გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2026 წლის 13 თებერვალი ქ. გორი |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 14 თებერვლის №5 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 17/02/2025, 200140030.35.148.016822).
|
CN=IMG x ITL x C x K, სადაც:
ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG – არის გორის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,65-ს;
გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც განისაზღვრა შემდეგი ოდენობით:
გ.ა) ცენტრალური ზონის 1 ქვეზონა –1,5;
გ.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონა – 1,4;
გ.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონა –1,3;
გ.დ) შუალედური ზონა –1,0;
გ.ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონა – 0,9;
გ.ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონა – 0,8;
გ.ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონა – 0,7;
დ) C – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის (ოცდაოთხი თეთრი) ტოლია;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 150-ს.
ა) ცენტრალური ზონის 1 ქვეზონა – CN= 35.1 ლარი (ოცდათხუთმეტი ლარი და ათი თეთრი);
ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონა – CN= 32.76 ლარი (ოცდათორმეტი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი);
გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონა – CN= 30.42 ლარი (ოცდაათი ლარი და ორმოცდაორი თეთრი);
დ) შუალედური ზონა – CN= 23.4 ლარი (ოცდასამი ლარი და ორმოცი თეთრი);
ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონა – CN= 21.06 ლარი (ოცდაერთი ლარი და ექვსი თეთრი);
ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონა – CN= 18.72 ლარი (თვრამეტი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი);
ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონა – CN= 16.38 ლარი (თექვსმეტი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი);
თ) გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის არანაკლებ 30 პროცენტით, რომელიც შეადგენს 7.02 (შვიდი ლარი და ორი თეთრი) ლარს;
ი) დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის არანაკლებ 25 (ოცდახუთი) პროცენტით და შეადგენს 5.85 (ხუთი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარს;
კ) დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 (ორმოცდაათი) მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) პროცენტით და იგი შეადგენს 11,7 (თერთმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარს.
დანართი № 2
ქალაქ გორის ტერიტორიის ზონირების რუკა და ზონებისა და ქვეზონების საზღვრების აღწერის დოკუმენტი
|