„კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის“ პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 4 685,4 ათასი ლარი. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის გეგმა
05 00
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი
4685.4
05 01
სპორტის სფეროს განვითარება
1581.6
05 01 01
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება
95.0
05 01 02
სასპორტო გაერთიანების ხელშეწყობა
1461.6
05 01 03
მცხეთა – მთიანეთის სარაგბო კლუბის ხელშეწყობა
25.0
05 02
კულტურის სფეროს განვითარება
2933.8
05 02 01
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება
500.0
05 02 02
სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა
121.4
05 02 03
ბიბლიოთეკების ხელშეწყობა
693.2
05 02 04
მუზეუმების ხელშეწყობა
135.1
05 02 05
კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელშეწყობა
250.8
05 02 06
კულტურის სახლების დაფინანსება
876.2
05 02 07
ტელემაუწყებლობის და საგამომცემლო საქმიანობის დაფინანსება
4.0
05 02 08
მუსიკალური კოლექტივების დაფინანსება
186.9
05 02 09
ა(ა)იპ"დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და ტურიზმის განვითარების ცენტრის" დაფინანსება
166.2
05 03
წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელების წახალისების და ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება
50.0
05 04
რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება
120.0
პროგრამის დასახელება
კოდი
სპორტის სფეროს განვითარება
დაფინანსება ათას ლარში
05 01
1581.6
პროგრამის განმახორციელებელი სამსახურები
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება“
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. 2025 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიება. ჩატარდება მუნიციპალური, რეგიონული, საერთაშორისო და რესპუბლიკური ტურნირები ჭიდაობის სხვდასხვა სახეობაში, უმცროს ასაკში, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში, ასევე რეგიონული და რესპუბლიკური ტურნირები ფეხბურთში, ფრენბურთში, ნიჩბოსნობაში, კრივში, კარატეში და სპორტის სხვა სახეობაში.
პროგრამა ხელს უწყობს სპორტულ აქტივობებში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებას და სპორტული წრეების საქმიანობაში გოგონებისა და ბიჭების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას. ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები ხელს უწყობს სპორტული აქტივობებში გოგონებისა და ბიჭების თანაბარ ჩართულობას.
მოსალოდნელი შედეგი
მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების ხელშეწყობა და ქალისა და კაცის თანასწორობის ასპექტების გათვალისწინებით თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. სასპორტო განათლების სისტემის განვითარება, ბავშვთა და ახალგაზრდობის ჯანმრთელობისა და ჰარმონიული განვითარების, ფიზიკური აღზრდის, ერთიანი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება, „ვირტუალურ სამყაროში“ ცხოვრებისაკენ მიდრეკილების, ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმისადმი ლტოლვის დაძლევა, ცხოვრების „უძრავი წესის” ჩანაცვლება ფიზიკურად აქტიური ცხოვრებით. მწვრთნელ-მასწავლებელთა და სპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დუშეთის მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 16-ის ამოცანა 16.6: ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე თვითმმართველობის ორგანოების შექმნა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება
დაფინანსება ათას ლარში
05 01 01
95.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიების, ტურნირის, შეჯიბრების ორგანიზება, ხელშეწყობა და დაფინანსება.
მოსალოდნელი შედეგი
მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის საშეჯიბრო სისტემის განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სასპორტო გაერთიანების ხელშეწყობა
დაფინანსება ათას ლარში
05 01 02
1461.6
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ დაფინანსებას და შესაბამისად სპორტის სხვადასხვა წრის (ფეხბურთი, ჭიდაობა, კალათბურთი, ჭადრაკი, ფრენბურთი, ნიჩბოსნობა, კრივი, კარატე, ტანვარჯიში, ძალოსნობა, მძლეოსნობა) შეუფერხებელ ფუნქციონირებას მთელი წლის განმავლობაში.
მოსალოდნელი შედეგი
„დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება“ მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს შეუფერხებლად; ყველა მსურველის შესაძლებლობა ექნება ჩაებას სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში. განვითარდება სასპორტო განათლების სისტემა. ხელი შეეწყობა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მცხეთა-მთიანეთის სარაგბო კლუბის ხელშეწყობა
დაფინანსება ათას ლარში
05 01 03
25,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „მცხეთა-მთიანეთის სარაგბო კლუბი ყაზბეგი“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ა(ა)იპ „მცხეთა-მთიანეთის სარაგბო კლუბი ყაზბეგის“ დაფინანსებას რომლის ერთ-ერთ წევრს (დამფუძნებელს), მცხეთის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებთან ერთად წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტი.
მოსალოდნელი შედეგი
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში სარაგბო სპორტის განვითარების ხელშეწყობა, მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების ხელშეწყობა, მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა.
პროგრამის დასახელება
კოდი
კულტურის სფეროს განვითარება
დაფინანსება ათას ლარში
05 02
2933.8
პროგრამის განმახორციელებელი სამსახურები
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი“
პროგრამის აღწერა და მიზანი
ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება; მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ახალი ობიექტების მშენებლობა მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს.
ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად გაგრძელდება კულტურული დაწესებულებების ფინანსური მხარდაჭერა, კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია; ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების, თეატრის, ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების ხელშეწყობა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; სახელოვნებო განათლების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა;
პროგრამის დაგეგმვის დროს გათვალისწინებულია ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ასპექტები, კულტურის სხვადასხვა წრეების შეთავაზების დროს ყურადღება ექცევა ქალები/გოგონებისა და კაცების/ბიჭების განსხვავებული საჭიროებებს, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
მოსალოდნელი შედეგი
ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ასპექტების გათვალისწინებით დაგეგმილი კულტურული პოლიტიკა; არსებული სახელოვნებო და კულტურული დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირება, მიმდინარე შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობა, კულტურის სფეროს დარგების განვითარება და მათი პოპულარიზაცია.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დუშეთის მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 11-ის ამოცანა 11.4: მუნიციპალიტეტში კულტურისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისა და მოვლისათვის ძალისხმევის გაძლიერება
მიზანი 16-ის ამოცანა 16.6: ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე თვითმმართველობის ორგანოების შექმნა
ამოცანა 16.10: საზოგადოებისთვის ინფორმაციაზე მუდმივი წვდომის უზრუნველყოფა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება
დაფინანსება ათას ლარში
05 02 01
500.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების, ფესტივალების, ფორუმების, საქველმოქმედო აქციების, ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამოების ორგანიზებას; კულტურული პროექტების თანადაფინანსებას;
კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, წარმატებული შემოქმედებითი ჯგუფების და ახალგაზრდების წახალისებას.
მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდა, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია და მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდა; კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, პოპულარიზაცია.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა
დაფინანსება ათას ლარში
05 02 02
121.4
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება.
სახელოვნებო განათლება ქვეყნის კულტურისა და განათლების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, როგორც ქართული კულტურის სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და ხელოვნების განვითარების, ისე ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის სრულყოფის საკითხში.
ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს სახელოვნებო სკოლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
სახელოვნებო სკოლაში ფუნქციონირებს ხატვის, ძერწვის, თექაზე მუშაობის, ლიტერატურის, საეკლესიო საგალობლების და სხვა წრეები, სადაც სწავლობს 100-ზე მეტი მოსწავლე.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სახელოვნებო წრეები წლის განმავლობაში ფუნქციონირებენ შეუფერხებლად. აღსაზრდელები მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ბიბლიოთეკების ხელშეწყობა
დაფინანსება ათას ლარში
05 02 03
693.2
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის ალ. როინაშვილის სახელობის საბიბლიოთეკო გაერთიანება“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ, სრულ და ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს.
ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული განვითარების მიზნით, ისევე როგორც გასულ წლებში, 2026 წელს გაგრძელდება ადგილობრივი ბიბლიოთეკების დაფინანსება. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ქ.დუშეთის ალ. როინაშვილის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკა, დაბა ჟინვალის, დაბა ფასანაურის სადაბო ბიბლიოთეკა, ანანურის, ჭოპორტის, ბარისახოს, გრემისხევის, დავათის, მაღაროსკარის, ბაზალეთის, ოძისის, ჭართლის, შატილის სასოფლო ბიბლიოთეკები. აღნიშნული ბიბლოთეკები ხელს უწყობს მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტელექტუალურ განვითარებას და მოსახლეობის საჭირო ლიტერატურით მომარაგებას. 2026 წელს დაგეგმილია არაგვისპირის და მჭადიჯვრის სასოფლო ბილიოთეკების გახსნა.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების შეუფერხებელი ფუნქციონირება. ბიბლიოთეკაში არსებული წიგნადი ფონდის გაუმჯობესება. ხელი შეეწყობა ახალი თაობის დაინტერესებას წიგნით. განხორციელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მუზეუმების ხელშეწყობა
დაფინანსება ათას ლარში
05 02 04
135.1
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული მუზეუმების ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ, სრულ და ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს.
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება დანიელ ჭონქაძის მემორიალური, დუშეთის მხარეთმცოდნეობის, გოდერძი ჩოხელის მუზეუმები. პროგრამა ხელს შეუწყობს აღნიშნული მუზეუმების ფუნქციონირებას, პოპულარიზაციასა და განვითარებას.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული მუზეუმების ფუნქციონირება. საგამოფენო-საექსპოზიციო საქმიანობის გააქტიურება კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარებითა და გაძლიერებით; მუზეუმებში მიმდინარე მოვლენებით საზოგადოების დაინტერესება და დამთვალიერებელთა რაოდენობის ზრდა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელშეწყობა
დაფინანსება ათას ლარში
05 02 05
250.8
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს კულტურულ-საგანმათლებლო ცენტრის (ადმინისტრაციის) ხარჯების დაფინასებას, ასევე ქართულ-ლიეტუვური კულტურის ცენტრის დაფინანსებას.
მოსალოდნელი შედეგი
შეუფერხებლად იფუნქციონირებს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კულტურულ-საგანმათლებლო ცენტრი. უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა კულტურული ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურის სახლების დაფინანსება
დაფინანსება ათას ლარში
05 02 06
876.2
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ქ.დუშეთის და დაბა ჟინვალის კულტურის სახლები. აღნიშნული კულტურის სახლები ემსახურება პოეზიის საღამოების, ფოლკლორული და თეატრალური ღონისძიებების ჩატარებას. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ.დუშეთის და დაბა ჟინვალის კულტურის სახლებისათვის სცენის აღჭურვილობის შესყიდვა. ამავე ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ქალილო’’, რომლის შემადგენლობაშიც 21 წევრია, ჟინვალის კულტურის სახლთან არსებული ბენდი, რომლის შემადგენლობაშიც 11 წევრია, ფშავის უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი, რომლის შემადგენლობაშიც 12 წევრია.
მოსალოდნელი შედეგი
მოქმედი კულტურის სახლები წლის განმავლობაში ფუნქციონირებენ შეუფერხებლად. დაკმაყოფილებული იქნება ქორეოგრაფიულ, ფოლკლორულ და სხვა წრეებზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების მოთხოვნა. იდგმება სპექტაკლები. კულტურის სახლების ადმინისტრაციული პერსონალი უზრუნველყოფილია სამუშაო პირობებით.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ტელემაუწყებლობის და საგამომცემლო საქმიანობის დაფინანსება
დაფინანსება ათას ლარში
05 02 07
4.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო ბიულეტენის – „დუშეთის მაცნეს“ დაფინანსება, რომელიც ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას საინტერესო-საინფორმაციო სიახლეებით, აგრეთვე – ინფორმაციის მიწოდებას მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი პროგრამების შესახებ.
მოსალოდნელი შედეგი
მოსახლეობის ინფორმირებულობის და ჩართულობის გაზრდა. მუნიციპალიტეტის ორგანოთა საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მუსიკალური კოლექტივების დაფინანსება
დაფინანსება ათას ლარში
05 02 08
186.9
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ქ. დუშეთის, დაბა ჟინვალის და დაბა ფასანაურის სამუსიკო სკოლები, სადაც სწავლობს 200-მდე მოსწავლე, რაც ხელს შეუწყობს მოზარდ თაობაში ხელოვნების განვითარებას. მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებსა და ფესტივალებში.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამუსიკო სკოლები წლის განმავლობაში ფუნქციონირებენ შეუფერხებლად. სრულად არის დაკმაყოფილებული სამუსიკო დაწყებით განათლებაზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების მოთხოვნა. სკოლების აღსაზრდელები მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ა(ა)იპ "დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და ტურიზმის განვითარების ცენტრის" დაფინანსება
დაფინანსება ათას ლარში
05 02 09
166.2
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და ტურიზმის განვითარების ცენტრი
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევა და პოპულარიზაცია, მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების პოტენციალის კვლევა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური, არქიტექტურული, ქალაქთმშენებლობის (ურბანული), პალეოგრაფიული, მემორიალური, ეთნოგრაფიული და სხვა ტიპის ძეგლების გამოვლენა, შესწავლა და სათანადო საინფორმაციო ბაზის შექმნა.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
პროგრამის დასახელება
კოდი
წარმატებული სპორტსმენების, მწვრთნელების წახალისება და ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება
დაფინანსება ათას ლარში
05 03
50,0
პროგრამის განმახორციელებელი
მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდებისთვის არაფორმალური საგანმანათლებლო სერვისების ხელმისაწვდომობას, ახალგაზრდების ჩართულობას მასობრივ ღონისძიებებში, ახალგაზრდების ნიჭისა და უნარების თვითრეალიზებას, სამეწარმეო უნარების განვითარებას. განხორციელდება მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებები, თემატური ფესტივალები გასართობი, შემეცნებითი და არაფორმალურ – საგანმანათლებლო აქტივობები. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიება, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ინტელექტუალური და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენა, ინოვაციური იდეების მქონე საინიციატივო ჯგუფების და წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების ხელშეწყობა.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დუშეთის მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 16-ის ამოცანა 16.6: ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე თვითმმართველობის ორგანოების შექმნა
პროგრამის დასახელება
კოდი
რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება
დაფინანსება ათას ლარში
05 04
120.0
პროგრამის განმახორციელებელი
მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში ხელი შეეწყობა დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკლესია-მონასტრების ფინანსურ მხარდაჭერას.
მოსალოდნელი შედეგი
რელიგიური ორგანიზაციების შეუფერხებელი ფუნქციონირების მხარდაჭე