“საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის №929 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.662
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №982
2006 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის №929 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის №929 ბრძანების (სსმ III, 16.11.2006, №154, მუხ. 2136) №1 დანართით დამტკიცებულ „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – რესურსცენტრი) – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო;“.
2. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დირექტორობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მიმართ – შესაბამისი განათლების სამინისტრო.“
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კონკურსანტებთან გასაუბრებას უზრუნველყოფს თითოეულ საკონკურსო ტერიტორიულ ერთეულში მინისტრის მიერ შექმნილი კომისია. ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატთა შესარჩევად კონკურსანტების გასაუბრებას უზრუნველყოფს შესაბამისი განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია.“.
3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კონკურსანტები უფლებამოსილნი არიან ტესტირება გაიარონ რუსულ ენაზე, გარდა ამ წესის მე-13 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტირების ნაწილისა.“
4. მე-9 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი.
5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები.
6. 27-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს 11 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დირექტორობის კანდიდატებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვოს ინფორმაცია ნასამართლობის შესახებ და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად წარუდგინოს შესაბამისი სკოლის სამეურვეო საბჭოს.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში გამოვლინდა, რომ საკონკურსო ტერიტორიულ ერთეულში განთავსებულ სკოლაში კანდიდატად შერჩეულმა პირებმა უარი თქვეს კანდიდატობაზე მინისტრის მიერ ამ სკოლაში განმეორებით განაწილდებიან დირექტორობის კანდიდატები ამავე ტერიტორიული ერთეულის სხვა სკოლაში/სკოლებში არჩევნების ჩატარების შემდეგ. განმეორებით განაწილებაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც იმავე საკონკურსო ტერიტორიულ ერთეულში არსებულ საჯარო სკოლებში წარდგენილ იქნენ სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად და არ იქნენ არჩეულნი.“.
7. 27-ე მუხლის შემდეგ დაემატოს VII1 თავი შემდეგი რედაქციით:
„თავი VII1
ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების დორექტორების შერჩევის კონკურსის თავისებურებები
მუხლი 271. ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების დირექტორების შერჩევის კონკურსის თავისებურებები
ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით, მე-20 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით, 26-ე მუხლის პირველი პუნქტით და 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ მინისტრის უფლებამოსილებებს ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მიმართ ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი, რომელიც მოქმედებს ამ წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
მუხლი 2.
„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის №929 ბრძანების №2 დანართით დამტკიცებული ნუსხის მე-2 პუნქტის „ბ“ და მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №29 დადგენილება;
ვ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №740/926 ერთობლივი ბრძანება;“.
მუხლი 3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია