მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - 41-ე ქუჩისათვის - მათე მახარებელის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 20.02.2026
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016065
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 24/02/2026
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.02.2026 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
მცხეთის მუნიციპალიტეტის, წილკნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში -
წილკანსა და ერედაში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების
სახელდების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაათკარში მდებარე, სახელწოდების არმქონე
გეოგრაფიული ობიექტის - №3 ქუჩისათვის - „მცხეთის ქუჩა“ სახელის მინიჭების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფრეზეთში მდებარე, სახელწოდების არმქონე
გეოგრაფიული ობიექტის - უსახელო ქუჩისათვის „ამაღლების ქუჩა“ სახელის მინიჭების
შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში მდებარე, სახელწოდების არმქონე
გეოგრაფიული ობიექტის - უსახელო ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის გიორგი
მთაწმინდელის სახელის მინიჭების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხათწყაროში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტისათვის - ასკილების ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - 41-ე ქუჩისათვის - მათე მახარებელის სახელის მინიჭების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №41
2026 წლის 20 თებერვალი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის – 41-ე ქუჩისათვის – მათე მახარებლის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-2 მუხლის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის, მე-7 მუხლისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიის“ (კომისიის 2025 წლის 17 დეკემბრის №50 სხდომის ოქმის ამონაწერი) თანხმობის საფუძველზე,
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს – 41-ე ქუჩას – მიენიჭოს წმიდა მოციქულის მათე მახარებლის სახელი.
2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი