“საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახუროს უფროსის 1999 წლის 12 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებულ “სადაზღვევო ორგანოზაციების ანგარიშგების წესებში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.24.016.009.645
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის
უფროსის ბრძანება №33
2006 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 12 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სადაზღვევო ორგანიზაციების ანგარიშგების წესებში“ (სსმ III, 1999 წ., №8(15), მუხლი 137) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 12 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სადაზღვევო ორგანიზაციების ანგარიშგების წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. უწყებრივ სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №XII-8-ში მე-6 და მე-7 სვეტი გაერთიანდეს და მე-6 სვეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,სხვა აქტივები“.
2. მე-2 მუხლში თ1) პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის თ2) პუნქტი:
,,თ2) ფორმა №XII-10 ,,სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით გაწეული საქმიანობის შესახებ მონაცემები“;
3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ფორმა №XII-1ა ,,მონაცემები კვარტალის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ“, ფორმა №XII-2ა ,,მონაცემები სადაზღვევო ორგანიზაციის საკუთარი კაპიტალის ოდენობის შესახებ“, ფორმა №XII-4ა ,,მოქმედი ხელშეკრულებების რაოდენობის“ შესახებ, ფორმა №XII-5ა ,,სადაზღვევო რეზერვების ინვესტირების შესახებ“, ფორმა №XII-6ა ,,მონაცემები გადაზღვევის ოპერაციების განხორციელების შესახებ“, ფორმა №XII-7ა ,,მონაცემები საქმის წარმოებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ“, ფორმა №XII-8ა ,,მონაცემები კვარტალის ბოლოსათვის სადაზღვევო ორგანიზაციის კუთვნილი აქტივების შესახებ“, ფორმა №XII-9ა ,,მონაცემები საბანკო ანგარიშებზე რიცხული თანხების შესახებ“ და ფორმა №XII-10ა ,,სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით გაწეული საქმიანობის შესახებ მონაცემები“ სადაზღვევო ორგანიზაციის მხრიდან ექვემდებარება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში ყოველკვარტალურ წარმოდგენას ყოველი კვარტალის დამთავრებიდან 25 დღის ვადაში“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ცერცვაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახუროს უფროსის 1999 წლის 12 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებულ “სადაზღვევო ორგანოზაციების ანგარიშგების წესებში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.12.2006.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახუროს უფროსის 1999 წლის 12 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებულ “სადაზღვევო ორგანოზაციების ანგარიშგების წესებში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"?
- “საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახუროს უფროსის 1999 წლის 12 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებულ “სადაზღვევო ორგანოზაციების ანგარიშგების წესებში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" მიღებულია 07.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №33. სარეგისტრაციო კოდი — 290.160.000.24.016.009.645.
- რამდენი მუხლისგან შედგება “საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახუროს უფროსის 1999 წლის 12 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებულ “სადაზღვევო ორგანოზაციების ანგარიშგების წესებში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის “საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახუროს უფროსის 1999 წლის 12 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებულ “სადაზღვევო ორგანოზაციების ანგარიშგების წესებში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებაა “საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახუროს უფროსის 1999 წლის 12 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებულ “სადაზღვევო ორგანოზაციების ანგარიშგების წესებში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", №33, 07.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.24.016.009.645 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/67966/