შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ

მიღების თარიღი 05.06.2025
ძალაში შესვლა 01.02.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №12/8
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016845 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 10/02/2026
3,854 სიტყვა · ~19 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.06.2025 მიღება
01.02.2026 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით 98% 20.07.2022 "საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით 97% 04.12.2023 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით დავით ხუციშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე 97% 21.01.2016 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობის                 სახელით         ხელმოწერილია 97% 01.03.2017 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით 97% 01.04.2019

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი); წარმოადგენენ, რა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი კონვენციის მხარეებს; აღიარებენ ფაქტს, რომ 2006 წლის 29 ივნისს სერბეთის რესპუბლიკამ ხელი მოაწერა მრავალმხრივ შეთანხმებას ევროპის გაერთიანებასთან და მის წევრ სახელმწიფოებთან, ალბანეთის რესპუბლიკასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, ბულგარეთის რესპუბლიკასთან, ხორვატიის რესპუბლიკასთან, იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკასთან – მაკედონიასთან, ისლანდიის რესპუბლიკასთან, მონტენეგროს რესპუბლიკასთან, ნორვეგიის სამეფოსთან, რუმინეთთან, სერბეთის რესპუბლიკისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარდამავალ ადმინისტრაციასთან კოსოვოში[​1] ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის შექმნის შესახებ (ECAA შეთანხმება); აქვთ რა სურვილი, გააფორმონ შეთანხმება ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფო ტერიტორიებს შორის და მათი სახელმწიფო ტერიტორიების ფარგლებს გარეთ საჰაერო მიმოსვლის დაწესებისა და განხორციელების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 ტერმინთა განმარტებები ამ შეთანხმებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: a) ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ 1944 წლის დეკემბრის მეშვიდე დღეს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას და მოიცავს ამ კონვენციის 90-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ დანართს და მისი 90-ე და 94-ე მუხლების შესაბამისად დანართების ან კონვენციის ნებისმიერ ცვლილებას, რამდენადაც ეს დანართები და ცვლილებები ძალაშია ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის; b)  ტერმინი „შეთანხმება“ ნიშნავს ამ შეთანხმებას, ამ შეთანხმების დანართს და ნებისმიერ ოქმს, რომელსაც ცვლილება შეაქვს ამ შეთანხმებასა თუ დანართში; c) ტერმინი „საავიაციო ხელისუფლება“ საქართველოსთან მიმართებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და/ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, ხოლო სერბეთის რესპუბლიკის მთავრობასთან მიმართებით ნიშნავს სერბეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის დირექტორატზე პასუხისმგებელ სამინისტროს, ან, ორივე შემთხვევაში ნიშნავს ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს ნებისმიერი ის ფუნქცია, რომელიც ამჟამად სრულდება ხსენებული უწყებების მიერ; d) ტერმინი „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად არის დანიშნული და უფლებამოსილებით აღჭურვილი; e) ტერმინს „ტერიტორია“, სახელმწიფოსთან მიმართებაში, აქვს კონვენციის მე-2 მუხლით მინიჭებული მნიშვნელობა; f) ტერმინებს „საჰაერო მიმოსვლა“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“, „ავიასაწარმო“ და „არაკომერციული მიზნებით შეჩერება“ აქვთ კონვენციის 96-ე მუხლით მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობები; g) ტერმინი „ტევადობა“ „საჰაერო ხომალდთან“ მიმართებით ნიშნავს ამ საჰაერო ხომალდის კომერციულ დატვირთვას, რომელიც შესაძლებელია მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკვეთზე და შეთანხმებულ მომსახურებასთან მიმართებით ნიშნავს საჰაერო ხომალდის ტევადობას, რომელიც გამოიყენება ამ ხაზზე, გამრავლებულს ამ საჰაერო ხომალდის მიერ მოცემულ პერიოდში მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკვეთზე ექსპლუატაციის სიხშირეზე; h) ტერმინი „განსაზღვრული მარშრუტები“ ნიშნავს ამ შეთანხმების დანართით დადგენილ მარშრუტებს; i) ტერმინი „შეთანხმებული ხაზები“ ნიშნავს დაგეგმილ საერთაშორისო მომსახურებას განსაზღვრულ მარშრუტებზე მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის, ცალ-ცალკე ან კომბინირებულად გადაზიდვას; j) ტერმინი „ტარიფი“ ნიშნავს მგზავრების, ბარგისა და ტვირთის გადაყვანა-გადაზიდვისთვის გადასახდელ ღირებულებას და პირობებს, რომლებიც არეგულირებენ ამ ფასების გამოყენებას, მათ შორის, სააგენტოსა და სხვა დამატებითი მომსახურების ღირებულებებსა და პირობებს, მაგრამ საფოსტო გადაზიდვის ღირებულებისა და პირობების გამოკლებით; k) ტერმინი „სამომხმარებლო გადასახდელები“ ნიშნავს აეროპორტის, საჰაერო ნავიგაციის საშუალებების ან საავიაციო უშიშროებისა და უსაფრთხოების საშუალებებისა და მომსახურების გამოყენებისთვის ავიასაწარმოებზე დაკისრებულ გადასახადებს. მუხლი 2🔗 უფლებათა მინიჭება 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაწესებულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით ანიჭებს მეორე მხარეს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ უფლებებს. 2.  ხელშემკვრელი მხარეების მიერ დანიშნული ავიასაწარმოები განსაზღვრულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას სარგებლობენ შემდეგი უფლებებით: (a) განახორციელონ გადაფრენა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე დაფრენის გარეშე; (b) განახორციელონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე გაჩერებები არაკომერციული მიზნებით; და (c) განახორციელონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე გაჩერებები ამ შეთანხმების დანართში განსაზღვრულ პუნქტებში, მგზავრების, ტვირთისა და ფოსტის ბორტიდან ცალ-ცალკე ან კომბინირებულად აყვანა/დატვირთვის და ჩამოყვანა/ჩამოტვირთვის მიზნით. 3. არაფერი წინამდებარე მუხლში არ უნდა ჩაითვალოს ისე, რომ რომელიმე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს ენიჭება უფლება, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე გასამრჯელოს სანაცვლოდ ბორტზე აიყვანონ მგზავრები, აიტანონ ბარგი, ტვირთი და ფოსტა, ამავე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით. 4. თუ შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის ან სხვა უჩვეულო გარემოებების გამო ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს არ ძალუძთ განსაზღვრულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაცია, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს აღნიშნული ხაზების ექსპლუატაციას შესაბამის დროებით მარშრუტებზე, ხელშემკვრელი მხარეების შეთანხმების შესაბამისად. 5. დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ გამოიყენონ ყველა ავიახაზი, აეროპორტი და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფილია ხელშემკვრელი მხარეების მიერ არადისკრიმინაციულ საფუძველზე. 6. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოები, რომლებიც არ არიან დანიშნულნი ამ შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად, ასევე სარგებლობენ ამ მუხლის მე-2(a) და (b) ქვეპუნქტებში განსაზღვრული უფლებებით. მუხლი 3🔗 ავიასაწარმოების დანიშვნა და ექსპლუატაციის უფლებამოსილება 1. თითოეულ მხარეს, განსაზღვრულ მარშრუტებზე, შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, უფლება აქვს მეორე მხარისათვის წერილობითი მიმართვით დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმო. 2. დანიშვნის შესახებ ამ მუხლის პირველ პუნქტში ნახსენები შეტყობინების მიღებისას, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებები ამ მუხლის დებულებების საფუძველზე დანიშნულ ავიასაწარმოზე გასცემს შესაბამის საექსპლუატაციო უფლებამოსილებას, დაყოვნების გარეშე, თუ: a) საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში ავიასაწარმო არის საქართველოს და/ან მისი მოქალაქეების არსებით საკუთრებაში ან ეფექტიანი კონტროლის ქვეშ; b) სერბეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში ავიასაწარმო არის სერბეთის რესპუბლიკის და/ან მისი მოქალაქეების არსებით საკუთრებაში ან ეფექტიანი კონტროლის ქვეშ. 3. ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოითხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოსგან დაამტკიცოს, რომ ამ ავიასაწარმოს შესწევს უნარი, დაიცვას იმ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პირობები, რომლებიც კონვენციის დებულებათა შესაბამისად ჩვეულებრივ და გონივრულად გამოიყენება ამ ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ხაზების ექსპლუატაციისას. 4. ამ მუხლის დებულებების შესაბამისად დანიშნულ და ნებართვით აღჭურვილ ავიასაწარმოს, ნებისმიერ დროს შეუძლია შეთანხმებული ხაზის ექსპლუატაციის დაწყება, ამ შეთანხმებით განსაზღვრული სხვა პირობების შესრულების შემთხვევაში. მუხლი 4🔗 ექსპლუატაციის უფლებამოსილების გაუქმება და შეჩერება 1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს გააუქმოს ექსპლუატაციის უფლებამოსილება ან შეაჩეროს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების უფლებებით სარგებლობა ან დააწესოს ამ უფლებებით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობები, თუ: a) არ არის დარწმუნებული, რომ: - საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში ავიასაწარმო არის საქართველოს და/ან მისი მოქალაქეების არსებით საკუთრებაში ან ეფექტური კონტროლის ქვეშ; - სერბეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში ავიასაწარმო არის სერბეთის რესპუბლიკის და/ან მისი მოქალაქეების არსებით საკუთრებაში ან ეფექტური კონტროლის ქვეშ. b) ავიასაწარმო ვერ იცავს კანონმდებლობას და რეგულაციებს, რომლებიც კონვენციის შესაბამისად, იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ ჩვეულებრივ გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო ხაზების ექსპლუატაციისთვის. c) ავიასაწარმო სხვაგვარად ვერ ახორციელებს ამ შეთანხმებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციას. 2. თუ ექსპლუატაციის უფლებამოსილების დაუყოვნებლივ გაუქმება, უფლების შეჩერება ან ამ მუხლის (1) პუნქტში აღნიშნული პირობების შემოღება არ არის აუცილებელი კანონმდებლობის შემდგომი დარღვევის თავიდან ასაცილებლად, მაშინ ამ უფლებით სარგებლობა ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ მხარესთან კონსულტაციების გამართვის შემდეგ, წინამდებარე შეთანხმების მე-16 მუხლის შესაბამისად. მუხლი 5🔗 კანონმდებლობის გამოყენება 1. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს მის სახელმწიფო ტერიტორიაზე საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებელი საჰაერო ხომალდის ჩამოფრენას, დროებით გაჩერებას და გამგზავრებას, და ამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას და ნავიგაციას მისი სახელმწიფო ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისას, ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდზე. 2. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს მისი სახელმწიფო ტერიტორიიდან მგზავრების, ბარგის, ეკიპაჟის, ტვირთისა და ფოსტის შესვლას, დროებით გაჩერებას ან გამგზავრებას, როგორიცაა ფორმალობები, დაკავშირებული შესვლის, იმიგრაციის, საპასპორტო, საბაჟო, სავალუტო, სანიტარიულ კონტროლთან, ვრცელდება მგზავრებზე, ბარგზე, ეკიპაჟზე, ფოსტასა და ტვირთზე, რომელიც არის მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე ხსენებულ სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნისას. მუხლი 6🔗 სერტიფიკატებისა და ლიცენზიების აღიარება 1. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან ვარგისად აღიარებული ან ჯერ კიდევ ძალაში მყოფი საფრენად ვარგისიანობის სერტიფიკატები, საკვალიფიკაციო მოწმობები და ლიცენზიები, მეორე მხარის მიერ შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისთვის ვარგისად იქნება აღიარებული, იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც გაიცა და ვარგისად ჩაითვალა ამგვარი სერტიფიკატები ან ლიცენზიები, უტოლდება ან აღემატება იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც დადგენილია ან შეიძლება დადგინდეს კონვენციის შესაბამისად. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას, არ სცნოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიერ ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნით, მის მოქალაქეებზე გაცემული ან მათთვის ვარგისად აღიარებული საკვალიფიკაციო მოწმობები და ლიცენზიები. მუხლი 7🔗 საბაჟო გადასახდელებისა და გადასახადებისგან გათავისუფლება 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო ხაზებზე ექსპლუატაციაში მყოფი საჰაერო ხომალდი, ასევე მათი ჩვეულებრივი მოწყობილობა, საწვავისა და საცხებ-საპოხის მარაგები, საჰაერო ხომალდის ბორტზე არსებული მარაგები (მათ შორის საკვები, სასმელები და თამბაქო), თავისუფლდება ყველა სახის საბაჟო და სხვა იმპორტის გადასახდელებისგან, შემოწმების საფასურებისგან და სხვა მსგავსი მოსაკრებლებისგან და გადასახადებისგან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ჩამოსვლისას, თუ ამგვარი მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები და მარაგი რჩება საჰაერო ხომალდის ბორტზე, სანამ დატოვებენ ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიას. 2. ქვემოთ მოცემულიც ასევე თავისუფლდება იმავე გადასახდელის, საფასურებისგან და გადასახდელებისგან, გარდა განხორციელებული მომსახურების საფასურისა: (a) საჰაერო ხომალდის საწვავი და საცხებ-საპოხების მარაგი, რომლებიც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მიმართულია შეთანხმებულ ხაზებზე ექსპლუატაციაში მყოფი საჰაერო ხომალდის მოსამარაგებლად, მიუხედავად იმისა ეს მარაგები გამოყენებული უნდა იქნეს, თუ არა მგზავრობის ნაწილზე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, სადაც მოხდა მათი ბორტზე ატანა; (b) სათადარიგო ნაწილები, მათ შორის ძრავები და ჩვეულებრივი მოწყობილობები, რომლებიც შემოტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებულ ხაზებზე გამოყენებული საჰაერო ხომალდის სარემონტოდ ან შესაკეთებლად; (c) ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ბორტზე ატანილი საჰაერო ხომალდის მარაგები, რომლებიც გათვალისწინებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებულ ხაზებზე გამოყენებული საჰაერო ხომალდისთვის; (d) სარეკლამო მასალები, უნიფორმები და ავიასაწარმოს დოკუმენტაცია, რომლებსაც არ გააჩნია კომერციული ღირებულება და გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე. შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს ამ პუნქტში მოცემული მასალების საბაჟო ზედამხედველობის ან კონტროლის ქვეშ მოქცევა. 3. საჰაერო ხომალდის ჩვეულებრივი მოწყობილობა, ასევე მასალები და სათადარიგო ნაწილები, რომლებიც რჩება ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდზე, შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ორგანოს თანხმობით. ამ შემთხვევაში ისინი შეიძლება განთავსდეს აღნიშნული საბაჟო ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ მანამდე, სანამ არ იქნება უკან გატანილი, ან ერთ-ერთი განთავსდეს საბაჟო წესებით საბაჟო რეგულაციების შესაბამისად. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათები ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს სიტუაციებში, როცა ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო შეთანხმებაში შედის სხვა ავიასაწარმოსთან, ჩვეულებრივი მოწყობილობების და ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სხვა ნივთების დროებით სარგებლობაში გადაცემის ან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე გადატანის მიზნით, იმ პირობით, რომ მეორე ავიასაწარმო სარგებლობს ასეთივე შეღავათებით მეორე ხელშემკვრელი მხარისგან. მუხლი 8🔗 შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მარეგულირებელი პრინციპები 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოებისთვის სამართლიან და თანაბარ შესაძლებლობებს, რათა თავისუფლად გასწიონ კონკურენცია შეთანხმებული მომსახურების განხორციელებაში. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე საშუალებას აძლევს თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს, განსაზღვროს რაოდენობა და ტევადობა, რომელსაც იგი სთავაზობს შეთანხმებულ ხაზებზე. არცერთმა ხელშემკვრელმა მხარემ ცალმხრივად არ უნდა შეზღუდოს გადაზიდვების მოცულობა, სიხშირე, მომსახურების რეგულარულობა ან საჰაერო ხომალდის ტიპი, რომელსაც მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო უწევს ექსპლუატაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჭიროა საბაჟო, ტექნიკური, ოპერაციული ან გარემოსდაცვითი მოთხოვნების გამო, თანაბარი პირობებით, კონვენციის მე-15 მუხლის შესაბამისად. 3. მომსახურების დაწყებამდე თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას წინასწარ წარუდგენენ დასამტკიცებლად საჰაერო მიმოსვლის განრიგს, რომელშიც მიუთითებენ ფრენის სიხშირეს, ხომალდის ტიპს და ამ განრიგის ძალაში ყოფნის პერიოდს. მსგავსი მოთხოვნები ეხება ნებისმიერ ცვლილებას. თუ დანიშნულ ავიასაწარმოს სურს დამტკიცებულ განრიგში შეტანილ რეისებზე დამატებით განახორციელოს რეისები, მან უნდა მიიღოს წინასწარი ნებართვა შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებისაგან, რომლიც საჭირო ყურადღებას დაუთმობს აღნიშნული სახის მოთხოვნას. მუხლი 9🔗 ტარიფები 1. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ შეიძლება მოითხოვოს წინასწარი შეტყობინება შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისათვის დაწესებული ტარიფების შესახებ ან მისი საავიაციო ხელისუფლებისათვის წარდგენა. 2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეში, ზოგადი კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის გამოყენების შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარის ჩარევა შემოიფარგლება შემდეგით: a) არაგონივრულად დისკრიმინაციული ტარიფებისა და პრაქტიკის პრევენცია; b) მომხმარებელთა არაგონივრულად მაღალი და არაგონივრულად შემზღუდველი ტარიფებისგან დაცვა, დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენების ან ავიასაწარმოებს შორის შეთანხმებული პრაქტიკის გამო; და c) ავიასაწარმოების დაცვა ხელოვნურად დაწეული ტარიფებისგან მთავრობის პირდაპირი ან ირიბი სუბსიდიის ან დახმარების გამო. 3. არცერთმა ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა განახორციელოს ცალმხრივი ქმედება შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისათვის ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შემოთავაზებული დასაკისრებელი ან დაკისრებული გადასახადის გატარების ან გაგრძელების თავიდან ასარიდებლად. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე თვლის, რომ ნებისმიერი ამგვარი ტარიფი ამ მუხლით დადგენილ დებულებებთან შეუსაბამოა, შეიძლება მოითხოვოს კონსულტაციები და შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს მისი უკმაყოფილების მიზეზების შესახებ განაცხადის მიღებიდან თოთხმეტი (14) დღის განმავლობაში. ეს კონსულტაციები ტარდება მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს ოცდაათ (30) დღეში. მუხლი 10🔗 პირდაპირი ტრანზიტი 1. მგზავრები, ბარგი და ტვირთი ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე პირდაპირი ტრანზიტისას, როდესაც არ ტოვებენ ამ მიზნისათვის გამოყოფილ აეროპორტის ტერიტორიას, გადიან არაუმეტეს გამარტივებულ კონტროლს, გარდა უსაფრთხოების ზომების, ტერორისტული აქტის, ასევე ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ტრანსპორტირების წინააღმდეგ. 2. ბარგი და ტვირთი ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე პირდაპირი ტრანზიტისას,თავისუფლდება საბაჟო გადასახდელის, გადასახადებისა და საფასურის დაკისრებისგან იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე. მუხლი 11🔗 სამომხმარებლო გადასახდელები არცერთი ხელშემკვრელი მხარე არ უწესებს ან არ იძლევა ნებართვას დაწესებულ იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოზე იმაზე მაღალი სამომხმარებლო გადასახდელი, ვიდრე დაწესებული აქვთ მის ავიასაწარმოებს მსგავსი საერთაშორისო განრიგის საჰაერო ხაზების ექსპლუატაციისთვის. მუხლი 12🔗 კომერციული საქმიანობა 1. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს აქვს უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე დააარსოს წარმომადგენლობითი ოფისები საჰაერო გადაზიდვების და სატრანსპორტო მომსახურების გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, აგრეთვე სხვა დამხმარე პროდუქტის და საჰაერო ხაზების ექსპლუატაციისთვის საჭირო მომსახურების განსახორციელებლად, მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს აქვს უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის შესვლის, ცხოვრებისა და მუშაობის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, შეიყვანოს და ჰყავდეს საკუთარი მმართველი, ტექნიკური, ოპერაციული და სხვა სპეციალიზებული პერსონალი საჭირო საჰაერო ხაზების ექსპლუატაციისთვის. 3. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს აქვს უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე განახორციელოს სატრანსპორტო მომსახურების რეალიზაცია საკუთარი სატრანსპორტო დოკუმენტების გამოყენებით, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად. გაყიდვები შეიძლება განხორციელდეს პირდაპირ დანიშნული ავიასაწარმოების წარმომადგენლობით ოფისებში ან უფლებამოსილი აგენტების მიერ. 4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს, მოთხოვნის საფუძველზე და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების შემდეგ იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, ანიჭებს უფლებას გადარიცხოს ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე საერთაშორისო საჰაერო ხაზების ექსპლუატაციით გამომუშავებული ხარჯის ზემოთ მიღებული მოგება. 5. გადარიცხვა ხორციელდება იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ხორციელდება ტრანზაქცია და არ ექვემდებარება არანაირ გადასახდელს, ამგვარი გადარიცხვებისთვის საბანკო საკომისიოს გარდა. მუხლი 13🔗 საავიაციო უშიშროება 1. საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მინიჭებული უფლებებისა და ნაკისრი ვალდებულებების თანახმად, ორივე ხელშემკვრელი მხარე ადასტურებს, რომ მათი ურთიერთვალდებულებები, უზრუნველყონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროება უკანონო ხელყოფის ქმედებების შემთხვევაში, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათი უფლებებისა და ვალდებულებების განზოგადების შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარეები იხელმძღვანელებენ ქ. ტოკიოში 1963 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი კონვენციით „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულებათა და ზოგიერთ სხვა მოქმედებათა შესახებ“; 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი კონვენციით „საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“; 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციით „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ“; 1988 წლის 24 თებერვალს ქ. მონრეალში ხელმოწერილი ოქმით „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ“; 1991 წლის 1 მარტს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციით „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ მათი გამოვლენის მიზნით“ ისევე, როგორც სამოქალაქო ავიაციის უშიშროებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი კონვენციითა და ოქმით, რომელიც სავალდებულოა ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის. 2. მოთხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სანავიგაციო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ამგვარი უკანონო ქმედებები და სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ ნებისმიერი სხვა მუქარა. 3. ორმხრივი ურთიერთობისას ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებული საავიაციო უშიშროების დებულებების შესაბამისად, რომლებიც წარმოადგენს კონვენციის დანართებს, იმდენად, რამდენადაც ხელშემკვრელი მხარეებისათვის აღნიშნული უშიშროების დებულებები და მოთხოვნები მისაღებია და მოსთხოვენ მათი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, ან იმ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი და მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ სახელმწიფო ტერიტორიაზე და მათ სახელმწიფო ტერიტორიაზე არსებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, რომ მათ იმოქმედონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროების აღნიშულ დებულებათა შესაბამისად. 4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს შეიძლება მოეთხოვოთ დაიცვან ამავე პუნქტში მოცემული საავიაციო უშიშროების დებულებები, რაც სავალდებულოა ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შესვლის, გამოსვლისა და ამ ტერიტორიაზე ყოფნისთვის. 5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რომ მის სახელმწიფო ტერიტორიაზე სათანადო ზომები ეფექტურად იქნეს გამოყენებული, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი და შეამოწმოს მგზავრები, ეკიპაჟი, ხელბარგი, ბარგი, ტვირთი და საჰაერო ხომალდის მარაგები ჩასხდომა-ჩატვირთვამდე და ჩასხდომა-ჩატვირთვისას. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დადებითად შეხვდება მეორე ხელშემკვრელი მხარის თხოვნას უშიშროების სპეციალურ ღონისძიებათა გატარების თაობაზე კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით. 6. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან ამ ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის არსებობისას, ან მისი მგზავრების, ეკიპაჟის, საჰაერო ხომალდის, აეროპორტების ან საჰაერო ნავიგაციის საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებების დროს, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გამარტივებით, რომლებიც მიმართული იქნება ამ ინციდენტის ან მუქარის რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ შეწყვეტისაკენ. მუხლი 14🔗 საავიაციო უსაფრთხოება 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებული ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან, საავიაციო საშუალებებთან, საჰაერო ხომალდთან ან მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში. ასეთი კონსულტაციები ტარდება ამგვარი თხოვნის მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. 2. თუ აღნიშნული კონსულტაციების შედეგად ერთი ხელშემკვრელი მხარე გამოავლენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ეფექტურად არ ინარჩუნებს და არ წარმართავს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ უსაფრთხოების სტანდარტებს ნებისმიერ სფეროში, რომელიც, სულ მცირე, უთანაბრდება ან აღემატება ამ დროისათვის კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს, პირველი ხელშემკვრელი მხარე ატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ ვითარების შესახებ და იმ ზომებზე, რაც ამ მინიმალური სტანდარტების შესასრულებლად არის საჭირო, ხოლო მეორე ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს შესაბამისი გამოსასწორებელი ზომები. მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ თხუთმეტი (15) დღის, ან შეთანხმებული უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შესაბამისი ზომების ვერმიღება, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხების მე-4 მუხლის გამოყენების საფუძველს. 3. კონვენციის მე-16 მუხლის შესაბამისად, ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ექსპლუატირებულია ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ და რომელიც ახორციელებს მომსახურებას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან, შეიძლება, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნის დროს, დაექვემდებაროს შემოწმებას მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ბორტზე ან საჰაერო ხომალდის ირგვლივ, იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის არამიზანშეწონილ შეფერხებას. კონვენციის 33-ე მუხლში მითითებული ვალდებულებების მიუხედავად, ამ შემოწმების მიზანია, შემოწმდეს საჰაერო ხომალდისა და მისი ეკიპაჟის დოკუმენტთა ვარგისიანობა და საჰაერო ხომალდის მოწყობილობა და მისი მდგომარეობა შეესაბამება თუ არა იმ დროისათვის კონვენციის შესაბამისად დადგენილ სტანდარტებს (ამ მუხლში „ბორტზე შემოწმება“). 4. თუ ნებისმიერი ამგვარი სახის შემოწმება ბორტზე, ან მთელი რიგი შემოწმებებისა ბორტზე გამოიწვევს: a) სერიოზულ ეჭვს, რომ საჰაერო ხომალდი და მისი ექსპლუატაცია არ შეესაბამება კონვენციის მიერ იმ დროისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ან b) სერიოზულ ეჭვს, რომ არსებობს ხარვეზები კონვენციის მიერ იმ მომენტისათვის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტიან მომსახურებასა და გამოყენებასთან მიმართებით; ხელშემკვრელ მხარეს, რომლის უფლებამოსილი წარმომადგენლები ახორციელებენ ბორტზე შემოწმებას კონვენციის 33-ე მუხლის მიზნებისთვის, შეუძლია დაასკვნას, რომ მოთხოვნები, რომლის საფუძველზე არის გაცემული საჰაერო ხომალდებზე და საჰაერო ხომალდების ეკიპაჟზე მოწმობები და ლიცენზიები ან ვარგისიანობა, ან რომ საჰაერო ხომალდის ექსპლუატირებისას მოთხოვნები არ უთანაბრდება ან არ შეესაბამება კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. 5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან მისი სახელით ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების მიზნით შემოწმებაზე უარს განაცხადებს ამ ავიასაწარმოს წარმომადგენელი, მეორე ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია დაასკვნას, რომ არსებობს სერიოზული ეჭვი ამ მუხლის მე-4 პუნქტის საკითხებთან მიმართებით და გამოიტანოს იმავე პუნქტში ხსენებული დასკვნები. 6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას შეაჩეროს ან შეცვალოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საექსპლუატაციო უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ იგი ბორტზე შემოწმების, ან ბორტზე მთელი რიგი შემოწმებების შედეგად, ასევე ბორტზე შემოწმების, კონსულტაციების ან სხვაგვარ საქმიანობაზე უარის თქმის შემთხვევაში დაასკვნის, რომ ავიასაწარმოს ექსპლუატაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება. 7. ამ მუხლის მე-2 ან მე-6 პუნქტების შესაბამისად, ერთი ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი ქმედება წყდება, როგორც კი ამ ქმედების საფუძველი აღმოიფხვრება. მუხლი 15🔗 სტატისტიკის წარმოება მოთხოვნისამებრ, ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას მიაწვდის ისეთ პერიოდულ ან სხვა სახის სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ეხება შეთანხმებულ პერიოდში განხორციელებულ შეთანხმებულ მომსახურებას. მუხლი 16🔗 კონსულტაციები 1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ან მის საავიაციო ხელისუფლებებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვონ კონსულტაციების გამართვა მეორე ხელშემკვრელ მხარესთან ან მის საავიაციო ხელისუფლებებთან. 2. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ან მისი საავიაციო ხელისუფლებების მიერ მოთხოვნილი კონსულტაციები შეიძლება გაიმართოს დისკუსიის სახით ან მიმოწერით და უნდა დაიწყოს მათ გამართვაზე თხოვნის წერილობითი ფორმით მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. მუხლი 17🔗 დავების მოგვარება 1. იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმების განმარტების ან იმპლემენტაციის თაობაზე ხელშემკვრელ მხარეებს შორის წამოიჭრება რაიმე სახის დავა, ხელშემკვრელი მხარეები, უპირველეს ყოვლისა, შეეცდებიან მოაგვარონ იგი მოლაპარაკებების გზით. 2. მოლაპარაკებების გზით მორიგების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეებმა შეიძლება დავა განსახილველად გადასცენ სხვა პირს ან ორგანოს. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა შეიძლება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით გადაეცეს სამი (3) არბიტრისაგან შემდგარ საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელთაგან თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს ერთ არბიტრს, ხოლო მესამე არბიტრი ინიშნება ორი დანიშნული არბიტრის მიერ. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს არბიტრს, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარისგან დიპლომატიური არხების საშუალებით გაგზავნილი დავის საარბიტრაჟო ორგანოს მიერ განხილვის თხოვნის შეტყობინების მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, ხოლო მესამე არბიტრი ინიშნება შემდგომი სამოცი (60) დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე ვერ შეძლებს განსაზღვრულ ვადებში არბიტრის დანიშვნას ან მესამე არბიტრი დადგენილ პერიოდში არ არის დანიშნული, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, შეუძლია დანიშნოს არბიტრი ან არბიტრები, როგორც საქმე მოითხოვს. თუ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტი რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, დანიშვნა შეიძლება ეთხოვოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც წარმოადგენს მესამე სახელმწიფოს მოქალაქეს. ასეთ შემთხვევაში მესამე არბიტრი არის მესამე სახელმწიფოს მოქალაქე და შეასრულებს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას. 3. საარბიტრაჟო სასამართლო განსაზღვრავს საკუთარ პროცედურას. 4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ფარავს მის მიერ დანიშნული არბიტრის ხარჯებს, ისევე როგორც საარბიტრაჟო სასამართლოს პროცესებზე მისი წარმომადგენლობის ხარჯებს. საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარისა და სხვა ნებისმიერი ხარჯები დაიფარება ხელშემკვრელი მხარეების მიერ თანაბარ წილად. 5. ხელშემკვრელი მხარეები ასრულებენ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილ ნებისმიერ გადაწყვეტილებას. მუხლი 18🔗 ცვლილებები 1. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე მიზანშეწონილად ჩათვლის ამ შეთანხმების ნებისმიერ დებულებაში ცვლილების შეტანას, მას ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაცია ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს შორის ამ შეთანხმების მე-16 მუხლის შესაბამისად. 2. წინამდებარე შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებები გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების 22-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. 3. წინამდებარე შეთანხმების დანართში ნებისმიერი ცვლილება შეიძლება პირდაპირ შეთანხმდეს ხელშემკვრელი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებებს შორის და ძალაში შევა დიპლომატიური ნოტების გაცვლით დადასტურების შემდეგ. მუხლი 19🔗 შეთანხმების რეგისტრაცია ეს შეთანხმება და ამ შეთანხმებაში ან მის დანართში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება უნდა დარეგისტრირდეს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ, რომლის სახელმწიფო ტერიტორიაზეც მოეწერება შეთანხმებას ხელი. მუხლი 20🔗 მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობა თუ ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის ძალაში შევა ნებისმიერი მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც დაკავშირებულია ამ შეთანხმებაში შესულ ნებისმიერ საკითხთან, ამ შეთანხმებისა და მისი დანართის დებულებებში ცვლილებები შევა იმგვარად, რომ შესაბამისობაში იყოს ამ მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან. მუხლი 21🔗 შეწყვეტა თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება მეორე ხელშემკვრელ მხარეს მის მიერ წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის გადაწყვეტილების თაობაზე. ამგვარი შეტყობინება იმავდროულად უნდა გაეგზავნოს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმება წყდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არ განხორციელდა შეტყობინების უკან გახმობა. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, მაშინ იგი მიღებულად ჩაითვლება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან თოთხმეტი (14) დღის შემდეგ. მუხლი 22🔗 ძალაში შესვლა წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების დიპლომატიური არხების მეშვეობით მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. რის დასტურადაც, ქვემორე ხელმომწერთა, არიან რა შესაბამისი მთავრობების მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილნი, ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას. შესრულებულია ქ. ________________ 202___ წლის __________________________ დღეს, ორ დედნად, ქართულ, სერბულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით სერბეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით დანართი 1. საჰაერო ხაზები, რომელთა ექსპლუატაციაც შეუძლია საქართველოს მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ორივე მიმართულებით: პუნქტები საქართველოში შუალედური პუნქტები პუნქტები სერბეთის რესპუბლიკაში პუნქტები საზღვრებს გარეთ ნებისმიერი პუნქტი ნებისმიერი პუნქტი ნებისმიერი პუნქტი ნებისმიერი პუნქტი საქართველოს მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია ნებისმიერ რეისზე გამოტოვოს დაფრენა ნებისმიერ შუალედურ პუნქტში ან ამ სექციაში განსაზღვრული პუნქტების საზღვრებს გარეთ, თუ შეთანხმებული ხაზები არის საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის პუნქტში. 2. საჰაერო ხაზები, რომელთა ექსპლუატაციაც შეუძლია სერბეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ორივე მიმართულებით: სერბეთის რესპუბლიკის პუნქტები შუალედური პუნქტები პუნქტები საქართველოში პუნქტები საზღვრებს გარეთ ნებისმიერი პუნქტი ნებისმიერი პუნქტი ნებისმიერი პუნქტი ნებისმიერი პუნქტი სერბეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია ნებისმიერ რეისზე გამოტოვოს დაფრენა ნებისმიერ შუალედურ პუნქტში ან ამ სექციაში განსაზღვრული პუნქტების საზღვრებს გარეთ, თუ შეთანხმებული ხაზები არის სერბეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ტერიტორიის პუნქტში. შენიშვნები 3. ნებისმიერი შუალედური პუნქტები და პუნქტები საზღვრებს გარეთ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელშემკვრელი მხარეების დანიშნული ავიასაწარმოების მიერ ჰაერის მე-5 თავისუფლებით სარგებლობის გარეშე. 4. ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნულ ავიასაწარმოებს შეუძლიათ განახორციელონ ფრენები შუალედური პუნქტებიდან/პუნქტებისკენ და საზღვრის გარეთ მდებარე პუნქტებიდან/პუნქტებისკენ სრული მე-5 ჰაერის თავისუფლების გამოყენებით, ნებისმიერი სახის მომსახურებისას (სამგზავრო, სატვირთო, ცალ-ცალკე ან კომბინირებულად), ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეთანხმების საფუძველზე. 5. შეთანხმებულ საჰაერო ხაზებზე განსაზღვრული ხაზების ექსპლუატაციისას ან მოთხოვნისას, ხელშემკვრელი მხარეების დანიშნული ავიასაწარმოები სარგებლობენ უფლებით შევიდნენ მარკეტინგის კოოპერატიულ შეთანხმებებში, როგორიცაა კოდების ერთობლივი გამოყენება: a) ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან; და b) მესამე ქვეყნის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან, თუ მესამე ქვეყანა გასცემს უფლებამოსილებას ან ნებართვას ანალოგიურ პირობებზე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებსა და სხვა ავიასაწარმოებს შორის, მომსახურებაზე ქვეყანაში, ქვეყნიდან ან მისი გავლით. ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება ამტკიცებს ამგვარ შეთანხმებას/მოლაპარაკებას იმ პირობით, თუ ყველა შესაბამის ავიასაწარმოს: a) აქვს შესაბამისი უფლებამოსილება და კომერციული უფლება; b) აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ამგვარ პირობებზე; და c) თითოეულ გაყიდულ ბილეთთან მიმართებით, მყიდველს გაყიდვისას ნათლად განუმარტავს იმის თაობაზე, თუ რომელი ავიასაწარმო მოქმედებს მომსახურების თითოეულ სექტორზე და რომელ ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან შედის მყიდველი სახელშეკრულებო ურთიერთობებში. [​1] გაეროს 1999 წლის 10 ივნისის 1244 რეზოლუციის მიხედვით.