ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ლიბანის შესახვევისთვის, მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ჩიხებისთვის მაყვალა მრევლიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 24.02.2026
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №97
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017054
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/03/2026
208 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ნადიკვრის III ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, სულიკო თორთლაძის ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის თაბორის მთის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 19.12.2025 ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ივანე მიჩურინის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის ხელბურთელის ჯემალ ცერცვაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 25.08.2023 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, ტაბახმელას ველის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის იუნკერის ნიკოლოზ კალანდარიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 15.05.2020 ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის სახელმწიფო მოღვაწის ფარიხან სოფიევას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 25.08.2023 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, იუნკერთა ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ერთი ჩიხისთვის და ერთი გასასვლელისთვის ოფიცრის გენო ქარუმიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 28.01.2025

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ლიბანის შესახვევისთვის, მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ჩიხებისთვის მაყვალა მრევლიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №97  2026 წლის 24 თებერვალი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ლიბანის შესახვევისთვის, მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ჩიხებისთვის მაყვალა მრევლიშვილის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. გლდანის რაიონში ლიბანის შესახვევს, მასთან მდებარე უსახელო ქუჩას და სამ უსახელო ჩიხს მიენიჭოს მაყვალა მრევლიშვილის სახელი (გაგრძელდეს მაყვალა მრევლიშვილის ქუჩა), თანდართული რუკის თანახმად. 2. გლდანის რაიონში მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს მაყვალა მრევლიშვილის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 3. გლდანის რაიონში, მაყვალა მრევლიშვილის I ჩიხს მიენიჭოს მაყვალა მრევლიშვილის V ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 5. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე