⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.04.2011)
გაუქმებულია:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგნმანათლებლო დაწესებულება – ქ. სიღნაღის თეიმურაზ მატურელის სახელობის ხელოვნების კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 06.12.2006
ძალის დაკარგვა 01.04.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/497
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.642
გამოქვეყნების წყარო სსმ, 168, 14/12/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,582 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.2006 მიღება
01.04.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგნმანათლებლო დაწესებულება – ქ. სიღნაღის თეიმურაზ მატურელის სახელობის ხელოვნების კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.642 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/497 2006 წლის 6 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ქ. სიღნაღის თეიმურაზ მათურელის სახელობის ხელოვნების კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საშუა­ლო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებ­ლო დაწესებულების – ქ. სიღნაღის თეიმურაზ მათურელის სა­­ხე­ლობის ხელოვნების სასწავლებლის სამართლებ­რივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, ვბრძანებ: 1. ქ. სიღნაღის თეიმურაზ მათურელის სახელობის ხელოვნების სასწავლებლის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულე­ბა – ქ. სიღნაღის თეიმურაზ მათურელის სახელობის ხელოვნების კოლეჯი. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგან­მანათლებლო დაწესებულების – ქ. სიღნაღის თეიმურაზ მათურელის სახელობის ხელოვნების კოლეჯის თან­დართული წესდება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. გაბაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების  – ქ. სიღნაღის თეიმურაზ მათურელის სახელობის ხელოვნების კოლეჯის წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებ­ლო დაწესებულება – ქ. სიღნაღის თეიმურაზ მათუ­რელის სახელობის ხელოვნების კოლეჯი (შემდგომ­ში – კოლეჯი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი საშუა­ლო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საშუალო პროფესიულ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგ­რამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე. 2. კოლეჯი თავის საქმიანობას წარმართავს საქარ­თველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლო­ბისა და ამ წესდების საფუძველზე. 3. კოლეჯი შექმნილია ქ. სიღნაღის თეიმურაზ მათურელის სახელობის ხელოვნების სასწავლებლის ბაზა­ზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს. 4. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები ხაზინასა და საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. კოლეჯი საკუთარი სახელით ახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონ­ტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოე­თის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარი­გებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარ­ჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 6. კოლეჯის იურიდიული მისამართია – ქ. სიღ­ნაღი, რუსთაველის №9.     მუხლი 2🔗. კოლეჯის მიზნები კოლეჯის მიზნებია: ა) განახორციელოს საშუალო პროფესიული სახე­ლოვნებო საგანმანათლებლო პროგრამები; ბ) მოამზადოს შემსრულებლები და სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგები.     მუხლი 3🔗. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია 1. კოლეჯში სასწავლო პროცესის ორგანიზაცია, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემა განი­საზღვრება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათ­ლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებისა და საგნობრივი პროგრამების საფუძველზე. 2. კოლეჯში სწავლის უფლებით სარგებლობენ სრული ზოგადი განათლების მქონე პირები. 3. კოლეჯში მიღება ხორციელდება კონკურსის საფუძველზე. 4. ფასიანი მომსახურების ჯგუფებში მიღება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ კოლეჯში სწავლის მსურველთა რაოდენობა აღემატება საბიუჯეტო სექტორზე მისაღებ კონტინგენტს. 5. კოლეჯის საბიუჯეტო სექტორზე მისაღებ კონტინგენტს განსაზღვრავს დამკვეთი. 6. კოლეჯში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიმღები კომისიის გადაწყვეტი­ლების საფუძველზე (შემსვლელთათვის აუცილებელი საბუთების ნუსხა და ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება შინაგანაწესით). 7. კოლეჯის დასრულების შემდეგ გაიცემა საშუალო პროფესიული სახელოვნებო განათლების დამადას­ტურებელი დიპლომი.     მუხლი 4🔗. კოლეჯის სტრუქტურა და მართვა 1. კოლეჯის სტრუქტურული ერთეულებია ადმი­ნისტრაცია, ძირითადი სასწავლო (განყოფილებები) და დამხმარე-სასწავლო სტრუქტურული ერთეულები. 2. კოლეჯს მართავენ ადმინისტრაცია (დირექტორი, დირექტორის მოადგილე(ები), ბუღალტერი) და პედაგოგიური საბჭო. 3. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის კოლეჯის ყველა პედაგოგი. 4. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს კოლეჯის დირექტორი. 5. პედაგოგიური საბჭო: ა) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე; ბ) ადგენს პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგლა­მენტს; გ) განიხილავს დირექტორის მიერ შემუშავებულ წლიურ სამუშაო გეგმას; დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შეიმუშავებს კოლეჯის სასწავლო გეგმებს; ე) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის(ების) და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა ანგარიშს (ინფორმაციას) საგანმანათ­ლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავ­შირებით; ვ) იხილავს კოლეჯში საგანმანათლებლო პროგ­რამების განხორციელების, სასწავლებლის სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირე­ბულ სხვა საკითხებს, იღებს შესაბამის გადაწყვეტი­ლებებს. 6. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს დირექტორი და საბჭოს მდივანი. 7. კოლეჯს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელ­საც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. 8. კოლეჯის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური და შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის. 9. კოლეჯის დირექტორი: ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს კოლეჯის საერთო და სასწავლო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს კოლეჯის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს; გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს კოლეჯს ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს; დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და გან­კარგავს კოლეჯის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკის­რება პასუხისმგებლობა კოლეჯის საკუთრებაში არ­სებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრი­ვად და სწორად ხარჯვაზე; ე) საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომის ხელშეკრულებებს კოლეჯის თანამშრომლებსა და საჭიროებისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან, იღებს გადაწყვეტილებებს კოლეჯის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპ­ლინური პასუხისმგებლობის შესახებ; განსაზღვრავს პედაგოგთა დატვირთვის და სახელფასო ანაზღაურების ოდენობას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუა­ლურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, წყვეტს მოსწავლეების კოლეჯში ჩარიცხვისა და გარიცხვის საკითხს; ზ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, არსე­ბული დაფინანსების ფარგლებში, ადგენს მისაღები კონტინგენტის პროექტს; შეიმუშავებს და ამტკიცებს კოლეჯის შინაგანაწესს და წლიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის შესახებ; თ) ამტკიცებს კოლეჯის სტრუქტურული ერთეუ­ლების სამუშაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; ი) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტს, რომლსაც წინასწარ ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოსთან; კ) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს სხვა მოქმედებები. 10. დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი აკადემიური სახე­ლოვნებო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს შესაბამისი პედაგოგიური და შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სასწავლო-შემოქ­მე­დებითი პროცესის ორგანიზაციის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის. 11. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში: ა) პასუხისმგებელია სასწავლო-შემოქმედებით პრო­ცესზე; ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. 12. კოლეჯის ძირითადი სასწავლო სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსად შეიძლება დაინიშნოს განყოფილების პროფილის შესაბამისი უმაღლესი აკადემიური სახელოვნებო განათლების მქონე პიროვნება.     მუხლი 5🔗. კოლეჯის პედაგოგი, კონცერტმაისტერი, სასწავლო-დამხმარე პერსონალი 1. კოლეჯის პედაგოგად და კონცერტმაისტერად მუშაობის უფლება აქვს უმაღლესი აკადემიური სახელოვნებო განათლების მქონე პირს; იგი უნდა ეწეოდეს საქმიანობას დიპლომით მითითებული კვა­ლი­ფიკაციის შესაბამისად. 2. კოლეჯის სასწავლო-დამხმარე პერსონალს წარ­მოადგენს ლაბორანტი, ბიბლიოთეკარი და კოლეჯის საშტატო განრიგით განსაზღვრული სხვა მუშაკები. 3. კოლეჯის პედაგოგის, კონცერტმაისტერის და სასწავლო-დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეო­ბანი განისაზღვრება შინაგანაწესით.     მუხლი 6🔗. კოლეჯის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება 1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორ­ციელებლად კოლეჯს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბა­მისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით. 2. კოლეჯის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობ­რივი სახსრები; ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები; გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებუ­ლი შემოსავალი; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) კანონმდებლობით ნებადართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავ­ლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებ­ლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ კოლეჯის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; კოლეჯის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია. 4. კოლეჯი ვალდებულია კანონმდებლობით დად­გენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს. 5. კოლეჯის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 7🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. კოლეჯს შეუძლია მხოლოდ საქართველოს კულ­ტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინის­ტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედე­ბები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატ­ვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსა­ხორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინან­სთა სამინისტროს თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკური განვითარე­ბის სამინისტროსთან. 4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელება­ზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასა­ჩივრდეს სასამართლოში.     მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიე­რების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობის და საფი­ნანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედ­ველობას. 2. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლს ახორ­ციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით.     მუხლი 9🔗. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. კოლეჯის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 10🔗. კოლეჯის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი 1. კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.