საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრილებათა თარგმნის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 30.11.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №277
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.030.009.618
გამოქვეყნების წყარო სსმ, 165, 08/12/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.11.2006 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თარგმნის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 04.06.2001
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრილებათა თარგმნის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:GeoDumba;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:GeoDumba;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:GeoDumba;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:GeoDumba; font-weight:bold;}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:16.0pt; font-family:GeoDumba;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.030.009.618
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №277
2006 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 20 ოქტომბრის №623 ბრძანებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2001 წლის 4 ივნისის №65 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თარგმნის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივლისის №337 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თარგმნის ბიუროს უფლებამონაცვლედ.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ბეჟუაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო (შემდგომში – ბიურო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. ბიურო საჯარო მიზნების განსახორციელებლად შექმნილია გარკვეული სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით და უზრუნველყოფს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების უცხოენოვანი ტექსტების თარგმნასა და დამოწმებას.
3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ბიუროს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
4. ბიურო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
5. ბიუროს აქვს ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, ასევე ანგარიშები ბანკში.
6. ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, შიო ჩიტაძის ქ. 4.
მუხლი 2🔗. ბიუროს ქონება და დაფინანსების წყაროები
1. ბიუროს ქონებას წარმოადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, რომლებიც აისახება მის ბალანსში.
2. ბიუროს დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოეთის ქვეყნების მთავრობების მიერ გამოყოფილი სახსრები;
გ) საქველმოქმედო შენატანები;
დ) საქართველოს და უცხოეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სახსრები;
ე) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლები;
ვ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ბიუროს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. აღნიშნული სახსრების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 3🔗. ბიუროს მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. ბიუროს ძირითად მიზანს წარმოადგენს:
ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების უცხოენოვანი ტექსტების თარგმნა;
ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების უცხოენოვანი ტექსტების ოფიციალური დამოწმება;
გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოფა მაღალი კვალიფიკაციის თარჯიმნებით.
2. ბიუროს მიერ განხორციელებული საქმიანობა მოიცავს შემდეგს:
ა) სპეციალისტების მოწვევა და გაცვლა;
ბ) მსოფლიოს წამყვან სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან კავშირის დამყარება და სხვა.
მუხლი 4🔗. ბიუროს მართვის ორგანოები და მათი კომპეტენცია
1. ბიუროს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად.
2. ბიუროს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
3. ბიუროს დირექტორი:
ა) ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას ბიუროს მიმდინარე საქმიანობაზე;
ბ) ვალდებულია ბიუროს საქმიანობა წარმართოს საქართველოს ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად;
გ) ბიუროს სახელით დებს ხელშეკრულებებს;
დ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული საშტატო განრიგის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მოსამსახურეებს;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;
ვ) ანაწილებს ფუნქციებს და დავალებებს თანამშრომლებს შორის.
4. დირექტორი ვალდებულია გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ყოველკვარტალურად წარუდგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
5. დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ბიუროს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
6. ბიუროს საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს დირექტორი.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ბიურო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ბიუროს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
3. კონტროლისა და ზედამხედველობის განსახორციელებლად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს ბიუროს დირექტორისაგან მოითხოვოს საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.
4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ბიუროს მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილებები.
მუხლი 6🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. ბიუროს უფლება აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ბიუროს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
1. ბიურო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
2. ბიუროს წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 8🔗. ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.