,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №88
2008 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №95, მუხლი 816) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:
,,ბ1) მინისტრის მიერ გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ვიზირება;“.
2. 333 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე