2027 − 2030 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №87 |
|
2026 წლის 27 თებერვალი ქ. თბილისი |
2. სამუშაო ჯგუფის მუშაობას ხელმძღვანელობს მინისტრი ან სამინისტროს ეკონომიკური/საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის კურატორი მინისტრის მოადგილე, ხოლო მუშაობის პროცესს კოორდინაციას უწევს ეკონომიკური/საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
3. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ასევე ჩაერთონ მინისტრის მოადგილეები, შესაბამისი მიმართულების პოლიტიკის განმსაზღვრელი დეპარტამენტების უფროსები/წარმომადგენლები, საქვეუწყებო და სხვა კონტროლს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები/წარმომადგენლები.
4. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შესაძლებელია, ეთხოვოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის და სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრის) თანამშრომლებს.
5. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შესაძლებელია, ეთხოვოთ სხვა დაინტერესებულ პირებს.
6. სამუშაო ჯგუფმა საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების მომზადების პროცესში უზრუნველყოს ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ელექტრონული სისტემის (E-BTPS – Budget Transparency and Participation System – ebtps.mof.ge) გავრცელება შესაბამისი სფეროს სხვადასხვა ფოკუსჯგუფში.
7. სამუშაო ჯგუფის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა ჩატარდეს არაუგვიანეს 2026 წლის 31 მარტისა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტისა და სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრის) წარმომადგენლები.
ა) 2027 − 2030 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ, №1 დანართის შესაბამისად, 2026 − 2029 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით მათთვის განსაზღვრული ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობების ფარგლებში;
ბ) დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობებისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მიმდინარე და ახალი პოლიტიკის ბიუჯეტზე გავლენის შესახებ ინფორმაციის მომზადებას №3 დანართის №1 ცხრილის შესაბამისად;
გ) 2027 − 2030 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ, №2 დანართისა და №3 დანართის №2 ცხრილის შესაბამისად, თუ ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობები განსხვავდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრებისგან.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა ახალი საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების ინიციირება, რომელიც უნდა დაიწყოს 2027 − 2030 წლების საშუალოვადიან პერიოდში, განახორციელონ „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №65 დადგენილების შესაბამისად, საინვესტიციო პროექტების მართვის ელექტრონული სისტემის (ePIMs) მეშვეობით და ინფორმაცია ასახონ თავიანთ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებში (მათ შორის, 20 მლნ ლარისა და მეტი ღირებულების საინვესტიციო/კაპიტალური პროექტები უნდა გამოიყოს პროგრამის/ქვეპროგრამის სახით, ცალკე პროგრამულ კოდად).
3. საინვესტიციო პროექტების მართვის რეფორმის ფარგლებში 2026 წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების (ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები) ეფექტიანად წარმართვის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, არაუგვიანეს 2026 წლის 28 აპრილისა, „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №65 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, საინვესტიციო პროექტების მართვის ელექტრონული სისტემის (ePIMs) მეშვეობით.
ა) კლიმატის ცვლილების (შერბილება/ადაპტაცია) პოლიტიკის კლასიფიკატორთან კავშირი განახორციელონ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით;
ბ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკის კლასიფიკატორთან კავშირი განახორციელონ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტთან კოორდინაციით;
გ) საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №517 დადგენილებით დამტკიცებული „ხედვა − 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ პოლიტიკის კლასიფიკატორთან კავშირი განახორციელონ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:
ა) საქართველოს სამინისტროებმა, საქართველოს მთავრობის 2026 წლის 15 იანვრის №48 განკარგულების საფუძველზე ევროკომისიისთვის წარდგენილი 2026 − 2028 წლების „ეკონომიკური რეფორმების პროგრამის“ (Economic Reform Program) დოკუმენტში ასახული სტრუქტურული რეფორმების გათვალისწინებით მოამზადონ სტრუქტურული რეფორმების შესახებ ინფორმაცია №4 დანართის შესაბამისად და წარუდგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არაუგვიანეს 2026 წლის პირველი ივნისისა;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამინისტროებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია 2026 − 2028 წლების „ეკონომიკური რეფორმების პროგრამის“ (Economic Reform Program) დოკუმენტზე ევროკომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ არაუგვიანეს 2026 წლის პირველი სექტემბრისა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაცია ასახოს 2027 − 2030 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, 2027 − 2030 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტისა და 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე, ასევე შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოს 2027 − 2029 წლების „ეკონომიკური რეფორმების პროგრამის“ (Economic Reform Program) დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადება.
2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ყოველი წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.
2. საქართველოს სამინისტროებმა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 5 ივლისისა.
|