„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გატავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1433
სარეგისტრაციო კოდი
120.260.010.22.034.009.649
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 167, 13/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.22.034.009.649

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1433

2006 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №38, მუხ. 399) დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ნუსხის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის საკურატორო სფეროში მყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ყველა მოსამსახურეს (ნუსხის 1-ლი და მე-5 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა გარდა) თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დაითხოვს, ამასთან რიგი-თი და ეფრეიტორის შემადგენლობას სამხედრო სამსახურში ჩარიცხავს, სამხედრო სამსახურიდან დაითხოვს, რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობას მორიგ სამხედრო წოდებას მიანიჭებს, აგრეთვე, საშუალო სპეციალურ წოდებას მიანიჭებს სამინისტროს საკადრო დანაყოფის კურატორი მინისტრის მოადგილე.

შენიშვნა: საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებს უმცროს და მორიგ საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი.“

ბ) ნუსხის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

,,შენიშვნა: სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელი (დირექტორი, უფროსი) სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი, სამინისტროს სამმართველოს უფროსი, სამინისტროს სამსახურის უფროსი თავისი ასიგნებების ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს (ხელშეკრულებას უფორმებს და შეუწყვეტს) შტატგარეშე მოსამსახურეებს.“

გ) ნუსხის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6.

სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეთა (გარდა მოადგილეებისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, თავისი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლება (ხელშეკრულების გაფორმე-ბაშეწყვეტა) ხდება საჯარო სამართლის იურიდიუ-ლი პირის ხელმძღვანელის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.“

დ) ნუსხის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7.

სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოსამსახურეთა (გარდა მოადგილეებისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, თავისი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლება (ხელშეკრულების გაფორმება-შეწყვეტა) ხდება სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.“

ე) ნუსხის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9.

სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყველა მოსამსახურეს (ნუსხის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობების გარდა) თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დაითხოვს, თავისი ასიგნებების ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს (ხელშეკრულებას უფორმებს და შეუწყვეტს) შტატგარეშე მოსამსახურეებს, ამასთან სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს რიგითი და ეფრეიტორის შემადგენ-ლობას სამხედრო სამსახურში ჩარიცხავს, სამხედრო სამსახურიდან დაითხოვს, რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობას მორიგ სამხედრო წოდებას მიანიჭებს, აგრეთვე, უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებას მიანიჭებს კურატორი მინისტრის მოადგილე.“

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი