გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

მიღების თარიღი 13.02.2026
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016081
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 19/02/2026
315 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 12.04.2024 გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 08.11.2024 გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 10.10.2025 გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 13.10.2023 გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 14.03.2025

დოკუმენტის ტექსტი

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №48 2026 წლის 13 თებერვალი ქალაქი გორი გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 08 სექტემბრის №201842 წერილი, რომლითაც დაფიქსირებული იყო შეუსაბამობა გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №206 განკარგულების პროექტსა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებას შორის, აღნიშნული გასწორდა ნაწილობრივ. კერძოდ, „ივანე ელიკაშვილის IV შესახვევის I ჩიხი“ და ივანე ელიკაშვილის IV შესახვევის II ჩიხი“ შესაბამისობაში არ იყო იმ სამართლებრივ ნორმასთან, რომელიც ითვალისწინებს ჩიხის, გასასვლელის და სხვა მსგავსი ტიპის გეოგრაფიული ობიექტების ქუჩასთან მიერთებას და უფრო რთულ იერარქიულ სტრუქტურას ქმნიდა, რაც დამისამართების საერთო პრინციპების თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის. გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №206 განკარგულების მიღების შემდეგ საჭიროა მიღებულ იქნეს ახალი განკარგულება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 08 სექტემბრის №201842 წერილში დაფიქსირებული შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის,61-ემუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების, ასევე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად,   1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში მდებარე ივანე ელიკაშვილის IV შესახვევთან მდებარე მე-8 ქუჩის I ჩიხს  გადაერქვას ძველი სახელწოდება და ეწოდოს №2 ქუჩა, ხოლო ივანე ელიკაშვილის IV შესახვევთან მდებარე მე-8 ქუჩის II ჩიხს  გადაერქვას ძველი სახელწოდება და ეწოდოს №8 ქუჩა. 2. განკარგულება ძალაში შევიდეს  ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ.№30). საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                                     მარლენ ნადირაძე