თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კვერნაულაში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2026
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-131. 131260582
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.154.016038
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 06/03/2026
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2026 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბაგაში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხევში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭოპორტში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კვერნაულაში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-131. 131260582
2026 წლის 27 თებერვალი
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კვერნაულაში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ღულელების ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ქვემო კვერნაულაში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს მე-4 ქუჩის მე-2 ჩიხი და მე-4 ქუჩის მე-3 ჩიხის სახელი თანდართული რუკის შესაბამისად.
2 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით.
თიანეთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი