აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/58
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/03/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/58

2026 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2026 წლის 03 თებერვლის №01/204, 05 თებერვლის №01/227 და 9 თებერვლის №01/318 განცხადებები – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში – დეპარტამენტი) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: 

დეპარტამენტი ახორციელებს E-70 საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბათუმის შემოვლითი გზის – სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთის მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი), რომელიც ფინანსდება საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებული 2025 წლის 06 ოქტომბრის სასესხო შეთანხმების ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 12 ნოემბრის №1049-IVმს-XIმპ დადგენილებით). საპროექტო გზა მოიცავს სარფი-ბათუმის მონაკვეთს და მდებარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. ბათუმის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. საპროექტო მონაკვეთი იწყება მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე. გადის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად და კვეთს მდინარე ჭოროხს 4673 მ სიგრძის ხიდით. საავტომობილო გზა მთავრდება სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: ოთხზოლიანი კვანძის მოწყობა გზის დასაწყისში (მდ.ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე), ორზოლიანი ხიდის მშენებლობა ჭოროხზე, ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა და ოთხზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა არსებულ გზასთან შეერთების ზონაში. გზის სავალი ნაწილის სიგრძეა 11 კმ (3.75 მეტრი სიგანის ზოლებით), ორივე მხარეს 1.75 მ სიგანის გვერდულებით. ბათუმი-სარფის საპროექტო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც ბათუმის შემოვლით მაგისტრალურ გზას შეუერთდება და საქართველოს საზღვარს დააკავშირებს თურქეთის რესპუბლიკასთან. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული:

ჯემალ გოგიტიძის (პ/ნ 61006003791) საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში, დასახლება მეჯინისწყალში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 540 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №05.32.23.876) ნაწილის – 144 კვ. მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

დავით გოგიტიძის (პ/ნ 61006073651) საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში, ოპიზრების ქუჩა №14- ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4 858 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №05.32.10.430) ნაწილის – 383 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

თინათინ შარაძისა (პ/ნ 61006002236) და მურმან შარაძის (პ/ნ 61006002238) თანასაკუთრებაში არსებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალისოფელში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2360 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №22.29.02.266 სრულად) და მასზე არსებული აქტივების (შენობა-ნაგებობები, ღობე, ჭიშკარი, მრავალწლიანი ნარგავები) და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალისოფელში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1546 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №22.29.02.414, სრულად) და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს შუამდგომლობები და დეპარტამენტს მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება E-70 საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბათუმის შემოვლითი გზის – სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთის მშენებლობის პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ ბათუმში, დასახლება მეჯინისწყალში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 540 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №05.32.23.876) მესაკუთრეა ჯემალ გოგიტიძე (პნ 61006003791).  

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ჯემალ გოგიტიძის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში, დასახლება მეჯინისწყალში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 540 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი № 05.32.23.876) ნაწილი – 144 კვ. მ მიწის ნაკვეთი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ ბათუმში, ოპიზრების ქუჩა №14 - ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4858 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №05.32.10.430) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების ( №1- საერთო ფართი 98.3 კვ.მ, №2-საერთო ფართი 7.72 კვ.მ, №3- საერთო ფართი 2.62 კვ.მ, №4 - საერთო ფართი 5.03 კვ.მ) მესაკუთრეა დავით გოგიტიძე (პ/ნ 61006073651).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა დავით გოგიტიძის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში, ოპიზრების ქუჩა №14 - ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4 858 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №05.32.10.430) ნაწილი – 383 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალისოფელში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2360 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №22.29.02.266) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების (№1/3, №2/1, №3/1) და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალისოფელში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1546 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა თინათინ შარაძე (პ/ნ 61006002236) და მურმან შარაძე (პ/ნ 61006002238).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა თინათინ შარაძის და მურმან შარაძის თანასაკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალისოფელში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2360 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №22.29.02.266) სრულად და მასზე არსებულ აქტივები და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალისოფელში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1546 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 22.29.02.414) სრულად და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები. 

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2026 წლის 24 თებერვლის სხდომის ოქმების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1. E- 70 საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბათუმის შემოვლითი გზის – სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ:

1.1. ჯემალ გოგიტიძის (პ/ნ 61006003791) საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ბათუმში, დასახლება მეჯინისწყალში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 540 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 05.32.23.876) ნაწილზე – 144 კვ. მ მიწის ნაკვეთზე.

1.2. დავით გოგიტიძის (პ/ნ 61006073651) საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ბათუმში, ოპიზრების ქუჩა №14-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4858 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №05.32.10.430) ნაწილზე – 383 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

1.3. თინათინ შარაძისა (პ/ნ 61006002236) და მურმან შარაძის (პ/ნ 61006002238) თანასაკუთრებაში არსებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალისოფელში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 360 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №22.29.02.266) სრულად და მასზე არსებულ აქტივებზე (შენობა-ნაგებობები, ღობე, ჭიშკარი, მრავალწლიანი ნარგავები) და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალისოფელში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 546 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 22.29.02.414) სრულად და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე. 

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო ენუქიძე