"კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე" საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის 2009 წლის 30 მარტის N03/41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება № 02/10
2026 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს ცვლილება ,,კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის 2009 წლის 30 მარტის №03/41 ბრძანების დანართი №1-ის 51-ე პუნქტით განსაზღვრული ძალისის ნაქალაქარის დანართი №2-ის შესაბამისად დამტკიცებულ სააღრიცხვო ბარათში და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. დაევალოს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.
3. დაევალოს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციას (სამსახური) ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების საქართველოს კულტურის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
გენერალური დირექტორი თეა ონიანი