ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №94 |
|
2026 წლის 27 თებერვალი ქ. თბილისი |
ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ძაღლების მოშენებაზე
მორატორიუმის შესახებ
მუხლი 1
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქვეყნის ტერიტორიაზე, ამ დადგენილების ამოქმედებიდან სამი წლის განმავლობაში, გამოცხადდეს ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი, პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის, აგრეთვე სხვა ჯიშის ძაღლის ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა გავრცელდეს:
ა) მომეტებული რისკის მქონე ისეთ ძაღლებზე, როგორიცაა: ამერიკული პიტ ბულ ტერიერი; ფილა ბრაზილეირო; სტაფორდშირის ტერიერი; არგენტინული დოგი; ტოსა ინუ; კანე კორსო და სტაფორდშირ ბულ ტერიერი;
ბ) სხვა ჯიშის ძაღლებზე, კერძოდ: ჰასკი; მალამუტი და ლაიკა.
მუხლი 3
მორატორიუმის მოქმედების პერიოდში მორატორიუმზე კონტროლს განახორციელებენ სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილი ორგანოები.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.02.2026.
- როდის იქნა მიღებული „ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმის შესახებ“?
- „ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმის შესახებ“ მიღებულია 27.02.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №94. სარეგისტრაციო კოდი — 410010020.10.003.025643.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.02.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმის შესახებ“, №94, 27.02.2026, სარეგისტრაციო კოდი 410010020.10.003.025643 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6800538/