განთავსებასთან დაკავშირებული საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად. 3. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს თავის პერსონალს იარაღით და სხვა აღჭურვილობით, რომელიც საჭიროა მათი მისიის შესასრულებლად. 4. ხომალდის მეთაური საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პერსონალს შესაბამისი საშუალებებით, რომლებიც საჭიროა მათი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების შესასრულებლად. ნაწილი მეექვსე ფინანსური დებულებები 1. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი დაფარავს:~ ა. მისი პერსონალის, მათი იარაღისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირების ხარჯებს საქართველოდან თურქეთში და უკან; ბ. განთავსების ხარჯებს (საჭიროების შემთხვევაში) ხომალდზე განთავსებამდე და ხომალდის დატოვების შემდეგ; გ. ავადმყოფი და/ან დაშავებული პერსონალის საქართველოში ტრანსპორტირების ხარჯებს, როდესაც დაშავებული აღარ არის კრიტიკულ მდგომარეობაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია საქართველოში დასაბრუნებლად; დ. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პერსონალის საზღვარგარეთ საქმიანობასთან დაკავშირებით ნებისმიერ ფინანსურ ვალდებულებას, რომელიც წარმოიშვა მისი თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ბორტზე და ხომალდის ნავსადგურში ვიზიტის ფარგლებში – ნაპირზე ყოფნის დროს. 2. თურქული საზღვაო ძალები დაფარავს: ა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პერსონალის ადგილობრივი ტრანსპორტირების ხარჯებს ჩამოსვლის წერტილიდან თურქული საზღვაო ძალების ხომალდამდე და ხომალდიდან უკან გამგზავრების პუნქტამდე; ბ. ნებისმიერ ხარჯს კვებასა და განთავსებასთან დაკავშირებით თურქულ საზღვაო ძალების ხომალდზე ყოფნისას; გ. თურქულ საზღვაო ძალების ხომალდზე ყოფნისას სამედიცინო დახმარების ხარჯებს; დ. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ავადმყოფი და/ან დაშავებული პერსონალის ტრანსპორტირებისა და ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს თურქულ საავადმყოფოებში, სანამ დაშავებული იქნება კრიტიკულ მდგომარეობაში და არ იქნება მზად საქართველოში გადასაყვანად. ნებისმიერი სხვა შემთხვევა განიხილება TMOU-ის შესაბამისად. ნაწილი მეშვიდე სამედიცინო დახმარება 1. თურქული საზღვაო ძალები, თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ხომალდებზე არსებული სამედიცინო დაწესებულებების შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პერსონალს სამედიცინო დახმარებას და მკურნალობას უფასოდ გაუწევს. გადაუდებელი აუცილებლობის ან ქირურგიული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალები უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას ოპერაციის ლოკაციიდან უახლოეს სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში, TMOU-ს შესაბამისად. 2. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პერსონალს უნდა გააჩნდეს და ხომალდზე განთავსებამდე წარმოადგინოს საქართველოს შესაბამისი სამედიცინო ორგანოების მიერ გაცემული ოფიციალური სანიტარიული დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს მათი ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაზე, რაიმე სახის ფიზიკური დეფექტის ან გადამდები დაავადების არარსებობასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სტანდარტების შესაბამისად გაკეთებული ვაქცინაციის ჩანაწერებზე. დამატებითი დეტალები გადაწყდება შესაბამისი საკონტაქტო პირების მეშვეობით. ნაწილი მერვე უბედური შემთხვევა თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების კუთვნილ ხომალდზე OSG-ში მონაწილეობისას ან ხმელეთზე ყოფნის დროს გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების აკრედიტებულ წარმომადგენლებს ექნებათ წვდომა პერსონალის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე. ამ მიმართულებით თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მათ საჭირო დახმარებას გაუწევს. ნაწილი მეცხრე საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა და ორმხრივად დაცვა 1. ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებით, წინამდებარე ტექნიკური შეთანხმების ფარგლებში, ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა და ორმხრივად დაცვა ხორციელდება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის უსაფრთხოების შესახებ 1994 წლის 12 დეკემბერს დადებული შეთანხმების საფუძველზე და NATO-ს გაერთიანებულ საზღვაო ძალების სარდლობასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების შესახებ ტაქტიკური მემორანდუმის (TMOU) შესაბამისი დებულებების მიხედვით. 2. კერძოდ, მხარეებმა: ა. უნდა უზრუნველყონ ამ ტექნიკური შეთანხმების განხორციელებისას მიღებული ან გაცვლილი ინფორმაციის, დოკუმენტებისა და მონაცემების დაცვა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად; ბ. არ გაუზიარონ ინფორმაცია, დოკუმენტები და მონაცემები მესამე მხარეს, ინფორმაციის მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; გ. თანამშრომლობის საფუძველზე უზრუნველყონ, რომ წინამდებარე ტექნიკური შეთანხმების განხორციელების თაობაზე მიღებული ან გაცვლილი ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტი და მონაცემი არ იქნება გამოყენებული არც ერთი მხარის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ნაწილი მეათე საჩივრები 1. მხარეები თანხმდებიან უარი თქვან ყველა საჩივარზე ერთმანეთის და სხვა ოპერაციული პარტნიორი სახელმწიფოების მიმართ კერძო საკუთრებაში არსებული ან გამოყენებული ქონების დაზიანებისა და OSG-ში მონაწილე კონტიგენტების პერსონალის დაშავების შემთხვევების დროს, „PfP SOFA“-ს VIII მუხლის დებულებების შესაბამისად. 2. მხარეები იღებენ პასუხისმგებლობას მათი ქმედებითა და უმოქმედობით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც მოხდა იმ მესამე მხარის ტერიტორიაზე, სადაც ადგილი ჰქონდა ზიანის მიყენებას. ნაწილი მეთერთმეტე დავების გადაწყვეტა ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ტექნიკური შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით და არ გადაეცემა გადასაწყვეტად რომელიმე ტრიბუნალს ან მესამე მხარეს. ნაწილი მეთორმეტე ცვლილებები წინამდებარე ტექნიკურ შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაძლოა შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა წინამდებარე ტექნიკური შეთანხმების მე-13 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ ტექნიკური შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. ნაწილი მეცამეტე დასკვნითი დებულებები 1. წინამდებარე ტექნიკური შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ ტექნიკური შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. წინამდებარე ტექნიკური შეთანხმება ძალაში დარჩება თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს ოპერაციაში „ზღვის მცველი“ ჩართულობის მანძილზე. 2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ეს შეთანხმება ნებისმიერ დროს მეორე მხარისთვის დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. შეწყვეტა ძალაში შედის შეტყობინების მიღებიდან ოთხმოცდაათ (90) დღეში. 3. წინამდებარე ტექნიკური შეთანხმების შეწყვეტის მიუხედავად, მე-6 და მე-10 ნაწილების დებულებები ძალაში დარჩება მანამ სანამ ყველა ტიპის გადასახადი და საჩივარი არ დაკმაყოფილდება. 4. წინამდებარე ტექნიკური შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში მხარეები ვალდებულნი არიან განაგრძონ მოქმედება მე-9 ნაწილის დებულებების შესაბამისად. 5. მხარეები ერთმანეთს დიპლომატიური არხების საშუალებით მიაწვდიან შესაბამის განახლებულ ინფორმაციას მათი საკონტაქტო პირების შესახებ – მობილური ტელეფონის ნომრების, სამსახურებრივი ნომრებისა და ელ. ფოსტის მისამართების ჩათვლით. ხელმოწერილია ქ. თბილისში, 2025 წლის 21 ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. უფლებამოსილია ხელი მოაწეროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით: უფლებამოსილია ხელი მოაწეროს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სახელით: სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი დავით თამაზაშვილი – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი პოლკოვნიკი ილჰან ოკტენდურალი – თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე თარიღი: 2025 წლის 21 ნოემბერი ხელმოწერილია თარიღი: 2025 წლის 21 ნოემბერი          ხელმოწერილია