შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: ლონდა ჭიჭინაძე 007-26)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო შეტყობინება
აუქციონის გამოცხადების შესახებ
2026 წლის 25 თებერვალი
სპეციალისტი: შპს „პირველი ქართული აუქციონი“, (ს/ნ: 204954086)
დირექტორი: ლაშა ჭიჭინაძე
მისამართი: ქ. თბილისი, ტოვსტონოგოვის 13
ელფოსტა: info@pqa.ge
ტელეფონი: 577783434
კრედიტორი: სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სკაპი“ (ს/ნ: 205274273)
მოვალე: დიმიტრი ჭიჭინაძე (პ/ნ: 01008013092); ლონდა ჭიჭინაძე (პ/ნ: 01008016882);
მესაკუთრე: ლონდა ჭიჭინაძე (პ/ნ: 01008016882); მისამართი: თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქ. №22ა, ბ. 32.
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
საჯარო აუქციონის N:007-26
უძრავი ქონების რეკვიზიტები: ქალაქი თბილისი, ქუჩა ი. აბაშიძე, N 22ა, სადარბაზო 3, სართული 4, ბინა N32, 60.00 კვ.მ (საკადასტრო კოდი: 01.14.11.030.009.01.032)
აუქციონის დაწყების დრო: 09.03.2026 წლის 14:00 სთ.
აუქციონის დასრულების დრო: 12.03.2026 წლის 14:00 სთ.
აუქციონის ჩატარების ადგილი: www.eauction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „პირველი ქართული აუქციონი“
უძრავი ქონების საწყისი ფასი: 57 868.47ლარი.
უძრავი ქონების აღწერა: სარეალიზაციოდ წარმოდგენილია 60.00 კვ/მ ფართის საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობს თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩა 22ა, სადარბაზო 3, სართული 4, ბინა N32, ს/კ: 01.14.11.030.009.01.032.
აუქციონის პირობები:
1. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე www.eauction.ge და უზრუნველყონ ქონების საწყისი ფასის 10%-ის ოდენობის გარანტიის წარმოდგენა ფულადი ან საბანკო გარანტიის ფორმით, www.eauction.ge-ს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. ამასთან, საბანკო გარანტიის ბენეფიციარად მითითებული უნდა იყოს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სკაპი“ (ს/ნ: 205274273).
2. აუქციონში მონაწილე პირის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.
3. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 7 (შვიდ) კალენდარულ დღეში მთლიანად დაფაროს შეძენილი ქონების ღირებულება სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე (GE39TB7457936050100005) თანხის ჩარიცხვის გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდება და იგი კარგავს საგარანტიო თანხას.
4. აუქციონში გამარჯვებულის მიმართ სპეციალისტის მიერ გაიცემა განკარგულება, აუქციონში გამარჯვებულს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშობა მის მიერ ქონების ფასის 7 დღეში სრულად გადახდის შემდეგ.
ყველა სხვა პირი, რომელსაც უფლებები აქვთ უძრავ ნივთზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარუდგინოს სპეციალისტს აუქციონის დაწყებამდე.
სპეციალისტი: შპს პირველი ქართული აუქციონის დირექტორი ლაშა ჭიჭინაძე