ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს   2,086.9 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის

ათასი ლარი

06 00

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

2,086.9

06 01

ჯანმრთელობის დაცვა

411.9

06 01 01

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

411.9

06 01 02

ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაცია

-

06 02

სოციალური დაცვა

1,675.0

06 02 01

ოპერაციების, მკურნალობის, კვლევების

და ონკოლოგიური დაავადებისთვის გაწეული სამედიცინო ხარჯების

დაფინანსება

675.0

06 02 03

ახალდაბადებულების დახმარება

250.0

06 02 04

ერთჯერადი სოციალური დახმარებები

600.0

06 02 05

ფინანსური დახმარება ოჯახების საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად

20.0

06 02 06

მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისათის ფასიანი სწავლების დაფინანსება

50.0

02 06 10

ფინანსური დახმარება მედიკამენტების შესაძენად

80.0

პროგრამის

დასახელება

კოდი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

2026 წლის

ათასი ლარი

06 01 01

411.9

პროგრამის

განმახორციელებელი

ა(ა)იპ  ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

პროგრამის აღწერა

მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება

არსებული რეალობებისადმი მიდგომების ახლებურად გააზრებას და რადიკალურ გარდაქმნებს

ითხოვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემათა გადაჭრა მოსახლეობის მომსახურების

მრავალფეროვნებაში,არსებულ პირობებთან ადაპტირებაში, ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი

საფრთხეებისა და რისკების თავიდან

აცილებაში მდგომარეობს.  თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის სფეროში არის:

ა) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში

სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

ბ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში

პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის

დაწესებულებებში სანიტარიული

ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის

დაწესებულებებში ესთეტიკური და

კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების

პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დავის კონტროლი;

დ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული

იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების,შენახვისა და განაწილების

უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის;

ე) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას;

ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა;

ზ)„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის

განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
პროგრამა შედგება შემდეგი ქვეპროგრამებისაგან:
1 ეპიდზედამხედველობა (მათ შორის ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამა)  პარაზიტოლოგიურ დაავადებათა კონტროლი)
2 იმუნიზაციია.
3 ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარების ხელშეწყობა
4 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის

დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა.

პროგრამის მიზანი

მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და

საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება;

მოსალოდნელი

შედეგი

მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საგანგებო სიტუაციების ლოკალიზება

კავშირი მდგრადი განვითარების

მიზანთან

სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა.

ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.

სოციალური დაცვა

პროგრამა ითვალისწინებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები  საქართველოს მოქალაქეებისათვის და   საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე მოქალაქეებისთვის (რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ახალქალაქის მუნიციპალიტეტი), ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – დევნილებისათვის (შემდგომ ტექსტში ბენეფიციარები) გარკვეული შეღავათებითა და  სოციალური დახმარებების უზრუნველყოფას. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სხვა სოციალური პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის სოციალური  მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პროგრამის დასახელება

კოდი

ოპერაციების, მკურნალობის, კვლევების

და ონკოლოგიური დაავადებისთვის გაწეული სამედიცინო ხარჯების

დაფინანსება

2026 წლის

ათასი ლარი

06 02 01

675,0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური უზრუნველყოფის და ჯანდაცვის განყოფილება

პროგრამის აღწერა და მიზანი

მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები (გარდა ონკოლოგიური დაავადების მქონე მოსახლეობისა) დაფინანსება :

ა) ბენეფიციარს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით დაუფინანსდება გამოკვლევები, მოთხოვნილი თანხის 50%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;

ბ)  შშმ ბავშვებს დაუფინანსდება გამოკვლევები, მოთხოვნილი  თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა;

გ)  18 წლამდე ასაკის ბავშვებს დაუფინანსდება გამოკვლევები, მოთხოვნილი  თანხის 30%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 300  (სამასი) ლარისა.

დ) მოქალაქეს, რომელიც არ  აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებს  და გამოკვლევებისთვის გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება 1200 ლარს,   დაუფინანსდება/აუნაზღაურდება   30%-მდე  ერთჯერადად 1000  (ათასი) ლარამდე;

მოსახლეობის გეგმური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების (გარდა ონკოლოგიური დაავადების მქონე მოსახლეობისა) დაფინანსდება :

ა) ბენეფიციარს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით  დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი თანხის 50%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.

ბ) ბენეფიციარს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“; ქვეპუნქტი და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 800 (რვაას) ლარს, დაფინანსება მოხდეს შემდეგი ლიმიტებით:

ბ.ა) თუ გადასახდელი თანხა არის 800-დან 1000 ლარამდე, ერთჯერადად დაუფინანსდება მოთხოვნილი თანხის , 30%-მდე  არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა;

ბ.ბ) თუ გადასახდელი თანხა აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება მოთხოვნილი  თანხის 30%-მდე  არაუმეტეს     1000 (ათასი) ლარისა;

ბ.გ) თუ გადასახდელი თანხა აღემატება 5000 (ხუთი ათასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება  მოთხოვნილი  თანხის  30%-მდე  არაუმეტეს,  1500 (ერთიათას ხუთასი) ლარისა.

ბ.დ) თუ გადასახდელი თანხა აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება  მოთხოვნილი  თანხის 30%-მდე, არაუმეტეს 2000 (ორი ათსი) ლარისა.

ბ.ე) შშმ  ბავშვებს  დაუფინანსდება მოთხოვნილი  თანხის  100%-ამდე 1500 ლარამდე.

ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარს დაუფინანსდება ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული გამოკვლევები, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობა მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი  თანხის 100%-მდე,  წლის განმავლობაში არაუმეტეს  2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა.

ასევე, გადაუდებელი აუცილებლობისას, ჯანმრთელობის მდგომარეობის , სამკურნალო რეკომენდაციების და სხვა სამედიცინო ჩვენებების გათვალისწინებით , ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარს აუნაზღაურდეს ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული სამედიცინო ხარჯების 100 % ,  არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარი.

მოსახლეობის მკურნალობის ხარჯები

ბენეფიციარს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით წლის განმავლობაში დაუფინანსდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.

შშმ ბავშვებს,  ასევე დაუნის,  აუტისტური სპექტრის მქონე ან სხვა ფსიქიკური აშლილობის და განვითარების ეტაპების დაყოვნების მქონე ბავშვებს  დაუფინანსდება მკურნალობა/თერაპია/რეაბილიტაცია/მასაჟი, მოთხოვნილი  თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.

18 წლამდე ასაკის ბავშვებს  დაუფინანსდება მკურნალობა, მოთხოვნილი  თანხის 30%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 500  (ხუთასი)  ლარისა.

თუ ბენეფიციარის მკურნალობის  ხარჯი აღემატება 5000 ლარს დაფინანსდება ერთჯერადად  გადასახდელი თანხის 30 % არაუმეტეს 2000 ლარისა.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ხარისხის გაუმჯობესება

კავშირი მდგრადი განვითარების

მიზანთან

სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა.

პროგრამის დასახელება

კოდი

ახალშობილთა  დახმარება

2026 წლის

ათასი ლარი

06 02 03

250,0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური უზრუნველყოფის და ჯანდაცვის განყოფილება

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დახმარება, ახალშობილის შეძენის შემთხვევაში. პირველი ბავშვის შეძენისას 500,  მეორე ბავშვის შეძენაზე ოჯახი მიიღებს 600 ლარს, მესამე ახალშობილისთვის – 700  ლარი,მეოთხე ახალშობილისთვის – 800 ლარი, შემდგომი ყოველი ახალშობილისთვის 300 ლარით მეტი.  დახმარება გაიცემა ახალშობილის დაბადებიდან 12 თვის განმავლობაში, 2025 წელს დაბადებულებიც მიიღებენ აღნიშნულ დახმარებას, თუ გასულ წელს არ უსარგებლიათ ანალოგიური დახმარებით.

მოსალოდნელი შედეგი

მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება

კავშირი მდგრადი განვითარების

მიზანთან

სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა.

პროგრამის დასახელება

კოდი

ერთჯერადი სოციალური დახმარებები

2026 წლის

ათასი ლარი

06 02 04

600.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური უზრუნველყოფის და ჯანდაცვის განყოფილება

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ფინანსური დახმარება სოციალურად დაუცველ  ოჯახების 0-100 000 ქულამდე დახმარების ოდენობა  200-1500 ლარ, სოციალური მდგომარეობიდან და დამატებით გამივლენილი გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე პროგრამით სარგებლობენ: მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი შვილი)-ერთჯერადათ 400 ლარიდან და შემდგომ ყოველ შვილზე დაემატოს 100 ლარი , იძულებით გადაადგილებულ პირები – დევნილები ერთჯერადათ 300 ლარამდე 34 ბენეფიციოარი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ 18 წლამდე ასაკის თითოეულ დედით  ან/და მამით ობოლ ბავშვს, ასევე მამის და დედისგან მიტოვებულ ბავშვებზე. დახმარება ერთჯერადია და განისაზღვრება თითოეულ დედით და მამით  ობოლ ბავშვზე 800  ლარის ოდენობით , ხოლო დედით ან მამით ობოლ თითოეულ ბავშვზე 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

მკვეთრად გამოხატული შშმ პირების ერთჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვროს 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ხოლო მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები , რომელებიც არიან   გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, დამოუკიდებლად გადაადგილების პრობლემების მქონე (ეტლით მოსარგებლე) , ფსიქოლოგიური დაავადებების მქონე , მუდმივად მწოლიარე (საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ  მომვლელს) , მხედველობით ( უსინათლო) ან/და სმენადაქვეითებულ , ცერებრალური დამბლით, დაუნით და აუტიზმით დაავადებულ ბენეფიციარებს,  1500 ლარის ოდენობით.

შშმ ბავშვები 18 წლამდე 500 ლარის ოდენობით,  ერთჯერადად,დიალიზის კურსზე მყოფი პირები-ერთჯერადათ 2000 ლარის ოდენობით ,100 და 100 წელს გადაცილებული პირები ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით .

საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს (ძალოვან სტრუქტურებში) დაღუპულთა ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების (1000 ლარი) გაწევა საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით.

ასევე საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი ან არაფულადი (მატერიალური) დახმარების, ქვეპროგრამით მოსარგებლენი არიან საზოგადოების ღვაწლმოსილი და დამსახურებული ადამიანები (ბენეფიციარები), ომისა და შრომის ვეტერანები, პენსიონერები, 100 და 100 წელს გადაცილებული პირები, მრავალშვილიანი დედები, შშმ პირები და ა.შ.

მოსალოდნელი შედეგი

სოციალურად დაუცველი ოჯახების,მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ ეკონომოკური მდგომარეობის გაუმჯობესება

მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

შეზღუდული შესაძლებლობისდა განსაკუთრებული მოვლის საჭიროების მქონე პირთა სოციალური, ეკონომიური და მორალური მხარდაჭერა, სიცოცხლის ხარისხის ამაღლება.

ჰემოდიალიზის სეანსზე მყოფი მოქალაქეების სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის ჩატარების ხელშეწყობა. ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია,სიცოცხლის ხარისხის ამაღლება.

სადღესასწაულო განწყობის შექმნა, ეკონომიკური და მორალური მხარდაჭერა

კავშირი მდგრადი განვითარების

მიზანთან

სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა.

პროგრამის დასახელება

კოდი

ფინანსური დახმარება ოჯახების საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად

2026 წლის

ათასი ლარი

06 02 05

20.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური უზრუნველყოფის და ჯანდაცვის განყოფილება

პროგრამის აღწერა და მიზანი

მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახების დახმარება საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად,  საცხოვრებელი ფართის დაზიანების,  საცხოვრებლად გამოუსადეგარ, ავარიულ სახლში/ბინაში ცხოვრების შემთხვევაში ერთჯერადათ 1500 ლარამდე სამუშაო ჯგუფის ადგილზე შეფასების შედაგად.

ეს ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის  საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართზე ხანძრით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 2000 ლარამდე საცხოვრებელ ფართზე, ხოლო არასაცხოვრებელ ფართზე არაუმეტეს 500 ლარი.

.ასევე  ამ ქვეპროგრამით სარგებლობენ  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახები ან/და მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, რის გამოც ცხოვრება უხდებათ ღია ცის ქვეშ, არაადამიანურ პირობებში ან ნებისმიერ სხვა ცხოვრებისთვის მიზანშეუწონელ ადგილას უზრუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებელი ფართით ან ქირით თვეში არაუმეტეს 200 ლარი.

მოსალოდნელი შედეგი

ხანძარისა ასევე საცხოვრებლად უვარგისი სახლების მქონე ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება.  .სხვადასხვა გარემოებებით უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა და სოციალური მდგომარეობის ნაწილობრივ შემსუბუქება.

პროგრამით მოსარგებლე მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

კავშირი მდგრადი განვითარების

მიზანთან

სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა.

პროგრამის დასახელება

კოდი

მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისათვის ფასიანი სწავლების დაფინანსება

2026 წლის

ათასი ლარი

06 02 06

50,0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური უზრუნველყოფის და ჯანდაცვის განყოფილება

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: აკრედიტებულ სასწავლებლებში და პროფესიულ კოლეჯებში სწავლის (საბაკალავრო და „1+4“ პროგრამა) საფასურის დაფინანსება, დახმარება გაეწევა სტუდენტებს (27წლამდე) შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე (მკვეთრად,მნიშნელოვნდ გამოხატული ხარისხი), დედმამით ობლები, მარჩენალდაკარგული , მრავალშვილიანი ოჯახებიდან (4 ან მეტი შვილი, 27 წლამდე) , სოცილურად დაუცველი ოჯახებიდან, სტუდენტებს იმ ოჯახებიდან, რომელ ოჯახშიც არის სამი ან მეტი სტუდენტი, მარტოხელა მშობელი სტუდენტები . დაფინასდება სწავლის საფასურის 50% არაუმეტეს 1125 ლარის.

აგრეთვე ა(ა)იპ – სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება შემდეგ კატეგორებისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შვილები, შშმ ბავშვები, მრავალშვილიანი ოჯახებიდან ბავშვები, დედით ან/და მამით ობოლი ბავშვები, სოცილურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვები.

მოსალოდნელი შედეგი

სტუდენტების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება,რადენობის ზრდა.

კავშირი მდგრადი განვითარების

მიზანთან

სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა.

ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის.

პროგრამის დასახელება

კოდი

სარიტუალო ხარჯების დაფინანსება

2026 წლის

ათასი ლარი

06 02 07

0,0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური უზრუნველყოფის და ჯანდაცვის განყოფილება

პროგრამის აღწერა და მიზანი

სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა (1000 ლარი) და მოვლა - პატრონობის გარეშე დარჩენილი პირის გარდაცვალების შემთხვევაში  სარიტუალო ხარჯების დაფინანსება 1000 ლარი .

მოსალოდნელი შედეგი

სარიტუალო მომსახურებით უზრუნველყოფა.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების  დროს დაღუპულთა  ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება

პროგრამის დასახელება

კოდი

ფინანსური დახმარება მედიკამენტების შესაძენად

2026 წლის

ათასი ლარი

06 02 10

80,0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური უზრუნველყოფის და ჯანდაცვის განყოფილება

პროგრამის აღწერა და მიზანი

გათვალისწინებულია ფინანური დახმარების გაწევა მედიკამენტებისათვის, შესაბამისი საჭიროების მქონე პირების სამედიცინო საშუალებებით უზრნველყოფა. დახმარება გაიცემა სოციალურად დაუცველ პირებზე 100 000 ქულამდე არაუმეტეს 600 ლარი , შშმ ბავშვებზე არუმეტეს 1000 ლარი, ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებზე არაუმეტეს 1200 ლარი, ოფთალმოლოდიური დაავადების მქონე პირებზე ავასტინის და ვიზქიუს  ინექციის საჭიროების შემთხვევაში არუმეტეს 1200 ლარი. შშმ მკვეთრად , მნიშვნელოვნად გამოხატული სტატუსის მქონე პირებს მედიკამენტების შესაძენად 600 ლარამდე.

მოსალოდნელი შედეგი

დაავადებულთა სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის ჩატარება-დასვენებაში   ხელშეწყობა. ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია.

კავშირი მდგრადი განვითარების

მიზანთან

სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა.

ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვ