დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭოპორტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2026
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016168
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/03/2026
180 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 99% 28.11.2025 დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭოპორტში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 99% 28.02.2025 დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 30.05.2023 დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭოპორტში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 30.01.2026 დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 21.04.2021

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭოპორტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №16 2026 წლის 27 თებერვალი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭოპორტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭოპორტში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს 25-ე, 26-ე, 27-ე ქუჩების სახელები, ხოლო 26-ე ქუჩის შესახვევს მიენიჭოს 26-ე ქუჩის პირველი შესახვევის სახელი, თანდართული რუკის შესაბამისად. 2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4. განკარგულება გადაეგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში. 5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17). საკრებულოს თავმჯდომარე  ნუკრი უნდილაშვილი