“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრსი №712 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№785
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.027.009.596
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 160, 29/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.009.596

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №785

2006 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში  დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №121, მუხ. 1626) დამტკიცებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“ პუნქტი:

,,ნ) რეფორმისა და სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილება.“;

ბ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

     „მუხლი 121. რეფორმისა და სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილება

1. რეფორმისა და სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილება ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარისა და იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის წინაშე.

2. რეფორმისა და სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილება:

ა) ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ნაკლოვანებებისა და დარღვევების გამოვლენა/აღმოფხვრას. ამ მიზნით სისტემის სამართლებრივი და ორგანიზაციული რეფორმის, პრიორიტეტებისა და კონკრეტული ღონისძიებების თაობაზე შეიმუშავებს წინადადებებს და ამზადებს დასკვნებს;

ბ) ახორციელებს რეფორმების მიმდინარეობისა და საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის მონიტორინგს, ანალიზს, პროგნოზს, აგრეთვე ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად ამზადებს შესაბამის დასკვნებს.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრსი №712 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ"?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.11.2006.
როდის იქნა მიღებული “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრსი №712 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ"?
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრსი №712 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ" მიღებულია 29.11.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №785. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.22.027.009.596.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრსი №712 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრსი №712 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.11.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრსი №712 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ", №785, 29.11.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.009.596 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/67792/