„სს „თელასის" საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლის მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 01.12.2006
ძალის დაკარგვა 01.05.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 300.280.010.16.009.009.636
გამოქვეყნების წყარო სსმ, 166, 12/12/2006
დამატებითი მეტამონაცემები (10)
| 1 | ელექტროქურა გადასატანი, ელექტროქურა |
| 2 | 3 |
| 3 | „ატმორის” ტიპის წყლის გამაცხელებლები |
| 4 | კონდიციონერი „ზაფხული” კონდიციონერი „ზაფხულ-ზამთარი” |
| 5 | ელექტრორადიატორი |
| 6 | სარეცხი მანქანა |
| 7 | კომპიუტერი |
| 8 | წყლის გამაცხელებელი (ტენები) |
| № | სატრანსფორმატორო ჯიხურის № |
| 30. | 3543 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„სს „თელასის" საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლის მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:45.0pt; text-align:justify; text-indent:-.25in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:45.0pt; text-align:justify; text-indent:-18.05pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:45.0pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Iauiue, li.Iauiue, div.Iauiue {mso-style-name:Iau?iue; margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.010.16.009.009.636
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №38
2006 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
სს „თელასის“ საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ
სს „თელასის“ ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის, აგრეთვე საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, მომხმარებელთა თანასწორუფლებიანობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ დაადგინა:
1. დამტკიცდეს სს „თელასის“ საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის თანდართული დროებითი წესი.
2. დამტკიცდეს სს „თელასის“ საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე უბნების ჩამონათვალი დანართი №2-ის მიხედვით.
3. დამტკიცებული წესი გავრცელდეს შემდეგ სოფლებზე წარმოდგენილი ვადების გათვალისწინებით:
ა) ოქროყანა, შინდისი, წავკისი, ტაბახმელა – 2007 წლის 1 იანვრამდე;
ბ) კოჯორი, კიკეთი, ბეთანია, ახალდაბა – 2007 წლის 1 მაისამდე.
4. დადგენილების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2007 წლის 1 მაისამდე.
5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ.
თავმჯდომარე გ. თავაძე
სს „თელასის“ საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი
მუხლი 1🔗
1. საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი ადგენს სს „თელასის“ (შემდგომში – კომპანია) სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის მიერ უმრიცხველოდ დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის პირობებს.
2. აღნიშნული წესი არ ეხება მომხმარებელთა იმ კატეგორიას, რომელთაც გააჩნიათ გამართული ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყო.
მუხლი 2🔗
ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებულ ტერმინებს. ქვემოთ მოყვანილია აგრეთვე იმ ტერმინების განმარტება, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული ამ წესთან:
1) უმრიცხველოდ მოხმარება – ელექტროენერგიის მოხმარება, როცა მრიცხველი არ არსებობს ან ტექნიკურად გაუმართავია.
2) უბანი – მომხმარებელთა ოპტიმალური ჯგუფი, მაგრამ არა უმეტეს 70 მომხმარებლისა, რომლებსაც აქვთ ერთი საერთო მრიცხველი.
3) საერთო მოხმარების მრიცხველი – აღრიცხვის კვანძი, რომელიც აღრიცხავს უბნის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ჯამურ მნიშვნელობას დანაკარგების ჩათვლით.
4) ელექტროენერგიის აღრიცხვის გამართული ხელსაწყო _ ელექტროენერგიის აღრიცხვის ხელსაწყო, რომელიც დამონტაჟებულია უფლებამოსილი (ლიცენზირებული) ორგანიზაციის მიერ და შესაბამისად მრიცხველის კორპუსს ადევს დამმოწმებელი ორგანიზაციის, ხოლო მომჭერების ხუფს _ გამანაწილებელი კომპანიის ბრჯენები. მრიცხველის კორპუსი, ინდიკაციის ფარის მინა და მრიცხველში დენშემყვანი კაბელის იზოლაცია არ არის დაზიანებული.
მუხლი 3🔗
უბნის ყველა კატეგორიის მომხმარებლის მიერ მთლიანად დახარჯული ელექტროენერგია აღირიცხება ენერგოკომპანიის მიერ გამანაწილებელი ტრანსფორმატორის (ფიდერის) 0.4 კვ ძაბვის მხარეზე დამონტაჟებული ერთი ან მეტი სამფაზიანი მრიცხველით.
მუხლი 4🔗
1. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია მოთხოვნიდან ერთი კვირის ვადაში შეამოწმოს მომხმარებლის კუთვნილი ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს გამართულობა და აღნიშნულის საფუძველზე შეადგინოს აქტი ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს გამართულობის ან გაუმართაობის შესახებ.
2. აქტი შედგენილი უნდა იქნეს ორ, თანაბრი ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა მომხმარებელს, ხოლო მეორე დარჩება კომპანიას.
3. მომხმარებელს უფლება აქვს დაესწროს ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს შემოწმებას.
4. ამ მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით დადგენილი წესით ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს შემოწმების შემდეგ, როდესაც მრიცხველი გამართულია, მომხმარებელი გადის ამ წესის რეგულირების სფეროდან და კომპანია ვალდებულია, მომხმარებელზე დახარჯული ელექტროენერგიის დარიცხვა აწარმოოს ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს ჩვენების შესაბამისად.
5. საერთო მოხმარების მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვებამდე კომპანიამ მომხმარებლებისა და საერთო მრიცხველზე მიერთებული აბონენტების წარმომადგენლების თანდასწრებით უნდა შეამოწმოს საერთო და ყველა სამფაზა მომხმარებლის აღრიცხვის კვანძები, ხოლო საერთო მრიცხველით აღრიცხვის დაწყების მომენტისათვის დააფიქსიროს საერთო, სამფაზა და ერთფაზა აბონენტების გამართული აღრიცხვის კვანძების მრიცხველების ჩვენებები.
მუხლი 5🔗
1. საერთო მოხმარების მრიცხველზე მიერთებული ყველა უმრიცხველო მომხმარებლის ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, საერთო მოხმარების მრიცხველზე აღრიცხული ელექტროენერგიის (ტექნიკური დანაკარგების გამოკლებით) განაწილება მომხმარებელებს შორის განისაზღვრება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, გარდა სამფაზა მომხმარებლებისა, რომელთაც უნდა გააჩნდეთ გამართული ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყო და მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია უნდა გამოაკლდეს საერთო მოხმარების მრიცხველზე აღრიცხულ ელექტროენერგიას.
2. შეთანხმების შემთხვევაში მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის და ამოღებული თანხების გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიასა და საერთო მრიცხველის მქონე უმრიცხველო მომხმარებლებს ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენელს (წარმომადგენლებს) შორის თვეში ერთხელ უნდა მოხდეს შედარების აქტის გაფორმება, სადაც სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) საერთო მოხმარების მრიცხველის ჩვენება (კვტსთ);
ბ) ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგები (კვტსთ);
გ) თითოეული მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია (კვტსთ).
3. შედარების აქტში შეტანილი მონაცემების საფუძველზე კომპანია შეადგენს და მომხმარებელს წარუდგენს გადახდის ქვითარს, სადაც სხვა მონაცემებთან ერთად მოცემული უნდა იყოს მომხმარებლის მიერ გადასახდელი ელექტროენერგიის საფასური, ასევე იმ სამსახურის მისამართი, რომელიც იხილავს მომხმარებელთა პრეტენზიებს.
4. კომპანია ვალდებულია, ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც მიერთებულია საერთო მოხმარების მრიცხველზე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია საერთო მოხმარების მრიცხველის ჩვენების და მასზე მიერთებული მომხმარებელების მიერ დახარჯული ელექტროენერგიისა და გადახდილი თანხების შესახებ.
5. მომხმარებელი, რომელმაც ან რომლის უფლებამოსილმა წარმომადგენელმაც ხელი მოაწერა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ თანხმობას, ვალდებულია მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური გადაიხადოს ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული ქვითრის მიხედვით. თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, მომხმარებელი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის ამ წესების მე-6 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონკრეტულ უბანზე ერთი მომხმარებლის მიერ უმრიცხველოდ მოხმარებული ელექტროენერგიის გასაშუალოებული მნიშვნელობა განისაზღვრება ფორმულით:
K x Eაღ _ (E1+E2+E3+E4)
E= ——————————————, სადაც
n
ა) E – უმრიცხველო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტსთ);
ბ) n – მოცემულ უბანზე უმრიცხველო მომხმარებელთა რაოდენობა;
გ) Eაღ – მოცემულ უბანზე მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარება ნორმატიული დანაკარგების ჩათვლით (კვტთ);
დ) K = 1 – ∆ Wნ – კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს დანაკარგებს 0,44კვ ძაბვის ქსელში, შესაბამისად, როცა აღრიცხვა ხდება ტრასფორმატორის 0,4კვ ძაბვის შემყვანზე;
ე) ∆ Wნ – 0.4კვ ძაბვის ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგები ფარდობით ერთეულში, რომელიც განისაზღვრება 0.0545-ით.
ვ) E1 – მოცემულ უბანზე ყველა ოჯახის მიერ დანართი 1-ში მოცემული ელექტროხელსაწყოების (შემდეგში _ ელექტროხელსაწყო) მიერ დახარჯული ჯამური ელექტროენერგია. თითოეული ოჯახის მიერ გამოყენებული ელექტროხელსაწყო აღიწერება ენერგოკომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ და შეიტანება მომხმარებლის ინდივიდუალურ ბარათში, მისი საპასპორტო მონაცემების ჩვენებით. აღნიშნული ელექტროხელსაწყოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია გამოითვლება ფიქსირებული დადგმული სიმძლავრისა და მუშაობის ხანგრძლივობის საფუძველზე, წარმოდგენილი დანართი 1-ის მიხედვით.
ზ) E2 – მოცემულ უბანში არსებული სამფაზა მომხმარებლების (ელექტროსახერხი, ელექტროსადურგლო დაზგა, ელექტროწისქვილი, სტაციონარული ელექტროშესადუღი აპარატი და სხვ.) მიერ ჯამურად მოხმარებული ელექტროენერგია. თითოეული მომხმარებლის მოხმარება აღირიცხება სამფაზა მრიცხველით და ფიქსირდება მფლობელის ბარათში;
თ) E3 – მოცემულ უბანში არსებული კომერციული, საბიუჯეტო და სხვა მომხმარებლების მიერ მოხმარებული მთლიანი ელექტროენერგია, გარდა მოსახლეობისა. თითოეული ასეთი მომხმარებელი მიერთებულია საერთო მოხმარების მრიცხველზე, ხოლო მათი მოხმარება უნდა გაიზომოს ინდივიდუალური მრიცხველით და შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდეს მომხმარებლის ბარათზე (კვტსთ);
ი) E4 – გამართული ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს მქონე და საერთო მოხმარების მრიცხველზე მიერთებული სამომხმარებლო სექტორის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია (კვტსთ).
მუხლი 7🔗
იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელს გააჩნია დანართი 1-ში მოცემული ელექტროხელსაწყო, მის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის მეტი სიზუსტით განსაზღვრისათვის გასაშუალებულ მნიშვნელობას (E) უნდა დაემატოს ელექტროხელსაწყოს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა დანართი 1-ის მიხედვით.
მუხლი 8🔗
საერთო მოხმარების მრიცხველის ექსპლუატაციაში გაშვებამდე კომპანიამ, მომხმარებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა დაამოწმოს საერთო მოხმარების მრიცხველზე მიერთებული ყველა სამფაზა მომხმარებლის მრიცხველები, ხოლო საერთო მოხმარების მრიცხველის ექსპლუატაციაში გაშვებისათვის დააფიქსიროს მათი ჩვენებები.
მუხლი 9🔗
საერთო მოხმარების მრიცხველიდან აღრიცხვის საშუალებების ჩვენების აღება ხდება თვეში ერთხელ, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის და ამ საერთო მრიცხველზე მიერთებული მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის თანდასწრებით.
მუხლი 10🔗
1. მომხმარებელმა ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში ან წერილობით შეტყობინებაში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 სამუშაო დღეზე ნაკლები ქვითრის მიღებიდან.
2. წერილობით შეტყობინება, ასევე გადახდის ქვითარი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მომხმარებლის გვარი და სახელი;
ბ) მომხმარებლის მისამართი;
გ) ელექტროენერგიის ტარიფი;
დ) მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა;
ე) მიმდინარე გადასახადელის ოდენობა;
ვ) ძველი დავალიანების ოდენობა;
ზ) სულ გადასახდელი თანხა.
მუხლი 11🔗
მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გადაუხდელობის მიზეზით არ მოხდება ღამის საათებში, შაბათ-კვირას, ოფიციალურ სადღესასწაულო დასვენების ან მათ წინა დღეს.
მუხლი 12🔗
კომპანიამ გამოიყენოს მაქსიმალური ძალისხმევა საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლის ელექტროხელსაწყოების ინვენტარიზაციის მიზნით და მხოლოდ ამის შემდეგ აწარმოოს დარიცხვა ამ წესების მე-6 მუხლის შესაბამისად.
დანართი №1
სს „თელასის“ მომხმარებლების დენმიმღებების სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილი
დენმიმღები
დადგმ. სიმძლ. კვტ.
მუშა-საათების რაოდენობა
სთ.
ელ.ენერგიის ხარჯი
თვეში სეზონის მიხედვით
კვტს
დღე-ღამეში
კვირაში
თვეში
ზამთარში
(ნოემბერი- აპრილი)
ზაფხულში
(მაისი-ოქტომბერი)
1
ელექტროქურა გადასატანი, ელექტროქურა
3.0
1.0
2.0
2.0
60
60
180
60
180
60
2
„არისტონის” ტიპის წყლის გამაცხელებლები
1,2_2
3_2
90
60
108_180
-
72 _ 120
3
„ატმორის” ტიპის წყლის გამაცხელებლები
5 _ 7
1.0
30
150_210
150_210
4
კონდიციონერი „ზაფხული” კონდიციონერი „ზაფხულ-ზამთარი”
1.0
1.5
5.0
5.0
150
225
-
225
150
225
5
ელექტრორადიატორი
1.5
6.0
180
270
-
6
სარეცხი მანქანა
1_2
2
8
8 _ 16
8 _ 16
7
კომპიუტერი
0,4
2
60
24
24
8
წყლის გამაცხელებელი
(ტენები)
1,5
2_3
60_90
105
90
შენიშვნა: ელექტროხელსაწყოების დადგმული სიმძლავრე განისაზღვრება ადგილზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ელექტრომოწყობილობების საპასპორტო მონაცემების საფუძველზე. თუ ვერ დგინდება მათი საპასპორტო მონაცემები, მაშინ ასეთი ხელსაწყოების მიერ დახარჯული ელექტროენერგია განისაზღვრება დანართ 1-ში მითითებული დადგმული სიმძლავრის მინიმალური ზღვარისა და თვეების მუშა საათების რაოდენობის მიხედვით.
დანართი №2
№
სატრანსფორმატორო
ჯიხურის №
აბონენტების
რაოდენობა
მისამართი
2
3
4
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
13.
14.
15.
16.
17.
18.
19.
20.
21.
22.
23.
24.
25.
26.
27.
28.
29.
51
53
54
55
56
58
59
60
61
63
66
68
69
70
71
72
74
75
83
87
110
117
125
129
131
132
143
4006
4008
91
238
179
276
235
31
230
89
52
284
73
45
157
226
91
162
66
43
95
85
22
53
32
29
35
128
25
168
173
წავკისი
წავკისი
შინდისი
ტაბახმელა
ტაბახმელა
კოჯორი
კოჯორი
კოჯორი
კოჯორი
კოჯორი
კიკეთი
კიკეთი, კოჯორი
კიკეთი
შინდისი
წავკისი
ტაბახმელა
წავკისი
კიკეთი
წავკისი
კოჯორი
წავკისი
წავკისი
კვესეთი,კიკეთი (1აბონ.)
ბეთანია
ბეთანია, ქვ. ბეთანია
კოჯორი
შინდისი
ოქროყანა
ოქროყანა
30.
3543
88
სოფ. ახალდაბა