“საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.009.609
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1505
2006 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №32, მუხლი 372) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა 2007 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საკონტროლო-სალარო აპარატების ამ ბრძანებით განსაზღვრული თვითწებადი ლუქების შესაბამისი რაოდენობებით დაბეჭდვის ორგანიზება და საგადასახადო დეპარტამენტისათვის გადაცემა, მათი საგადასახადო ინსპექციებზე გადანაწილების მიზნით.“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საგადასახადო ორგანოებმა ამ ბრძანებით გათვალისწინებული საკონტროლო-სალარო აპარატების ლუქების გამოყენება დაიწყონ 2007 წლის 15 იანვრიდან საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატების მიმართ, ხოლო 2007 წლის 15 იანვრამდე დარეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვა, ამ ბრძანებით დადგენილი წესით, განხორციელდეს 2007 წლის 15 იანვრიდან არა უგვიანეს 2007 წლის 1 მაისამდე.
5. 2007 წლის 1 მაისამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები ლუქის გარეშე მუშაობისათვის ან მისი დაზიანებისათვის გავრცელდეს მხოლოდ იმ გადამხდელებზე, რომელთა საკონტროლო-სალარო აპარატები დაექვემდებარა დალუქვას ამ ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად და მათი მხრიდან დალუქვის შემდეგ იქნა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევა.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.12.2006.
- როდის იქნა მიღებული “საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"?
- “საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" მიღებულია 01.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1505. სარეგისტრაციო კოდი — 190.040.000.22.033.009.609.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.12.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე", №1505, 01.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.009.609 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/67846/