ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შესადგენი დოკუმენტების ფორმების, მათი წარმოებისა და ჩაბარების წესისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.02.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 080090040.19.012.016082
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 19/02/2026
1,021 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 21.04.2017 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 24.11.2023 ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 16.02.2015 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43<sup>1</sup> და 43<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 25.11.2016 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 30.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შესადგენი დოკუმენტების ფორმების, მათი წარმოებისა და ჩაბარების წესისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №3 2026 წლის 18 თებერვალი ქ. თბილისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შესადგენი დოკუმენტების ფორმების, მათი წარმოებისა და ჩაბარების წესისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 43​2 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული: ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შესადგენი დოკუმენტების ფორმების, მათი წარმოებისა და ჩაბარების წესი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი (დანართი №1); ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2); გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №3); დ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩამოწერის ჟურნალი (დანართი №4); ე) სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №5). მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან.სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსიგიორგი დუგლაძე დანართი №1 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შესადგენი დოკუმენტების ფორმების, მათი წარმოებისა და ჩაბარების წესი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ფორმა) შევსების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗 1. სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43​1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (შემდგომ – ადმინისტრაციული სამართალდარღვევა) გამოვლენა, რაც ხორციელდება სამსახურის მიერ შემოწმების (ინსპექტირების) ან/და სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის გამოვლენაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (შემდგომ – ოქმი) შედგენასა და საქმის შესწავლაზე უფლებამოსილი პირი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 3🔗 1. სამსახური ოქმის დამზადებას, გამოყენებასა და შენახვას უზრუნველყოფს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად. 2. ოქმი (დანართი №2), მისი დაცვის სირთულის გათვალისწინებით, მიეკუთვნება მკაცრი აღრიცხვის ფორმების მეორე კატეგორიას („დაცული“). 3. ოქმს აქვს შემდეგი დამცავი ნიშნები: ა) ინდივიდუალური ნომერი, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას ანათებს; ბ) ხაზის ნაცვლად გამოყენებულია მიკროტექსტი, სადაც იკითხება „სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური“; გ) გილიოშური ელემენტი „როზეტი“, რომელიც დაბეჭდილია ანტიკოპირებადი საღებავით; დ) ექსკლუზიური რღვეული სიმეტრიის დამცავი ბადე. 4.         ოქმის მეორე გვერდზე აღინიშნება მისი დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს სახელწოდება, დამკვეთის სახელწოდება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, ოქმის რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი. 5. სამსახურის მიერ ოქმების გაცემა აღირიცხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3). ჟურნალის ფურცლები უნდა იყოს ზონარგაყრილი, გვერდები ინომრება რიგითობის მიხედვით. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამსახურის ბეჭდით. 6. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით, ლურჯი მელნით. დაუშვებელია ჟურნალში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით, ისე რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო „შენიშვნის“ გრაფაში პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. მუხლი 4🔗 1. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმები ჩამოიწერება გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩამოწერის ჟურნალში (დანართი №4). 2. ოქმის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა შემდეგ შემთხვევებში: ა) შევსების დროს შეცდომის დაშვებისას; ბ) ოქმის ფიზიკური დაზიანებისას; გ) მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის გაუქმებისას. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 5🔗 1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43​1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და ამ წესის შესაბამისად, სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ივსება ოქმი (დანართ №2). 2.  ოქმში აღინიშნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემები. 3. სამართალდამრღვევს განემარტება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში. 4.  ოქმი ივსება ლურჯი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაშლა ან/და გადაფხეკა. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით. 5.  ოქმი დგება ორ ეგზემპლარად: ოქმის ერთი ეგზემპლარი ინახება ოქმის შემდგენელ თანამდებობის პირთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა სამართალდამრღვევს. 6.  ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენელი თანამდებობის პირი და სამართალდამრღვევი, აგრეთვე, მოწმე და დაზარალებული (ასეთის არსებობისას). სამართალდამრღვევის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი. მუხლი 6🔗 1. სამსახური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სამსახური დაადგენს, ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხლება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. სამსახური უფლებამოსილია, გამოითხოვოს საქმის განსახილველად საჭირო დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით მოისმინოს მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებები. მუხლი 7🔗 1. საქმის განხილვის დასრულების შემდეგ სამსახურის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – დადგენილება: ა) სამართალდამრღვევი პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. 2. დადგენილება უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) დადგენილების მიმღები ორგანოს (უფლებამოსილი თანამდებობის პირი) დასახელება; ბ) დადგენილების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და მიღების ადგილი; გ) სამართალდამრღვევის სახელი, გვარი ან ორგანიზაციის სახელწოდება; დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე წელი); ფაქტობრივი ან/და იურიდიული მისამართი; პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო ნომერი; დ) სამართალდარღვევის ჩადენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი; ე) საქმის განხილვისას დადგენილი გარემოებები; ვ) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის. 3. დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება: ა) სამართლებრივი შედეგი გაფრთხილების გამოყენების, ჯარიმის დაკისრების ან საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ; ბ) ინფორმაციას დადგენილების გასაჩივრების წესისა და ვადის თაობაზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა: ა) გაფრთხილების შესახებ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითება სამართლებრივი შედეგი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენას; ბ) ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითება საბანკო რეკვიზიტები, რომლითაც დაკისრებული ჯარიმა უნდა იქნეს გადახდილი, აგრეთვე მისი გადახდის ვადა და სამართლებრივი შედეგი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ჯარიმის  დადგენილ ვადაში გადაუხდელობას. მუხლი 8🔗 1. საქმეზე მიღებული დადგენილების ასლი 3 კალენდარული დღის ვადაში ეგზავნება იმ პირს, რომლის მიმართაც არის გამოტანილი დადგენილება. 2. დადგენილება იგზავნება სამართალდამრღვევის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ან/და მის ფაქტობრივ მისამართზე. თუ მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, დადგენილება იგზავნება განმეორებით, ხოლო მისი განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, დადგენილება საჯაროდ ქვეყნდება სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge). დადგენილება მხარისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს. მუხლი 9🔗 1. დადგენილების ნებაყოფლობით აღსრულების ვადა აითვლება მისი მხარისათვის ჩაბარებიდან და შეადგენს 30 კალენდარულ დღეს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო  წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. სამსახურის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიცემა სააღსრულებო ფურცელი (დანართი №5), რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.