დუშეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ დუშეთში მდებარე იუნკერ შალვა ერისთავის ქუჩის გაგრძელების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2026
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016167
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/03/2026
164 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახატანში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 30.01.2026 დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 21.04.2021 დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურებში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 29.03.2024 დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 28.06.2024 დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩირდილელიანთკარში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 30.01.2026

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ დუშეთში მდებარე იუნკერ შალვა ერისთავის ქუჩის გაგრძელების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №18 2026 წლის 27 თებერვალი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ დუშეთში მდებარე იუნკერ შალვა ერისთავის ქუჩის  გაგრძელების  შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე იუნკერ შალვა ერისთავის ქუჩა გაგრძელდეს თანდართული რუკის შესაბამისად. 2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4. განკარგულება გადაეგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში. 5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17). საკრებულოს თავმჯდომარე                                                  ნუკრი უნდილაშვილი