„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№9-15
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.101.017408
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/02/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9-15

2026 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 27/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016295) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ :"

1. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  შენობისთვის მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი  კ-1 არის მიწისპირა სართულის (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, პირველი მიწისზედა სართულის) იატაკის ზედაპირის (მათ შორის, ტერასის, აივნის, ერკერის, გარდა გარე კიბის, ბაქნის ან/და სხვა არაექსპლუატირებადი სივრცისა და სამანქანო პანდუსისა, რომელიც არ არის გადახურული ან/და არ არის შენობაში მოქცეული) გარე პერიმეტრში მოქცეული ფართობის მიწის ნაკვეთის საერთო ფართობთან შეფარდების მაქსიმალური მაჩვენებელი.“

2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მიწისპირა და მიწისზედა სრული სართულის (მათ შორის, ერკერის, კიბის უჯრედის და ლიფტის შახტის) იატაკის კონსტრუქციის გარე კონტურში მოქცეული  ფართობი კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად;“.

3. მე-15 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ მიწის ნაკვეთი ხვდება ერთზე მეტი კონკრეტული ფუნქციური ზონის მოქმედების არეალში, მაშინ მისი სამშენებლოდ განვითარების განსაზღვრისას არც ერთი ზონის მოთხოვნა არ უნდა დაირღვეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთი ზონის ფართობი შეადგენს არანაკლებ მიწის ნაკვეთის ¾-ს, ასეთ შემთხვევაში მოქმედებს ამ ზონისთვის განსაზღვრული მოთხოვნები, რზ-1-ის რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული რეგულირება არ ვრცელდება განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში სამშენებლოდ განვითარებისას, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.“;

ბ) 101 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში, საპროექტოდ სზ-6, სსზ-1, სსზ-2 ფუნქციური ზონებით განვითარების მიზანშეწონილობის შემთხვევაში, თუკი საპროექტო ტერიტორია შეადგენს არანაკლებ 5 ჰა-ს და მოქცეულია განაშენიანების კონტურში, დასაშვებია კ-1, კ-2, კ-3 კოეფიციენტების დადგენა განხორციელდეს საპროექტო გადაწყვეტის/მთლიანი ტერიტორიის ჯამური საანგარიშო ფართობების შესაბამისად.“;

4. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) რზ-3 – დასაშვებია განაშენიანების რეგულირების წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობები;

 

განაშენიანების რეგულირების პარამეტრები

კ-1

0,3

კოეფიციენტი

კ-2

1,0

კოეფიციენტი

კ-3

0,6

კოეფიციენტი

საცხოვრებელი სიმჭიდროვე

10/1**

ერთეული/ჰა

მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები

მინიმალური ფართობი

600*

კვ.მ.

მინიმალური სიგანე

-

მეტრი

მინიმალური სიღრმე

-

მეტრი

შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე

-

მეტრი

შენიშვნა

* 2020 წლის 1 იანვრიდან (დაყოფის) გამიჯვნის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთზე სასტუმროსა და სააგარაკე-დასასვენებელი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის:

**სააგარაკე-დასასვენებელი საცხოვრებელი სახლებისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში“.

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:          

„ლ) სზ-3 – განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს შერეული ტიპის საცხოვრებელი სახლები. დასაშვებია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობები;

განაშენიანების რეგულირების პარამეტრები

კ-1

0,5

კოეფიციენტი

კ-2

1,5

კოეფიციენტი

კ-3

0,3

კოეფიციენტი

საცხოვრებელი სიმჭიდროვე

ერთეული/ჰა

მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები

მინიმალური ფართობი

300 / 400 *

კვ.მ

მინიმალური სიგანე

9 / 12 *

მეტრი

მინიმალური სიღრმე

20 / 25 *

მეტრი

შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე

15 **/17 ***

მეტრი

შენიშვნა

* მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის და სასტუმროსთვის

** კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, გრუნტთან შეხების ყველაზე დაბალი წერტილიდან, არაუმეტეს 5 სართულისა. აღნიშნულში არ იანგარიშება შენობის მიწისქვეშა ავტოსადგომში ჩასასვლელი სამანქანო პანდუსის ნაწილი და სახურავზე ლიფტის მომსახურებისთვის მოწყობილი შახტა.

*** გარდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონისა, გრუნტთან შეხების ყველაზე დაბალი წერტილიდან,  არაუმეტეს 5 სართულისა. აღნიშნულში არ იანგარიშება შენობის მიწისქვეშა ავტოსადგომში ჩასასვლელი სამანქანო პანდუსის ნაწილი და სახურავზე ლიფტის მომსახურებისთვის მოწყობილი შახტა.“.

5. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სპორტული დანიშნულების შენობა-ნაგებობის განთავსება დასაშვებია ერთზე მეტ მიწის ნაკვეთზე, თუ საპროექტო მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.“.

6. 30-ე მუხლის მე-15 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:

,,დ) ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები არ გავრცელდეს წინამდებარე წესების მე-15 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე, იმ პირობით, რომ ერთ ან სხვადასხვა საკადასტრო ერთეულზე განთავსებულ შენობებს შორის დაშორება განისაზღვრება ჯამში  არანაკლებ 20 მეტრისა.“.

7. 39-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2.  თითოეული ფუნქციის ობიექტისათვის ან მისი ნაწილისათვის, საზოგადოებრივი გზის მიღმა, ავტოსადგომების ადგილების რაოდენობა არ უნდა იყოს ამავე პუნქტში მოცემულ ცხრილში განსაზღვრულ რაოდენობაზე ნაკლები.

შენიშვნა:

  • ამ მუხლის მიზნებისთვის კ-2 ფართობის ანგარიშის წესი გამოიყენება იმ ფუნქციურ ზონებშიც, სადაც კ-2 არ განისაზღვრება.
  • თუ მიწის ნაკვეთი მდებარეობს ერთზე მეტი ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონირების არეალში, ავტოსადგომების ადგილების აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრა განხორციელდეს იმ ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონის შესაბამისად, რომელიც შეადგენს მიწის ნაკვეთის ფართობის არანაკლებ ¾-ს.
  • წინამდებარე წესების მე-15 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული რეგულირების შემთხვევაში, ავტოსადგომების აუცილებელი რაოდენობა დადგენილ იქნეს საპროექტო გადაწყვეტის/მთლიანი ტერიტორიის ჯამური კ-2 საანგარიშო ფართობიდან.“.
  • ავტოსადგომები

    ზონები

     

    ფუნქცია

    ავტოსადგომების ადგილების აუცილებელი რაოდენობა

    ცენტრალური ზონა

    გეგმარებითი კარკასი

    შუალედური ზონა

    პერიფერიული ზონა

    საზოგადოებრივი თავშეყრის

    საცხოვრებელი

    ერთი – კ-2 საანგარიშო ფართობის ყოველ     150 მ​​2-ზე

    ერთი – კ-2 საანგარიშო ფართობის ყოველ         150 მ​​2-ზე

    ერთი – კ-2 საანგარიშო ფართობის ყოველ   150 მ​​2-ზე

    ერთი – კ-2 საანგარიშო ფართობის ყოველ      180 მ​​2-ზე

    საოფისე

    საცალო ვაჭრობის ცენტრი

    სასტუმრო

    კაფე / რესტორანი

    სამედიცინო

    სასაფლაო

    ერთი – მიწის ფართობის ყოველ 1000 მ​​2-ზე, მაგრამ არანაკლებ 20 ადგილისა

    ერთი – მიწის ფართობის ყოველ 1000 მ​​2-ზე, მაგრამ არანაკლებ 20 ადგილისა

    ერთი – მიწის ფართობის ყოველ 1000 მ​​2-ზე, მაგრამ არანაკლებ 20 ადგილისა

    ერთი – მიწის ფართობის ყოველ 1000 მ​​2-ზე, მაგრამ არანაკლებ 20 ადგილისა

     

    8. „დანართი 1“ -ის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:

    * სააგარაკე-დასასვენებელი საცხოვრებელი სახლი;

    * სამაყურებლო ობიექტი (ესტრადა, ამფითეატრი, საგამოფენო დარბაზი, კინოთეატრი);

    * მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი;

    * საავადმყოფო;

    * სასტუმრო;

    * პოლიკლინიკა;

    * ამბულატორია;

    * ბიზნესცენტრი;

    * სპორტული შენობა-ნაგებობა (საწვრთნელი ბაზა, სპორტული მოედანი, სტადიონი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზები);

    * ატრაქციონი;

    * კაფე, რესტორანი;

    * ზონისა და მასში დაშვებული შენობა-ნაგებობის ფუნქციონერებისთვის განკუთვნილი ადმინისტრაციული შენობა, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, სახელოსნოები, გარაჟები და საწყობები).“.

    მუხლი 2
    დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე