საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის 6-ე პუნქტის შესაბამისად წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს შემდეგი წესით:

1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე  ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდისა და წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.

2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს  პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.

3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის, გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად.

4. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებს/ღონისძიებებს და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს  შორის ასიგენებების გადანაწილება (მათ შორის: სარეზერვო ფონდის და წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის, გათვალისწინებული ასიგნებები), შესაძლებელია  განხორციელდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

5. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს;

6. ამ მუხლის 2-5 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის  წლიურ ბიუჯეტში ცვლილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო  სამსახური, განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget