“საქართველოს ფინანსთა საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების ტიპიური დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №671 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1746
სარეგისტრაციო კოდი
200.010.000.22.033.009.679
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 170, 20/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.009.679

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1746

2006 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №671 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №671 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების ტიპურ დებულებაში (სსმ III, 2005 წ., №92, მუხლი 1047) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას (ანიჭებს გადასახადის გადამხდელებს საიდენტიფიკაციო ნომრებს);

ბ) გადასახადის გადამხდელებზე გასცემს რეგისტრაციისათვის აუცილებელ სარეგისტრაციო ფორმებს;

გ) ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას, უზრუნველყოფს სამეწარმეო და სახელმწიფო რეესტრების წარმოებას და რეესტრის ამონაწერების გაცემას;

დ) ამყარებს ურთიერთობას სახელმწიფო რეგისტრაციის განმახორციელებელ სხვა ორგანოებთან;

ე) ახდენს დღგ-ის გადამხდელთა რეგისტრაციას;

ვ) აწარმოებს საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციას;

ზ) აწარმოებს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელისათვის სავალდებულოდ საწარმოებელი და საგადასახადო ორგანოში დასარეგისტრირებელი ფორმების/დოკუმენტების რეგისტრაციას/აღრიცხვას;

თ) ახორციელებს ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას, შესაბამისი მოწმობის გაცემას და საქველმოქმედო ორგანიზაციის რეესტრის წარმოებას;

ი) უზრუნველყოფს მოცემული პუნქტის ,,ა“, ,,გ“, ,,ე“ – “თ“ ქვეპუნქტებში მითითებული მონაცემების ელექტრონული ვერსიის შექმნას.“;

ბ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) აწარმოებს საგადასახადო დეკლარაციებისა და გაანგარიშებების მიღებას, ამოწმებს აღნიშნულ დოკუმენტებზე მითითებულ საინდენტიფიკაციო ნომერს, ფორმებში მითითებული რეკვიზიტების სისრულეს;“;

გ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) აწარმოებს საგადასახადო დეკლარაციების, სხვა ანგარიშგების ფორმების და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების შეტანას მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში;“;

დ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) დადგენილი წესით ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იღებს ინფორმაციებს გადასახადის გადამხდელთა მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში შეტანას და სათანადო დამუშავებას;“.

ე) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) იცავს კომპიუტერულ სისტემებს გარეშე პირების მიერ მონაცემთა ბაზაში შეღწევისაგან“;

ვ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ““ლ“ ქვეპუნქტები:

,,თ) უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანებების (მათ შორის, ქონების გადასახადზე) არარსებობის შესახებ ცნობების გაცემას;

ი) საბანკო დაწესებულებებიდან იღებს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციას და ახორციელებს შესაბამისი ცნობების გაცემას;

კ) უზრუნველყოფს ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ცნობების გაცემას;

ლ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთა ქონებრივი დეკლარაციების ფორმების გაცემას, შევსებული ფორმების მიღებას და მათი შენახვის ორგანიზებას.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი