წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალენჯიხის ცენტრალური მოედნისთვის გოგი კალანდიას სახელის მინიჭების თაობაზე
მიღების თარიღი 30.01.2026
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.104.016008
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 19/02/2026
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2026 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჯვარცხმის ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩისთვის გოჩა უნგიაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ ჭიათურაში ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე სკვერისთვის გივი ციმაკურიძის სახელის მინიჭების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭიხუში ლევან გოთუას პირველი ჩიხისთვის რეზო თოდუას ქუჩის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭილურტში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალენჯიხის ცენტრალური მოედნისთვის გოგი კალანდიას სახელის მინიჭების თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №2
2026 წლის 30 იანვარი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის
ქალაქ წალენჯიხის ცენტრალური მოედნისთვის გოგი კალანდიას სახელის
მინიჭების
თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალენჯიხის ცენტრალურ მოედანს მიენიჭოს გოგი კალანდიას სახელი.
2. ამ განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე;
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. წალენჯიხა, ლაღიძის ქ. №12).
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია