„საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ოქტომბრის №479 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №82 |
|
2026 წლის 25 თებერვალი ქ. თბილისი |
1. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგარეჯოს თიზ-ის ფუნქციონირების ვადის დაწყებად განისაზღვროს არაუგვიანეს 2027 წლის 1 მარტი.
4. საგარეჯოს თიზ-ის ფუნქციონირების დაწყების მიზნით, ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შპს – ასი გრუპ ჯორჯიას მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგდანოვკაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის თაობაზე სსიპ − შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 აგვისტოს №22395 ბრძანებაში მითითებული:
ა) საგარეჯოს თიზ-ისათვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთზე ფუნქციონირების დაწყებამდე საგარეჯოს თიზ-ის შესასვლელ-გამოსასვლელში საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარით აღჭურვა, შემდეგი პირობების დაცვით:
ა.ა) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებისა და სპეციალური ტექნიკის (მათ შორის, ხელბარგის რენტგენოსკანერის) განთავსება, წარმოდგენილი სიტუაციური გეგმის (ნახაზის) შესაბამისად;
ა.ბ) სპეციალიზებული საავტომობილო სასწორის განთავსება;
ა.გ) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფა და შესაბამისად აღჭურვა (სასწორი, გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა);
ა.დ) საბაჟო დეკლარაციის შევსების, აღრიცხვის მოწმობის გამოწერისა და კონტროლიდან მოხსნისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკით, ქსელით, ასევე სსიპ − შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან ამავე სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფა;
ა.ე) საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა გამოსახულების ჩამწერი და მიმდინარე რეჟიმში სსიპ − შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემის ტექნიკური საშუალებებით;
ა.ვ) სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების განთავსებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვა;
ბ) ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის პროცედურების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.“.
2. მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების დეტალური გეგმა.“.
|