📋

სიგარა/სიგარეტის და სიგარილას წარმოებისას/იმპორტისას გამოყენებული აქციზური მარკების დაზიანების საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 06.02.2026
მოქმედების პერიოდი 06.02.2026 — 29.12.2025
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №2140
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
06.02.2026
29.12.2025
სიგარა/სიგარეტის და სიგარილას წარმოებისას/იმპორტისას გამოყენებული აქციზური მარკების დაზიანების საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ სსიპ  – შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №2140 2011 წლის  3 მაისი  ქ. თბილისი სიგარა/სიგარეტის და სიგარილას წარმოებისას/იმპორტისას გამოყენებული აქციზური მარკების დაზიანების საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ „ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 აპრილის №845 განკარგულების მე-3 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: 1. სიგარა/სიგარეტის და წარმოებისას/იმპორტისას გამოყენებული აქციზური მარკების დაზიანების საწარმოო დანაკარგი განისაზღვროს 1%-ის ოდენობით. 2. სიგარილას წარმოებისას/იმპორტისას გამოყენებული აქციზური მარკების დაზიანების საწარმოო დანაკარგი განისაზღვროს 2%-ის ოდენობით. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. სამსახურის უფროსი                                                                   ჯამბულ ებანოიძე