ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ბარბარე ყიფიანის ქუჩის გაგრძელების შესახებ

მიღების თარიღი 24.02.2026
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №96
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017053
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/03/2026
138 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვიქტორ კუპრაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 24.02.2026 ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გენო ადამიას ქუჩის გაგრძელების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 09.09.2022 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ივანე კაჭარავას ქუჩის I შესახვევის გაგრძელების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 24.05.2024 ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩის გაგრძელების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 09.08.2022 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №596 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, კობა სერგიას ქუჩის გაგრძელების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 21.11.2023

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ბარბარე ყიფიანის ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №96 2026 წლის 24 თებერვალი  ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ბარბარე ყიფიანის ქუჩის გაგრძელების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ვაკის რაიონში გაგრძელდეს ბარბარე ყიფიანის ქუჩა, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                           ზურაბ აბაშიძე