„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭევბაზე უფლებამოდილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1369
სარეგისტრაციო კოდი
120.260.010.22.034.009.595
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 160, 29/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.22.034.009.595

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1369

2006 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ნუსხის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4.

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობისათვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება, აგრეთვე, საშუალო სპეციალური წოდების მინიჭება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის და მინისტრის მოადგილეების მიერ, საკურატორო სფეროების მიხედვით (ნუსხით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების გარდა).

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის საკურატორო სფეროში მყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ყველა მოსამსახურეს (ნუსხის 1-ლი და მე-5 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა გარდა) თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დაითხოვს, სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს (ხელშეკრულებას უფორმებს და ხელშეკრულებას შეუწყვეტს), ამასთან რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობას სამხედრო სამსახურში ჩარიცხავს, სამხედრო სამსახურიდან დაითხოვს, რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობას მორიგ სამხედრო წოდებას მიანიჭებს, აგრეთვე საშუალო სპეციალურ წოდებას მიანიჭებს სამინისტროს საკადრო დანაყოფის კურატორი მინისტრის მოადგილე.

შენიშვნა: საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებს უმცროს და მორიგ საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი.“;

ბ) ნუსხის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

,,მუხლი 6. 

სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეთა (გარდა მოადგილეებისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი