შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: მაია შუბითიძე 004-26)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო შეტყობინება

აუქციონის გამოცხადების შესახებ

2026 წლის 23 თებერვალი 

 

სპეციალისტი: შპს „პირველი ქართული აუქციონი“ (ს/ნ: 204954086)

დირექტორი ლაშა ჭიჭინაძე

მისამართი: ქ. თბილისი, ტოვსტონოგოვის 13

ელფოსტა: info@pqa.ge

ტელეფონი: 577783434

კრედიტორი: სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სკაპი“ (ს/ნ: 205274273)

მოვალე: ვლადიმერ მაღლაკელიძე (პ/ნ: 18001006493); ია შუბითიძე (პ/ნ:01003013606); მაია შუბითიძე (პ/ნ: 01003010339).

მესაკუთრე: მაია შუბითიძე (პ/ნ: 01003010339); მისამართი: ისანი, შოთა ნადირაშვილის 32, №18 კორპუსის „ა“ ბლოკი მე-3 სართული, ბინა 23.

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

 

საჯარო აუქციონის  : 004-26

უძრავი ქონების რეკვიზიტები: ქალაქი თბილისი, შოთა ნადირაშვილის ქ.  №32,  №18 კორპუსის „ა“ ბლოკი, სართული-3, ბინა 23 (საკადასტრო კოდი: 01.17.14.003.501.01.01.023);

აუქციონის დაწყების დრო: 05.03.2026 წლის 13:00 სთ;

აუქციონის დასრულების დრო: 09.03.2026 წლის 13:00 სთ;

აუქციონის ჩატარების ადგილი: www.eauction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „პირველი ქართული აუქციონი“;

უძრავი ქონების საწყისი ფასი: 120 711.64 ლარი;

უძრავი ქონების აღწერა: სარეალიზაციოდ წარმოდგენილია საცხოვრებელი ბინა 98.44 კვ/მ. რომელიც მდებარეობს თბილისში, ისანში, შოთა ნადირაშვილის ქ. №32-ში, №18 კორპუსის „ა“ ბლოკში, ახლად აშენებულ კორპუსში, მესამე სართულზე, ბინა 23. ს/კ: 01.17.14.003.501.01.01.023; ბინა გარემონტებულია.

აუქციონის პირობები:

1. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე www.eauction.ge და უზრუნველყონ ქონების საწყისი ფასის 10%-ის ოდენობის გარანტიის წარმოდგენა ფულადი ან საბანკო გარანტიის ფორმით, www.eauction.ge-ს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, ამასთან საბანკო გარანტიის ბენეფიციარად მითითებული უნდა იყოს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სკაპი“ (ს/ნ: 205274273);

2. აუქციონში მონაწილე პირის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;

3. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 7 (შვიდ) კალენდარულ დღეში მთლიანად დაფაროს შეძენილი ქონების ღირებულება სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე (GE39TB7457936050100005) თანხის ჩარიცხვის გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდება და იგი კარგავს საგარანტიო თანხას.

4. აუქციონში გამარჯვებულის მიმართ სპეციალისტის მიერ გაიცემა განკარგულება, აუქციონში გამარჯვებულს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშვება მის მიერ ქონების ფასის 7 დღეში სრულად გადახდის შემდეგ.

 

ყველა სხვა პირი, რომელსაც უფლებები აქვს უძრავ ნივთზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარუდგინოს სპეციალისტს აუქციონის დაწყებამდე.

 

სპეციალისტი:  შპს პირველი ქართული აუქციონის დირექტორი                  ლაშა ჭიჭინაძე