⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.12.2010)
გაუქმებულია:

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონის წესით გაყიდვისა და რეგისტრაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"

მიღების თარიღი 04.12.2006
ძალის დაკარგვა 17.12.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №გარიგების სახე (გასხვისება, დაგირავება)
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.009.616
გამოქვეყნების წყარო სსმ, 163, 05/12/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,237 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.12.2006 მიღება
17.12.2010 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (8)
1 2
P – საანგარიშსწორებო ფასი,
F – ობლიგაციის ნომინალური, ღირებულება
i – ინვესტორის მიერ შემოთავაზებული წლიური საპროცენტო განაკვეთი გაყოფილი 100-ზე,
N – დარჩენილი, ჯერ კიდევ გადაუხდელი კუპონების რაოდენობა ფასიანი ქაღალდის დაფარვამდე.
W – ფასიანი ქაღალდის შესყიდვის თარიღსა და მომდევნო კუპონის გადახდის თარიღს შორის დღეების რაოდენობა, შეფარდებული კუპონების გადახდებს შორის დღეების რაოდენობასთან,
R – წლიური კუპონური შემოსავლის საპროცენტო განაკვეთი გაყოფილი 100-ზე,
ობლიგაციის ნომერი გარიგების სახე (გასხვისება, დაგირავება)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონის წესით გაყიდვისა და რეგისტრაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:18.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.009.616 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №335 2006 წლის 4 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონის წესით გაყიდვისა და რეგისტრაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად და ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონის წესით გაყიდვისა და რეგისტრაციის შესახებ“ თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. რ. გოცირიძე დებულება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონის წესით გაყიდვისა და რეგისტრაციის შესახებ     მუხლი1. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ (შემდგომში – ეროვნული ბანკი) სახელმწიფო ობლიგაციების (შემდგომში – ობლიგაციების) გაყიდვისა და რეგისტრაციის წესს. 2. დებულება შემუშავებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის შესასრულებლად, 73-ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს 2006 წლის 15 მაისის №444/138 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული დავალიანების გადაფორმების შედეგად სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების, აღრიცხვის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ“ დებულების პირობების გათვალისწინებით. 3. ეროვნული ბანკი ყიდის ობლიგაციებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნების განსახორციელებლად. 4. ობლიგაცია არის კუპონური სახელმწიფო საშუალოვადიანი ფასიანი ქაღალდი, დენომინირებული ეროვნულ ვალუტაში და გამოშვებული არამატერიალიზებული ფორმით. ერთი ობლიგაციის ნომინალური ღირებულებაა 1000 ლარი. 5. საქართველოს ეროვნული ბანკი ობლიგაციებს მიჰყიდის მხოლოდ სათავო რეზიდენტ კომერციულ ბანკებსა და არარეზიდენტი კომერციული ბანკების ფილიალებს (შემდგომში – კომერციული ბანკი). 6. ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისია ადგენს გასაყიდი ობლიგაციების მაქსიმალურ მოცულობასა და მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს. ამასთან, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისიას უფლება აქვს დაადგინოს თითოეული ემისიისათვის ერთი მონაწილის მიერ ობლიგაციების შესყიდვის მაქსიმალური ოდენობა.     მუხლი 2🔗. დებულებაში გამოყენებული ტერმინები 1. ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე, გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა)სახელმწიფო ობლიგაცია – კუპონური სახელმწიფო საშუალოვადიანი ფასიანი ქაღალდი, დენომინირებული ეროვნულ ვალუტაში და გამოშვებული არამატერიალიზებული ფორმით; ბ) სახელმწიფო ობლიგაცია არამატერიალიზებული ფორმით – ფასიანი ქაღალდი, რომელიც არსებობს სისტემა ანგარიშზე ჩანაწერების სახით ფასიანი ქაღალდების რეესტრში; გ) ობლიგაციის რეესტრი – ელექტრონული ჩანაწერის ფორმა, სადაც ეროვნული ბანკი ჩანაწერის სახით რეგისტრაციაში ატარებს და აღრიცხავს ობლიგაციებს; დ) ობლიგაცია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული 16-დან 60 თვემდე დაფარვის ვადის მქონე სახელმწიფო კუპონური ობლიგაცია, 1000 (ათასი) ლარის ნომინალური ღირებულებით; ე) ნომინალური ღირებულება – გამომშვების მიერ დადგენილი ერთი ფასიანი ქაღალდის ღირებულების სიდიდე; ვ) კუპონი – წლიური სარგებელი (პროცენტული შემოსავალი), რომელსაც იღებს სახელმწიფო ობლიგაციის მფლობელი წინასწარ განსაზღვრულ თარიღებში, სახელმწიფო ობლიგაციების მოქმედების ვადის განმავლობაში; ზ) სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი – ნომერი, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ანიჭებს სახელმწიფო ობლიგაციის ყოველ გამოშვებას; თ) მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთისაპროცენტო განაკვეთი, რომლის ზემოთაც ეროვნული ბანკი არ გაყიდის ობლიგაციებს; ი) დაფარვამდე დღეების რაოდენობა – ობლიგაციების შეძენის დღიდან დაფარვის დღემდე კალენდარული დღეების რაოდენობა; კ) დაფარვის დღე – დღე, როდესაც უნდა მოხდეს ობლიგაციის ნომინალური ღირებულებით განაღდება; ლ) მრავალი ფასის მეთოდი – მეთოდი, რომლის დროსაც აუქციონში გამარჯვებული მყიდველი დაკმაყოფილდება განაცხადში მის მიერ მითითებული ფასით; მ) საშუალო შეწონილი ფასი – აუქციონზე გამარჯვებული განაცხადების მიხედვით გამოთვლილი საშუალო შეწონილი ფასი; ნ) ნომინალური მფლობელი – ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, რომელსაც მესაკუთრე წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს უფლებას ფასიანი ქაღალდები თავის სახელზე აღრიცხოს რეესტრში და ჩაებას ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებში მესაკუთრის სახელით; ო) კომერციული ბანკი – ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოებს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას; პ) საანგარიშსწორებო ფასი - თანხა, რომელსაც იხდის მყიდველი ობლიგაციის შეძენისას; ჟ) საპროცენტო განაკვეთი – ობლიგაციის მყიდველების მიერ განცხადებული შემოსავლიანობის წლიური საპროცენტო განაკვეთი; რ) სისტემა ანგარიში – სისტემა, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი რეესტრში ჩანაწერის სახით რეგისტრაციაში ატარებს ფასიან ქაღალდს.     მუხლი 3🔗. აუქციონის ორგანიზება და გამართვა 1. საქართველოს ეროვნული ბანკი ობლიგაციებს ყიდის აუქციონის მეშვეობით. 2. აუქციონების ჩატარება ეფუძნება მრავალი ფასის მეთოდს. 3. აუქციონი იმართება ეროვნული ბანკის ადმინისტრაციულ შენობაში ეროვნული ბანკის შეტყობინების (დანართი №1) საფუძველზე. 4. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს 3 სამუშაო დღით ადრე წარუდგენს შეტყობინებას აუქციონის გამართვის თაობაზე. 5. ეროვნულ ბანკს შეუძლია გააუქმოს დანიშნული აუქციონი, რაც მან აუქციონამდე 2 სამუშაო დღით ადრე წერილობით უნდა აცნობოს კომერციულ ბანკებს. 6. აუქციონის მუშაობას წარმართავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტით შექმნილი საკრედიტო კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი).     მუხლი 4🔗. განაცხადის წარდგენის წესი 1. კომიტეტი განაცხადების მიღებას იწყებს აუქციონის დღეს აუქციონის დაწყებამდე 1 საათით ადრე და წყვეტს აუქციონის დაწყების მომენტში. 2. განაცხადებს აუქციონში მონაწილეობის შესახებ კომერციული ბანკები ელექტრონული ფორმით წარადგენენ აუქციონის მომსახურე პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. 3. აუქციონზე დაიშვება მხოლოდ სწორად შევსებული ელექტრონული განაცხადი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: კომერციული ბანკის კოდს, პირად ანგარიშს, შესასყიდი ობლიგაციის რაოდენობას, საპროცენტო განაკვეთს და შესაბამის საანგარიშსწორებო ფასს. 4. აუქციონზე არ დაიშვება კომერციული ბანკის განაცხადი, რომელიც მოიცავს მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს. 5. კომერციულ ბანკს უფლება აქვს აუქციონის დაწყებამდე ეროვნული ბანკისათვის გაგზავნილი ძველი განაცხადი გააუქმოს და/ან გამოითხოვოს, ხოლო მის ნაცვლად წარადგინოს ახალი განაცხადი. დაუშვებელია აუქციონის დაწყების შემდეგ განაცხადის შეცვლა ან უკან გამოთხოვა. 6. ობლიგაციის შესყიდვის შესახებ ბანკის მიერ წარდგენილ განაცხადში ობლიგაციების რაოდენობა არ უნდა იყოს 50 ცალზე ნაკლები. 7. აუქციონის მონაწილე ბანკები ვალდებული არიან აუქციონის დაწყებამდე უზრუნველყონ ეროვნულ ბანკში თავიანთ საკორესპონდენტო ანგარიშებზე განაცხადში მითითებული საანგარიშსწორებო ფასის შესაბამისი თანხის არსებობა. 8. იმ შემთხვევაში, თუ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხა განაცხადში მითითებულ თანხაზე ნაკლებია, განაცხადი მიიღება საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხული თანხის ფარგლებში. ამასთან, თუ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხა ვერ უზრუნველყოფს ამ დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნას, აღნიშნული განაცხადი გაუქმდება. 9. ობლიგაციის საანგარიშსწორებო ფასი გამოითვლება ფორმულით: სადაც: P – საანგარიშსწორებო ფასი, F – ობლიგაციის ნომინალური, ღირებულება i – ინვესტორის მიერ შემოთავაზებული წლიური საპროცენტო განაკვეთი გაყოფილი 100-ზე, N – კუპონის გადახდების რაოდენობა წლის განმავლობაში, W – ფასიანი ქაღალდის შესყიდვის თარიღსა და მომდევნო კუპონის გადახდის თარიღს შორის დღეების რაოდენობა, შეფარდებული კუპონების გადახდებს შორის დღეების რაოდენობასთან, R – წლიური კუპონური შემოსავლის საპროცენტო განაკვეთი გაყოფილი 100-ზე, N – დარჩენილი, ჯერ კიდევ გადაუხდელი კუპონების რაოდენობა ფასიანი ქაღალდის დაფარვამდე.     მუხლი 5🔗. საკრედიტო კომიტეტის მუშაობის წესი 1. აუქციონზე დაშვებული განაცხადები დაჯგუფ-დება ობლიგაციების შესაძენად განცხადებული საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიხედვით. 2. აუქციონზე წარმოდგენილი განაცხადები დაკმაყოფილდება მათი საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიხედვით და აუქციონი დასრულდება მაშინ, როდესაც დალაგებული განაცხადების საერთო თანხა გაუთანაბრდება გასაყიდად გამოტანილი ობლიგაციების საერთო თანხას ან საპროცენტო განაკვეთი გაუთანაბრდება მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს. 3. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის დასრულებისას ყველაზე მაღალი ერთი და იგივე საპროცენტო განაკვეთის მქონე რამდენიმე განაცხადის თანხა აღემატება ჯერ კიდევ განუთავსებელი ობლიგაციების ოდენობას, ეს განაცხადები დაკმაყოფილდება პროპორციული განაწილების პრინციპით, – მძიმის შემდეგ რიცხვის 100-მდე დამრგვალებით. 4. აუქციონის დასრულებისას კომერციულ ბანკი თავისი სამუშაო ადგილიდან იღებს დოკუმენტაციას (ამონაწერი) აუქციონში მათი მონაწილეობის თაობაზე. 5. აუქციონის შედეგები ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდება მისი დამთავრების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 17.00 საათისა.     მუხლი 6🔗. აუქციონზე შემდგარი გარიგებების რეგისტრაცია 1. კომიტეტი აწარმოებს ობლიგაციებზე შემდგარ გარიგებათა რეგისტრაციას რეესტრში ანგარიშზე ჩანაწერის სახით. 2. რეესტრებს აწარმოებს ეროვნული ბანკი ჩანაწერებით კომპიუტერულ სისტემაში. ჩანაწერებს ენიჭებათ 10 ციფრისაგან შემდგარი ნომერი, რომლის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების (გადაფორმების) წლის ბოლო ორ რიცხვს, შემდეგი რვა ციფრი აღნიშნავს დაფარვის რიცხვს, თვეს და წელს. რეესტრში ფასიანი ქაღალდების მფლობელების მიხედვით აისახება ბანკის კოდი, პირადი ანგარიში, შეძენილი ობლიგაციების რაოდენობა, გასხვისებული/დაგირავებული ობლიგაციების რაოდენობა. 4. აუქციონის მონაწილე ბანკები ვალდებული არიან აწარმოონ სუბრეესტრები კლიენტიებთან დადებულ გარიგებათა მიხედვით. 5. ობლიგაციის მფლობელს უფლება აქვს გაასხვისოს, დააგირაოს ან ნომინალურ მფლობელობაში გადასცეს იგი სხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირს. ობლიგაციის გასხვისებისას, დაგირავებისას, ნომინალურ მფლობელობაში გადაცემისას, კლიენტის მიერ მომსახურე ბანკის შეცვლისას ბანკი ვალდებულია სუბრეესტრში დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო ჩანაწერები და იმავდროულად წარუდგინოს საკრედიტო კომიტეტს შეტყობინება (დანართი №2, დანართი №3, დანართი №4) რეესტრში ცვლილებების შესატანად (დაუშვებელია ობლიგაციის კუპონის გადახდის ან დაფარვამდე 2 სამუშაო დღით ადრე სუბრეესტრში და რეესტრში ცვლილებების შეტანა), ახალი მფლობელისათვის კუპონის გადახდის და დაფარვის ვადის დადგომისას ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებით ანაზღაურების მიზნით. ბანკის მიერ შესაბამისი შეტყობინების წარდგენისას საკრედიტო კომიტეტი ადარებს განაცხადს ობლიგაციების რეესტრთან და, გამყიდველის (ან დამგირავებლის) უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში, ადასტურებს გარიგებას. სავალდებულოა, რომ ყველა ზემოაღნიშნული ობლიგაციებთან დაკავშირებული ცვლილება აისახოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოებულ ობლიგაციების რეესტრში.     მუხლი 7🔗. ობლიგაციის გაყიდვასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების წესები 1. ობლიგაციის შესყიდვის შესახებ დაკმაყოფილებული განაცხადებით ანგარიშსწორება მთლიანად უნდა დასრულდეს აუქციონის ჩატარების დღეს. 2. ობლიგაციის კუპონისა და ნომინალის დაფარვის საკითხები რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს 2006 წლის 15 მაისის №444/138 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული დავალიანების გადაფორმების შედეგად სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების, აღრიცხვის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ“ დებულების შესაბამისად.     მუხლი 8🔗. მხარეთა პასუხისმგებლობა 1. კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ ისეთი გარიგებებისა და მოქმედებების განხორციელება, რომელთა შედეგადაც ისინი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად დომინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ობლიგაციების ბაზარზე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა მანიპულაცია, რომლებიც დაუმსახურებელ უპირატესობას მიანიჭებთ მათ ან მესამე პირებს და შექმნის კონკურენციის შეზღუდვის საშიშროებას. 2. თუ გამოვლინდა ბანკების მხრიდან ზემოაღნიშნული სახის დარღვევები, ეროვნული ბანკი სანქციებს გაატარებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. აუქციონის მონაწილეები ვალდებული არიან განუხრელად დაიცვან აუქციონის დებულების მოთხოვნები. 4. საკრედიტო კომიტეტი უფლებამოსილია გააკონტროლოს აუქციონის მონაწილეების მიერ ამ დებულების მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ  სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონის წესით გაყიდვისა და რეგისტრაციის შესახებ დებულების დანართი №1 საქართველოს ეროვნული ბანკის შეტყობინება საქართველოს ეროვნული ბანკის  მიერ სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვის მიზნით აუქციონების ჩატარების შესახებ ქ. თბილისი ___ _____200_ წელი      200       წლის ___________ ____ საათზე  შედგება სახელმწიფო ობლიგაციების N-- აუქციონი. აუქციონზე გამოტანილი იქნება _______________ ლარის ნომინალური                                                                    (თანხა სიტყვებით) ღირებულების _____________  __ % -იანი კუპონური შემოსავლიანობის სახელმწიფო ობლიგაცია. სახელმწიფო ობლიგაციის   დაფარვა განხორციელდება 200     წლის „___“________. ობლიგაციის კუპონის გადახდა განხორციელდება:  ...     მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი - ... კომერციულმა ბანკებმა ელექტრონული განაცხადი უნდა წარუდგინონ საქართველოს ეროვნულ ბანკს 200   წლის  _________ (თვე, რიცხვი)  __ საათიდან   ___ საათამდე. აუქციონის შედეგები  იმავე დღეს  გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის  ვებგვერდზე. აუქციონში მონაწილეობის მსურველები უნდა იცნობდნენ სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ დებულებას და აღიარებდნენ მის სავალდებულო შესრულებას. საკრედიტო კომიტეტი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ  სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონის წესით გაყიდვისა და რეგისტრაციის შესახებ დებულების დანართი №2 საქართველოს ეროვნულ ბანკს განცხადება – გარიგება ____________ (რიცხვი, თვე წელი) ობლიგაციების გასხვისება/დაგირავების თაობაზე ობლიგაციების გამსხვისებელი/დამგირავებელი                              ბანკის კოდი, პირადი ანგარიშის ნომერი                                         ხელმოწერა                                                   ბ. ა. ახალი მფლობელი                                     ბანკის კოდი პირადი ანგარიშის ნომერი                           ხელმოწერა                                                   ბ. ა. ობლიგაციის ნომერი გარიგების სახე (გასხვისება, დაგირავება) რაოდენობა გარიგების საანგარიშსწორებო ფასი ობლიგაციების ნომინალური ღირებულება ობლიგაციების დაფარვის თარიღი 1 2 3 4 5 6 გარიგება დადასტურებულია საქართველოს ეროვნული ბანკის  მიერ.                           ხელმოწერა:                1.                2.                3.                4. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ  სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონის წესით გაყიდვისა და რეგისტრაციის შესახებ დებულების დანართი №3 შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა № სახელმწიფო ობლიგაციის  ნომინალურ მფლობელობაში გადაცემის თაობაზე მფლობელის დასახელება __________________ ბანკის კოდი, პირადი ანგარიშის ნომერი: ნომინალურ მფლობელობაში გადასაცემი სახელმწიფო ობლიგაციის რეკვიზიტები: ობლიგაციის ნომერი აუქციონის ნომერი რაოდენობა ნომინალური ფასი საანგარიშსწორებო ფასი დაფარვის თარიღი 1. 2. 3. მფლობელის ხელმოწერა:                      ბ.ა. მომსახურე ბანკის ხელმოწერა: ახალი მფლობელის დასახელება ___________________ ბ. ა.                                                               ხელმოწერა ბანკის კოდი, პირადი ანგარიშის ნომერი: მ ხ ო ლ ო დ   ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს   ე რ ო ვ ნ უ ლ ი   ბ ა ნ კ ი ს ა თ ვ ი ს: შეტყობინება შემოვიდა ეროვნულ ბანკში 200  წლის ___“_____ და შეტანილია ცვლილებები ფასიანი ქაღალდების რეესტრში. ხელმოწერები:                                                                                                                        ბ. ა. ________________________________________________________________ აღნიშნული შეტყობინება დგება 4 ცალად, ერთი ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, მეორე -  კომერციულ ბანკში, ხოლო  თითო-თითო  - კონტრაგენტებთან. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ  სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონის წესით გაყიდვისა და რეგისტრაციის შესახებ დებულების დანართი №4 ინვესტორის მიერ მომსახურე ბანკის გამოცვლასთან დაკავშირებით რეესტრში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეტყობინება № „____“____________ 200   წ. ______________________________________________________________ (ინვესტორის დასახელება, მომსახურე ბანკის კოდი, პირადი ანგარიშის ნომერი) გაცნობებთ, რომ 200        წლის “_____“ ____________დან  მომსახურებას გაგვიწევს: _______________________________________________________________            (ბანკის დასახელება, კოდი, პირადი ანგარიშის ნომერი) გთხოვთ, შეიტანოთ ცვლილება სუბრეესტრში ჩვენს მიერ 200__ წლის „___“____ №__ აუქციონზე ნაყიდი სახელმწიფო ობლიგაციები_______________________________                                                              რაოდენობა, ნომინალური ღირებულება) და აცნობოთ საქართველოს ეროვნულ ბანკს რეესტრში ცვლილების შეტანის მიზნით.                                                                       კლიენტის ხელმოწერა:                                                                                                                         ბ. ა. მ ხ ო ლ ო დ    ბ ა ნ კ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს: ბანკში შეტყობინების შემოსვლის თარიღი: ვადასტურებთ სუბრეესტრში სათანადო შეტანას და გთხოვთ ინვესტორის ინტერესების გათვალისწინებით რეესტრში სათანადო ჩანაწერის განხორციელებას.                                                                      ხელმოწერები:                                                                                                                     ბ. ა. მ ხ ო ლ ო დ   ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს   ე რ ო ვ ნ უ ლ ი   ბ ა ნ კ ი ს ათვ ი ს: შეტყობინება შემოვიდა ეროვნულ ბანკში 200  წლის ___“_____ და შეტანილია ცვლილებები აუქციონზე შემდგარი გარიგებების რეესტრში. სახელმწიფო ობლიგაციის ვადის დადგომისას, ანგარიშსწორება განხორციელდება შეტყობინებაში მითითებული ანგარიშების მიხედვით. ამ შეტყობინების სამი პირი ეგზავნება სუბრეესტრის მწარმოებელ ბანკებს; ერთი მათგანი ეკუთვნის სახელმწიფო ობლიგაციების მფლობელს.                                                          ხელმოწერები:                                                                                                                                                                                                                                                                                                                                   ბ. ა.