შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: ავთანდილ ბოლოთაშვილი N:003-26)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/03/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო შეტყობინება

აუქციონის გამოცხადების შესახებ

2026 წლის 6 მარტი

სპეციალისტი:   შპს „პირველი ქართული აუქციონი“ (ს/ნ: 204954086)

დირექტორი:     ლაშა ჭიჭინაძე

მისამართი:       ქ. თბილისი, ტოვსტონოგოვის 13

ელ. ფოსტა:        info@pqa.ge

ტელეფონი:       577783434

კრედიტორი:     სს „ლიბერთი ბანკი“ (ს/ნ: 203828304)

მოვალე/მესაკუთრე: ავთანდილ ბოლოთაშვილი (პ/ნ: 59001108703), მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო სობისი, 1-ლი ქუჩის I შესახვევი, № 4

სპეციალისტი აცხადებს მეორე საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საჯარო აუქციონის №: 003-26

უძრავი ქონების რეკვიზიტები: გორი, სოფელი ზერტი (საკადასტრო კოდი: 66.53.04.153)

აუქციონის ჩატარების დრო: 17.03.2026 წლის 14:00 სთ

აუქციონის დასრულების დრო: 20.03.2026 წლის 14:00 სთ.

აუქციონის ჩატარების ადგილი: www.eauction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „პირველი ქართული აუქციონი“

უძრავი ქონების საწყისი ფასი: 32 539.22 ლარი;

უძრავი ქონების აღწერა: სარეალიზაციოდ წარმოდგენილია სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით 20328 კვ/მ., რომელზეც გაშენებულია ატმის ბაღები. მიწის ნაკვეთი მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში, ს/კ: 66.53.04.153;

საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები: სარეალიზაციო ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, საფუძველი: შემოსავლების სამსახურის შეტყობინება №0252804, 27.11.2025. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად ქონების ახალ მფლობელზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ გავრცელდება.

ყურადღება: საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველობის ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. აუქციონში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ აკმაყოფილებენ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

აუქციონის პირობები:

1. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე www.eauction.ge და უზრუნველყონ ქონების საწყისი ფასის 10%-ის ოდენობის გარანტიის წარმოდგენა ფულადი ან საბანკო გარანტიის ფორმით, www.eauction.ge-ს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, ამასთან საბანკო გარანტიის ბენეფიციარად მითითებული უნდა იყოს სს „ლიბერთი ბანკი“ (ს/ნ: 203828304).

2. აუქციონში მონაწილე პირის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

3. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 7 (შვიდ) კალენდარულ დღეში მთლიანად დაფაროს შეძენილი ქონების ღირებულება სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე (GE39TB7457936050100005) თანხის ჩარიცხვის გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდება და იგი კარგავს საგარანტიო თანხას.

4. აუქციონში გამარჯვებულის მიმართ სპეციალისტის მიერ გაიცემა განკარგულება, აუქციონში გამარჯვებულს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშობა მის მიერ ქონების ფასის 7 დღეში სრულად გადახდის შემდეგ.

ყველა სხვა პირი, რომელსაც უფლებები აქვთ უძრავ ნივთზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარუდგინოს სპეციალისტს აუქციონის დაწყებამდე.

სპეციალისტი:

შპს „პირველი ქართული აუქციონის“  დირექტორი:  ლაშა ჭიჭინაძე