„საქართველოში პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერიმენტისა და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 30.11.2006
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-212
სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.22.032.009.622
გამოქვეყნების წყარო სსმ, 165, 08/12/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ჩაისა და სუბტროპიული კულტურების და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ოზურგეთი-ანასეული |
| 2 | მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი |
| 3 | ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ფონიჭალა |
| 4 | მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მცხეთა, წეროვანი |
| 5 | ლაგოდეხის საცდელი სადგური „თამბაქო”, ლაგოდეხი |
| 6 | სოფლის მეურნეობის და ექსპერტიზის ლაბორატორია. თბილისი, სამხედრო გზა, მე-12 კმ. |
| 7 | ნიადაგის და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრი |
| № | აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდის ჩამტარებელ დაწესებულებათა დასახელება და მისამართები |
| 1. | სამარცვლე: თავთავიანი (ხორბალი, შვრია, ქერი, ჭვავი) |
| 2. | პარკოსნები: ლობიო ან ბარდა სოიო |
| 3. | ტექნიკური კულტურები: თამბაქო მზესუმზირა რაფსი შაქრის ჭარხალი |
| 4. | სუბტროპიული კულტურები: ციტრუსები (ლიმონი, მანდარინი, ფორთოხალი) ჩაი დაფნა სხვა კულტურები (ხურმა, ბროწეული, ფეიხოა) |
| 5. | ვაზი |
| 6. | ხეხილი: თესლოვნები (ვაშლი, მსხალი, კომში) კურკოვნები (ალუბალი, ბალი, ქლიავი, ატამი, გარგარი) თუთა |
| 7. | კარტოფილი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოში პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერიმენტისა და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ"
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; }
h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; }
h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; }
h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; }
h5 {margin-top:2.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:16.0pt; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; }
h6 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; }
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:2.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:16.0pt; font-size:13.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:4.0pt; margin-right:14.15pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:13.0pt; }
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:2.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:16.0pt; font-size:13.0pt; font-weight:bold;}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:16.0pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:2.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:56.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:16.0pt; font-size:13.0pt; }
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:2.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.55pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:16.0pt; font-size:13.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:21.3pt 46.35pt 28.35pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
@page Section2 {size:842.0pt 595.35pt; margin:45.0pt 117.5pt 56.7pt 28.35pt;}
div.Section2 {page:Section2;}
@page Section3 {size:595.35pt 842.0pt; margin:21.25pt 46.35pt 28.35pt 56.7pt;}
div.Section3 {page:Section3;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.22.032.009.622
საქართველოს სოფლის მეურნეობის
მინისტრის ბრძანება №2-212
2006 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ
„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულება“ თანდართულ დანართებთან ერთად.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოში აგროქიმიკატების და სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდის და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2001 წლის 1 მაისის №2-71 ბრძანება.
3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსმა (ლ. ორკოშნელი) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აღნიშნული ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.
5. ბრძანება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.
პ. ცისკარიშვილი
საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის
დებულება
მუხლი 1🔗. წინასიტყვაობა
წინამდებარე დებულება ეხება პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდებს, ექსპერტიზასა და რეგისტრაციას საქართველოში, განსაზღვრავს მათ განხორციელების წესს, საჭირო ინფორმაციის ხასიათს, მოცულობას და წარმოადგენს ძირითად დოკუმენტს პესტიციდების და აგროქიმიკატების შემმუშავებლებისათვის, რეგისტრანტებისათვის, აგრეთვე სარეგისტრაციო გამოცდების ქსელში შემავალი სამეცნიერო-კვლევითი და სხვა ორგანიზაციებისათვის. იგი შემუშავებულია „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. დებულება არეგულირებს ურთიერთობებს სარეგისტრაციო ორგანოს და რეგისტრანტს შორის.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პესტიციდი – ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების, ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთა ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის;
ბ) მოქმედი ნივთიერება – პესტიციდის ბიოლოგიურად აქტიური ნაწილი, რომლის სხვადასხვა პრეპარატული ფორმით გამოყენება იწვევს გავლენას მავნე ორგანიზმებზე ან მცენარის ზრდა-განვითარებაზე;
გ) კომბინირებული პესტიციდი – პესტიციდი, რომელიც შეიცავს ორ ან მეტ მოქმედ ნივთიერებას;
დ) აკრძალული პესტიციდი – პესტიციდი, რომლის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით ნებისმიერ სფეროში აკრძალულია სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილებით;
ე) მკაცრად შეზღუდული პესტიციდი – პესტიციდი, რომლის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით პრაქტიკულად აკრძალულია სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილებით, თუმცა დასაშვებია მისი ზოგიერთი სახით გამოყენება;
ვ) პესტიციდების და აგროქიმიკატების ზღვრულად დასაშვები ნარჩენი რაოდენობა – ნარჩენი რაოდენობის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ), რომელიც გათვალისწინებულია ნორმატიული აქტებით ან საყოველთაოდ მიღებულია კვების პროდუქტებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციაში ან ცხოველების საკვებში;
ზ) საყოველთაოდ მიღებული დასახელება – სახელწოდება, რომელიც მინიჭებული აქვს პესტიციდის ან აგროქიმიკატის მოქმედ ნივთიერებას სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO-ს) მიერ ან სტანდარტიზაციის ნაციონალური ორგანოების მიერ, როგორც კლასის (ჯგუფის) ან კერძო (მხოლოდ კონკრეტული მოქმედი ნივთიერებისათვის) დასახელების გამოსაყენებლად;
თ) განმასხვავებელი (სავაჭრო) დასახელება – სახელწოდება რომლითაც მოცემული პესტიციდი ან აგროქიმიკატი დამამზადებლის მიერ გადის ეტიკეტირებას, რეგისტრაციას და რეკლამირებას და რომელიც (იმ შემთხვევაში, თუ ის ექვემდებარება ნაციონალური კანონმდებლობით დაცვას) შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მისი დამამზადებლის მიერ იმისათვის, რომ განასხვაოს ეს პროდუქტი იგივე მოქმედ ნივთიერების სხვა პესტიციდებისაგან;
ი) სახელმწიფო რეგისტრაცია – პროცესი, რომლის საფუძველზე აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო სარეგისტრაციო გამოცდების ორგანიზაციისა და რეგისტრაციის სფეროში სამეცნიერო მონაცემების კომპლექსური შეფასების შემდეგ იძლევა პესტიციდებისა და აგროქიმიკატის საქართველოში წარმოების, შემოტანის, შენახვის, რეალიზაციის, გამოყენებისა და რეკლამის უფლებას;
კ) ხელახალი რეგისტრაცია – სარეგისტრაციო მოწმობის მოქმედების ვადის გასვლისას პესტიციდებისა და აგროქიმიკატის განმეორებითი რეგისტრაცია;
ლ) სარეგისტრაციო გამოცდები – პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბიოლოგიური და ეკონომიკური ეფექტურობის, ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხოების შესწავლის რეგლამენტირებული სისტემა;
მ) გამოყენების რეგლამენტი – აუცილებელი მოთხოვნა პესტიციდებისა და აგროქიმიკატის გამოყენების წესისა და პირობების შესახებ;
ნ) საშიშროება – ადამიანსა და გარემოზე უარყოფითი გავლენის ალბათობა;
ო) რისკი – პესტიციდების საშიშროების განხორციელების ალბათობის ხარისხი მისი კონკრეტულ პირობებში გამოყენებისას;
პ) რეგისტრანტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეაქვს განაცხადი პესტიციდების და აგროქიმიკატების რეგისტრაციისათვის;
ჟ) აგროქიმიკატი – ყველა სახის სასუქი, მელიორანტები, აგრომადნეულები, რომლებიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში სასოფლო-სამეურნეო კულტურათა გასანოყიერებლად და ნიადაგების გასაუმჯობესებლად;
რ) მელიორანტები და აგრომადნეულები – ბუნებრივი ნაერთები, მრეწველობის ნარჩენები, რომლებიც გამოიყენება ნიადაგის ქიმიურ-ფიზიკური და ბიოლოგიური თვისებების გასუმჯობესებლად;
ს) აგროქიმიკატის მოქმედი ნივთიერება – აგროქიმიკატში შემავალი აქტიური ნაწილი, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს მცენარეთა კვებაზე და ნიადაგის ნაყოფიერებაზე;
ტ) სარეგისტრაციო ორგანო – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური.
თავი I
საქართველოში პესტიციდების სარეგისტრაციო გამოცდები, ექსპერტიზა და რეგისტრაცია
მუხლი 3🔗. შემოკლებები და პირობითი აღნიშვნები
წესში გამოყენებულ შემოკლებებსა და პირობით აღნიშვნებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მდდ – მაქსიმალურად დასაშვები დონე;
ბ) დმდდ – დროებითი მაქსიმალურად დასაშვები დონე;
გ) ზდკ – ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია;
დ) ზსუდ – მოქმედების საორიენტაციოდ უვნებელი დონე;
ე) სდკ – საორიენტაციოდ დასაშვები კონცენტრაცია;
ვ) დსდ – დასაშვები სადღეღამისო დოზა;
ზ) სუდ – საორიენტაციო უსაფრთხო დონე;
თ) სტ – სრული ტენტევადობა;
ი) LD50 – სასიკვდილო დოზა, რომელიც იწვევს საცდელი ცოცხალი ორგანიზმების 50%-ით დაღუპვას;
კ) LC50 – სასიკვდილო კონცენტრაცია, რომელიც იწვევს საცდელი ცოცხალი ორგანიზმების 50%-ით დაღუპვას;
ლ) T50 – პრეპარატის ნახევარდაშლის პერიოდი;
მ) T90 – პრეპარატის სრული დაშლის პერიოდი;
ნ) ჟბმ-5 – ჟანგბადზე ბიოქიმიური მაჩვენებელი 5-დღიანი ექსპოზიციით;
ო) ISO – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია;
პ) IUPAK – სუფთა და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირი;
ჟ) N CAS – ნივთიერების ნომერი „ქემიკალ აბსტრაქტი-ს“ მიხედვით;
რ) FAO – გაერთიანებული ერების სასურსათო და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია;
ს) WHO – ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია;
ტ) EPA – გარემოს დაცვის სააგენტო;
უ) UNEP – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს პროგრამა;
ფ) MSDS – ნივთიერებათა უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი.
მუხლი 4🔗. სახელმწიფო რეგისტრაცია
1. პესტიციდების სახელმწიფო რეგისტრაცია ხორციელდება სარეგისტრაციო ორგანოს მიერ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკითხი განხილულ იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ შექმნილ სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე.
2. რეგისტრაციაზე ღებულობენ იმ პესტიციდებს, რომლებზეც წარმოდგენილია დოკუმენტაცია განაცხადის მოთხოვნების თანახმად (იხ. დანართი 1) მოცემული დებულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
3. პესტიციდის რეგისტრაციისას გამოიყენება საერთო სტანდარტი „რისკი / სარგებელი“, რომლის თანახმად გათვალისწინებული უნდა იყოს სარგებელი და პესტიციდის გამოყენებით გამოწვეული ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური შედეგები.
4. რეგისტრაციას ექვემდებარებიან ის პესტიციდები, რომლებზეც მიღებულია დადებითი დასკვნები სათანადო სამინისტროების და უწყებების (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებიდან და სხვა შესაბამისი ორგანიზაციებიდან, ექსპერტებისაგან, გამოცდის შედეგების და რეკომენდაციების საფუძველზე.
5. პესტიციდის რეგისტრაცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუ კვლევები ჩატარებულია მოცემული დებულებით განსაზღვრული ძირითადი კულტურების მოყვანის ნიადაგურ-კლიმატურ ზონებში (იხ. დანართი 2), მავნე ობიექტების გათვალისწინებით.
6. რეგისტრირებულ პესტიციდს მიენიჭება სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრანტს მიეცემა სარეგისტრაციო მოწმობა დადგენილი ნიმუშის მიხედვით (იხ. დანართი 16).
7. რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციის ვადა ფიქსირდება სპეციალურ ჟურნალში, რომელიც მიეთითება საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართულ პესტიციდთა სახელმწიფო კატალოგის („სიის“) შესაბამის განყოფილებაში.
8. კატალოგი („სია“) ქვეყნდება სარეგისტრაციო ორგანოს მიერ პერიოდულად, ხოლო დამატებითი სიები – საჭიროებისამებრ. კატალოგში მიეთითება პესტიციდების გამოყენების რეგლამენტები, ჰიგიენური ნორმატივები, გარემოს დაცვითი ნორმები. პასუხისმგებლობა შინაარსზე ეკისრება სარეგისტრაციო ორგანოს.
9. იკრძალება არარეგისტრირებული პესტიციდის წარმოება, რეკლამა, აგრეთვე გამოყენების რეგლამენტები, რომლებიც არ შეესაბამება კატალოგს („სიას“).
10. პესტიციდის მოქმედი ნივთიერების რეგისტრაცია, როგორც წესი, ხდება 10 წლის ვადით, ხოლო მისგან წარმოებული პროდუქტის 5 წლის ვადით (იმ დღიდან, როცა მოხდა პესტიციდის რეგისტრაციაში გატარება), რომლის გასვლის შემდეგ შეიძლება პესტიციდის განმეორებითი რეგისტრაცია, მისი თვისებების შესახებ გასულ პერიოდში დაგროვილი ახალი ინფორმაციისა და რეგისტრაციის მიმართ მოთხოვნების ცვლილებების გათვალისწინებით.
11. ხელახალ რეგისტრაციაში ტარდება პერსპექტიული (ეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო) საშუალებები. საჭიროების შემთხვევაში ტარდება სადემონსტრაციო ცდები და შეაქვთ სათანადო შესწორებები მათი გამოყენების რეგლამენტებში.
12. რეგისტრაცია შეიძლება შეიზღუდოს ან შეწყდეს ხუთწლიანი ვადის გასვლამდე, თუ მიღებულია ახალი მონაცემები პესტიციდის საშიშროების შესახებ, რომლებიც ადრე არ იყო ცნობილი. ამასთან ცნობები პესტიციდის აკრძალვაზე ან შეზღუდვაზე მიეთითება ყოველწლიური „სიის“ დამატებებში.
13. შეტყობინება პესტიციდის აკრძალვაზე ან მკაცრ შეზღუდვაზე და მიღებულ საკონტროლო ღონისძიებებზე ეგზავნება სარეგისტრაციო ორგანოს მიერ სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებს (FAO, UNEP).
14. რეგისტრაციის შეწყვეტა ხდება სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილებით (დასაბუთების საფუძველზე). გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არგუმენტირებული დასკვნის საფუძველზე სარეგისტრაციო ორგანო სახელმწიფო კატალოგიდან იღებს იმ პესტიციდებს, რომელთაც გამოავლინეს ადამიანისა და გარემოსათვის არახელსაყრელი თვისებები.
15. ნეგატიური ხასიათის ინფორმაცია, რომელიც წარსდგება სარეგისტრაციო ორგანოში სათანადო არგუმენტაციის გარეშე რეგისტრაციაში გატარების დროს ან განმეორებითი რეგისტრაციისას, არ გაითვალისწინება.
16. „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ შემთხვევაში, პესტიციდი შეიძლება დარეგისტრირდეს შემოკლებული ვადით – 3 წლით. ამ პერიოდში საჭიროა წარმოდგენილ იქნეს პესტიციდის მუდმივი რეგისტრაციისათვის აუცილებელი მონაცემები.
17. შემოკლებული ვადით რეგისტრირებული პესტიციდის გამოყენება ნებადართულია ფართობებზე, რომელიც არ აღემატება ყოველი ტერიტორიისათვის (რეგიონისათვის) სხვადასხვა კულტურის სათესი (სარგავი) ფართობის 5%-ს – მარცვლეული (თავთავიანი) კულტურები, სიმინდი, შაქრის ჭარხალი; 2%-ს – პარკოსნები (ლობიო, ბარდა, სოიო), მზესუმზირა, ბოსტნეული, ბაღჩეული კულტურები, ხეხილი, თუთა, კენკროვანი კულტურები; 3%-ს კარტოფილი, ვენახი; 1%-ს ციტრუსები და სხვა სუბტროპიკული კულტურები, ყველა სხვა კულტურები.
18. სარეგისტრაციო პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) მოცემული დებულების თანახმად რეგისტრანტის მიერ მომზადებული განაცხადის განხილვა;
ბ) სარეგისტრაციო გამოცდები;
გ) პესტიციდის გამოყენების ბიოლოგიურ, სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკური ეფექტურობის და ბიოლოგიური რეგლამენტის დადგენა;
დ) ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი შესაძლო ნეგატიური ზემოქმედების შეფასება, ჰიგიენური ნორმატივების, სანიტარიული ნორმების და წესების შემუშავება.
ე) გამოყენების რეგლამენტების ეკოლოგიური შეფასება, ბუნების დაცვის ნორმების და წესების შემუშავება;
ვ) სარეგისტრაციო გამოცდების და ექსპერტიზის მასალების გაანალიზება, პესტიციდის რეგისტრაციისათვის და კატალოგის შესადგენად მასალების მომზადება და განხილვა.
მუხლი 5🔗. სარეგისტრაციო გამოცდები
1. პესტიციდების სარეგისტრაციო გამოცდების მიზანს წარმოადგენს გამოყენების რეგლამენტების დამუშავება და შემოწმება, რომლებიც უზრუნველყოფენ პესტიციდების ეფექტურობას და ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხოებას.
2. სარეგისტრაციო ორგანო კოორდინაციას უწევს სარეგისტრაციო გამოცდების ჩატარებას, ახორციელებს მათ მეთოდურ უზრუნველყოფას.
3. პესტიციდები სარეგისტრაციო გამოცდებზე დაიშვებიან რეგისტრაციაზე განაცხადის განხილვის საფუძველზე. რეგისტრაციაზე განაცხადის წარდგენის ვადა არ არის ლიმიტირებული.
4. პესტიციდის დოსიეზე საექსპერტო დასკვნა უნდა შეიცავდეს რეკომენდაციებს მისი რეგისტრაციაში გატარების შესახებ ან პესტიციდის გამოცდის პროგრამის და ჩატარების დროს შესახებ.
5. სარეგისტრაციო გამოცდების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სარეგისტრაციო ორგანოს სამუშაო აპარატის მიერ ხდება პესტიციდის ჩართვა გამოცდის გეგმაში.
6. სარეგისტრაციო გამოცდებს ატარებენ სამეცნიერო-კვლევითი და სხვა შესაბამისი დაწესებულებათა ლაბორატორიები, ექსპერტები სარეგისტრაციო ორგანოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
7. გამოცდები ტარდება ერთიანი მეთოდური მითითებების მიხედვით, დანართი 10-ის თანახმად.
8. გამოცდების ჩატარების დროს ცხოველებზე ექსპერიმენტები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ არ არსებობს მასზე მონაცემები.
9. გამოყენების ბიოლოგიური რეგლამენტების დასადგენად სარეგისტრაციო გამოცდები ტარდება კულტურების მოყვანის ზონებში, მავნე ობიექტების თავისებურებების გათვალისწინებით (თაობათა რაოდენობა, პათოგენობა, რეზისტენტობა, ეკონომიკური მნიშვნელობა, გავრცელების არეალი). საექსპერტო დასკვნაში აღინიშნება გამოცდებში ჩართული ზონების რაოდენობა. კულტურისა და მავნე ობიექტის გათვალისწინებით ცდების მინიმალური რაოდენობა შეადგენს 2, მაქსიმალური – 3.
10. გამოცდის პროცესში მიღებული პროდუქცია დაიშვება გამოსაყენებლად, თუ არსებობს ამ პროდუქციაში პესტიციდის ნარჩენი რაოდენობის შესახებ მონაცემები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება დადგენილ ჰიგიენურ ნორმატივებს.
11. სარეგისტრაციო გამოცდების ხანგრძლივობაა, გამოყენების სფეროს გაფართოების ჩათვლით, 12 –24 თვე ან 1-2 მთლიანი სავეგეტაციო სეზონი. თუ წარმოდგენილი პრეპარატი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, რომელიც შედის იმავე დანიშნულების უკვე რეგისტრირებული პესტიციდის შემადგენლობაში, იგივე კულტურებზე, სადემონსტრაციო გამოცდები ტარდება საჭიროებისას ერთი სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში. კომბინირებული პრეპარატებისათვის, რომელთა კომპონენტებმა გაიარეს გამოცდები, ჩვეულებრივი სქემით, და ანალოგებისათვის – საჭიროების შემთხვევაში 12 თვე.
12. იმ პესტიციდებზე, რომლებსაც დიდი ხნის მანძილზე იყენებდნენ საქართველოში ან სხვა ქვეყნებში, ცნობილია მათი მოქმედი საწყისი და გამოყენების შედეგები, მსგავს ნიადაგობრივ-კლიმატურ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების პირობებში ტარდება მხოლოდ პრეპარატის ძირითად მაჩვენებლებზე სარეგისტრაციო ორგანოს მიერ შედგენილი დოსიეს შემოწმება. საჭიროებისას შეიძლება ჩატარდეს სადემონსტრაციო გამოცდები ერთ სავეგეტაციო პერიოდში.
13. საქართველოს ტერიტორიაზე კონტრაქტის საფუძველზე ჩატარებული სარეგისტრაციო გამოცდების შედეგები არ ვრცელდება ანალოგებზე, თუ არ არსებობს იმ რეგისტრანტის ოფიციალური უფლება, რომელმაც პირველმა გაატარა რეგისტრაციაში მოცემული ნივთიერება.
14. სადემონსტრაციო ცდები ტარდება შეზღუდულ ფართობებზე (0.5–2ჰა). იმ შემთხვევაში, თუ პესტიციდები რეგისტრირებულნი არიან მაღალ განვითარებულ ქვეყნებში (აშშ.,ევროგაერთიანების ქვეყნები, იაპონია) ან დსთ-ს სხვა ქვეყნებში (მსგავს ნიადაგობრივ-კლიმატურ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების პირობებში), სადემონსტრაციო გამოცდების ჩატარება ხდება გამოყენების იმ რეგლამენტებით, რომლებიც მითითებულია სარეგისტრაციო მოწმობაში, „სიაში“ პრეპარატზე მოკლე დოსიეს და გამოყენების რეკომენდაციების წარდგენის საფუძველზე.
15. სარეგისტრაციო გამოცდების ჩატარებისათვის რეგისტრანტი ვალდებულია წარადგინოს პესტიციდის საცდელი პარტია, მოქმედი საწყისის ანალიტიკური სტანდარტები, ტექნიკური პროდუქტი და აუცილებლობის შემთხვევაში მეტაბოლიტების სტანდარტები. საქართველოს ტერიტორიაზე პესტიციდების მიწოდება ხდება რეგისტრანტის ხარჯზე.
16. საცდელ პარტიაზე განაცხადის შედგენა ხდება სარეგისტრაციო გამოცდების გეგმის თანახმად. სარეგისტრაციო გამოცდების ქსელში ჩართული ორგანიზაციები ვალდებულნი არიან წლის ბოლოს წარადგინონ სარეგისტრაციო ორგანოში ინფორმაცია საცდელი პარტიის ხარჯვის შესახებ.
17. სარეგისტრაციო გამოცდები ტარდება რეგისტრანტის ხარჯზე.
მუხლი 6🔗. სარეგისტრაციო მასალების ექსპერტიზის წესი და ვადები
1. პესტიციდის რეგისტრანტი რეგისტრაციაზე განაცხადს წარუდგენს სარეგისტრაციო ორგანოს განხილვისათვის.
2. საკმარისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ერთი თვის ვადაში, დაიდება პესტიციდების გამოცდისათვის ხელშეკრულება რეგისტრანტსა და სარეგისტრაციო ორგანოს შორის.
3. ხელშეკრულების დადების შემდეგ ორგანიზაცია და ექსპერტი ვალდებულია ჩაატაროს ექსპერტიზა ან გამოცდები და გასცეს დასკვნა კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში და პირობებით. ექსპერტიზის ჩატარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. ექსპერტიზის დასკვნა იგზავნება სარეგისტრაციო ორგანოში, ერთი ორიგინალი ბეჭდით და ხელმოწერით (იხ. დანართების ნიმუშები 11,12,13,14,15).
4. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პუნქტის მიხედვით მონაცემები არა არის წარდგენილი ან მასალები არასრულფასოვანია, სარეგისტრაციო ორგანო აცნობებს რეგისტრანტს მონაცემების უქონლობის შესახებ. ექსპერტიზის დასამთავრებლად რეგისტრანტი ვალდებულია გადასცეს შესაბა
მისი დამატებითი მასალები სარეგისტრაციო ორგანოს დოსიეში ჩასართავად.
5. დოსიეს ექსპერტიზის შედეგების მიხედვით სარეგისტრაციო ორგანო ჩართავს პრეპარატს სარეგისტრაციო გამოცდების გეგმაში.
6. გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრება სარეგისტრაციო ორგანოს და რეგისტრანტს შორის დადებული ხელშეკრულებით.
7. რეგისტრანტს ან პრეპარატის შემმუშავებელს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს პესტიციდის სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების ექსპერტიზაში.
8. პრეპარატის გამოყენების სფეროს გაფართოება ხდება ჩვეულებრივი სქემით გამოცდების ჩატარების საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებულია პრეპარატის ხარჯვის ნორმის გადიდება, ხოლო თუ პრეპარატის ხარჯვის ნორმა (საჰექტარო დატვირთვა) ახალ კულტურაზე ან ახალ მავნე ობიექტზე არ აღემატება უკვე რეგისტრირებულს, საკმარისია სათანადო ორგანიზაციის (ექსპერტის) საექსპერტო დასკვნა და საჭიროებისამებრ სადემონსტრაციო გამოცდები ერთი სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში.
9. ყველა საბუთი, რომელიც ინახება სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, მათ შორის, სარეგისტრაციო გამოცდების შედეგები, არის რეგისტრანტის საკუთრება და არ ექვემდებარება გადაცემას მესამე პირზე (სარეგისტრაციო ორგანოს გარდა), თუ ეს არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ზემოაღნიშნული ვრცელდება ასევე სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებზე, რომლებიც მონაწილეობენ სარეგისტრაციო პროცესში.
10. რეგისტრანტის მოთხოვნით სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დასკვნა შეიძლება გადაიხედოს და დაინიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა.
11. დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად სარეგისტრაციო ორგანო იწვევს შესაბამისი კვალიფიკაციისა და პროფილის ექსპერტს.
12. ექსპერტიზა ტარდება რეგისტრანტის ხარჯზე.
მუხლი 7🔗. რეგისტრაციაზე განაცხადის შევსების და წარდგენის წესი
1. განაცხადი რეგისტრაციაზე შეიძლება წარადგინოს შემმუშავებელმა, დამამზადებელმა, ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელიც ახორციელებს პესტიციდის რეალიზაციას.
2. რეგისტრაციაზე განაცხადი უნდა პასუხობდეს მოცემული დებულებით დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს კონკრეტულ ცნობებს პესტიციდზე.
3. დოსიეს წარდგენა ხდება ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე, ხოლო განაცხადის მოკლე რეზიუმისა – ოთხ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე.
4. განაცხადი პირობითად დაყოფილია შემდეგ ნაწილებად:
ა) მონაცემები, რომელსაც ადგენს რეგისტრანტი, წარმოადგენს პრეპარატზე დოსიეს:
განაკვეთები – A1, B1, C1-1, C2, C3, D1, D2, D2-1, E1, F1, G1, H; განაკვეთი D3 (თუ ეს სამუშაოები უკვე შესრულებულია). იმ პრეპარატისათვის, რომლის წარმოება დაგეგმილია საქართველოში, დამატებით წარსადგენია განაკვეთი K1. ბიოლოგიური პრეპარატებისათვის: განაკვეთები C4, D4, D5, D6, E1, F1, G1, H; განაკვეთი D7 (თუ ეს სამუშაოები უკვე შესრულებულია);
ბ) მონაცემები, რომელსაც რეგისტრანტი ადგენს საქართველოს პირობებში გამოცდების შედეგების საფუძველზე: აღნიშნულ მასალებში შედის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების (ექსპერტების) პრეპარატის გამოცდის განზოგადოებული ანგარიშები, საექსპერტო დასკვნები, მითითებები პესტიციდის გამოყენებაზე, ეტიკეტი ტარაზე, მიკრორაოდენობების კონტროლის ადაპტირებული მეთოდები, მონაცემები პესტიციდის ლიკვიდაციისა ან ნეიტრალიზაციის ხერხის შესახებ და ზოგიერთი დამატებითი საბუთი (MSDS – ნივთიერებათა უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი წარედგინება სარეგისტრაციო ორგანოს საერთაშორისოდ მიღებული ფორმით).
5. პრეპარატის დოსიე და რეზიუმე ფორმირდება განაცხადის განაკვეთების (A, B, და ა.შ.) და პუნქტების (1,2,3 და ა.შ.) თანახმად. განაკვეთების დასახელებები და აღნიშვნები უნდა პასუხობდეს განაცხადის სათანადო ნაწილებს.
6. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პუნქტის ან განაკვეთის შესახებ მონაცემები არ არსებობს, საჭიროა მიეთითოს: „მონაცემები არ არსებობს“, „არ არის გამოკვლეული“, „არ საჭიროებს“ (დასაბუთებით).
7. პესტიციდების გამოყენების სფეროს გაფართოებისას ხდება მონაცემების წარდგენა განაკვეთების AI, BI მიხედვით.
8. არასწორად გაფორმებული დოკუმენტაცია უბრუნდება რეგისტრანტს.
9. სარეგისტრაციო ორგანოში პირველად მომართვის დროს რეგისტრანტი ადგენს დოსიეს პრეპარატზე, რომელიც შედგენილია მოცემული დებულების თანახმად ერთ ეგზემპლარად და რეზიუმეს – ოთხ ეგზემპლარად. დასაშვებია პრეპარატზე მოკლე რეზიუმეს წარდგენა რომელიმე მიზეზით ამ მომენტში მთლიანი დოსიეს უქონლობის შემთხვევაში. შემდგომში ახალი მოქმედი ნივთიერების რეგისტრაციისათვის რეგისტრანტი ვალდებულია წარმოადგინოს მთლიანი დოსიე. მაღალ განვითარებულ ქვეყნებში (აშშ, ევროგაერთიანების ქვეყნები, იაპონია) ან დსთ-ში მსგავს ნიადაგობრივ-კლიმატურ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების პირობებში რეგისტრირებულ პრეპარატებზე დასაშვებია რეგისტრაციაზე განაცხადის (დანართი 1) თანახმად შედგენილი შემოკლებული დოსიეს წარმოდგენა.
10. დოსიეს ღებულობს სარეგისტრაციო ორგანოს სპეციალისტი, რომელიც ხელმძღვანელობს პრეპარატების გარკვეულ ჯგუფს (ჰერბიციდები, ინსექტიციდები და ა.შ.).
პრეპარატის დოსიეს მიღების ფაქტი ფიქსირდება სპეციალურ ჟურნალებში, მიღების თარიღებისა, ტომების რაოდენობის, საბუთების ჩამბარებლის გვარის აღნიშვნით და ხელის მოწერით.
დანართი
1
კონფიდენციალურად
განაცხადი რეგისტრაციაზე
1. რეგისტრანტის განცხადება:
ა) რეგისტრანტი (დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ფაქსი);
ბ) პროდუქტის და მოქმედი ნივთიერების დამამზადებელი (დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ფაქსი);
გ) რეგისტრანტის უფლებაა იყოს დამამზადებლის წარმომადგენელი;
დ) განმასხვავებელი დასახელება (სავაჭრო);
ე) დანიშნულება;
ვ) მოქმედი ნივთიერება (ISO, IUPAK, N CAS მიხედვით);
ზ) ქიმიური კლასი (გ/ლ ან გ/კგ);
თ) კონცენტრაცია (გ/ლ ან გ/კგ);
ი) პრეპარატული d ფორმა;
კ) სხვა ქვეყნებში რეგისტრაცია (გამოყენების რეგლამენტები და სფერო).
2. მონაცემები ბიოლოგიური თვისებების შესახებ
ა) მოქმედების სპექტრი;
ბ) გამოყენების სფერო (რომელ კულტურებზე ვარაუდობენ რეგისტრაციაში გატარებას, მავნე ობიექტი (მათ შორის ლათინური დასახელება);
გ) რეკომენდებული ხარჯვის ნორმა და გამოყენების ხერხი;
დ) გამოყენების რეკომენდებული რეგლამენტები (დამუშავების ჩატარების ვადა, ჯერადობა, ინტერვალი დამუშავებებს შორის);
ე) რეკომენდებული ლოდინის პერიოდი (დღეებში მოსავლის აღებამდე);
ვ) მავნე ორგანიზმებზე მოქმედების სახეობა (მოქმედების მექანიზმი);
ზ) დაცვითი მოქმედების პერიოდი;
თ) სელექტურობა;
ი) ზემოქმედების სიჩქარე;
კ) სხვა პრეპარატებთან შეთავსება;
ლ) ეფექტურობა (მინდვრის ცდები);
მ) ფიტოტოქსიურობა, კულტურების ტოლერანტობა;
ნ) რეზისტენტობის წარმოშობის ალბათობა;
ო) თესლბრუნვაში კულტურების ვარირების ალბათობა;
პ) სხვა ქვეყნებში ბიოლოგიური შეფასების შედეგები;
ჟ) ნარჩენი რაოდენობების განსაზღვრის შედეგები სხვა ქვეყნებში (დინამიკაში).
3. ფიზიკურ-ქიმიური თვისებები
ა) მოქმედი ნივთიერების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ა.ა) მოქმედი ნივთიერება (ISO, IUPAK, N CAS მიხედვით);
ა.ბ) სტრუქტურული ფორმულა (მიეთითოს ოპტიკური იზომერები);
ა.გ) ემპირული ფორმულა;
ა.დ) მოლეკულური მასა;
ა.ე) აგრეგატული მდგომარეობა;
ა.ვ) ფერი, სუნი;
ა.ზ) ორთქლის წნევა მმ, ვერცხლისწყ. სვ-სა t – 200C და 400C დროს;
ა.თ) წყალში ხსნადობა;
ა.ი) ხსნადობა ორგანულ გამხსნელებში (მგ/100 მლ);
ა.კ) გადანაწილების კოეფიციენტი N-ოქტანოლი /წყალი;
ა.ლ) ლღობის ტემპერატურა;
ა.მ) დუღილისა და გაყინვის ტემპერატურა;
ა.ნ) აფეთქებისა და აალების ტემპერატურა;
ა.ო) სტაბილურობა წყალ ხსნარებში (pH-3-5, 7, 10) t – 200C-ზე, მათ შორის, დაბალ კონცენტრაციებში (1 მგ/დმ3-ზე ნაკლები);
ა.პ) სიმკვრივე (ნივთიერების აირადი მდგომარეობის შემთხვევაში, სიმკვრივე მიეთითოს t – 00C-ზე და ვერცხლის
წყ. სვ.760 მმ დროს).
ბ) ტექნიკური პროდუქტის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ბ.ა) ტექნიკური პროდუქტის სისუფთავე, შენაერთების თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა;
ბ.ბ) აგრეგატული მდგომარეობა;
ბ.გ) ფერი, სუნი;
ბ.დ) ლღობის ტემპერატურა;
ბ.ე) აფეთქების და აალების ტემპერატურა;
ბ.ვ) სიმკვრივე (ნივთიერების აირადი მდგომარეობის შემთხვევაში, სიმკვრივე მიეთითოს t – 00
C და ვერ-ცხლწყ. სვ.760 მმ დროს);
ბ.ზ) თერმო-
და ფოტოსტაბილურობა;
ბ.თ) ტექნიკური პროდუქტის სიწმინდის განსაზღვრის ანალიტიკური მეთოდი, რომელიც აგრეთვე საშუალებას იძლევა განისაზღვროს პროდუქტის შემადგენლობა, იზომერები, მინარევები და ა.შ. (მოცემული პუნქტი არ აისახება რეზიუმეში).
გ) პრეპარატული ფორმის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გ.ა) აგრეგატული მდგომარეობა;
გ.ბ) ფერი, სუნი;
გ.გ) წყლიანი ემულსიის ან სუსპენზიის სტაბილურობა;
გ.დ) PH;
გ.ე) ტენის შემცველობა (%);
გ.ვ) სიბლანტე;
გ.ზ) დისპერსულობა;
გ.თ) სიმკვრივე;
გ.ი) ნაწილაკების ზომები (ფხვნილი, გრანულები და ა.შ.);
გ.კ) სველებადობა;
გ.ლ) აფეთქების ტემპერატურა;
გ.მ) კრისტალიზაციის ტემპერატურა, ყინვაგამძლეობა;
გ.ნ) აქროლადობა;
გ.ო) მონაცემები დატკეპნის შესახებ;
გ.პ) კოროზიული თვისებები;
გ.ჟ) შენაერთების ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა;
გ.რ) სტაბილურობა შენახვის პირობებში.
დ) პრეპარატის შემადგენლობა:
დ.ა) შემადგენელი ნაწილების ქიმიური დასახელება IUPAK, N CAS თანახმად;
დ.ბ) პრეპარატული ფორმის შემადგენელი ნაწილების ფუნქციონალური მნიშვნელობა.
ე) მიკრობიოლოგიური პრეპარატები. ცნობები აქტიური ინგრედიენტის და პრეპარატული ფორმის შემადგენლობის და თვისებების შესახებ (ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული, მიკროსპოროიდული, მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის პროდუქტების საფუძველზე შექმნილი პრეპარატები);
ვ) პროდუცენტი შტამის თვისებები:
ვ.ა) მიკროორგანიზმის სახეობა (ლათინური სახელწოდება);
ვ.ბ) შტამის (იზოლატის) ნომერი ან სახელწოდება;
ვ.გ) შტამის გამოყოფის წყარო;
ვ.დ) კულტურალურ-მორფოლოგიური და ბიოქიმიური თვისებები, საიდენტიფიკაციო ტესტები და კრიტერიუმები (მიეთითოს დაწესებულება, რომელმაც ჩაატარა იდენტიფიკაცია);
ვ.ე) პათოგენობა ან ანტაგონიზმი მავნე ობიექტების მიმართ;
ვ.ვ) განსხვავება მოცემული სახეობის არსებული შტამებისაგან (მათ შორის საზღვარგარეთ);
ვ.ზ) დამოკიდებულება იმ ფაგების მიმართ, რომლებიც იწვევენ იგივე სახეობის მიკროორგანიზმების სხვა შტამების უჯრედების ლიზისს;
ვ.თ) შტამის შენახვის მეთოდი, პირობები და საკვები არეების შემადგენლობა;
ვ.ი) მიკროორგანიზმების გამრავლების ხერხი, საკვები არეების პირობები და შემადგენლობა: ვირუსებისათვის და მიკროსპორიდიებისათვის მიეთითება გამრავლებისათვის სპეციფიკური ნედლეულის დახასიათება;
ვ.კ) გარემოს მიკრობთა ასოციაციებში და ბიომასალებში მიკროორგანიზმების გამრავლების წესი;
ვ.ლ) შტამის მიერ სინთეზირებული პროდუქტი (ქიმიური შემადგენლობა, სტრუქტურული ფორმულა, სტაბილურობა, ნაშთების განსაზღვრის მეთოდი).
ზ) პრეპარატული ფორმის დახასიათება
ზ.ა) პრეპარატის შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერების (ცოცხალი უჯრედების ან მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტების, ვირუსული სხეულაკების და ჩანართების ტიტრი), დამხმარე ნივთიერებების შემცველობა და მათი დანიშნულება;
ზ.ბ) აგრეგატული მდგომარეობა;
ზ.გ) სველებადობა;
ზ.დ) ტენის შემცველობა;
ზ.ე) გარეშე მიკროფლორის შედგენილობა;
ზ.ვ) მოქმედი ნივთიერების განსაზღვრის მეთოდი;
ზ.ზ) შენახვის პირობები და ვადები;
ზ.თ) სამუშაო ხსნარების მომზადების ხერხი;
ზ.ი) ტანსაცმლის, ტარის, დაღვრილი და დაფრქვეული პრეპარატების, სატრანსპორტო საშუალებების და უვარგისი პრეპარატის გაუვნებლობის ხერხები;
ზ.კ) სხვა პესტიციდებთან შეთავსება.
4. ტოქსიკოლოგიურ-ჰიგიენური დახასიათება
ა) მოქმედი ნივთიერების ტოქსიკოლოგიური დახასიათება (ტექნიკური პროდუქტი):
ა.ა) მწვავე პერორალური ტოქსიკურობა (თაგვების, ვირთაგვების) – LD50. მწვავე მოქმედების ზღვარი (პრეპარატებისთვის, რომლებიც იწარმოება საქართველოში);
ა.ბ) კანის მწვავე ტოქსიკურობა – LD50;
ა.გ) მწვავე ინჰალაციური ტოქსიკურობა – LC50. მწვავე მოქმედების ზღურბლი (პრეპარატებისათვის, რომლებიც იწარმოება საქართველოში);
ა.დ) მწვავე ინტოქსიკაციის კლინიკური სურათი;
ა.ე) გამაღიზიანებელი მოქმედება კანზე და ლორწოვან გარსზე;
ა.ვ) შენელებული ნეიროტოქსიკური მოქმედება ქათმებზე (ფოსფორორგანული პესტიციდებისათვის, სხვა პესტიციდებისათვის – საჭიროების შემთხვევაში);
ა.ზ) ქვემწვავე პერორალური ტოქსიკურობა (კუმულაციური თვისებები). კუმულაციის კოეფიციენტი (კაგანის მეთოდით იმ პრეპარატებისათვის, რომელთა წარმოება ხდება საქართველოში);
ა.თ) ქვემწვავე ტოქსიკურობა კანზე;
ა.ი) მასენსიბილიზირებელი მოქმედება, იმუნოტოქსიკურობა;
ა.კ) ქრონიკული ტოქსიკურობა (ზღვრული და არაეფექტური დოზები);
ა.ლ) ონკოგენობა, რომელიც ისაზღვრება ორი წლის მანძილზე ცხოველების ორ სახეობაში (თაგვები, ვირთაგვები) გამოსაცდელი აგენტის შეყვანით, მათი გადარჩენის შესახებ მასალების წარდგენით (ცხრილები, მრუდები); ყველა ჰისტოლოგიური ტიპის და ლოკალიზაციის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნის სიხშირის მიხედვით, რომელიც ისაზღვრება ეფექტური რიცხვით (პირველი სიმსივნის გამოჩენამდე ან გამომჟღავნებამდე ცხოველების გადარჩენილი რაოდენობით) ინტერკურენტული სიკვდილიანობის გათვალისწინებით (კაპლანმაზერის მეთოდი); მონაცემები ექსპერიმენტული კონტროლის შესახებ;
ა.მ) ტერატოგენობა და ემბრიოტოქსიკურობა – მეთოდური მიდგომების გამოყენებით, რომლებიც საშუალებას იძლევიან გამოამჟღავნონ ნაყოფის ანომალიები და ტოქსიკურობა ნაყოფის მიმართ;
ა.ნ) რეპროდუქტული ტოქსიკურობა ორი თაობის მეთოდით და გონადოტოქსიკურობა;
ა.ო) მუტაგენობა;
ა.პ) ეიმსის ტესტი გენურ მუტაციებზე მეტაბოლიტური აქტივაციით და აქტივაციის გარეშე;
ა.ჟ) ციტოგენეტიკური (in vitro) ტესტი ადამიანის პერიფერიული სისხლის ლიმფოციტების კულტურაში (ქრომოსომული აბერაციები);
ა.რ) ციტოგენეტიკური (in vivo) ტესტი მღრნელების ძვლის ტვინის უჯრედებში (ქრომოსომული აბერაციები, მიკრობირთვები). დასაშვებია სხვა ტესტები, მაგრამ არანაკლებ სამისა, ეიმსის ტესტის და თბილსისხლიანებზე (in vivo) ტესტის ჩათვლით;
ა.ს) მეტაბოლიზმი თბილსისხლიანების ორგანიზმში, ძირითადი მეტაბოლიტები, მათი ტოქსიკურობა, ტოქსიკოკინეტიკა და საჭიროების შემთხვევაში ტოქსიკოდინამიკა;
ა.ტ) მავნე მოქმედების ლიმიტირებული მაჩვენებელი;
ა.უ) დასაშვები სადღეღამისო დოზა (ადამიანის სხეულის მგ/კგ წონაზე);
ა.ფ) მეტაბოლიზმი გარემოს ობიექტებში, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო მცენარეებში.
ბ) პრეპარატული ფორმის ტოქსიკოლოგიური დახასიათება
ბ.ა) მწვავე პერორალური ტოქსიკურობა (თაგვების, ვირთაგვების) – LD50;
ბ.ბ) კანის მწვავე ტოქსიკურობა – LD50;
ბ.გ) მწვავე ინჰალაციური ტოქსიკურობა – LC50;
ბ.დ) გამაღიზიანებელი მოქმედება კანზე და ლორწოვან გარსზე;
ბ.ე) ქვემწვავე პერორალური ტოქსიკურობა (კუმულაციური თვისებები). კუმულაციის კოეფიციენტი (იმ პრეპარატებისათვის, რომლებიც იწარმოება საქართველოში);
ბ.ვ) ქვემწვავე ტოქსიკურობა კანზე (პრეპარატებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ გამოხატული დერმატული საშიშროება);
ბ.ზ) ქვემწვავე ინჰალაციური ტოქსიკურობა (პრეპარატებისათვის, რომლებიც ხასიათდებიან გამოხატული ინჰალაციური საშიშროებით);
ბ.თ) მასენსიბილიზირებელი მოქმედება;
ბ.ი) პრეპარატული ფორმის კომპონენტების ტოქსიკოლოგიური დახასიათება (შემავსებლები, ემულგატორები, სტაბილიზატორები, გამხსნელები და ა.შ.);
იმ შემთხვევაში, თუ პესტიციდის შემადგენლობაში შედის ტოქსიკურად მნიშვნელოვანი ნივთიერებები, რომლებსაც გააჩნიათ ტოქსიკური მოქმედების გაძლიერების უნარი მოქმედ ნივთიერებასთან შედარებით, მონაცემები პესტიციდის პრეპარატული ფორმის ტოქსიკოლოგიური შეფასების შესახებ შეიძლება გაფართოვდეს მოქმედი ნივთიერების და პრეპარატული ფორმის კომპონენტების თვისებების გათვალისწინებით.
გ) პრეპარატული ფორმის ჰიგიენური დახასიათება
გ.ა) პრეპარატის გავლენა კულტურათა ხარისხზე და ამ კულტურათა შუალედური და საბოლოო პროდუქტების კვებით ღირებულებაზე;
გ.ბ) მონაცემები პროდუქციის შენახვის და გადამუშავების დროს პესტიციდის დაშლის შესახებ;
გ.გ) პესტიციდის რძესთან ერთად გამოყოფის შესაძლებლობა (საკვებ კულტურებსა და მეცხოველეობაში გამოსაყენებელი პრეპარატებისათვის);
გ.დ) რეკომენდებული ჰიგიენური ნორმები, ნორმატივები და ლოდინის პერიოდი;
გ.ე) რეკომენდაციები მწვავე მოწამვლის დიაგნოსტიკის და მკურნალობის შესახებ, მათ შორის მოწამვლის დროს პირველი დახმარება, ანტიდოტები;
გ.ვ) პესტიციდის საშიშროების შეფასება – მონაცემები FAO/WHO, EPA-ს, ევროპული კავშირის ექსპერტთა ჯგუფის სხდომებზე განხილვის შესახებ;
გ.ზ) უსაფრთხოების რეკომენდებული ზომები მუშაობის, შენახვის, ტრანსპორტირების და წარმოების დროს (თუ პრეპარატი იწარმოება საქართველოში).
დ) ჰიგიენური ნორმატივების, სანიტარიული ნორმებისა და წესების დადგენა გამოყენებისა და წარმოების დროს
დ.ა) პესტიციდის ნარჩენი რაოდენობების შესწავლა მოცემული დებულების მოთხოვნების თანახმად და ყოველი კულტურისათვის ლოდინის პერიოდების დასაბუთება;
დ.ბ) პესტიციდის გამოყენებისას შრომის პირობების ჰიგიენური შეფასება ხარჯვის მაქსიმალური ნორმების, ჯერადობის და სხვადასხვა ტექნოლოგიების გათვალისწინებით. სამუშაოზე გასვლის უსაფრთხო ვადების დასაბუთება. დახურულ გრუნტში შრომის პირობების შესწავლა ტარდება ღია გრუნტში შრომის ჰიგიენის შესწავლის მასალებისაგან დამოუკიდებლად;
დ.გ) პესტიციდების წარმოებისა და გამოყენებისას მომუშავე პერსონალის და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაცულ უნდა იქნეს ჰიგიენური ნორმები: მაქსიმალურად დასაშვები დონე (მდდ/დმდდ) კვების პროდუქტებსა და სასოფლო-სამეურნეო ნედლეულში, ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ) წყალში სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო წყალმოხმარების წყაროებისათვის, ზდკ სამუშაო ზონის ჰაერში (იმ პრეპარატებისათვის, რომელთა წარმოება და დაფასოება ხდება საქართველოში და იმპორტირებული პრეპარატებისათვის, რომლებსაც გააჩნია მკვეთრად გამოხატული ინჰალაციური საშიშროება). ზსუდ სამუშაო ზონის ჰაერში დანარჩენი პრეპარატებისათვის, ზემოქმედების საორიენტაციოდ უვნებელი დონე (ზსუდ) ატმოსფერულ ჰაერში (საჭიროების შემთხვევაში), – ზდკ ატმოსფერულ ჰაერში (პრეპარატებისათვის, რომელთა წარმოება ხდება საქართველოში), ზდკ ნიადაგისათვის (მდგრადი პრეპარატებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ მცენარეში ტრანსლოკაციის და ზღვრულ გარემოში მიგრაციის უნარი),- საორიენტაციოდ დაშვებული კონცენტრაცია (სდკ) ნიადაგში სხვა პრეპარატებისათვის, პესტიციდის საშიშროების ჰიგიენური შეფასება, რეკომენდაციები ტარის ეტიკეტისათვის, მითითებები პესტიციდების გამოყენებაზე, საშიშროების შეფასება;
დ.დ) წყალსატევების წყლების ჰიგიენური ნორმატივების შემუშავებისას მხედველობაში მიიღება წყლის თვითგაწმენდის პროცესებზე და ქიმიურ შემადგენლობაზე პრეპარატის გავლენის შეფასების მონაცემები, მიღებული იმ ს/კ დაწესებულებაში, რომელიც ატარებს პესტიციდების თევზსამეურნეო შეფასებას, ერთიანი მეთოდური მითითებებით ჩატარების შემთხვევაში;
დ.ე) ნიადაგის ჰიგიენური ნორმატივების დამუშავების დროს შეიძლება მიღებულ იქნეს იმ სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების მონაცემები, რომლებიც ატარებენ პესტიციდების ეკოლოგიურ შეფასებას ერთიანი მეთოდური მითითებების შესაბამისად.
ე) მიკროორგანიზმის ტოქსიკოლოგიური შეფასება (ბაქტერიები, სოკოები)
ე.ა) ბაქტერიების და სოკოების პათოგენობა (ვირულენტობა, ტოქსიურობა, ტოქსიკოგენობა, დისემინაცია) ისწავლება ლაბორატორიული ცხოველების ორ სახეობაზე მუცლის არეში და კუჭში ერთჯერადი შეყვანით, ზედა სასუნთქ ორგანოებში შეღწევისა და თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას;
ე.ბ) მიკროორგანიზმების მოქმედება იმუნურ სისტემებზე (მასენსიბილიზირებელი, ალერგიული, იმუნოტოქსიკური, იმუნომამოდულირებელი) ზედა სასუნთქ ორგანოებში შეღწევისას ერთი თვის განმავლობაში.
ვ) მიკრობული სინთეზის პროდუქტების ტოქსი-კოლოგიური შეფასება
ვ.ა) მწვავე პერორალური ტოქსიკურობა (თაგვები, ვირთაგვები) – LD50. მწვავე მოქმედების ზღვარი (პრეპარატებისათვის, რომელთა წარმოება ხდება საქართველოში);
ვ.ბ) კანზე მწვავე ტოქსიკურობა – LD50;
ვ.გ) მწვავე ინჰალაციური ტოქსიკურობა – LC50. მწვავე მოქმედების ზღვარი (პრეპარატებისათვის, რომლის წარმოება ხდება საქართველოში);
ვ.დ) მწვავე ინტოქსიკაციის კლინიკური სურათი;
ვ.ე) გამაღიზიანებელი მოქმედება კანზე და ლორწოვან გარსზე;
ვ.ვ) ქვემწვავე პერორალური ტოქსიკურობა (კუმულაციური თვისებები), კუმულაციის კოეფიციენტი (პრეპარატებისათვის, რომელთა წარმოება ხდება საქართველოში);
ვ.ზ) ქვემწვავე ტოქსიკურობა კანზე;
ვ.თ) მასენსიბილიზირებელი მოქმედება, იმუნოტოქსიკურობა;
ვ.ი) ქრონიკული ტოქსიკურობა (ზღვრული და არაეფექტური დოზები);
ვ.კ) ონკოგენობა (პირველადი განზოგადოებული მასალები – მონაცემები საცდელ ცხოველებში სიმსივნეების სიხშირეზე აბსოლუტური მნიშვნელობით და ეფექტურ რიცხვთან დამოკიდებულებაში, სიმსივნეების რაოდენობა ერთ ცხოველზე, ყველა ლოკალიზაციების) სიმსივნეების ჰისტოლოგიური ტიპების რაოდენობა და სიხშირე, მეტასტაზირება, ცხოველების გადარჩენილი რაოდენობა, ონკოგენური რისკის კოეფიციენტი. პირველი სიმსივნის გამომჟღანების ვადა, ექსპერიმენტული მონაცემები ცხოველების ექსპერიმენტალური და ისტორიული კონტროლის შესახებ და ა.შ.);
ვ.ლ) ტერატოგენობა და ემბრიოტოქსიკურობა – იმ მეთოდური მიდგომით, რომლის გამოყენებით შესაძლებელია ნაყოფების ანომალიების და ნაყოფისათვის ტოქსიკურობის გამოვლენა;
ვ.მ) რეპროდუქციული ტოქსიკურობა ორი თაობის მეთოდით და გონადო ტოქსიკურობა;
ვ.ნ) მუტაგენობა;
ვ.ო) ეიმსის ტესტი გენურ მუტაციებზე მიკროსომალური აქტივაციით და აქტივაციის გარეშე;
ვ.პ) ქრომოსომული აბერაციები (in vivo ლაბორატორიულ ცხოველებში);
ვ.ჟ) in vitro ადამიანის პერიფერული სისხლის ლიმფოციტების კულტურაში. დასაშვებია სხვა ტესტები, მაგრამ არანაკლებ სამისა, ეიმსის ტესტის ჩართვით;
ვ.რ) მეტაბოლიზმი თბილსისხლიანების ორგანიზმში, ძირითადი მეტაბოლიტები, მათი ტოქსიურობა, ტოქსიკოკინეტიკა და საჭიროების შემთხვევაში ტოქსი-კოდინამიკა;
ვ.ს) ტოქსიურობის მალიმიტირებელი მაჩვენებელი;
ვ.ტ) დასაშვები სადღეღამისო დოზა (დსდ) ადამიანის სხეულის მგ/კგ წონაზე;
ვ.უ) დამატებითი ინფორმაცია;
ზ) მიკრობიოლოგიური პრეპარატის პრეპარატული ფორმის ტოქსიკოლოგიური შეფასება
ზ.ა) მწვავე პერორალური ტოქსიკურობა (თაგვები, ვირთაგვები) – LD50;
ზ.ბ) მწვავე საინჰალაციო ტოქსიკურობა – LC50;
ზ.გ) გამაღიზიანებელი და საჭიროების შემთხვევაში რეზორბციული მოქმედება კანზე და ლორწოვან გარსზე;
ზ.დ) მასენსიბილიზირებელი მოქმედება;
ზ.ე) კუმულაციური თვისებები (პრეპარატებისათვის, რომლებიც შექმნილია მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის პროდუქტების საფუძველზე);
ზ.ვ) დისბაქტერიული მოქმედება;
ზ.ზ)კონტამინანტური მიკროფლორის შემადგენლობა (ვირუსული და მიკროსპოროიდული პრეპარატებისათვის) და მონაცემები თბილსისხლიანებისათვის პათოგენობის შესახებ;
ზ.თ) მოქმედების შორეული შედეგები (ტოქსინების შემცველი პრეპარატებისათვის): მუტაგენობა (ეიმსის ტესტი), ტერატოგენობა.
თ) მიკრობიოლოგიური პრეპარატების გამოყენების და წარმოების ჰიგიენური რეგლამენტის დადგენა
თ.ა) პრეპარატის გამოყენების დროს შრომის პირობების ჰიგიენური შეფასება ხარჯვის მაქსიმალური ნორმების და სხვადასხვა ტექნოლოგიების გათვალისწინებით;
თ.ბ) დახურულ გრუნტში შრომის პირობების შესწავლა ხდება ღია გრუნტისაგან დამოუკიდებლად.
თ.გ) ჰიგიენური ნორმატივების დამუშავების აუცილებლობის დასაბუთება, რომლებიც უზრუნველყოფენ პესტიციდების წარმოებაში და გამოყენებაზე მომუშავე პერსონალის უსაფრთხოებას (საჭიროების შემთხვევაში): მდდ საკვებ პროდუქტებში, ზდკ სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო წყალმოხმარების წყაროების წყალში, ზდკ სამუშაო ზონის ჰაერში (პრეპარატებისათვის, რომლის წარმოება ხდება საქართველოში), ზსუდ და ზდკ ატმოსფერულ ჰაერში (პრეპარატებისათვის, რომლის წარმოება ხდება საქართველოში), ზსუდ სამუშაო ზონის ჰაერში (საზღვარგარეთული პრეპარატებისათვის), ზდკ ნიადაგისათვის (მდგრადი პრეპარატებისათვის, რომლებსაც აქვთ მცენარეში ტრანსლოკაციის უნარი და სხვა სისტემებში მიგრაციის უნარი), სდკ ნიადაგში სხვა პრეპარატებისათვის.
5. პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდური მითითებები (მოცემული განაკვეთი რეზიუმეში არ აისახება);
ა) საკვებ პროდუქტებში, საკვებში, გარემოს ობიექტებში და ბიოლოგიურ არეებში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობების განსაზღვრის მეთოდური მითითებები (დასაშვებია უკვე ადაპტირებული მეთოდიკების წარდგენა);
ბ) რეგისტრანტი ვალდებულია ჩაატაროს კონტროლის მეთოდების ადაპტაცია საქართველოს პირობებისათვის ამ დებულების თანახმად (იხ. დანართი 5 და 6) ერთ-ერთ დაწესებულებაში, რომელიც განსაზღვრულია მოცემული დებულებით (იხ. დანართი 3);
გ) E1-1 სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში (მისი გადამუშავების პროდუქტებში) და სხვა მცენარეულ ობიექტებში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობების განსაზღვრის მეთოდური მითითებები;
დ) E1-2 ნიადაგში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობების განსაზღვრის მეთოდური მითითებები;
ე) E1-3 წყალში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობების განსაზღვრის მეთოდური მითითებები;
ვ) E1-4 ჰაერში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობების განსაზღვრის მეთოდური მითითებები;
ზ) E1-5 ბიოლოგიურ არეებში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობების განსაზღვრის მეთოდური მითითებები;
თ) E1-1-დან E1-5-მდე პუნქტებზე დასაშვებია უკვე ადაპტირებული მეთოდიკების წარდგენა;
ი) მეთოდიკები წარედგინება სარეგისტრაციო ორგანოს და იგზავნება იმ ს/კ დაწესებულებაში, რომელთანაც რეგისტრანტი დადებს ხელშეკრულებას კვლევების ჩატარებაზე (იხ. დანართი 3).
6. პესტიციდების იქტიოტოქსიკოლოგიური შეფასება
ა) წყალში ნივთიერების განსაზღვრის მეთოდი;
ბ) პრეპარატის სტაბილურობა წყლის გარემოში pH 7-8 დროს (50 და 95 პროცენტიანი დაშლის დრო);
გ) პრეპარატის საშუალო ლეტალური კონცენტრაცია (LC50), რომელიც იწვევს 50% დაფნიების დაღუპვას 48 საათის განმავლობაში;
დ) პრეპარატის საშუალო ლეტალური კონცენტრაცია (LC50), რომელიც იწვევს 50% თევზების დაღუპვას 96 საათის განმავლობაში;
ე) პრეპარატის საშუალო ლეტალური კონცენტრაცია (LC50ს), რომელიც იწვევს ზუთხისნაირების ან სხვა სახეობის თევზების 50% ლარვების დაღუპვას 48 საათის განმავლობაში;
ვ) პრეპარატის და მისი მეტაბოლიტების ხსნადობა, მდგრადობა და წყალში დეტოქსიკაციის ვადები;
ზ) წყლის ქიმიურ შემადგენლობაზე და თვითგაწმენდის პროცესებზე პრეპარატის გავლენის შეფასება (pH, გახსნილი ჟანგბადი, აზოტიამონიუმის, ნიტრატების, ნიტრიტების, ჟბმ-5, საპრობული მიკროფლორის რაოდენობა, ორგანოლეპტიკური თვისებები);
თ) პრეპარატის გავლენის შეფასება ერთუჯრედიანი წყალმცენარეების მასობრივი სახეობის კულტურების პირველადი პროდუცირების პროცესებზე. საჭიროებისას ექსპერიმენტების ხანგრძლივობა – 30 დღე;
ი) პრეპარატის ტოქსიკურობა ზოოპლანქტონური ორგანიზმების მასობრივი ფორმებისათვის გადარჩენის მაჩვენებლებისა და 2-4 თაობის კიბოსნაირების ნაყოფიერების, აგრეთვე ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიური და მორფოლოგიური ანომალიების რეგისტრაციით. საჭიროებისას ექსპერიმენტების ხანგრძლივობა 30-40 დღე;
კ) პრეპარატის ტოქსიკურობა მოლუსკებისათვის გადარჩენის, ზრდის ტემპის და ნაყოფიერების რეგისტრაციით;
ლ) პრეპარატის ტოქსიკურობა თევზებისათვის:
ლ.ა) მატერიალური ან ფიზიოლოგიური კუმულაციის შეფასება;
ლ.ბ) მოქმედების შეფასება ზუთხის ან სხვა სახეობის თევზების ქვირითზე განვითარების დროს და ლარვებზე (გადარჩენის უნარი, ზრდა, მორფოლოგიური ანომალიები);
ლ.გ) ერთწლიანები და ზრდასრული თევზები (კობრისებრი, კალმახი, ორაგულისებურები), გადარჩენის უნარი, ფიზიოლოგობიოქიმიური, მორფოლოგიური და სხვა ცვლილებები. საჭიროებისას ექსპერიმენტების ხანგრძლივობა 1-6 თვე;
მ) მუტაგენური მოქმედება ჰიდრობიონტებისათვის (საჭიროებისას);
ნ) გონადოტოქსიკური მოქმედება ჰიდრობიონტებისათვის (საჭიროებისას);
ო) იმუნოლოგიური მოქმედება ჰიდრობიონტებისათვის (საჭიროებისას);
პ) კანცეროგენული მოქმედება ჰიდრობიონტებისათვის (საჭიროებისას);
ჟ) მონაცემები 1-15 პუნქტებზე წარსდგება მოქმედი ნივთიერების და პრეპარატული ფორმის მიხედვით. საჭიროებისას კვლევები ზოგიერთ მაჩვენებლებზე ხორციელდება პრეპარატული ფორმის მიხედვით ერთ-ერთ სამეცნიერო დაწესებულებაში;
რ) მე-7 პუნქტში შეიძლება წარმოდგენილ იქნეს მონაცემები, რომლებიც მიღებულია სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყალსატევების წყლისთვის სამედიცინო დაწესებულებების მიერ ზდკ-ს დამუშავებისას;
ს) 1-6 პუნქტების მონაცემების საფუძველზე თევზსამეურნეო წყალსატევების წყალში გამოითვლება ზემოქმედების საორიენტაციო უვნებელი დონე (ზსუდ);
ტ) 1-15 პუნქტების მონაცემების საფუძველზე მუშავდება პრეპარატის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ) თევზსამეურნეო წყალსატევების წყალში.
7. პესტიციდების ეკოტოქსიკოლოგიური შეფასება:
ა) მოქმედი ნივთიერების დაშლის სიჩქარე (T50 და T90) ნიადაგში:
ა.ა) ლაბორატორიულ პირობებში ოთხი ტიპის ნიადაგიდან: წითელმიწაეწერი, შავმიწა, ყავისფერი და ალუვიური ნიადაგები pH 3, 5-8-დე და ორგანული ნივთიერებების 1%-დან- 4%-მდე შემცველობისას, სხვადასხვა ჰიდროთერმული რეჟიმის და ტენიანობის დროს), ორში კულტურის მოყვანის ზონის გათვალისწინებით;
ა.ბ) ლაბორატორიულ ანაერობულ პირობებში ერთი ნებისმიერი ტიპის ნიადაგში;
ა.გ) მინდვრის პირობებში ოთხი ნიადაგობრივ-კლიმატური ზონიდან – ორში.
ბ) პესტიციდის ახალი მოქმედი ნივთიერების შემთხვევაში დაშლის პროცესში წარმოქმნილი მეტაბოლიტების შემადგენლობა და პროცენტული შემცველობა (ლაბორატორიულ ანაერობულ და აერობულ პირობებში, ერთი ნებისმიერი ტიპის ნიადაგი);
გ) ახალი მოქმედი ნივთიერების შეკავშირებული ნაშთების პროცენტული შემადგენლობა (ლაბორატორიული პირობები, ერთი ნებისმიერი ტიპის ნიადაგი);
დ) ახალი მოქმედი ნივთიერების სორბციის/დესორბციის მაჩვენებლები ოთხი ტიპის ნიადაგიდან: (წითელმიწაეწერი, შავმიწა, ყავისფერი და ალუვიური pH 3, 5-8 და ორგანული ნივთიერების 1%-დან 4%-მდე შემცველობით) ორში (ლაბორატორიული პირობები);
ე) პესტიციდის მოქმედი ნივთიერების მიგრაციის მაჩვენებლები ნიადაგში:
ე.ა) ლაბორატორიულ პირობებში ოთხი ტიპის ნიადაგიდან: (წითელმიწაეწერი, შავმიწა, ყავისფერი და ალუვიური pH 3, 5-8 დიაპაზონში და ორგანული ნივთიერების 1%-დან 4%-მდე შემცველობით) ორში (ნიადაგის თხელფენოვანი ქრომატოგრაფია და სვეტის ცდები);
ე.ბ) მინდვრის პირობებში ოთხ ნიადაგობრივ-კლიმატური ზონიდან – ორში.
ვ) მოქმედი ნივთიერების აორთქლების მაჩვენებლები (აქროლადი პრეპარატებისათვის) ერთი ნებისმიერი ტიპის ნიადაგიდან (ლაბორატორიული პირობები);
ზ) მოქმედი ნივთიერების დაშლის სიჩქარე (T50 და T90, ჰიდროლიზი და ფოტოლიზი ლაბორატორიულ პირობებში) წყალში;
თ) წყალში ახალი მოქმედი ნივთიერების დეგრადაციისას წარმოქმნილი მეტაბოლიტების შემადგენლობა და პროცენტული შემცველობა;
ი) პრეპარატის ქცევა სარწყავი სისტემის ელემენტებში:
ი.ა) საკოლექტორო-სადრენაჟე ქსელი (პრეპარატის გამონატანის სიდიდის დადგენა ზედაპირული და მიწისქვეშა დინების საზღვრებს გარეთ და სარწყავი სისტემის გარეთ);
ი.ბ) ახალი მოქმედი ნივთიერების საფილტრაციო ნაკადთან ვერტიკალური მიგრაციის სიდიდე;
ი.გ) ახალი მოქმედი ნივთიერების დონური ნალექები სორბცია – დესორბციის მაჩვენებელი (ლაბორატორიული პირობები).
კ) პრეპარატის ტოქსიკურობა ფრინველებისათვის:
კ.ა) მწვავე პერორალური (LD50);
კ.ბ) გამოკვების დროს რვა დღე-ღამის განმავლობაში (LK50).
ლ) პრეპარატის ტოქსიკურობა ჭიაყელებისათვის (LK50);
მ) პრეპარატის ტოქსიკურობა ნიადაგის მიკროორგანიზმებისათვის (შეფასება ხდება ნიადაგის სუნთქვის ინტენსიურობის და აზოტის ტრანსფორმაციის პროცესების მიხედვით);
ნ) პრეპარატის ფიტოტოქსიკურობა თესლბრუნვის კულტურებისათვის და მისი მცენარეში ტრანსლოკაცია;
ო) პესტიციდის იქტიოტოქსიკოლოგიური შეფასება;
პ) პესტიციდის ტოქსიკურობა და საშიშროება ფუტკრებისათვის;
ჟ) დაღვრილი და დაფრქვეული პესტიციდის გაუვნებელყოფის წესები. პესტიციდების ნარჩენების და ტარის გაუვნებელყოფის და უტილიზაციის წესები;
რ) მონაცემები 1-8 პუნქტებზე წარსადგენია მოქმედი ნივთიერების მიხედვით, 1.3, 5.2, 9.1, 9.2, 9.3, 10-13 – პუნქტებზე – პრეპარატული ფორმის მიხედვით;
ს) საქართველოს ტერიტორიაზე პესტიციდის ქცევის შემოწმება ხდება საჭიროებისას 1.3 და 5.2 პუნქტების მიხედვით;
ტ) მონაცემები მე-9 პუნქტით წარსადგენია პრეპარატებზე, რომელიც რეკომენდებულია საქართველოში სარწყავ პირობებში მოსაყვან კულტურებში (ვაზი, მარცვლეული, ბოსტნეული, ბაღჩეული) რეგისტრაციისათვის. კვლევები ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე საჭიროებისამებრ;
უ) თუ არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ეკოტოქსიკოლოგიური შეფასების ძირითადი მაჩვენებლების შესახებ, საჭიროებისას კვლევები ტარდება საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებებში.
8. პესტიციდების საშიშროების ვეტერინარულ-სანიტარიული და ეკოტოქსიკოლოგიური შეფასება (მეფუტკრეობა, მეცხოველეობა)
ა) პესტიციდების ტოქსიკურობის ლაბორატორიული გამოცდები ფუტკრის მიმართ (არ არის საჭირო იმ პრეპარატებისათვის, რომლებსაც იყენებენ თესლის შესაწამლად და სარგავი მასალის დასამუშავებლად; აღმოცენებამდე გამოსაყენებელ ჰერბიციდებისათვის)
ა.ა) მოქმედი ნივთიერების და პრეპარატული ფორმის მწვავე და ქრონიკული კონტაქტური ტოქსიკურობა – LD50 (მკგ/ ფუტკარზე) და LC50 (%);
ა.ბ) მოქმედი ნივთიერების და პრეპარატული ფორმის მწვავე და ქრონიკული ორალური ტოქსიკურობა – LD50 (მკგ/ფუტკარზე) და LC50 (მკგ/სმ2);
ა.გ) პრეპარატის ნარჩენი მოქმედების ხანგრძლივობა (LC50 დონეზე) მინის ზედაპირზე (დღეღამე – %);
ა.დ) პრეპარატის ფუმიგაციური ტოქსიკურობა – LD50 (მკგ/სმ2);
ა.ე) პრეპარატის რეპელენტური აქტივობა;
ა.ვ) ლაბორატორიულ პირობებში ფუტკრის მიმართ მოქმედი ნივთიერების და პრეპარატის ტოქსიკურობის კლასი;
ა.ზ) პრეპარატის საშიშროების კლასი ფუტკრის მიმართ საველე პირობებში (მისი პრაქტიკული გამოყენების რეკომენდებულ რეჟიმში);
ა.თ) ფუტკრის მიმართ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების რეკომენდებული რეჟიმი და მისი შემდგომი მოქმედების რისკის შემცირება.
ბ) ფუტკრის მიმართ პესტიციდების საშიშროების საპავილიონე და საველე გამოცდები (იმ პრეპარატებისათვის, რომლის LD50 მწვავე კონტაქტური ზემოქმედების დროს 1,0 მკგ/ფუტკარზე ნაკლებია და პრეპარატებისათვის, რომლებსაც იყენებენ მცენარის კოკრებისა და ყვავილობის სტადიებში)
ბ.ა) ფუტკრის დაფრენა დამუშავებულ მცენარეებზე; და მათი აქტიურობა დამუშავებულ მცენარეებიდან ნექტრის და მტვრის შეგროვებაზე;
ბ.ბ) მოღალე, სკის შიდა ფუტკრების და ბარტყის დაღუპვის დინამიკა; ფუტკრის ქცევების ძირითადი რეფლექსების ცვლილებანი;
ბ.გ) შეგროვილი ნექტრის და მტვრის ტოქსიკურობა სკის შიდა ახალგაზრდა ფუტკრებისა და ბარტყისათვის;
ბ.დ) დამუშავებულ მცენარეებზე პრეპარატის დეტოქსიკაციის ვადები;
ბ.ე) ფუტკრის ოჯახების საერთო ფიზიოლოგიური (ზოოტექნიკური) მდგომარეობა გამოცდის და შემდგომ პერიოდში (დაზამთრების ჩათვლით);
ბ.ვ) პრეპარატის ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდიკა ფუტკრის სამარაგო საკვებში (საკვები თაფლი, ჭეო);
ბ.ზ) მეფუტკრეობის პროდუქტებში ნარჩენი რაოდენობის დაგროვების/დაშლის დინამიკა;
ბ.თ) პრეპარატის ნარჩენი რაოდენობის მდდ ფუტკრის სამარაგო საკვებში.
გ) პესტიციდების საშიშროების ვეტერინარულ-სანიტარიული და ტოქსიკოლოგიური შეფასება მეცხოველეობისათვის (პრეპარატებისათვის, რომლებსაც იყენებენ საკვები კულტურების დამუშავებისათვის)
გ.ა) პრეპარატის ტოქსიკურობის პარამეტრები და კლასი თბილსისხლიანების და ფრინველების მიმართ; ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნები, მოწამლვის სიმპტომები;
გ.ბ) პრეპარატის ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდიკა სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების საკვებში (თივა, ჩალა, მარცვლეული, ძირხვენები) (მიიღება მეთოდიკები, რომლებიც დამუშავებულია სასაქონლო პროდუქციისათვის);
გ.გ) სასოფლო-სამეურნეო ცხოველების და ფრინველების საკვებში პრეპარატის ნარჩენი რაოდენობის დაგროვების/დაშლის დინამიკა;
გ.დ) მდდ სასოფლო-სამეურნეო ცხოველების და ფრინველების საკვებში (თივა, ჩალა, მარცვლეული, ძირხვენები) (მიიღება მეთოდები, რომლებიც დამუშავებულია სასაქონლო პროდუქციისათვის);
გ.ე) მდდ-ს გადაჭარბებისას სასოფლო-სამეურნეო ცხოველების და ფრინველების საკვების დაბინძურების დონის შესაძლო შემცირების რეკომენდაციები.
9. პესტიციდის გამოყენების რეკომენდაციები
(მოცემული განაკვეთი რეზიუმეში არ აისახება)
სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების მიღების შემდეგ რეგისტრანტი ამზადებს რეკომენდაციებს მოცემული დებულების მოთხოვნების თანახმად (იხ. დანართი 7) და ადგენს სარეგისტრაციო ორგანოში;
10. ტარის ეტიკეტი
(მოცემული განაკვეთი რეზიუმეში არ აისახება)
სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების მიღების შემდეგ რეგისტრანტი ამზადებს ტარის ეტიკეტს მოცემული დებულების მოთხოვნების თანახმად (იხ. დანართი 8) და ადგენს სარეგისტრაციო ორგანოში.
11. ტექნიკური პირობები პრეპარატზე (იმ პრეპარატებისათვის, რომლების წარმოება ხდება საქართველოში)
(მოცემული განაკვეთი რეზიუმეში არ აისახება)
ტექნიკური პირობები ფორმდება რეგისტრანტის მიერ მოქმედი სახელმწიფო სტანდარტების თანახმად, მათი შეთანხმება და დამტკიცება ხდება მოცემული დებულების მოთხოვნების თანახმად (იხ. დანართი 9) და წარედგინება სარეგისტრაციო ორგანოს ორ ეგზემპლარად.
12. გამოყენების ბიოლოგიური რეგლამენტების დადგენა
(მოცემული განაკვეთი რეზიუმეში არ აისახება)
რეგისტრანტი ადგენს ანგარიშს სარეგისტრაციო ორგანოში ჩატარებული გამოცდების შედეგების შესახებ და საექსპერტო დასკვნას მოცემული დებულების თანახმად.
13. ნივთიერებათა უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი
(მოცემული განაკვეთი რეზიუმეში არ აისახება)
MSDS – ნივთიერებათა უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი წარედგინება სარეგისტრაციო ორგანოს.
დანართი 2
საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური ზონები, რომლებშიც ტარდება მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და ზრდის რეგულატორების სარეგისტრაციო გამოცდები
ცხრილი 1
№
კულტურულ მცენარეთა მოყვანის ზონები და ნიადაგები
ადმინისტრაციული დაყოფა
ტემპერატურათა ჯამი <100
ტენიანობის კოეფიციენტი
კულტურები
1
2
3
4
5
6
1.
დასავლეთ საქართველოს
ტენიანი სუბტროპიკული
ზონის წითელმიწა-
ეწერი ნიადაგები
აფხაზეთი
აჭარა
გურია
სამეგრელო
იმერეთი
2297
2117
2035
2094
2346
0,8-1,0
0,8-1,0
0,3-0,5
0,8-1,0
0,3-0,5
სიმინდი,
პარკოსნები, ჩაი,
სუბტროპიკული კულტურები,
ვაზი, ხეხილი,
თუთა, ბოსტნეული
2.
აღმოსავლეთ საქართველოს
ველებისა და უდაბნო-ველების მურა და შავმიწა
რუხი-ყავისფერი ნიადაგები
კახეთი
შიდა ქართლი
2223
1997
0,3-0,5
0,3-0,5
ხეხილი (თესლოვნები და კურკოვნები), თუთა, მარცვლოვნები, პარკოსნები და ტექნიკური კულტურები, ვაზი, ბოსტნეული, ბახჩეული
3.
სამხრეთი საქართველოს
მთის შავმიწები
მესხეთი
სამცხე-ჯავახეთი
1683
0,5
ხეხილი, თავთავიანი, მარცვლოვნები, კარტოფილი, საკვები კულტურები
4.
მთა-მდელოთა ნიადაგები
კავკასიონისა და მთა-მდელოთა მთიანეთის სუბალპური და ალპური ზონა
მცხეთა-მთიანეთის ადმინისტ. რეგიონი
დუშეთი
ყაზბეგი
რაჭა-ლეჩხუმი
1727
895
1626
0,5
0,5
0,5
მარცვლოვნები,
კარტოფილი
ბუნებრივი სათიბ-საძოვრები
5.
დასავლეთ საქართველოს ალუვიური ნიადაგები
აჭარის დაბლობი
სამეგრელო
2117
2011
0,8-1,0
0,8-1,0
ჩაი, სიმინდი
სუბტროპიკული კულტურები
6.
დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველოს ჭაობიანი ნიადაგები
სამეგრელო (კოლხეთის დაბლობი)
კახეთის რეგიონის ნაწ. (საგარეჯო)
2011
2223
0,8-1,0
0,5
სიმინდი,
სუბტროპიკული კულტურები
ვაზი, თავთავიანი მარცვლოვნები
7.
აღმოსავლეთ საქართველოს ნეშომპალა-სულფატური
(გაჯიანი) და დამლაშებული ნიადაგები
ქვემო ქართლი
(სამგორის დაბლობი)
1997
0,5
მარცვლოვნები,
ბოსტნეული, ვაზი
დახურული გრუნტის და დეკორატიული კულტურები – არა ნაკლებ ორი ნებისმიერი წერტილისა მავნე ობიექტის გათვალისწინებით.
სამკურნალო და ეთერზეთოვანი კულტურები – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამუშაო ზონებში.
ტყის მერქნიანები და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები სათანადო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამუშაო ზონებში, მავნე ობიექტის გათვალისწინებით.
ჰერბიციდები საკოლექტორო-სადრენაჟე ქსელში სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად, არანაკლებ ორი წერტილისა, მავნე ობიექტის გათვალისწინებით.
დანართი 3
პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის შესწავლისა და ანგარიშის შედგენის ერთიანი მოთხოვნები
1. პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის დინამიკის შესასწავლად საველე ცდები ტარდება „სარეგისტრაციო ცდების ჩატარების მეთოდური მითითებების“ შესაბამისად პესტიციდების სათანადო ჯგუფების მიხედვით (ინსექტიციდები, ფუნგიციდები, ჰერბიციდები). გამოყენების რეგლამენტების დადგენისათვის კვლევა ხორციელდება ექსპერიმენტებში ან სპეციალურ ცდებში იმ ზონებში, სადაც ტარდება სარეგისტრაციო ცდები ერთ ან ორ სავეგეტაციო პერიოდში.
2. პესტიციდების ნაშთის დინამიკის შესწავლის შედეგების ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგ თავებს და დებულებებს:
ა) ცდის მიზნებისა და ამოცანების მოკლე დასაბუთება;
ბ) შესასწავლი პრეპარატის მოკლე დახასიათება და მისი დანიშნულება;
გ) ცდის საერთო დახასიათება, ადგილის, ცდის ხანგრძლივობის, საცდელი ნაკვეთის და განმეორების რაოდენობის, სინჯის სახეობის ჩვენებით;
დ) მეტეოფაქტორების საშუალო მრავალწლიანი მნიშვნელობები;
ე) შესასწავლი პრეპარატის გამოყენების თავისებურებები: პრეპარატული ფორმა, დამუშავების ხერხები და ჯერადობა, გამოყენების ვადები და ნორმები (პრეპარატისა და მოქმედი ნივთიერების მიხედვით);
ვ) სინჯის აღების და შენახვის პირობების მეთოდიკა:
ვ.ა) სინჯის აღება და შენახვა ხდება „პესტიციდების „მიკრორაოდენობის განსაზღვრისათვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სინჯის აღების უნიფიცირებული წესებით“, 21.08.79, №2051-79;
ვ.ბ) ცდის თითოეული განმეორებისას სინჯი აიღება ცალკე (სულ 3-4 _ განმეორება) დაუმუშავებელი კონტროლის ჩათვლით. მზადდება საშუალო ნიმუში, საიდანაც იღებენ ორ ანალიზურ სინჯს;
ვ.გ) აღებული საშუალო ნიმუშები, როგორც წესი, მიეწოდება ლაბორატორიას სინჯის აღების დღეს;
ვ.დ) +20C-მდე გაცივებული სინჯის შენახვისა და ტრანსპორტირების თავისებურება აღინიშნება ანგარიშში.
ზ) ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდი _ პესტიციდების დინამიკის შესწავლისა და მოსავალში მათი ნაშთის განსაზღვრისათვის საჭირო მეთოდები შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
ზ.ა) ფირმა დამამზადებლის (პრეპარატის რეგისტრანტის) მეთოდიკა ან ის, რომელსაც მიღებული აქვს საერთაშორისო აღიარება და ზუსტად არის რეპროდუცირებული ლაბორატორიაში;
ზ.ბ) ფირმა-დამამზადებლის (პრეპარატის რეგისტრანტის) მეთოდიკა, ადაპტირებული ჩვენი პირობებისათვის;
ზ.გ) მეთოდიკა, რომელიც დამტკიცების პროცესშია ან დამტკიცებულია;
ზ.დ) ამ დროს შემსრულებელი ვალდებულია მიუთითოს დამტკიცებულ მეთოდზე;
ზ.ე) დაუმტკიცებელი მეთოდიკა გაფორმდება მოთხოვნების შესაბამისად და თან დაერთვის ანგარიშს.
თ) ქრომატოგრაფის მარკა (სხვა ხელსაწყო ან ფირფიტა) მეთოდის აღმოჩენის ზღვარი, გამოწვლილვის (ექსტრაქციის) სიზუსტე და პესტიციდისათვის არსებული ჰიგიენური ნორმატივები;
ი) საკვლევ ობიექტში შესასწავლი პესტიციდის ნაშთის დინამიკის მონაცემები ერთი-ორი სეზონისათვის რეკომენდებული მაქსიმალური ხარჯვის ნორმისა და ჯერადობისას. იმ ნიადაგობრივ-კლიმატურ ზონებში, სადაც ტარდება პესტიციდის ბიოლოგიური შეფასება და სავარაუდოა პრეპარატის რეგისტრაცია;
შემდგომი შედეგების ზუსტი ანალიზისა და პესტიციდების დაშლის სიჩქარის გაანგარიშებისათვის სინჯები საანალიზოდ აიღება შემდეგ ვადებში:
ბოლო შესხურების რეკომენდებული ვადა (ლოდინის პერიოდი)
სინჯის აღების ვადები
(დღეები)
ორი დღე
0* , 1, 2, 3, 4
სამი დღე
0, 1, 2, 3, 5
შვიდი დღე
0, 3, 5, 7, 10
ათი დღე
0, 4, 8, 10, 12
თხუთმეტი დღე
0, 5, 10, 15, 20
ოცდაერთი დღე
0, 7, 14, 21, 28
ოცდაათი დღე
0, 10, 20, 30, 40
ორმოცი დღე
0, 14, 28, 40, 50
ორმოცდაათი დღე
0, 20, 35, 50, 60
სამოცი დღე
0, 20, 40, 60, 70
სამოც დღეზე მეტი
მოსავლის აღების დღე **
* 0 – ბოლო დამუშავების დღე, სინჯები აიღება დამუშავებიდან 2 საათის შემდეგ.
** – პესტიციდებისათვის, რომლებიც გამოიყენებიან თესლის დასამუშავებლად, მაშინვე დათესვის შემდეგ, ყვავილობამდე (ხეხილ-კენკროვანი კულტურები), ვეგეტირებულ მცენარეებზე, თუ ბოლო შესხურება ტარდება მოსავლის აღებამდე 60-ზე მეტი დღის შემდეგ. ნაშთი ამ შემთხვევაში განისაზღვრება მხოლოდ მოსავალში (მისი ელემენტების მიხედვით).
კ) პესტიციდებისათვის, რომლებიც რეკომენდებულია საკვებ კულტურებში, ან იმ კულტურებში, რომელთა მწვანე მასა უშუალოდ გამოიყენება ცხოველების გამოსაკვებად, აუცილებელია შესწავლილ იქნეს მოქმედი ნივთიერების დაშლის დინამიკა (ან ნარევის პრეპარატის ყველა მოქმედი ნივთიერების) ზემოთ მოყვანილი სქემის შესაბამისად და რეგისტრანტი-ფირმის რეკომენდაციით ბოლო შესხურების მიხედვით;
ლ) პესტიციდებისათვის, რომლებიც გამოიყენებიან ღია გრუნტის ბოსტნეულში და მათი კრეფა სეზონის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ხდება (კიტრი, პამიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, საადრეო კომბოსტო), სინჯის აღების დრო დგინდება ნასკვების ან თავხვეულების დამუშავებიდან სქემის მიხედვით, ბოლო შესხურების რეკომენდებული დროით – 7 დღე მოსავლის აღებამდე (ზემოთ მოყვანილი ცხრილის მე-3 ხაზი, 0, 3, 5, 7, 10 დღე დამუშავებიდან). მოსავლის პირველი ან შემდგომი აღების შემდეგ ჩატარებული დამუშავებისას, სინჯების აღება წარმოებს ამავე სქემის მიხედვით ცალკე მოსავლის აღების თითოეული შემთხვევისათვის (ხუთი სინჯი ყოველი დამუშავების შემდეგ). ამავე კულტურების სამრეწველო ფართობზე პესტიციდების გამოცდისას, მოსავლის ერთჯერადი აღებით, სინჯის აღება ხდება მიღებული სქემის მიხედვით.
მ) იმ პესტიციდებისათვის, რომლებიც გამოიყენებიან დახურულ გრუნტში და სადაც მოსავლის აღება ხდება სეზონის განმავლობაში რამდენიმეჯერ (კიტრი, პამიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა), სინჯის აღების ვადები დგინდება ნასკვების დამუშავებიდან სქემის მიხედვით, ბოლო შესხურება რეკომენდებული დროის მიხედვით ბოლო 3 დღით ადრე მოსავლის აღებამდე (მე-2 ხაზი ზემოთ მოცემული ცხრილიდან 0, 1, 2, 3, 5 დღე დამუშავების შემდეგ). მოსავლის პირველი ან შემდეგი აღებისას გადამუშავების ჩატარების შემთხვევაში, სინჯის აღება წარმოებს თითოეული აღების დროს (ხუთი სინჯი ყოველი დამუშავების შემდეგ). მწვანე კულტურებში ბარდაზე, პარკის ლობიოზე, იმ კულტურებში, რომელთა სავეგეტაციო პერიოდი 60 დღეზე ნაკლებია (ბოლოკი, სუფრის ჭარხალი, სტაფილო, ბოსტნეულისა და მწვანილეულის შეკვრა და ა.შ.) გამოსაყენებელი პესტიციდებისათვის მოქმედი ნივთიერების დაშლის დინამიკის შესწავლა ხდება საერთო სქემის მიხედვით. ყველა შემთხვევაში აუცილებელია საბოლოო პროდუქციის ანალიზი მოსავლის ელემენტების მიხედვით (აუცილებლობის შემთხვევაში მისი გადამუშავების პროდუქტების);
ნ) პესტიციდების ნაშთის განსაზღვრა არ ხდება იმ პრეპარატებისათვის, რომლებიც გამოიყენებიან სადედეებში, სათესლეებში, სანერგეებში, სამკურნალო მცენარეებსა და ეთერზეთოვან კულტურებში, რომელთა ნედლეულის გამოყენება ხდება ინდივიდუალური ნივთიერების მისაღებად და დამუშავებიდან ერთი წლის შემდეგ, დეკორატიულ კულტურებში.
ანალიზის შედეგები ფორმდება ცხრილის სახით:
პრეპარატი
(ცდის ვარიანტი)
დამუშავების დრო, სინჯის ხარჯვის ნორმა (მათ შორის მოქმედი ნივთიერების მიხედვით), ჯერადობა
სინჯის აღების ვადები
აღების დრო
ნივთიერების
შემცველობა
საანალიზო
ობიექტში
ანალიზის ჩატარების დრო
3. ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით მიღებული დასკვნები.
შემსრულებლის მიერ ხელმოწერილი ანგარიში დამოწმებულ უნდა იქნეს დაწესებულების ბეჭდით. ანგარიშს თან უნდა ახლდეს ის მასალა, რომელიც მოპოვებულ იქნა სარეგისტრაციო ცდების ჩატარებისას (სინჯის აღების აქტები, ქრომატოგრამები).
თითოეული სარეგისტრაციო პრეპარატისათვის მზადდება დამოუკიდებელი ანგარიში მიღებული წესის შესაბამისად.
კვლევის ობიექტების შერჩევა პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის დინამიკის შესწავლისას
ცხრილი
№№
კულტურები
ნიადაგის ტიპები და რეგიონები
მოსავლის ელემენტები
1
2
3
4
1.
სამარცვლე:
თავთავიანი (ხორბალი, შვრია, ქერი, ჭვავი)
მთის შავმიწები (მესხეთი, სამცხე ჯავახეთი)
მურა და შავმიწა რუხი-ყავისფერი ნიადაგები (კახეთი, შიდა ქართლი)
მარცვალი, თივა
სიმინდი
ალუვიური ნიადაგები (აჭარის დაბლობი, სამეგრელო)
ნეშომპალა-სულფატურ (გაჯიანი) დამლაშებული ნიადაგები (ქვემო ქართლი, სამგორის დაბლობი)
მარცვალი, ჩალა
2.
პარკოსნები:
ლობიო ან ბარდა
სოიო
მურა და შავმიწა რუხი-ყავისფერი ნიადაგები (კახეთი, შიდა ქართლი)
წითელმიწა ეწერი (აფხაზეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი)
მარცვალი, ჩენჩო
მარცვალი, ზეთი
3.
ტექნიკური კულტურები:
თამბაქო
მზესუმზირა
რაფსი
შაქრის ჭარხალი
წითელმიწა ეწერი ნიადაგები (აფხაზეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი)
მურა და შავმიწა რუხი-ყავისფერი ნიადაგები (კახეთი)
მურა და შავმიწა რუხი-ყავისფერი ნიადაგები (კახეთი)
მურა და შავმიწა რუხი-ყავისფერი ნიადაგები (ქართლი)
თამბაქო
თესლი, ზეთი, მწვანე მასა
თესლი, ზეთი, მწვანე მასა
ძირხვენა
4.
სუბტროპიული კულტურები:
ციტრუსები (ლიმონი, მანდარინი, ფორთოხალი)
ჩაი
დაფნა
სხვა კულტურები (ხურმა, ბროწეული, ფეიხოა)
წითელმიწა ეწერი ნიადაგები
(აფხაზეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო)
_______”________
_______”________
_______”________
ნაყოფი, წვენი
ფოთოლი
ფოთოლი
ფოთოლი
ნაყოფები
5.
ვაზი
წითელმიწა ეწერი ნიადაგები (აფხაზეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი)
მურა და შავმიწა რუხი-ყავისფერი ნიადაგები (კახეთი, შიდა ქართლი )
ყურძნის მარცვალი, წვენი
6.
ხეხილი:
თესლოვნები (ვაშლი, მსხალი, კომში)
კურკოვნები (ალუბალი, ბალი, ქლიავი, ატამი, გარგარი)
თუთა
მურა და შავმიწა რუხი-ყავისფერი ნიადაგები (კახეთი, შიდა ქართლი )
მთის შავმიწები (მესხეთი, სამცხე-ჯავახეთი)
მურა და შავმიწა რუხი-ყავისფერი ნიადაგები (კახეთი)
წითელმიწა ეწერი ნიადაგები (აფხაზეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი)
ნაყოფები
ნაყოფები
თუთის ფოთოლი
7.
კარტოფილი
მთის შავმიწები (მესხეთი, სამცხე-ჯავახეთი)
მურა ნიადაგები (რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, აჭარის მთიანეთი)
ტუბერები
8.
ბოსტნეული:
კომბოსტო
ხახვი, ნიორი
პამიდორი, კიტრი
ბადრიჯანი, წიწაკა
სტაფილო
სუფრის ჭარხალი
მურა და შავმიწა რუხი-ყავისფერი ნიადაგები (კახეთი, შიდა ქართლი (სამაჩაბლო))
_________”_________
_________”_________
_________”_________
_________”_________
კომბოსტო
ხახვი, ნიორი
ნაყოფი
ნაყოფი
ძირხვენა
ძირხვენა
9.
ბაღჩეული:
საზამთრო, ნესვი, გოგრა
მურა და შავმიწა რუხი-ყავისფერი ნიადაგები (კახეთი, შიდა ქართლი (სამაჩაბლო))
ნაყოფები
10.
საკვები კულტურები
მთის შავმიწები (მესხეთი, სამცხე-ჯავახეთი)
მწვანე მასა
სხვა კულტურებისათვის პესტიციდების ნაშთის დაშლის დინამიკის შესწავლა ხდება ინდივიდუალურად თითოეულ კულტურაზე განაცხადის მიხედვით.
დანართი 4
ერთიანი მოთხოვნები კვების პროდუქტებსა და გარემოს ობიექტებში პესტიციდების განსაზღვრის მეთოდების მიმართ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე დებულება ვრცელდება ჰაერში, წყალში, ნიადაგში, კვების პროდუქტებში, საკვებში და ბიოლოგიურ ობიექტებში პესტიციდების შემცველობის განსაზღვრის მეთოდიკებზე.
2. დგინდება ნორმატიული დოკუმენტების (მეთოდური მითითებები) აგების, შინაარსის და გადმოცემის ერთიანი მოთხოვნა კვების პროდუქტებში, საკვებში, გარემოს ობიექტებში პესტიციდების შემცველობის განსაზღვრის მეთოდიკებზე, მოთხოვნები აპარატურაზე, რეაქტივებზე, განსაზღვრის მომზადებასა და ჩატარებაზე, შედეგების დამუშავებაზე და მეტროლოგიურ უზრუნველყოფაზე.
მუხლი 2🔗. საერთო დებულებები
1.
სასოფლო-
სამეურნეო ნედლეულში,
კვების პროდუქტებში,
საკვებში და გარემოს ობიექტებში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდური მითითებანი უნდა აკმაყოფილებდეს სამეცნიერო-
ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს.
2.
მეთოდური მითითებანი მუშავდება იმ პრეპარატებისათვის,
რომლებიც ჩართულია გამოსაყენებლად დაშვებული პესტიციდების სიაში,
აგრეთვე სარეგისტრაციო გამოცდაზე დაშვებული პრეპარატებისათვის.
3.
მეთოდური მითითება უნდა:
4.
მოიცავდეს თანამედროვე ფიზიკურ-
ქიმიურ მეთოდებს,
რომელიც მოიცავს ფოტომეტრიას,
ქრომატოგრაფიას და სხვებს,
შემოწმებულს ექსპერიმენტულ და საწარმოო პირობებში და რომლებსაც აქვთ მეტროლოგიური დასაბუთება.
5.
ითვალისწინებდეს ხელსაწყოებს,
რომელთაც გავლილი აქვთ სახელმწიფო გამოცდა,
შეტანილი არიან სახელმწიფო რეესტრში და გამოიშვებიან სერიულად,
ასევე ხელსაწყოები,
რომელთა მიმართ მოთხოვნები დამტკიცებულია სახელმწიფო სტანდარტებით და ნორმატულ-
ტექნიკური დოკუმენტაციით.
6.
ითვალისწინებდეს ხელსაწყოს გამოყენებას,
რეგისტრაციის მაჩვენებლის ისეთი ფორმით,
რომელიც გამოსადეგია სტატისტიკური დამუშავებისათვის,
მათ შორის გამომთვლელ მანქანებისათვის.
7.
იდენტიფიკაციის უტყუარობისა და გამოყენებაში არსებული ხელსაწყოების გამოყენების მიზნით,
ჩართულ იქნეს ანალოგიური,
სიზუსტის მიხედვით მსგავსი მეთოდიკები.
8.
ჩართულ იქნეს შრომის უსაფრთხოების და საწარმოო სანიტარიის უზრუნველყოფის მოთხოვნები.
9.
მეთოდიკების მოქმედების ვადები არ განისაზღვრება.
მეთოდიკები გადაისინჯება და ხელახლა მტკიცდება ანალიზის მეთოდების სრულყოფის მიხედვით.
მუხლი 3🔗. ერთიანი მოთხოვნა მეთოდიკებისადმი
1.
მეთოდური მითითებანი უნდა შეიცავდეს შესავალ ნაწილს და განსაზღვრის მეთოდიკას (
ან მეთოდიკებს)
შემდეგი განყოფილებებით:
ა)
ძირითადი დებულებანი;
ბ)
რეაქტივები და მასალები (
ხელსაწყოები,
აპარატურა,
ჭურჭელი);
გ)
სინჯის აღება;
დ)
განსაზღვრისათვის მომზადება;
ე)
განსაზღვრის ჩატარება;
ვ)
შედეგების დამუშავება;
ზ)
უსაფრთხოების მოთხოვნები;
თ)
ავტორები.
2.
მეთოდური მითითების სათაურში უნდა აისახოს პრეპარატის მოქმედი ნივთიერების სახელწოდება (ISO-
ს ნომენკლატურით)
ან ქიმიური ჯგუფის სახელწოდება,
ანალიზის ობიექტი და განსაზღვრის მეთოდის პრინციპი.
3.
დოკუმენტის შესავალ ნაწილში უნდა აისახოს მეთოდიკის (
ან მეთოდიკების)
დანიშნულება,
გამოყენების არე და უნდა გამოიხატოს შემდეგნაირი ფორმულირებით:
მოცემული მეთოდური მითითება განკუთვნილია საქართველოს სანიტარიულ-
ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ორგანოებისა და დაწესებულებებისათვის (
ან დსთ-
ს ქვეყნების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებისათვის),
აგრეთვე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარული,
აგროქიმიური,
საკონტროლო-
ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიებისათვის და სხვა სამინისტროების უწყებებისათვის,
რომლებიც დაკავებული არიან პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრით კვების პროდუქტებსა,
საკვებსა და გარემოს ობიექტებში.
4.
შესავალ ნაწილში უნდა იყოს:
ა)
პრეპარატის მწარმოებელი ფირმა;
ბ)
პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება (
თუკი არის სინონიმები,
უნდა ვუჩვენოთ ისინი,
რომელთა ნაშთის განსაზღვრა ამ მეთოდით შესაძლებელია);
გ)
მოქმედი ნივთიერების სახელწოდება ISO-
ს ნომენკლატურით (
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია);
დ)
მოქმედი ნივთიერების სახელწოდება IUPAK-
ით (
სამამულო პრეპარატებისთვის სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით);
ე)
სტრუქტურული ფორმულა;
ვ)
ემპირული ფორმულა;
ზ)
მოლეკულური მასა;
თ)
ხვედრითი წონა;
ი)
იზომერული შედგენილობა;
კ)
გარდატეხის მაჩვენებელი (
სითხეებისათვის);
ლ)
აგრეგატული მდგომარეობა;
მ)
ფერი,
სუნი;
ნ)
აქროლადობა (
ორთქლის წნევა მლ-
ში ვერცხწყ.
სვეტისა 200C
და 400C-
ზე);
ო) ხსნადობა წყალსა და ძირითად ორგანულ გამხსნელებში;
პ) დნობის ტემპერატურა;
ჟ) დუღილისა და გაყინვის ტემპერატურა;
რ) აფეთქების და აალების ტემპერატურა;
ს) გადანაწილების კოეფიციენტი თუ ის ცნობილია;
ტ) მოკლე ტოქსიკოლოგიური დახასიათება: დსდ (დასაშვები სადღეღამისო დოზა), მწვავე პერორალური ტოქსიკურობა, კანზე მწვავე ტოქსიკურობა, მწვავე ინჰალაციური ტოქსიკურობა, განსაკუთრებული ტოქსიკოლოგიური თვისებები (მაღალი ტოქსიკურობის მეტაბოლიტების წარმოქმნის შესაძლებლობა და მათი დახასიათება);
უ) ჰიგიენური ნორმატივები;
ფ) პრეპარატის გამოყენების სფერო;
ქ) პესტიციდების ჯგუფი მოქმედების უნარის და გამოყენების ობიექტის ან მცენარის ზრდის რეგულატორისა და კულტურისა კლასიფიკაციის შესაბამისად (მაგალითად, კარტოფილის ნათესებში აღმოცენების შემდეგ გამოსაყენებელი ჰერბიციდი);
5. დოკუმენტის პირველი თავი ასე უნდა იწოდებოდეს: „განსაზღვრის მეთოდიკა (მოქმედი ნივთიერების სახელწოდება ISO-თ) ................. (ობიექტი) .............. მეთოდით“. მაგალითად: „ნიადაგში ლინდანის განსაზღვრის მეთოდიკა თხელფენოვანი ქრომატოგრაფიის მეთოდით“; „ნიადაგში სიმაზინის განსაზღვრის მეთოდიკა სპექტროფოტომეტრული მეთოდით“.
6. ქვეთავი „ძირითადი დებულებები“ უნდა მოიცავდეს პრინციპს, რომელსაც ემყარება მეთოდიკა განსაზღვრის ძირითადი პარამეტრების ჩვენებით და ძირითადი ტოქსიკური პარამეტრების განსაზღვრის შესაძლებლობით. მაგალითად „მეთოდიკა ემყარება ლინდანის ქრომატოგრაფიას სილიკაგელის თხელ ფენაზე სისტემაში ნ-ჰექსანიაცეტონი და ექსტრაქტის გაწმენდაზე კონცენტრირებული გოგირდის მჟავით“, „მეთოდიკა ემყარება ლინდანის აირქრომატოგრაფიულ განსაზღვრას მუდმივი სიჩქარის რეკომბინაციული დეტექტორით SE-30 უძრავ ფაზაზე ჰექსანიაცეტონით ექსტრაქციისას და მისი სილიკაგელის სვეტში გაწმენდაზე“, „მეთოდიკა დაფუძნებულია სიმაზინის შემცველი ხსნარის ოპტიკური სიმკვრივის განსაზღვრაზე“.
7. თუ მოქმედი ნივთიერება ისაზღვრება მის ტოქსიკურ მეტაბოლიტებთან ჯამში ისინი უნდა ჩამოითვალონ. ქვეთავი ასევე უნდა მოიცავდეს:
ა) მეთოდის მეტროლოგიურ დახასიათებას;
ბ) განსასაზღვრელი კონცენტრაციების დიაპაზონს;
გ) განსაზღვრის ზღვარს მგკ-ში;
დ) განსაზღვრის ზღვარი მგ/კგ, მგ/ლ ან მგ/გ3
-ში, განსაზღვრის ზღვრები, სპეციალურად შეთანხმებული შემთხვევის გარდა, არ უნდა აღემატებოდეს ჰიგიენურ ნორმატივებს;
ე) პესტიციდების სტანდარტული რაოდენობების განსაზღვრის საშუალო მნიშვნელობა სინჯში პროცენტებში გამოსახული; სხვადასხვა კულტურებზე განსაზღვრის პროცენტის დასადგენად საჭიროა ჩატარდეს ანალიზი ტიპურ წარმომადგენლებზე, ხოლო პესტიციდის ვიწრო სფეროში გამოყენების შემთხვევაში იმ კულტურებზე, რომლებისთვისაც გამიზნულია პრეპარატი. თითოეულ არეზე იღება 4 კონცენტრაცია 6 სინჯით განსასაზღვრი კონცენტრაციის ფარგლებში, ანუ 24 სინჯი, რომელიც საკმარისია სტანდარტიზაციისათვის.
ვ) გამოითვლიან:
ვ.ა) თითოეული არისათვის სრული ამოწვრილვის (ექსტრაქციის) საშუალოს პროცენტებში;
ვ.ბ) სარწმუნო ინტერვალი ექვსი პარალელურიდან (პარალელური განსაზღვრის რიცხვი (n) არანაკლებ ექვსისა;
ვ.გ) სტანდარტული გადახრა S;
ვ.დ) შეფარდებითი სტანდარტული გადახრა DS;
ვ.ე) საშუალოს სარწმუნო ინტერვალი, როცა p=0,95 და n=5;
ვ.ვ) სტანდარტული რაოდენობების განსაზღვრის საშუალო მნიშვნელობა და საშუალოს სანდო ინტერვალი მოყავთ 4 კონცენტრაციისათვის:
ვ.ვ.ა) ჰიგიენური ნორმატივის ტოლი;
ვ.ვ.ბ) აღმოჩენის გაორმაგებული ზღვრის ტოლი;
ვ.ვ.გ) ჰიგიენური ნორმატივის ნახევრის ტოლი, თუ ის აღმოჩენის ზღვარზე მეტია;
ვ.ვ.დ) განსაზღვრის მაქსიმუმის ტოლი. თუ ჰიგიენური ნორმატივები ჯერ არაა დადგენილი, საშუალო მნიშვნელობა განისაზღ
ვრება განსაზღვრის დიაპაზონის 4 კონცენტრაციაში.
ვ.ზ) მეთოდის არჩევითობა მსგავსი ქიმიური აგებულების და გამოყენების სფეროს პესტიციდების თანაობისას, ხელისშემშლელი მინარევების არსებობისას, საჭიროა შეძლებისდაგვარად მიეცეს მათ აღწერა და ნაჩვენები იქნეს კონცენტრაცია, საიდანაც აღინიშნება მათი გავლენა.
8. ქვეთავი „რეაქტივები და მასალები“ უნდა შეიცავდეს ნაშთების განსაზღვრისათვის საჭირო რეაქტივების და მასალების ნუსხას სისუფთავის ხარისხის ჩვენებით მათზე არსებული სტანდარტების, ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციის თანახმად, ასევე ხსნარების შენახვის ვადის და ერთ განსაზღვრაზე საჭირო რაოდენობის ჩვენებით. ან განსაზღვრის რა რაოდენობას ეყოფა ესა თუ ის ხსნარი, მათ შორის სტანდარტულებს.
აირადი ქრომატოგრაფიით პრეპარატის ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრისას მითითებული უნდა იქნეს ქრომატოგრაფის ტიპი, დეტექტორის ტიპი და მისი სელექტურობა, ქრომატოგრაფული სვეტის მასალა, სიგრძე, დიამეტრი, სორბენტიმატარებელი და სტაციონარული ფაზის ტიპი. თხელფენოვანი ქრომატოგრაფიით ნაშთების განსაზღვრისას ნაჩვენები უნდა იყოს ფირფიტის ზომა, ფენის სისქე, სორბენტის მარკა და მისი მარცვლოვანობა.
პრეპარატების ნაშთების ოპტიკური მეთოდით განსაზღვრისას, მითითებული უნდა იყოს ხელსაწყოს ტიპი, კიუვეტების ტიპი და ზომა, კათოდური ლამპის ტიპი.
9. ქვეთავი „განსაზღვრისათვის მომზადება“ უნდა შეიცავდეს მოთხოვნებს ყველა მოსამზადებელ სამუშაოებზე, რომლებიც წინ უძღვის პრეპარატის ნაშთის განსაზღვრას, მათ შორის სტანდარტული, დასაგრადუირებელი და სხვა ხსნარების მომზადება, მათი შენახვის ვადის ჩვენებით, ხსნარების გაწმენდით, ქრომატოგრაფიული ფირფიტების და ჩამოსაცმელის მომზადებით, ქრომატოგრაფიული სვეტების კონდიციონირებას, დასაგრადუირებელი გრაფიკების აგებას. საზოგადოდ მიღებული ხერხებისგან განსხვავებული მეთოდით გამხსნელების გაწმენდისას საჭიროა მათი დეტალური აღწერა. ქვეთავი უნდა შეიცავდეს მოთხოვნებს განსაზღვრის ყველა საშუალებების დაყენებაზე და მომზადებაზე სტანდარტების და ნტდ-ის შესაბამისად, უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით. ანალიზური სიგნალის დადგენა განსასაზღვრი ნივთიერების შემცველობიდან, დასაგრადუირებელი გრაფიკის აგება საჭიროა ჩატარდეს სტანდარტის და ხელსაწყოს ნტდ-ს მიხედვით.
10. ქვეთავი „სინჯის აღება“, გარდა სინჯის აღების წესებისა, უნდა შეიცავდეს მოთხოვნებს სინჯის შენახვის პირობებსა და მისი საანალიზოდ მომზადებაზე. ნიმუშების აღება უნდა ხდებოდეს „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, კვების პროდუქტებისა და გარემოს ობიექტებში პესტიციდების მიკრორაოდენობის განსაზღვრისათვის სინჯის აღების უნიფიცირებული წესების“ (21.08.79, №2051-79) და დადგენილი წესით დამტკიცებული სხვა დოკუმენტების მიხედვით.
11. ქვეთავი „განსაზღვრების ჩატარება“ უნდა შეიცავდეს კონკრეტულ, დაწვრილებით მონაცემებს პროდუქტებში, საკვებში და გარემოს ობიექტებში პრეპარატების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის ყველა ოპერაციის შესახებ. ქვეთავი უნდა შეიცავდეს შემდეგ პუნქტებს:
ა) დანაცრება, სინჯის ჰიდროლიზი (აუცილებლობის შემთხვევაში);
ბ) ექსტრაქცია და ექსტრაქტების გასუფთავება;
გ) ანალიზის ჩატარება;
დ) აირადი ქრომატოგრაფიით პრეპარატების მიკრორაოდენობის განსაზღვრისას მოყვანილ უნდა იქნეს ქრომატოგრაფირების პირობები, კერძოდ:
დ.ა) ქრომატოგრაფიული სვეტის პარამეტრები;
დ.ბ) საჭირო გაზები და მათი ნაკადის სიჩქარე (მლ/წთ);
დ.გ) სვეტის თერმოსტატის, დეტექტორის და ამაორთქლებლის ტემპერატურა (გრადუსები);
დ.დ) ამაორთქლებელში შესაყვანი ექსტრაქტების მოცულობა;
დ.ე) შეკავების დრო (აბსოლუტური, შეფარდებითი, საშუალო სამი გადახრიდან);
დ.ვ) დეტექტირების ხაზოვანი დინამიური დიაპაზონი;
დ.ზ) რაოდენობრივი განსაზღვრის ხერხები;
დ.თ) თეორიული თეფშების რაოდენობა;
დ.ი) ელექტრომეტრის შკალის მაჩვენებელი;
დ.კ) თვითმწერის ლენტის მიწოდების სიჩქარე.
ე) თხელფენოვანი ქრომატოგრაფით პრეპარატების ნაშთების განსაზღვრის მეთოდიკებში მოყვანილ უნდა იქნეს:
ე.ა) ქრომატოგრაფიის სახე;
ე.ბ) ქრომატოგრაფიული ფირფიტების მომზადების ხერხები;
ე.გ) ქრომატოგრაფიის პირობები;
ე.დ) ქრომატოგრაფიული კამერის სახე;
ე.ე) მოძრავი ფაზა;
ე.ვ) მოძრავი გამხსნელის ორთქლით გაჯერების ხერხები და ხარისხი;
ე.ზ) მოძრავი გამხსნელის სიმაღლე;
ე.თ) გამამჟღავნებელი რეაქტივი;
ე.ი) ქრომატოგრამის დამუშავების ხერხები (გახურება, ულტრაიისფერი - სხივებით დასხივება და ა.შ.);
ე.კ) Rf-ის სიდიდე (საშუალო ხუთი განსაზღვრიდან);
ე.ლ) რაოდენობრივი განსაზღვრის ხერხი;
ე.მ) კონცენტრაციის ხაზოვანი დიაპაზონი;
ე.ნ) ლაქას სტაბილურობა დროში და ქრომატოგრამის ფიქსაციის ხერხები.
ვ) დენსიტომეტრის გამოყენებისას 2.5 განაკვეთში მოტანილია მისი ძირითადი პარამეტრები. მაღალეფექტური თხევადი ქრომატოგრაფიით პესტიციდების ნაშთის განსაზღვრისას მოცემულ უნდა იქნეს შემდეგი მაჩვენებლები:
ვ.ა) ელე
მენტის შედგენილობა;
ვ.ბ) მისი ნაკადის სიჩქარე;
ვ.გ) დეტექტორის ტიპი;
ვ.დ) შესაყვანი სინჯის მოცულობა;
ვ.ე) შეკავების დრო;
ვ.ვ) დეტექტირების ხაზოვანი დიაპაზონი და ელექტრომეტრის შკალის მაჩვენებელი;
ვ.ზ) რაოდენობრივი განსაზღვრის ხერხები და თვითმწერის ლენტის მიწოდების სიჩქარე.
11. ფოტოკოლორიმეტრული და სპექტროგრაფიული განსაზღვრისას დასაგრადუირებელი ხსნარის მომზადების ხერხი მოცემული უნდა იყოს ცხრილის სახით, სადაც ნაჩვენები იქნება ტალღის სიგრძე, რომელზედაც ისაზღვრება დასაგრადუირებელი ხსნარების ოპტიკური სიმკრივე.
კომპონენტები
დასაგრადუირებელი ხსნარების ნომრები
დასაგრადუირებელი ხსნარები და მათი მოცულობა
1
2
3
4
5
6
7
სიმაზინის სტანდარტული ხსნარები, მლ
0,0
0,1
0,2
0,4
0,6
0,8
1,0
სიმაზინის შემცველობა, მგ/გლ
0,0
10
20
40
60
80
100
პრეპარატების იდენტიფიკაციის სარწმუნოობის გაზრდისათვის მეთოდიკა უნდა შეიცავდეს ექსტრაქტების გაწმენდის ალტერნატულ ხერხებს. პრეპარატების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის აირქრომატოგრაფიული მეთოდიკა სხვადასხვა პოლარობის უძრავი ფაზებით შევსებულ ორ სვეტზე ანალიზის შედეგებს უნდა მოიცავდეს. თხელფენოვანი ქრომატოგრაფიით პრეპარატების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდიკა როგორც წესი უნდა შეიცავდეს ქრომატოგრაფირების ალტერნატიულ პირობებს (სხვადასხვა სორბენტები, გამამჟღავნებელი რეაქტივები, არანაკლებ ორი მოძრავი გამხსნელისა).
12. ქვეთავი „შედეგების დამუშავება“ უნდა შეიცავდეს ცნობებს მონაცემების დამუშავების შესახებ და ანალიზის შედეგების გაანგარიშების ფორმულებს. პრეპარატების საანალიზო სინჯებიდან ნაშთების შემცველობა გამოითვლება საშუალოდ ორი-სამი პარალელური განსაზღვრიდან.
პრეპარატების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის შედეგებს, მოქმედი ნივთიერების მიხედვით აჯამებენ ტოქსიკური მეტაბოლიტების საწყის მოქმედ ნივთიერებაზე გადაანგარიშებულ განსაზღვრის შედეგებთან.
ტოქსიკური მეტაბოლიტების შემცველობას საანალიზო სუბსტრატში საზღვრავენ ცალკე საწყის მოქმედ ნივთიერებისაგან იმ შემთხვევაში, თუ მათი შემცველობა საანალიზო ობიექტებში ნორმირებულია.
13. თავი ნორმატული დოკუმენტისა „უსაფრთხოებისადმი მოთხოვნები“ უნდა შეიცავდეს სპეციალურ მოთხოვნებს უსაფრთხოების ტექნიკისადმი (ნარჩენი რაოდენობის შემცველობის განსაზღვრისას) და უნდა ემთხვეოდეს „მოწყობის, ტექნიკის უსაფრთხოების, საწარმოო სანიტარიის, ეპიდემიოლოგიის საწინააღმდეგო რეჟიმის და პირადი ჰიგიენის სამკურნალო და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ დაწესებულებებში მუშაობისას წესებს“ (№2455-81, 20.10.81).
14. თავი „დამმუშავებლები“ უნდა შეიცავდეს მონაცემებს ავტორზე ან ავტორთა კოლექტივზე, რომლებიც მონაწილეობდნენ მეთოდიკის დამუშავებაში: გვარი, სახელი, მამის სახელი, სამუშაო ადგილი, საფოსტო მისამართი, ტელეფონი, თუ დამუშავებაში მონაწილეობას ღებულობდა რამდენიმე კოლექტივი ავტორებისა, მაშინ მათი ნუმერაცია მოცემულია მეთოდიკის ტექსტში არაბული ციფრებით და ტექსტში დამოწმება მიეთითება ფრჩხილებში.
15. ახალი მეთოდური მითითების მიღებისას დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს ადრე დამტკიცებული ძალადაკარგული მეთოდიკების შესახებ (თუ ასეთი არის), თუ მეთოდიკის რაიმე ნაწილი ადრე იყო დამტკიცებული, უნდა მიეთითოს დამტკიცების ნომერი, დრო და ორგანო ვის მიერაც იყო დამტკიცებული
დანართი 5
სასოფლო-სამეურნეო ნედლეულში, კვების პროდუქტებში, ბიოლოგიურ და გარემოს ობიექტებში პესტიციდების მიკრორაოდენობის და მათი მეტაბოლიტების განსაზღვრის მეთოდიკების დამუშავების, ადაპტაციის, აპრობაციის და დამტკიცების წესები
1. მეთოდიკების დასამტკიცებლად საჭირო ყველა სამუშაოები მათი შემუშავების, ადაპტაციის, აპრობაციის და დოკუმენტაციის მომზადებისათვის სრულდება დამამზადებელი ფირმისა და სარეგისტრაციო ორგანოს შორის შეთანხმების საფუძველზე. რეგისტრანტი აფორმებს ხელშეკრულებას სათანადო ორგანიზაციებთან; შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და დრო განისაზღვრება ხელშეკრულებით. სამუშაოს სრული ღირებულება დგინდება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ყველა ხარჯების, და შემსრულებელთა კვალიფიკაციის გათვალისწინებით. მეთოდების დამუშავების და ადაპტაციის ღირებულებაში აუცილებელია ჩართულ იქნეს ხარჯები აპრობაციაზე და ექსპერტიზაზე.
2. მეთოდიკების დამუშავების, ადაპტაციის და აპრობაციის უფლება ეძლევა იმ ორგანიზაციებს და სპეციალისტებს, რომლებიც მითითებულია ამ დებულების მე-3 დანართში. მოცემული სია ყოველწლიურად გადაისინჯება, საჭიროებისას ემატება ორგანიზაციები და ცალკეული ექსპერტები.
3. სიაში მოცემული ორგანიზაციების მეთოდიკები და ანგარიშები მიიღება დასამტკიცებლად საქართველოს და დსთ-ს ქვეყნების სახელმწიფო სანეპიდზედამხედველობის ორგანოების ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ თანაბარ უფლებებზე.
4. სარეგისტრაციო ორგანო სისტემატიურად აძლევს ინფორმაციას ექსპერტების ჯგუფს პესტიციდების განსაზღვრის მეთოდიკების დამუშავების ან ადაპტირების აუცილებლობაზე.
5. მეთოდიკის დამუშავებასა და ადაპტაციაზე ხელშეკრულებაში მითითებული იქნება პრეპარატის სახელწოდება, სამუშაოს შესრულების და მეთოდიკის ექსპერტიზაზე წარდგენის დრო, აგრეთვე იმ ორგანიზაციის სახელწოდება, სადაც უნდა გაიგზავნოს მეთოდიკა სააპრობაციოდ.
6. სამუშაოს დამთავრების შემდეგ მეთოდიკის დამმუშავებელი წარუდგენს ექსპერტების ჯგუფს გაშლილ მეთოდიკას, რედაქტორულად შემოწმებულს, მომზადებულს ერთიანი მოთხოვნების (დანართი 5 ამ დებულების) თანახმად აპრობატორების დახასიათებებით.
7. მეთოდიკის ავტორი მზა მეთოდიკის აპრობაციისათვის აგზავნის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ლაბორატორიაში. მეთოდიკის პროექტისა და აპრობაციის აქტების მიღების შემდეგ სარეგისტრაციო ორგანო ამტკიცებს მეთოდს ოფიციალური გამოყენებისათვის.
დანართი 6
რეკომენდაციები პესტიციდის გამოყენებაზე
1. განმასხვავებელი დასახელება, რეგისტრანტი;
2. მოქმედი ნივთიერება (ISO-თი) (მიკროორგანიზმის სახეობრივი სახელწოდება, შტამის ან იზოლატის სახელწოდება);
3. კონცენტრაცია (გ/ლ-ში ან გ/კგ), ცოცხალი უჯრედების ან მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტის ტიტრი, ვირუსული სხეულაკების ან ჩანართების ტიტრი;
4. პრეპარატული ფორმა;
5. დანიშნულება;
6. შეთავსება პესტიციდებთან;
7. დაცვითი მოქმედების პერიოდი;
8. მოქმედების სიჩქარე;
9. ფიტოტოქსიურობა;
10. რეზისტენტობის წარმოშობის შესაძლებლობა;
11. ფლორისა და ფაუნის სასარგებლო ობიექტების დაცვის რეკომენდაციები;
12. საშიშროების კლასი;
13. პირველი დახმარება მოწამვლის დროს;
14. უსაფრთხოების ღონისძიებები მუშაობის, ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს;
15. დაღვრილი და გაფრქვეული პესტიციდის გაუვნებელყოფების ხერხები, პესტიციდების ნაშთების და ტარის უტილიზაციის და გაუვნებელყოფების ხერხები;
16. გამოყენების ტექნოლოგია;
16.1. სამუშაო სითხის მომზადების წესი;
16.2. ცხრილი 1 (იწერება ცალკე გვერდზე) პესტიციდის გამოყენების სფეროს გაფართოებისას შესწორების შესატანად;
ცხრილი 1
კულტურა
(კულტურების ჯგუფი)
მავნე ობიექტი (დანიშნულება ზრდის რეგულიატო
-რებისთვის)
პრეპარატის ხარჯვის ნორმა
ლ/ჰა, კგ/ჰა
ლ/ტ, კგ/ტ
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა
ლ/ჰა
ლ/ტ
დამუშავების ხერხი, დრო, შეზღუდვები, რეკომენდაციები, მანქანის მარკა. დამუშავებულ ფართობებზე გასვლის ვადები
დამუშავების ჯერადობა,
ლოდინის პერიოდი
17. რეგისტრაციის ნომერი;
18. შემდგენებლების ჩამონათვალი (ავტორები).
დანართი 7
ტარის ეტიკეტი
გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ!
ფირმის წარმოება და შეფუთვა (მიეთითება კონკრეტულად, ასევე საფოსტო მისამართი, რეკვიზიტები)
1. განმასხვავებელი სახელწოდება, რეგისტრანტი;
2. მოქმედი ნივთიერება (ISO-თი) (მიკროორგანიზმის სახეობრივი სახელწოდება, შტამის ან იზოლატის სახელწოდება);
3. კონცენტრაცია (გ/ლ ან გ/კგ), (ცოცხალი უჯრედების ან მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტის ტიტრი);
4. პრეპარატული ფორმა;
5. დანიშნულება;
6. შეთავსება პესტიციდებთან;
7. შეზღუდვები;
8. ტარის ხელმეორედ გამოყენების აკრძალვა;
9. ტოქსიკურობა (მიეთითება უსაფრთხოების კლასი და საშიშროების ნიშანი);
10. უსაფრთხოების ზომები;
11. ანტიდოტი;
12. დამზადების თარიღი და ვარგისიანობის ვადა;
13. შენახვის პირობები;
14. სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი;
15. ტარის ეტიკეტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ყველა პუნქტებზე. დიზაინი არ არის რეგლამენტირებული. შესაძლოა ტარის ეტიკეტისა და გამოყენების რეკომენდაციების ერთ დოკუმენტში შეთავსება, თუ არსებობს ტექნიკური შესაძლებლობა ავღნიშნოთ ეს შეფუთვის ერთეულზე. ამ შემთხვევაში დოკუმენტს ექნება საერთო დასახელება „გამოყენების რეკომენდაციები“.
დანართი 8
პესტიციდებზე ტექნიკური პირობების წარდგენის და შეთანხმების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს პესტიციდებზე ტექნიკური პირობების და მათზე ცვლილებების წარდგენისა და შეთანხმების ერთიან წესს. აღნიშნული წესი ვრცელდება მთელ პროდუქციაზე, რომელსაც ამუშავებენ და ამზადებენ საქართველოში სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციები მათი საკუთრების ფორმისა და დაქვემდებარების მიუხედავად.
2. წესი დამუშავებულია საქართველოში და დსთ-ს ქვეყნებში არსებული სახელმწიფო სტანდარტების (სსტ 1.4 – 44, სსტ 1.2 – 34 და გოსტ რ 1.3.-92, გოსტ 15.001-88) თანახმად.
მუხლი 2🔗. პესტიციდებზე ტექნიკური პირობების წარდგენა
1. პესტიციდებზე ტექნიკური პირობები წარედგინება:
ა) საცდელ პარტიაზე, სარეგისტრაციო გამოცდების ჩასატარებლად;
ბ) საცდელ-საწარმოო პარტიაზე, პრეპარატის შემოკლებული ვადით რეგისტრაციის შემთხვევაში საცდელ-საწარმოო გამოყენებისათვის;
გ) საწარმოო გამოშვებაზე, მუდმივ რეგისტრაციაში გატარებული მცენარეთა დაცვის საშუალებებზე სოფლის მეურნეობაში, სატყეო და კომუნალურ მეურნეობაში, მცენარეთა მავნებლების, დაავადებათა და სარეველების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულია საქართველოში გამოსაყენებლად დაშვებული პესტიციდების (მცენარეთა დაცვის საშუალებების და ზრდის რეგულატორების) სახელმწიფო კატალოგში („სიაში“).
2. რეცეპტურა წარმოადგენს აუცილებელ დანართს ტექნიკური პირობების პროექტზე და მისი შეთანხმება ხდება ერთდროულად ტექნიკურ პირობებთან.
რეცეპტურა არის დამმუშავებელის საკუთრება და არ ექვემდებარება გარეშე ორგანიზაციებზე გადაცემას დამმუშავებლის ნებართვის გარეშე. დამტკიცებული ტექნიკური პირობების შესათანხმებლად ორგანიზაციებზე გაგზავნის დროს მოხსენებით ბარათს თან ახლავს რეცეპტურა.
3. ტექნიკური პირობების პროექტი ეგზავნება ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას განსახილველად.
სარეგისტრაციო ორგანო ათანხმებს ტექნიკურ პირობებს ყველა დაინტერესებული ორგანიზაციების თანხმობის მიღების შემდეგ.
4. ტექნიკური პირობების (მათზე ცვლილებების) პროექტის განხილვა არ უნდა აღემატებოდეს ორგანიზაციაში შემოსვლის დღიდან 30 დღეს.
5. შეთანხმება ფორმდება შემთანხმებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელის (მისი მოადგილის) ხელისმოწერით და ბეჭდით.
6. ტექნიკურ პირობებში ცვლილებებს, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებას და მათ გაუქმებას ათანხმებენ მოცემული დოკუმენტის ტექნიკური პირობებისათვის დადგენილი წესებს.
7. ტექნიკური პირობების მოქმედების ვადის შეზღუდვა ხდება საჭიროების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ორგანოს მიერ.
8. დამატებითი გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში შემმუშავებელი ადგენს საცდელ ან საცდელსაწარმოო პარტიაზე მოქმედების ვადის ხანგრძლივობის გაგრძელების შესახებ შეტყობინების პროექტს.
9. პრეპარატში მოქმედი საწყისის განსაზღვრის მეთოდიკა აპრობირებული უნდა იყოს შესაბამის ლაბორატორიაში. აქტი მის აპრობაციაზე ტექნიკურ პირობებთან ერთად წარედგინება სარეგისტრაციო ორგანოს.
10. ტექნიკური პირობები იმ პრეპარატზე, რომლის გამოშვება დაგეგმილია საქართველოს ფარგლებს გარეთ განლაგებულ წარმოებაში არ ექვემდებარება სახსანზედამხედველობის ორგანოსთან შეთანხმებას. დამმუშავებელი წარადგენს დაინტერესებული ორგანიზაციების შეთანხმებას პრეპარატის წარმოების ადგილას.
11. მოქმედი ტექნიკური პირობების გადასინჯვა და მათ მაგივრად დამუშავებულის შეთანხმება, ტექნიკურ პირობებში ცვლილებებზე შეტყობინების გაგზავნა საწარმოზე ხდება იმავე წესით.
დანართი 9
მეთოდური დოკუმენტების ჩამონათვალი
1. სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებათა მოქმედების საორიენტაციო უსაფრთხო დონის დადგენის მეთოდური მითითებანი. №4000-85, 4.11.85 წ.
2. დასახლებული ადგილების ატმოსფეროს ჰაერში გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებების მოქმედების საორიენტაციო უსაფრთხო დონის დადგენის მეთოდური მითითებანი. №2630-82, 25.11.82 წ.
3. ახალი პესტიციდების ჰიგიენური შეფასების მეთოდური მითითებანი. №4263-84, 13.3.87 წ.
4. სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებათა სანიტარიული ნორმების დასასაბუთებელი კვლევის დაყენების მეთოდური მითითება. №2163-80, 4.4.80 წ.
5. სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზდკ და მსუდ დასაბუთებისათვის კვლევის დაყენების კრიტერიუმები. №422586, 11.12.86 წ.
6. წყალსაცავების წყალში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების შემუშავების და მეცნიერული დასაბუთების მეთოდური მითითებანი. №1296-75, 15.4.75.
7. დასახლებულ ადგილებში ატმოსფერული ჰაერის გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებებით ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დასაბუთების დროებითი მეთოდური მითითებანი. №4681-88, 11.6.88 წ.
8. ქიმიური კონცეროგენული ნივთიერებების ჰიგიენური რეგლამენტების ექსპერიმენტული დასაბუთების მეთოდური რეკომენდაციები. №3664-85, 8.5.85 წ.
9. ქიმიური ნივთიერებების წარმოების და გამოყენების სხვადასხვა ეტაპზე განსაზღვრას დაქვემდებარებული ტოქსიკომეტრიის მაჩვენებლები. №4230-86, 25.12.86 წ.
10. არასპორაწარმომქმნელი მიკროორგანიზმების საფუძველზე დამზადებულ მაჩვენებლების და დაავადებების წინააღმდეგ მცენარეთა დაცვის მიკრობული საშუალებების ჰიგიენური შეფასების მეთოდური მითითებანი. №4682-88, 11.6.88 წ.
11. თევზსამეურნეო წყალსატევების გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დადგენის მეთოდური რეკომენდაციები. მოსკოვი, 1988.
12. ფუტკარზე ბიოპრეპარატების და პესტიციდების ტოქსიკური მოქმედების შესწავლის მეთოდური მითითებანი. მოსკოვი, 1989.
13. მემცენარეობაში ინსექტიციდების, აკარიციდების და მოლუსკოციდების გამოცდის მეთოდური მითითებანი. მოსკოვი, 1986.
14. მემცენარეობაში ჰერბიციდების საველე გამოცდის მეთოდური მითითებანი. მოსკოვი, 1981.
15. ფერომონების სახელმწიფო გამოცდის ჩატარების მეთოდური მითითებანი. მოსკოვი, 1988.
16. ნემატიციდების სახელმწიფო გამოცდის ჩატარების მეთოდური მითითებანი. მოსკოვი, 1989.
17. ფუნგიციდების, თესლის შესაწამლების და ანტიბიოტიკების სახელმწიფო გამოცდის ჩატარების მეთოდური მითითებანი. მოსკოვი, 1985.
დანართი №10
პრეპარატის დოსიეს ექსპერტიზის (ან სარეგისტრაციო გამოცდების) შედეგები
_________________________________________________________________________________
სამინისტრო ან უწყება, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია, დაწესებულება____________
____________________________________________________________________________________
(სახელწოდება)
___________________________________________________________________________________
დამოუკიდებელი ექსპერტის შემთხვევაში ____________________________________________
(სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი და წოდება,
___________________________________________________________________________________
უწყება, სამუშაო ადგილი, თანამდებობა)
კონფიდენციალურად
საექსპერტო დასკვნა
ფირმის __________________________________________________ მასალებზე
(სახელწოდება, ქვეყანა)
პრეპარატის ________________________________________________________________________
(სავაჭრო დასახელება, ჯგუფი გამოყენების სფეროს მიხედვით, კონცენტრაცია)
გამოყენების ბიოლოგიური რეგლამენტების დადგენის შესახებ
1. მოქმედი ნივთიერების სახელწოდება (ISO და IUPAK-ით)
2. კონცენტრაცია (გ/ლ ან გ/კგ)
3. პრეპარატული ფორმა
4. ქიმიური კლასი
5. სხვა ქვეყნებში ბიოლოგიური შეფასების შედეგები (მიეთითოს კულტურა, ხარჯვის ნორმა, დამუშავების ჯერადობა, მავნე ობიექტი ლათინური სახელწოდების ჩვენებით, ბიოლოგიური ეფექტურობა)
6. სხვა ქვეყნებში ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის შედეგები.
დასკვნები:
1. მიზანშეწონილია (არ არის მიზანშეწონილი, დაასაბუთეთ) ჩატარდეს სარეგისტრაციო გამოცდები შემდეგი პროგრამით ______________ წლის განმავლობაში:
ა) გამოცდის ზონა;
ბ) კულტურა;
გ) მავნე ობიექტი;
დ) გამოყენების ხერხი და ვადა (კულტურის, მავნე ობიექტის განვითარების ფაზა, დამუშავების ტექნოლოგია და ჯერადობა);
ე) სამუშაო სითხის ხარჯვა;
ვ) პრეპარატის შესატანი ტექნიკა;
ზ) ნაკვეთის ზომები (ფართობი);
თ) ნიმუშების და ეტალონების მოცულობა;
ი) ცდის შეფასება (აღრიცხვის საჭირო პარამეტრი);
კ) ცდის სქემა, სტანდარტი (ეტალონი), კონტროლი;
ლ) ნარჩენი რაოდენობის შესწავლა;
მ) მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდების მიკრორაოდენობების განსაზღვრის მეთოდიკა (მიეთითოს დანართი 4 პუნქტი 7-ის მიხედვით).
2. ან მიზანშეწონილია პრეპარატი ___________ გატარდეს რეგისტრაციაში (ან შემოკლებული
დასახელება
ვადით რეგისტრაციაში, დაასაბუთეთ) საქართველოს ტერიტორიაზე, (ან მხოლოდ კონკრეტულ ზონაში, დაასაბუთეთ) შემდეგი რეგლამენტებით (შეივსება ცხრილი „სიაში” შეტანის ფორმის მიხედვით):
კულტურა
(კულტურების
ჭგუფი)
მავნე ობიექტი (ზრდის რეგულატო
-რებისათვის დანიშნულება)
პრეპარატის ხარჯვის ნორმა
(ლ/ჰა, კგ/ჰა,
ლ/ტ, კგ/ტ)
სამუშაო სითხის
ხარჯვის
ნორმა
ლ/ჰა, ლ/ტ
დამუშავების დრო და ხერხი (სქემის ჩვენებით), შეზღუდვები, მანქანათა რეკომენდებული მარკები
დამუშავების ჯერადობა, ლოდინის პერიოდი
შენიშვნა:
ტექსტში აღინიშნება მავნე ორგანიზმზე მოქმედების მექანიზმი, დაცვითი მოქმედების ხანგრძლივობა, სელექტურობა, ზემოქმედების სიჩქარე, სხვა პრეპარატებთან შეთავსება, ეფექტურობა, ფიტოტოქსიკურობა, კულტურის ტოლერანტობა, რეზისტენტობის წარმოქმნის შესაძლებლობა, თესლბრუნვაში კულტურების ვარირების შესაძლებლობა.
ექსპერტის ხელმოწერა სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი
და წოდება, თანამდებობა
თარიღი
დანართი №11
პრეპარატის დოსიეს ექსპერტიზის შედეგები
__________________________________________________________________________________
სამინისტრო ან უწყება, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია, დაწესებულება _____________
____________________________________________________________________________________
(სახელწოდება)
___________________________________________________________________________________
დამოუკიდებელი ექსპერტის შემთხვევაში ___________________________________________
(სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, უწყება,
_____________________________________________________________________________________
სამუშაო ადგილი, თანამდებობა)
კონფიდენციალურად
საექსპერტო დასკვნა
ფირმის __________________________________________________ მასალებზე
(სახელწოდება, ქვეყანა)
პრეპარატის _________________________________________________________________________
(სავაჭრო დასახელება, ჯგუფი გამოყენების სფეროს მიხედვით, კონცენტრაცია)
მეფუტკრეობისათვის (მეცხოველეობისათვის) საშიშროების შეფასების შესახებ
1. მოქმედი საწყისის სახელწოდება (ISO და IUPAK-ით)
2. კონცენტრაცია (გ/ლ ან გ/კგ)
3. პრეპარატული ფორმა
4. ქიმიური კლასი
5. შეფასების პარამეტრები (რეგისტრაციაზე განაცხადის H1, H2 (ან H3) განაკვეთების მოკლე გადმოცემა).
დასკვნები:
1. მიზანშეწონილია პრეპარატი ______________ გატარდეს რეგისტრაციაში (ან
(დასახელება)
შემოკლებული ვადით რეგისტრაციაში, დაასაბუთეთ) საქართველოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების შემდეგი ზომების დაცვით:
2. ან მიზანშეწონილია ჩატარდეს სარეგისტრაციო გამოცდები შემდეგი პროგრამით:
ექსპერტის ხელმოწერა სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი
და წოდება, თანამდებობა
თარიღი
დანართი 12
პრეპარატის დოსიეს ექსპერტიზის შედეგები
_______________________________________________________________________________
სამინისტრო ან უწყება, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია,დაწესებულება______________
____________________________________________________________________________________
(სახელწოდება)
___________________________________________________________________________________
დამოუკიდებელი ექსპერტის შემთხვევაში_____________________________________________
(სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, უწყება,
___________________________________________________________________________________
სამუშაო ადგილი, თანამდებობა)
კონფიდენციალურად
საექსპერტო დასკვნა
ფირმის __________________________________________________ მასალებზე
(სახელწოდება, ქვეყანა)
პრეპარატის _____________________________________________________________________
(სავაჭრო დასახელება, ჯგუფი გამოყენების სფეროს მიხედვით, კონცენტრაცია)
იქტიო-ტოქსიკოლოგიური შეფასების შესახებ
1. მოქმედი საწყისის სახელწოდება (ISO და IUPAK-ით)
2. კონცენტრაცია (გ/ლ ან გ/კგ)
3. პრეპარატული ფორმა
4. ქიმიური კლასი
5. შეფასების პარამეტრები (რეგისტრაციაზე განაცხადის F1 განაკვეთის მოკლე გადმოცემა).
დასკვნები:
1. მიზანშეწონილია პრეპარატის _____________ რეგისტრაციაში გატარება (ან შემოკლებული
(დასახელება)
ვადით რეგისტრაციაში, დაასაბუთეთ) საქართველოს ტერიტორიაზე.
2. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი მასალა არ არის სრულყოფილი თევზსამეურნეო წყალსატევების წყალში ზდკ-ს დადგენისათვის, საჭიროა მიეთითოს: „თევზსამეურნეო წყალსატევების ზონის ზღვრებში გამოყენების აკრძალვით“.
3. ან მიზანშეწონილია ჩატარდეს სარეგისტრაციო გამოცდები შემდეგი პროგრამით:
ექსპერტის ხელმოწერა სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი
და წოდება, თანამდებობა
თარიღი
დანართი 13
პრეპარატის დოსიეს ექსპერტიზის (ან სარეგისტრაციო გამოცდების) შედეგები
__________________________________________________________________________________
სამინისტრო ან უწყება, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია, დაწესებულება_____________
____________________________________________________________________________________
(სახელწოდება)
___________________________________________________________________________________
დამოუკიდებელი ექსპერტის შემთხვევაში_____________________________________________
(სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, უწყება,
____________________________________________________________________________________
სამუშაო ადგილი, თანამდებობა)
კო
ნ
ფიდენციალურად
საექსპერტო დასკვნა
ფირმის __________________________________________________ მასალებზე
(სახელწოდება, ქვეყანა)
პრეპარატის _________________________________________________________________________
(სავაჭრო დასახელება, ჯგუფი გამოყენების სფეროს მიხედვით, კონცენტრაცია)
ტოქსიკოლოგიურ-ჰიგიენური შეფასების შესახებ
პესტიციდის შემთხვევაში მიეთითოს:
1. მოქმედი საწყისის სახელწოდება (ISO და IUPAK-ით)
2. კონცენტრაცია (გ/ლ ან გ/კგ)
3. პრეპარატული ფორმა
4. ქიმიური კლასი
5. სტრუქტურული ფორმულა (მიეთითოს ოპტიკური იზომერები)
6. ემპირული ფორმულა
7. მოლეკულური მასა
8. ტექნიკური პროდუქტის სისუფთავე და მინარევების რაოდენობრივი შედგენილობა
9. შეფასების პარამეტრები (რეგისტრაციაზე განაცხადის D1, D2, D2-1 და D3 განაკვეთების (შემოწმებული მაჩვენებლების მოკლე გადმოცემა)
ბიოპრეპარატების შემთხვევაში: რეგისტრაციაზე განაცხადის C4-1, C4-2, D4, D5, D6, D7 განაკვეთების (შემოწმებული მაჩვენებლების) მოკლე გადმოცემა.
დასკვნები:
1. მიზანშეწონილია ჩატარდეს პრეპარატის ___________ სარეგისტრაციო გამოცდები (არ არის
(დასახელება)
მიზანშეწონილი, დაასაბუთეთ) შემდეგი პროგრამით:
2. ან მიზანშეწონილია პრეპარატი ______________ გატარდეს რეგისტრაციაში
(დასახელება)
საქართველოს ტერიტორიაზე (შემოკლებული ვადით რეგისტრაციაში, დაასაბუთეთ) შემდეგი ჰიგიენური ნორმატივების გათვალისწინებით: მდდ პროდუქციაში –, დსდ –, ზდკ/სდკ ნიადაგებისათვის –, ზდკ/სდდ სანიტარიულ- საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყალსატევების წყლისთვის –, ზდკ/მსუდ სამუშაო ზონის ჰაერში –, ზდკ/მსუდ ატმოსფერულ ჰაერში – .
შენიშვნა:
ტექსტში აღინიშნება: წარმოდგენილი მონაცემებიდან ირკვევა, რომ პრეპარატი მიეკუთვნება საშიშროების – კლასს. ორგანიზმზე ნივთიერების მოქმედების მალიმიტირებელ მაჩვენებელს წარმოადგენს ---------------------------------. უსაფრთხოების წესები პესტიციდთან მუშაობის დროს. პირველი დახმარება მოწამვლისას. უსაფრთხოების წესები ტრანსპორტირებისას და შენახვის დროს. პროდუქციაში და გარემოს ობიექტებში მიკროორგანიზმების კონტროლის მეთოდები.
ექსპერტის ხელმოწერა სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი
და წოდება, თანამდებობა
თარიღი
დანართი №14
პრეპარატის დოსიეს ექსპერტიზის (ან სარეგისტრაციო გამოცდების) შედეგები
__________________________________________________________________________________
სამინისტრო ან უწყება, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია, დაწესებულება______________
____________________________________________________________________________________
(სახელწოდება)
___________________________________________________________________________________
დამოუკიდებელი ექსპერტის შემთხვევაში_____________________________________________
(სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, უწყება,
__________________________________________________________________________________
სამუშაო ადგილი, თანამდებობა)
კონფიდენციალურად
საექსპერტო დასკვნა
ფირმის __________________________________________________ მასალებზე
(სახელწოდება, ქვეყანა)
პრეპარატის ______________________________________________________________________
(სავაჭრო დასახელება, ჯგუფი გამოყენების სფეროს მიხედვით, კონცენტრაცია)
ეკოლოგიური შეფასების შესახებ
1. მოქმედი საწყისის სახელწოდება (ISO და IUPAK-ით)
2. კონცენტრაცია (გ/ლ ან გ/კგ)
3. პრეპარატული ფორმა
4. ქიმიური კლასი
5. სტრუქტურული ფორმულა (მიეთითოს ოპტიკური იზომერები)
6. ემპირული ფორმულა
7. შეფასების პარამეტრები (რეგისტრაციაზე განაცხადის G1 განაკვეთის (შემოწმებული მაჩვენებლების მოკლე გადმოცემა)
პრეპარატის ქცევა სარწყავი სისტემის ელემენტებში აღინიშნება საჭიროებისამებრ (ვაზი, მარცვლეული, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურებისათვის, სარწყავ პირობებში მოყვანის შემთხვევაში):
1. საკოლექტორო-სადრენაჟე ქსელი (პრეპარატის გამონატანის სიდიდის დადგენა ზედაპირული და მიწისქვეშა დინების საზღვრებს გარეთ და სარწყავი სისტემის გარეთ).
2. მოქმედი ნივთიერების საფილტრაციო ნაკადთან ვერტიკალური მიგრაციის სიდიდე.
დასკვნები:
1. მიზანშეწონილია ჩატარდეს სარეგისტრაციო გამოცდები (არ არის მიზანშეწონილი, დაასაბუთეთ) შემდეგი პროგრამით:
(მოქმედი ნივთიერების დაშლის დინამიკის შესწავლა მინდვრის პირობებში ორ ნიადაგურ-კლიმატურ ზონაში, მცენარის კულტივირების ზონების მიხედვით).
2. ან გარემოში პესტიციდის ქცევის და მისი ეკოტოქსიკოლოგიის დამახასიათებელი მაჩვენებლები პასუხობენ საქართველოში მიღებულ ნორმატივებს. პესტიციდი ______________ გარემოზე მოქმედების შეფასებული დონის, მისი ეკოლოგიური თვისებების, ნორმატივების მაჩვენებლების გათვალისწინებით გატარდეს რეგისტრაციაში საქართველოს ტერიტორიაზე (ან მხოლოდ კონკრეტულ ზონაში, დაასაბუთეთ).
შეივსება ცხრილი „სიაში” შეტანის ფორმის მიხედვით:
მოქმედი ნივთიერება, ზდკ (მგ/ლ) თევზსამეურნეო წყალსატევების წყალში, პრეპარატის სავაჭრო დასახელება.
შენიშვნა: ტექსტში აღინიშნება რეგისტრანტის მონაცემების ანალიზის საფუძველზე და საქართველოს ნიადაგობრივ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით პესტიციდის მოქმედი ნივთიერების დახასიათება (მისი ნიადაგებში აკუმულაციის და გრუნტის და ზედაპირულ წყლებში შეღწევის შესაძლებლობა).
პესტიციდი ______________ ტოქსიკურია (მიეთითოს ტოქსიურობის ხარისხი) ორგანიზმებისათვის (მიეთითოს რომლებისათვის) ან - არ არის ტოქსიკური.
ექსპერტის ხელმოწერა სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი
და წოდება, თანამდებობა
თარიღი
დანართი 15
თავი II
საქართველოში აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდები, ექსპერტიზა და რეგისტრაცია
მუხლი 8🔗. აგროქიმიკატების სარეგისტრაციო სახელმწიფო გამოცდები
1. აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდის მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის მისი ეფექტურობის დადგენა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალეკონომიკურ ეფექტს, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოებას.
2. სარეგისტრაციო ორგანო კოორდინაციას უწევს სარეგისტრაციო გამოცდების ჩატარებას.
3. აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდებზე დაიშვებიან განაცხადის ექსპერტიზის საფუძველზე.
4. სარეგისტრაციო გამოცდებს ატარებენ ქვეყნის სამეცნიერო-კვლევითი და სხვა დაწესებულებები №1 დანართის შესაბამისად მოქმედი მეთოდიკების მიხედვით, ხოლო სარეგისტრაციო აგროქიმიკატების გამოყენების გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემო ობიექტებზე შეისწავლიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, რისთვისაც მათ უსასყიდლოდ გადაეცემათ გამოსაცდელი აგროქიმიკატის საჭირო რაოდენობა.
5. სარეგისტრაციო გამოცდების ხანგრძლივობა განისაზღვრება არა უმცირეს 2-3 სავეგეტაციო პერიოდით, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სარეგისტრაციო ორგანოსა და რეგისტრანტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
6. აგროქიმიკატის სარეგისტრაციო გამოცდის ჩასატარებლად რეგისტრანტსა და სარეგისტრაციო ორგანოს შორის ფორმდება ხელშეკრულება, სადაც განისაზღვრება ყველა პირობა.
7. ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებული აგროქიმიკატები, რომლებსაც თავის დროზე გავლილი აქვთ გამოცდები და გამოიყენებიან სოფლის მეურნეობაში, ექვემდებარებიან ხელახალ გამოცდას (თუ განვლილ პერიოდში არ იქნება მიღებული რაიმე ახალი ინფორმაცია აგროქიმიკატის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემო ობიექტებზე მავნე ზემოქმედების თაობაზე) და შეიტანება პერიოდულად გამოცემულ, გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კატალოგში (სიაში).
8. აგროქიმიკატების საცდელი პარტიის მიწოდება ხდება რეგისტრანტის მიერ უფასოდ, ხოლო სარეგისტრაციო გამოცდა და რეგისტრაცია ტარდება რეგისტრანტის ხარჯზე ხელშეკრულების შესაბამისად.
მუხლი 9🔗. რეგისტრაციაზე განაცხადის შევსებისა და წარდგენის წესი
1. განაცხადი რეგისტრაციაზე შეიძლება წარადგინოს აგროქიმიკატის შემმუშავებელმა, დამამზადებელმა, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა, რომელიც ახორციელებს მის რეალიზაციას.
2. რეგისტრაციაზე განაცხადი უნდა პასუხობდეს წინამდებარე დებულებით დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს კონკრეტულ ცნებებს აგროქიმიკატზე (დანართი №2).
3. ინფორმაციის წარდგენა ხდება ქართულ ენაზე, ხოლო განაცხადის მოკლე რეზიუმესი – 4 ცალად ქართულ ენაზე (დასაშვებია რუსულ ენაზეც).
4. მონაცემები სარეგისტრაციო აგროქიმიკატებზე შეიცავს: ცნობებს განმცხადებლის შესახებ, პესტიციდის ან აგროქიმიკატის დასახელებას, მონაცემებს პესტიციდის ან აგროქიმიკატის შემადგენლობის შესახებ, მონაცემებს პესტიციდის ან აგროქიმიკატის ლიკვიდაციის ან ნეიტრალიზაციის ხერხების შესახებ, მონაცემებს იმ ანალიზის შესახებ, რომელთა მიხედვით შესაძლებელია განისაზღვროს პესტიციდის ან აგროქიმიკატის შემადგენლობა და ნარჩენი რაოდენობა, აგროქიმიკატის სახელმწიფო სტანდარტის ასლს, ინფორმაციას მისი გამოყენების სფეროსა და ეფექტურობის შესახებ, მარკირების და შეფუთვის, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის შესაძლო ზიანის მიყენების და მისი გამოყენების ინსტრუქციას. ასევე, ანალიზის ჩატარების მეთოდებს, რომლითაც განისაზღვრება აგროქიმიკატში მოქმედი ნივთიერების რაოდენობა და სხვა ხარისხობრივი მაჩვენებლები.
5. ინფორმაციას აგროქიმიკატის შესახებ იღებს სარეგისტრაციო ორგანო, რომელიც აფიქსირებს სპეციალურ ჟურნალში მიღების თარიღს, საბუთების ჩამბარებლის გვარის აღნიშვნითა და ხელმოწერით.
მუხლი 10🔗. სარეგისტრაციო მასალების ექსპერტიზის წესი და ვადები
1. სარეგისტრაციო ორგანო იხილავს შემოთავაზებული აგროქიმიკატის გამოცდის და რეგისტრაციის მიზანშეწონილობას და მისი დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ერთი თვის ვადაში აფორმებს კონტრაქტს რეგისტრანტთან.
2. იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო ორგანო გადაწყვეტს, რომ შემოთავაზებულ აგროქიმიკატს არ სჭირდება სარეგისტრაციო გამოცდების ჩატარება, მაშინ იგი პირდაპირ შეიტანება საქართველოში გამოსაყენებლად დაშვებულ კატალოგში.
3. სარეგისტრაციო გამოცდების გარეშე ახალი აგროქიმიკატის რეგისტრაციაში გატარების საფუძველს წარმოადგენს მწარმოებელი ფირმის საინფორმაციო დოკუმენტების სხვა ოფიციალური მონაცემების ექსპერტიზაზე დამყარებული სარეგისტრაციო ორგანოს დეტალური დასაბუთება, რომლის მთავარი კრიტერიუმებია:
ა) ყველა პარამეტრზე აგროქიმიკატის სრულყოფილი და სარწმუნო დოსიე;
ბ) ანალოგიური აგროქიმიკატის წინა წლებში ქვეყანაში გამოყენების პრაქტიკა;
გ) საქართველოს მსგავსი ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მქონე სხვა ქვეყნებში აგროქიმიკატის გამოცდის და რეგისტრაციის მასალები.
4. სარეგისტრაციო ორგანო განსაზღვრავს გამოსაცდელი აგროქიმიკატის გამოცდის ვადას და არეალს, სასოფლო-სამეურნეო კულტურას და გამომცდელ ორგანიზაციას..
5. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მონაცემი არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი, სარეგისტრაციო ორგანო აცნობებს რეგისტრანტს ამის შესახებ, რომელიც ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს მასალები.
6. სამეცნიერო-კვლევითი ან სხვა ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოცდის ვადების დაუსაბუთებლად დარღვევის, უხარისხო სამუშაოების შესრულების შემთხვევაში სარეგისტრაციო ორგანო აყენებს საკითხს ამ ორგანიზაციის საგამოცდო-სარეგისტრაციო ქსელიდან ამოღების შესახებ.
საექსპერტო წინადადება
რეგისტრანტი ___________________
აგროქიმიკატის სახელწოდება ___________________
აგროქიმიკატის მწარმოებელი ___________________
ქიმიური ფორმულა ___________________
მოქმედი ნივთიერების შემცველობა___________________
აგროქიმიკატის ფიზიკური ფორმულა___________________
შეფუთვის – ტარის ფორმა ___________________
სხვა ქვეყნებში გამოცდების შედეგები ___________________
სხვა ქვეყნებში ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის შედეგები.
დასკვნები
I. მიზანშეწონილად ჩაითვალოს მისი სარეგისტრაციო გამოცდების ჩატარება _____ წლის განმავლობაში
1. აგროქიმიკატის გამომცდელი ორგანიზაცია
2. გამოცდის არეალი
3. სასოფლო-სამეურნეო კულტურა
4. გამოცდის სქემა
5. საგამოცდო ნაკვეთის ფართობი
6. ნარჩენების რაოდენობის შესწავლა
7. ნიადაგის აგროქიმიური მაჩვენებლების შესწავლა
8. პროდუქციის ხარისხის შესწავლა
9. გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემო ობიექტებზე
10. შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება
II. არ არის საჭირო აგროქიმიკატის სარეგისტრაციო გამოცდების ჩატარება (დასაბუთება)
ხელმოწერა
მუხლი 11🔗. აგროქიმიკატის სარეგისტრაციო სახელმწიფო გამოცდის შედეგების მიღებისა და რეგისტრაციის წესი
1. სამეცნიერო-კვლევითი და სხვა ორგანიზაციების მიერ აგროქიმიკატების სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდის შედეგები წარმოდგენილ უნდა იქნეს აგროქიმიკატების სარეგისტრაციო ორგანოში თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №3).
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, თავიანთ სფეროში აგროქიმიკატების გამოცდის შედეგებს წარადგენენ სარეგისტრაციო ორგანოში.
3. სარეგისტრაციო ორგანო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ერთად, იხილავს წარმოდგენილ მასალებს, აძლევს შეფასებას და დადებითი დასკვნების შემთხვევაში ღებულობს გადაწყვეტილებას მისი რეგისტრაციაში გატარების და კატალოგში შეტანის შესახებ.
4. რეგისტრირებულ აგროქიმიკატს ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც ფიქსირდება სპეციალურ ჟურნალში და შეიტანება საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართულ აგროქიმიკატთა სახელმწიფო კატალოგში (სიაში), ხოლო რეგისტრანტს მიეცემა სარეგისტრაციო მოწმობა დადგენილი ნიმუშების მიხედვით.
5. აგროქიმიკატის სახელმწიფო კატალოგი (სია) ქვეყნდება 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო დამატებითი სიები – საჭიროების მიხედვით.
6. კატალოგში (სიაში) მიეთითება აგროქიმიკატის დასახელება, ქიმიური ფორმულა, საკვები ნივთიერების % -ული შემცველობა, ტენი და მოკლე დახასიათება.
7. ნებადართულია განსაზღვრული რაოდენობის არარეგისტრირებული აგროქიმიკატების შემოტანა სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის.
8. აგროქიმიკატის რეგისტრაცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
9. სარეგისტრაციო პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) რეგისტრანტის მიერ განაცხადის შემოტანა;
ბ) სარეგისტრაციო მასალების ექსპერტიზა;
გ) სარეგისტრაციო გამოცდები;
დ) სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების მიღება, ექსპერტიზა;
ე) ჰიგიენური ნორმატივების და სანიტარიული წესების დადგენა;
ვ) აგროქიმიკატების გამოყენების რეგლამენტის ეკოლოგიური შეფასება, გარემოს დაცვის ნორმების და წესების დადგენა;
ზ) აგროქიმიკატის რეგისტრაციისათვის და კატალოგის შესადგენად მასალების მომზადება.
მუხლი 12🔗. შეზღუდვები აგროქიმიკატების შემოტანა-გამოყენებაში
1. იკრძალება არარეგისტრირებული აგროქიმიკატის რეკლამა
მუხლი 13🔗. ნიადაგში, გრუნტის და გამდინარე წყლებში და საკვებ პროდუქტებში აგროქიმიკატების ტოქსიკური ნაერთების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდები (დასაშვებია უკვე ადაპტირებული მეთოდების გამოყენება)
ტოქსიკური ნაერთების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდებს მიეკუთვნება:
ა) წყალში და საკვებ პროდუქტებში ნიტრატების და ნიტრატების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდური მითითებები;
ბ) ნიადაგში, წყალში და საკვებ პროდუქტებში მძიმე მეტალების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდური მითითებები;
გ) ნიადაგში რადიონუკლიდების განსაზღვრის მეთოდები;
დ) რეგისტრანტი ვალდებულია ჩაატაროს ამ მეთოდების ადაპტაცია საქართველოს პირობებისათვის დანართ №1-ში მითითებულ ერთ-ერთ ან სხვა დაწესებულებებში, რომელთანაც სარეგისტრაციო ორგანო დადებს ხელშეკრულებას კვლევის ჩატარებაზე.
მუხლი 14🔗. აგროქიმიკატების გამოყენების რეკომენდაციები
სარეგისტრაციო გამოცდის შედეგების მიღების შემდეგ:
ა) აგროქიმიკატის გამომცდელი ორგანიზაცია შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ძირითად მასალებთან ერთად წარადგენს სარეგისტრაციო ორგანოში;
ბ) სარეგისტრაციო ორგანო განიხილავს წარმოდგენილ რეკომენდაციას, ამტკიცებს მას და გამოსცემს საჭირო ტირაჟით, რომელიც აგროქიმიკატის რეალიზაციისას გადაეცემა აგროქიმიკატის მყიდველს.
მუხლი 15🔗. რეკომენდაციის ძირითადი მონაცემები
რეკომენდაციის ძირითადი მონაცემებია:
ა) აგროქიმიკატის დასახელება;
ბ) ფორმულა, პროცენტული შემცველობა;
გ) აგროქიმიკატის გამოყენების არეალი (ნიადაგური ტიპები და სასოფლო-სამეურნეო კულტურები);
დ) ნიადაგში შეტანის დოზები;
ე) ნიადაგში შეტანის წესები და ვადები;
ვ) სხვა სასუქებთან შეთავსება;
ზ) სასუქის გამოყენების ეკონომიკური ეფექტიანობა;
თ) სასუქის გავლენა ნიადაგის აგროქიმიური მაჩვენებელზე;
ი) სასუქის გამოყენების ტექნიკა;
კ) პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლები;
ლ) სასუქის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ცხოველებსა და გარემო ობიექტებზე;
მ) მწვავე მოწამვლებისას პირველი ექიმამდელი სამედიცინო დახმარება.
მუხლი 16🔗. მეთოდური დოკუმენტების ჩამონათვალი
1. საქართველოს აგროქიმიური სამსახური.
2. სოფლის მეურნეობისათვის მინერალური სასუქების მოთხოვნილების გაანგარიშების ნორმატივები.
3. სასუქების გამოყენების ეფექტურობა საქართველოში.
4. რეკომენდაცია მინერალური სასუქების დოზების გაანგარიშების შესახებ ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურებში.
5. მინერალური სასუქების გამოყენების ეფექტიანობის ნორმატივები.
6. მემცენარეობის პროდუქტების ხარისხის განსაზღვრის მეთოდური მითითება.
7. მინდვრის ცდების ჩატარების მეთოდური მითითება.
8. ნიტრატები და მისი შეზღუდვის ღონისძიებები.
9. სასუქების გამოყენების მეცნიერული საფუძვლები.
10. აზოტიანი სასუქების გავლენა საშემოდგომო ხორბლის მოსავალზე და ხარისხზე
11. კალიუმიანი სასუქების რაციონალური გამოყენება სოფლის მეურნეობაში.
12. მიკროსასუქების გამოყენების რეკომენდაციები.
13. ბიცობი ნიადაგების გაუმჯობესების ინსტრუქცია.
14. ფოსფორთაბაშირის, დეფეკატის მელიორანტად გამოყენების მეთოდური მითითება.
15. მჟავე ნიადაგების მოკირიანების ქიმიური მელიორანტები.
16. მაგნიუმიანი სილიკატების გამოყენების მეთოდები.
17. ნიადაგში, ბუნებრივ წყლებში და მცენარეებში ნიტრატების და ნიტრატების განსაზღვრის მეთოდური მითითება.
დანართი №1
აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდის ქსელი
№
აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდის ჩამტარებელ დაწესებულებათა დასახელება და მისამართები
სასოფლო-სამეურნეო კულტურა
1
ჩაისა და სუბტროპიული კულტურების და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ოზურგეთი-ანასეული
ჩაი, ციტრუსები, დაფნა, სხვა სუბტროპიკული კულტურები
2
მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი
ვაზი, ხეხილი
3
ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ფონიჭალა
ბოსტნეული კულტურები, მინდვრის კულტურები
4
მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მცხეთა, წეროვანი
ბოსტნეული კულტურები, მინდვრის კულტურები
5
ლაგოდეხის საცდელი სადგური „თამბაქო”, ლაგოდეხი
თამბაქო
6
სოფლის მეურნეობის და ექსპერტიზის ლაბორატორია. თბილისი, სამხედრო გზა, მე-12 კმ.
მინდვრის კულტურები, ვაზი, ხეხილი, ბოსტნეული კულტურები
7
ნიადაგის და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრი
ჩაი, ციტრუსები, სხვა სუბტროპიკული კულტურები, სიმინდი, ბოსტნეული და სხვა ერთწლიანი კულტურები
დანართი №2
1. განაცხადი რეგისტრაციაზე
რეგისტრანტის განცხადება მოიცავს:
ა) რეგისტრანტი (დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ფაქსი)
ბ) აგროქიმიკატის დამამზადებელი (დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ფაქსი)
გ) რეგისტრანტის უფლება იყოს დამამზადებლის წარმომადგენელი
დ) განმასხვავებელი დასახელება (სავაჭრო)
ე) აგროქიმიკატის დანიშნულება
ვ) სხვა ქვეყნებში რეგისტრაცია (სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ეფექტურობა)
2. აგროქიმიკატის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები
აგროქიმიკატების ფიზიკურ-ქიმიური თვისებებებს მოიცავს:
ა) ქიმიური ფორმულა;
ბ) მოქმედი ნივთიერება;
გ) აგრეგატული მდგომარეობა;
დ) აგრეგატების ნაწილაკების ზომა;
ე) ფერი, სუნი;
ვ) წყალში ხსნადობა;
ზ) ლღობის ტემპერატურა;
თ) აფეთქების და აალების ტემპერატურა;
ი) ტენი;
კ) PH;
ლ) კოროზიული თვისებები;
მ) შენახვის პირობები და ვადები;
ნ) სხვა სასუქებთან შერევა;
ო) ჰიგროსკოპულობა, შებელტვის ხარისხი;
პ) შეფუთვის ფორმა.
3. აგროქიმიკატის ტოქსიკურ-ჰიგიენური დახასიათება
აგროქიმიკატის ტოქსიკურ-ქიმიური მახასიათებლებია:
ა) მძიმე მეტალების შემცველობა;
ბ) გამღიზიანებელი მოქმედი მომუშავე პერსონალის კანზე და ლორწოვან გარსზე;
გ) მოქმედება შინაურ ცხოველებსა და ფრინველებზე.
4. მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტაცია
მეთოდურ და ნორმატიულ დოკუმენტაციას მიეკუთვნება:
ა) აგროქიმიკატებში მოქმედი ნივთიერების განსაზღვრის მეთოდიკა;
ბ) მძიმე მეტალის შემცველობა ნიადაგში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში;
გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში – ნიტრატების ზღვრულად დასაშვები დონე;
დ) ტრანსპორტირების, შენახვის და გამოყენების ნორმატივები;
ე) აგროქიმიკატის გავლენა ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე მიკროფლორაზე;
ვ) აგროქიმიკატის გამოყენების სანიტარიულ-ჰიგიენური წესები, ნორმები.
დანართი №3
საქართველოს
GEORGIA
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური
Food Safety, Veterinary and Plent Protection National Service
მ ო წ მ ო ბ ა
C E R T I F I C A T E
№
________________
ეძლევა რეგისტრანტს --------------------------------------------------------------------------------
___________________________________________________________________________________
მოწმობის მფლობელის სრული დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელ-ფოსტა
მასზედ,
რომ _______________________________________________________________
აგროქიმიკატის დასახელება, მწარმოებელი, დანიშნულება
_____________________________________________________________________________________
რეგისტრირებულია საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდებისა და რეგისტრაციის დებულების შესაბამისად
Is issued to the petitioner ----------------------------------------------------------------------------------
full name of the owner of certificate, address, tel. fax. e-mail
thet the -----------------------------------------------------------------------------------------------------
the name of agrochemical, producer, purpose
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
is registrered in georgia according to the Regulations for registration and registration testing of pesticides and agrochemicals ----------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
რეგისტრაციის თარიღი
Registration date მოწმობის ვადა:
“-----”“-----------------------” 2006 certificate is valid:
დანართი №4
აგროქიმიკატის გამოცდის შედეგები
1. გამომცდელი ორგანიზაციის დასახელება
2. აგროქიმიკატის დასახელება, მოქმედი ნივთიერების პროცენტული შემცველობა
3. სასოფლო-სამეურნეო კულტურა
4. გამოცდის სქემა და მონაცემები
5. საცდელი ნაკვეთის ფართობი
6. ნიადაგის აგროქიმიური მაჩვენებლები საწყისი და გამოცდის დამთავრების შემდეგ
7. პროდუქციის ხარისხის მაჩვენებლები გამოცდის სქემის მიხედვით
8. მონაცემები გამოსაცდელი აგროქიმიკატის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შესახებ
9. დასკვნა გამოცდის შედეგებზე
10. აგროქიმიკატის გამოყენების კონკრეტული რეკომენდაცია