გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/34177-25
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/02/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

    საქმე №2/34177-25

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა

 და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

     13 თებერვალი, 2026 წელი 

ქ. თბილისი           

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – დავით აკობიძე

განმცხადებელი – შპს „ევრო თური“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 416357114)

წარმომადგენელი – ოთარ ხუციშვილი

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა გაკოტრების რეჟიმით

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ევრო თურის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 416357114) განცხადება გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ და

   გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2025 წლის 11 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ევრო თურის“ /ს.ნ. 416357114/ წარმომადგენელმა და მოითხოვა შპს „ევრო თურის“ /ს.ნ. 416357114/ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

განმცხადებლის განმარტებით, შპს „ევრო თური“ (შემდგომში – კომპანია) დაფუძნდა 19.04.2021 წელს. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა საფოსტო გადაზიდვის მომსახურება/გადაზიდისთვის საჭირო დოკუმენტაციის უზრუნველყოფა, ამანათების შეკრება-გაგზავნა საბერძნეთში და პირიქით, მიღება განაწილება. კომპანიის დამფუძნებელია იური სააკიანი პ/ნ 35001013661, რომელიც ასევე დაფუძნების დღიდან არის კომპანიის დირექტორი. კომპანიის საქმიანობამ რეალურად არ გაამართლა და უწევდა მუშაობა განეხორციელებინა დაბალ მარჟაზე. მაღალი კონკურენციის პირობებში, საქმიანობა იმდენად წამგებიანი იყო, რომ კომპანიამ ვერ შეძლო თანამშრომლების დაქირავებაც კი. ამ ყველაფერს დაემატა ისიც რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტით და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 02.12.2025 წლის ბრძანება №26427-ით და აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა №024-124-ით შპს „ევრო თურს“ დაეკისრა 2508747.07 ლარის გადახდა. საიდანაც 1371458.26 ლარი შეადგენს ძირ თანხას, 685729 ლარი დამატებით დარიცხულ ჯარიმას, ხოლო 451559.81 საურავს. არსებული მდგომარეობით შედარების აქტის შესაბამისად ჯამურმა მოთხოვნის ოდენობამ შეადგინა 2510110.67 ლარი. შემოსავლების სამსახური ჩემს მარწმუნებელს ედავება მასზედ რომ შესამოწმებელ პერიოდში არასწორად აქვს წარდგენილი დეკლარაციები და დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა განხორციელებულია არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა არარეალურია და კომპანიას მსგავსი არათუ გადასახდელი ბრუნვაცი კი არ ჰქონია. კომპანიის კრედიტორების შესახებ:

1. კომპანიას დღეის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიმართ 2510110.67 ლარის ოდენობით (არაღიარებული), იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით რაზედაც ზემოთ მოგახსენეთ;

2. ინფორმაცია კომპანიის დებიტორული მოთხოვნების შესახებ – კომპანიას მესამე პირების მიმართ არ გააჩნია დებიტორული მოთხოვნები

3. ინფორმაცია კომპანიაში დასაქმებულ პირთა შესახებ – ამ ეტაპისთვის კომპანიაში დასაქმებულია მხოლოდ დირექტორი, კომპანიას არ გააჩნია სახელფასო დავალიანებები

4. ინფორმაცია ხელშეკრულებების შესახებ – ბოლო 2 წლის განმავლობაში კომპანიას არ დაუდია ხელშეკრულებები; 5. ინფორმაცია კომპანიის აქტივების შესახებ: 1. კომპანიას არ გააჩნია უძრავი ქონება, 2. არ ფლობს წილებს, 3. არ გააჩნია მოძრავი ქონება (მათ შორის სატრანსპორტო საშუალება), 4. კომპანიის სალაროში, ისევე როგორც საბანკო ანგარიშზე არ არის თანხა: 5. კომპანიას გააჩნია ნულოვანი აქტივი.

ამ ეტაპისთვის სასამართლოში არ მიმდინარეობს კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ისევე როგორც რუსთავის საქალაქო სასამართლოში კომპანიის მონაწილეობით არ მიმდინარეობს არც სამოქალაქო და არც ადმინისტრაციული დავები არსებული სიტუაციის გათვალისწინებით კომპანიის დამფუძნებლის და დირექტორის გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების შესახებ, ვინაიდან არსებულ სიტუაციაში კომპანიას სხვა გამოსავალი არ გააჩნია. კომპანიის დირექტორისთვის წათელია, რომ არსებულ სიტუაციაში უმოქმედობა და გაკოტრების პროცესის არდაწყება დაკავშირებულია სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს კანონის შესაბბამისად რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ ვითხოვთ გაკოტრების რეჟიმის გახსნას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შპს „ევრო თურს“ დაუდგინდა ხარვეზი, ხოლო 2025 წლის 29 დეკემბრის განჩინებით უარი ეთქვას შპს „ევრო თურის“ (ს/კ: 416357114) წარმომადგენელს ოთარ ხუციშვილს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე და აღინიშნა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2026 წლის 28 იანვარს განცხადებით მომართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მიუთითა, რომ შპს „ევრო თურის“ (ს/ნ. 416357114) 2025 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება დამატებით დარიცხული (შემოწმების აქტით) არაღიარებული საგადასახადო დავალიანება 2 527 155.57 ლარის ოდენობით. შპს „ევრო თურის“ (ს/ნ. 416357114) საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია შემოწმების აქტის საფუძველზე. გამომდინარე იქიდან, რომ საწარმოს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის თაობაზე განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა მას შემდეგ, რაც გადასახადის გადამხდელი 28 იანვარი 2026 N21-17/4459 გაეცნო საგადასახადო მოთხოვნას (გაცნობის თარიღი 2025 წლის 02 დეკემბერი), არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ შპს „ევრო თური“ (ს/ნ. 416357114) მიერ განხორციელებული ქმედებები მიზნად ისახავდა ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლით გათვალისწინებულ კრედიტორისთვის ზიანის მომტან ქმედებას და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების თავიდან არიდებას. მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მოთხოვნას წარმოადგენს გაკოტრების რეჟიმის გახსნა, ვინაიდან, მოვალეს ბიუჯეტის მიმართ აქვს 2 527 155.77 ლარის ოდენობით არაღიარებული დავალიანება. შემოსავლების სამსახურის მიერ მიმდინარეობს მოვალე კომპანიის ქონების მოძიება და ასევე დებიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაციის შესწავლა. დღეის მდგომარეობით კი, შემოსავლების სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას იცნობდეს მოვალე საწარმოს საქმიანობის ანგარიშს და მის ფინანსურ მდგომარეობას სრულყოფილად გამომდინარე აქედან შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შპს „ევრო თურის“ (ს/ნ. 416357114) მიმართ უნდა მოხდეს გაკოტრების რეჟიმის გახსნა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურმა ითხოვა მათი მოთხოვნის საფუძველზე წარმოებაში იქნეს მიღებული წარმოდგენილი განცხადება და დაიწყოს შპს „ევრო თურის“ (ს/ნ. 416357114) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 28 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურს დაუდგინდა ხარვეზი. 2026 წლის 3 თებერვლის (ფოსტაში რეგისტრაციის თარიღი 02.02.2026 წელი) განცხადებით აღმოფხვრილ იქნა ხარვეზი.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „ევრო თურის“ წარმომადგენლის განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 47-ე, 55-ე, 99-ე, მე-100 მუხლებით; ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და,

   დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ევრო თურის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 416357114) განცხადება დასაშვებად იქნეს ცნობილი.

2. შპს „ევრო თურის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 416357114) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.

3. შპს „ევრო თურის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 416357114) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – ალექსანდრე ციცვიძე (პ.ნ. 54001054479, ტელ: 598 700 820, მისამართი: თბილისი, წერეთლის 116, დიდუბე პლაზა, ოფისი №411ა, ელ. ფოსტა – Aleqs.cic@gmail.com), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.

4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:

ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;

ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;

გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;

ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;

თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;

ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას. 

6. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.

7. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში.

8. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.

9. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.

10. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას.

ბ) აწარმოოს დავები.

გ) განახორციელოს შეცილება.

დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა.

ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების, შესრულება.

ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;

ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;

თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

11. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

12. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება.

13. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, www.ecourt.ge და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად. (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).

14. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე                     დავით აკობიძე