⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.04.2012)
გაუქმებულია:

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 28.11.2006
ძალის დაკარგვა 06.04.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №1301
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.009.602
გამოქვეყნების წყარო სსმ, 164, 07/12/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,717 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.11.2006 მიღება
06.04.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:AcadMtavr; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:45.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadMtavr;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:45.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:45.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.009.602 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №1301 2006 წლის 28 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა  და ბუნებრივი რესურსების  სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება“. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის №259 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 30 ნოემბრიდან. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი         დ. ჩანტლაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.     მუხლი 2🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.     მუხლი 3🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.     მუხლი 4🔗 დეპარტამენტის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. თავი II დეპარტამენტის კომპეტენცია     მუხლი 5🔗 თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანებია: ა) სამინისტროს საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია; გ) საკადრო პოლიტიკის შემუშავება, საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების მომზადება და საკადრო უზრუნველყოფა; დ) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; ე) კომპეტენციის ფარგლებში ბრძანებების რეგისტრაცია; ვ) საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება; ზ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული განცხადებების და წერილების განხილვა და მათზე რეაგირება; თ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მართვისა და მათი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა; ი) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება, კოორდინაცია და ზედამხედველობა; კ) სამინისტროს არქივის მუშაობის ორგანიზება; ლ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; მ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტების ფორმირება, ფინანსური რესურსების განაწილება და ოპერატიული მართვა, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად; ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, კვარტალური და წლიური ანგარიშგების ანალიზი და განხილვა, წინადადებების შემუშავება ნაკლოვანებების აღმოფხვრისათვის; ო) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; პ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ჟ) სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება. კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა; რ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის ნაერთი ბალანსის შედგენა; ს) ლიცენზიების მაძიებელების მიერ გადახდილი „ბე“-ს თანხების ბიუჯეტში გადატანის ან უკან დაბრუნების ოპერაციების განხორციელების ორგანიზება; სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში არასაგადასახადო შემოსავლების ანალიზი; ტ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საშტატო ნუსხების პროექტების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა.; უ) ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში; ფ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზაცია; ქ) სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმიანობზე პერიოდულად ანგარიშის წარდგენა, ნაკლოვანებების არსებობის შემთხვევაში მათი აღმოფხვრისათვის შესაბამისი წინანადებების მომზადება; ღ) სამინისტროს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა; ყ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.     მუხლი 6🔗 დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან მოითხოვოს და მიიღოს აუცილებელი ინფორმაცია მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ბ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისაგან შეუფერხებლად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; გ) გადასცეს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს დროებით სარგებლობისათვის მათთვის საჭირო დოკუმენტები; დ) შეინახოს და დანიშნულებისამებრ გამოიყენოს შემდეგი ბეჭდები: უგერბო ბეჭედი (დასახელებით „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნერივი რესურსების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო“), მცირე გერბიანი: „ც/ა“, „დშუ“, „იტუ“ – სამსახურებრივი მოწმობებისათვის და შტამპი ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დასახელებით; ე) შეინახოს და სამსახურებრივი მოწმობებისათვის გამოიყენოს მცირე გერბიანი, „ც/ა“, „დშუ“ და „იტუ“ ბეჭდები; ვ) შეისწავლოს და შეამოწმოს სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის მდგომარეობა; ზ) მოთხოვოს სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, ტერიტორიულ ორგანოებს და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, ბიუჯეტისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებისა და ხარჯთა ნუსხის საპროგნოზო მაჩვენებლების წარმოდგენა განსაზღვრული ვადების შესაბამისად; თ) ბიუჯეტის პროექტის შედგენის, ფინანსირების, ანგარიშგებისა და ცალკეული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში შესაბამისი განმარტების მისაცემად მოიწვიოს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების პასუხისმგებელი პირები; ი) შეზღუდოს ან, აუცილებლობის შემთხვევაში, მინისტრის თანხმობით შეაჩეროს სახაზინო სამსახურის მიერ იმ სტრუქტურული ერთეულების დაფინანსება, რომელსაც არა აქვთ წარმოდგენილი პერიოდული ანგარიში ან გამოუვლინდათ საბიუჯეტო და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტები. თავი III დეპარტამენტის მართვა და სტრუქტურა     მუხლი 7🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს; ე) წელიწადში ერთხელ მინისტრს (კურატორ მინისტრის მოადგილეს) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) უზრუნველყოფს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ი) დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს; კ) კომპეტენციის ფარგლებში პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; მ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.     მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსის  მოადგილე: ა) დეპარტამენტის უფროსის სამსახურში არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობებს; ბ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას; გ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს; დ) ამოწმებს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ ცალკეულ დოკუმენტებს; ე) მონაწილეობას იღებს დეპარტამენტისათვის ამ დებულებით მინიჭებულ ვალდებულებათა განხორციელებაში. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.     მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მითითებებსა და დავალებებს; გ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს; დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ვ) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს. 3. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებენ მის დავალებებს.     მუხლი 10🔗 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; ბ) საქმისწარმოების სამმართველო; გ) ბუღალტერია (სამმართველოს სტატუსით); დ) საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო; ე) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო; ვ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო; ზ) ქსელის ადმინისტრირების სამმართველო.     მუხლი 11🔗 ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური პასუხიმგებლობისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება; გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების და შრომის წიგნაკების შედგენა, აღრიცხვა-წარმოება; დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; ე) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადება; ვ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის დადგენილი წესით ატესტაციების და კონკურსების ჩატარების ორგანიზება; თ) საბიუჯეტო საფინანსო სამმართველოსთან ერთად სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საშტატო ნუსხის პროექტების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა; ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილი საშტატო ნუსხების განხილვა და წინადადებების წარდგენა; კ) დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა; ლ) თანამდებობრივი აღწერილობის შემუშავება და დანერგვა; მ) საკვალიფიკაციო მოთხოვნების შექმნა; ნ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება; ო) შრომის შინაგანაწესის შემუშავება; პ) სამინისტროს სახელით სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა შრომით დავებთან დაკავშირებით; ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბრძანებების რეგისტრაცია; რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საიდუმლო საქმისწარმოება; ს) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.     მუხლი 12🔗 საქმისწარმოების სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია: ა) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება, კოორდინაცია და ზედამხედველობა; ბ) სამინისტროს არქივის მუშაობის ორგანიზება; გ) სამინისტროს შემოსული და გასული არასაიდუმლო ხასიათის ყველა კორესპონ დენციის (მათ შორის დოკუმენტების – გრიფით „სამსახურებრივი სარგებლობისათვის“) რეგისტრაცია და აღრიცხვა; დ) მოქალაქეებისაგან მიღებული განცხადებების, საჩივრებისა და წერილების აღრიცხვა, დადგენილი წესით შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფამდე დაყვანა და კონტროლი მის დროულ შესრულებაზე; ე) დადგენილი წესით მინისტრის ბრძანებების და სხვა სამსახურებრივი დოკუმენტების გაფორმება და დაყვანა სტრუქტურულ ქვედანაყოფამდე, გარდა მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბრძანებებისა; ვ) სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირების უზრუნველყოფა იმ დოკუმენტებისა და მასალების შესახებ, რომლებიც მათ საქმიანობას განეკუთვნება; ზ) სამინისტროს საქმისწარმოების რეგლამენტის შემუშავება და კონტროლი მის დაცვაზე; თ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული საქმისწარმოების ნომენკლატურის შეთანხმება; ი) სამინისტროს საქმიანობისა და მისი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალების არქივში მიღების, რეგისტრაციის სისტემატიზაციისა და შენახვის უზრუნველყოფა; კ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა შესრულება, სხვა ერთობლივი დავალებებისა და ღონისძიებების შესრულებაში მონაწილეობა; ლ) მინისტრის ბრძანებების დაუყოვნებლივ დაგზავნა დაინტერესებულ მხარეთათვის; მ) კორესპონ დენციის ადრესატამდე მიტანის უზრუნველყოფა; ნ) სამინისტროს ძირითადი საქმიანობის შესახებ ბრძანებების გაფორმება და მათი სტრუქტურულ ერთეულებამდე დაყვანა; ო) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების შესაბამისი სამსახურების მეთოდური ხელმძღვანელობა; პ) სამინისტროს ნაერთი საქმეთა ნომენკლატურის შედგენის უზრუნველყოფა (სტრუქტურული ერთეულებიდან წარმოდგენილი მასალების საფუძველზე) და მისი შეთანხმება ცენტრალურ სახელმწიფო არქივთან; ჟ) არქივში დოკუმენტების დროულად ჩაბარებისა და მათ სწორად გაფორმებაზე სისტემატური კონტროლი; რ) დოკუმენტების შეფასება და მოქმედი ნორმატივების შესაბამისად იმ მასალების შერჩევა, რომლებიც არ ექვემდებარებიან შენახვას; ს) არქივში არსებული დოკუმენტური მასალების შენახვის უზრუნველყოფა; ტ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან საქმისწარმოებით ყოველმხრივ შესრულებულ დოკუმენტების მიღება; უ) მუდმივი და დროებითი შესანახი დოკუმენტების ნუსხის შედგენა და მათი აღრიცხვის წარმოება.     მუხლი 13🔗 საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია: ა) სამინისტროს ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და ფინანსური რესურსების მართვა; ბ) სამინისტროს სისტემის საბიუჯეტო პროცესის მართვა, ნაერთი ბიუჯეტის პროექტის მომზადება და დასამტკიცებლად წარდგენა კანონით დადგენილ ვადებში; გ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სისტემის ორგანიზაციათა ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა; დ) წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე ხარჯების ყოველკვარტალური განწერა და სისტემის ორგანიზაციებზე დროული დაყვანა; ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ოპერატიული ფინანსური გეგმების შედგენა და დადგენილ ვადებში სახაზინო სამსახურში წარდგენა; ვ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, სამინისტროს აპარატისა და სისტემის ორგანიზაციების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების პროექტის მომზადება და ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; ზ) სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების ანალიზი და თავისუფალი ფინანსური რესურსის წარმოშობის შემთხვევაში ხელმძღვანელობის წინაშე წინადადებების მომზადება, სახსრების ოპტიმალური გამოყენება და/ან გადანაწილების მიზნით; თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის შრომის ანაზღაურების, სოციალური ანარიცხების სხვა სახელფასო ვალდებულებების კვარტალური განაწილების რეგისტრაციისათვის სახაზინო სამსახურში წარდგენა; ი) არასაგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების ანალიზი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში; კ) ლიცენზიების მაძიებელების მიერ გადახდილი „ბე“-ს თანხების ბიუჯეტში გადატანის ან უკან დაბრუნების ოპერაციების განხორციელების ორგანიზება; ლ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოსთან ერთად სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საშტატო ნუსხების პროექტების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა; მ) სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებიდან პერიოდული ანგარიშების მიღებისას ხარჯების გეგმური და ფაქტობრივი მაჩვენებლების ანალიზი; ნ) სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებისა და ხარჯთა ნუსხის საპროგნოზო მაჩვენებლებისა და საშტატო ნუსხების ფინანსური ანალიზი მათი შეთანხმების მიზნით; ო) სისტემის დაქვემდებარებული ორგანიზაციებისათვის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მეთოდური დახმარების გაწევა; პ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროსთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე საქმიანობის განხორციელება.     მუხლი 14🔗 ბუღალტერიის (სამმართველოს სტატუსით) ფუნქციები და ამოცანებია: ა) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაცია, ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვის რეგისტრების დროული წარმოება; ბ) ბუღალტრული საბუთების თავისდროულ გაფორმებასა და მომხდარი ოპერაციების კანონიერებაზე წინასწარი კონტროლის განხორციელება; გ) კონტროლის დაწესება სახსრების ეკონომიურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე (ბიუჯეტით დამტკიცებული ხარჯთანუსხის შესაბამისად დადგენილი წესით მათში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით), აგრეთვე ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე; დ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა მათი დანიშნულებისამებრ წარდგენის მიზნით; ე) მუშა-მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების დარიცხვა და დროული გაცემა; ვ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული წარმოება; ზ) ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვა და დამუშავება; თ) სალაროს მუშაობაზე კონტროლის განხორციელება; ი) მატერიალური ფასეულობების, ფულადი სახსრების, დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზაცია, ინვენტარიზაციის შედეგების თავისდროული განსაზღვრა და აღრიცხვაში მისი ასახვა; კ) სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებიდან ბალანსების დროულად და ხარისხიანად მიღება; ლ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის ნაერთი ბალანსის შედგენა.     მუხლი 15🔗  სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია: ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს მიერ უშუალოდ სამართავი სახელმწიფო პროგრამებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა – წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ განსაზღვრული წლიური მოთხოვნილებების საფუძველზე; წლიური შესყიდვების გეგმის შეჯერება, დამტკიცების უზრუნველყოფა და კორექტირება; ბ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, ფასთა მონიტორინგი, სავარაუდო ფასებისა და მოცულობების განსაზღვრა; შესყიდვის მეთოდის შერჩევა; სატენდერო და სხვა საკონკურსო დოკუმენტაციის შედგენა; სატენდერო პროცედურების მომზადება, ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფა; სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა; შეთანხმებების უზრუნველყოფა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან; გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება, შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; დ) ხელშეკრულებების მიმდინარეობის, კვარტალური და წლიური ანგარიშების წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში.     მუხლი 16🔗 მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა და ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების მონიტორინგი; ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების წარდგენა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან; გ) სასაქონლო-მატერიალური მარაგების მართვა; დ) საწვავის ხარჯვასა და სამინისტროს სატელეფონო მომსახურებაზე კონტროლის განხორციელება დაშვებული ლიმიტების შესაბამისად; ე) სამინისტროს აპარატის სამსახურებრივი ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება; ვ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზაცია; ზ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების პროცესის კოორდინაცია და ზედამხედველობა; თ) შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა და ინვენტარის და ტექნიკური საშუალებების პერიოდულად განახლება.     მუხლი 17🔗 ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა; ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციების საშუალებით სამინისტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; გ) სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ვერსიების კომპიუტერული მომსახურება, დამუშავების ხელშეწყობა, გავრცელება და დაცვა. ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება-სრულყოფის ხელშეწყობა და დაცვა; დ) სამინისტროს კომპიუტერული და საკომუნიკაციო ქსელების, ასევე ინტერნეტთან კავშირის ფორმირება-სრულყოფა; ე) სამინისტროს ტელესაკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება, მონიტორინგი, ურთიერთკავშირის და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ვ) სამინისტროს ელექტრონული ფოსტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის და ტექნოლოგიების რეგისტრაცია-აღრიცხვა, ოპტიმალური განაწილება, მონიტორინგი და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა; თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციების საშუალებით სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; სამინისტროს ვებგვერდის მუდმივი სრულყოფა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, სამინისტროს და მისი პერსონალის საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ი) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შიდა წესებისა და ნორმების შემუშავება. თავი IV დასკვნითი დებულებანი     მუხლი 18🔗 დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.