⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2011)
გაუქმებულია:

საბაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 20.12.2006
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №1772
სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.009.685
გამოქვეყნების წყარო სსმ, 172, 22/12/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 704 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2006 მიღება
01.01.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საბაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:18.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:18.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:18.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:18.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:1.0in 49.55pt 49.65pt 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი200.022.010.22.033.009.685 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №1772 2006 წლის 20 დეკემბერი  ქ. თბილისი საბაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საბაჟო გადაწყვეტი­ლების მიღების ვადების განსაზღვრის შესახებ”. 2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან. ა. ალექსიშვილი ინსტრუქცია საბაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადების განსაზღვრის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყე­ნებისას საბაჟო ორგანო საკუთარი ინიციატივით ან პი­რის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი ან ზე­პირი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე იღებს საბა­ჟო გადაწყვეტილებას. 2. თუ განცხადება (მოთხოვნა) წერილობითია, გა­დაწ­­ყვე­ტილება მიღებულ უნდა იქნეს ასევე წერილობი­თი ფორმით, საქართველოს საბაჟო კანონ­მდებ­ლობით განსაზღვრულ ვადაში, საბაჟო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. სა­ბაჟო ორგანოს წერილობითი საბაჟო გადაწ­ყვე­ტილება წარმო­ადგენს ინდივიდუალურ ადმინის­ტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 3. საბაჟო ორგანო ვალდებულია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, რეგისტრაციაში გაატაროს წერილობითი განცხადება (მოთხოვნა). განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან იწყება მასში დასმულ საკითხთან დაკავში­რებული ადმინისტრაციული წარმოება.     მუხლი 2🔗. საბაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადები საბაჟო პროცე­დუ­რების განხორციელების ცალკეულ შემთხვევებში 1. საბაჟო პროცედურების განხორციელების ცალკეუ­ლი შემთხვევებისათვის დადგინდეს საბაჟო გადაწყვე­ტილების მიღების შემდეგი მაქსიმალური ვადები: ა) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა (ზოგადი დეკლარირების დასრულების შემდეგ) და აღრიცხვის მოწმობის კონტროლიდან მო­ხ­სნა (საქონლის საბაჟო ორგა­ნოში წარდგენი­დან) – არა უმეტეს 1 საათისა. საქონლის საბაჟო დათვალიერე­ბის შემთხვევაში აღნიშნული ვადის ათვლა ჩერდება; ბ) წერილობითი ფორმით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტი­ლების მიღება – არა უმეტეს 2 საათისა; გ) საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის აღება და გამოკვლევისათვის გაგზავნა – არა უმეტეს 2 საათისა; დ) საქონლის გაშვება, როდესაც საბაჟო ორგანო ღე­ბულობს გადაწყვეტილებას დეკლარანტის მიერ საქონლის განკარგვის შესაძლებლობის თაობაზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის პირობების შესაბამისად – დეკლარაციის შემოწმების დასრულებისთანავე დაუყოვ­ნებ­ლივ; ე) საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებაზე დეკლარანტსა და საბაჟო ორგანოს შორის წარმოქმნილი უთანხმოების შემთხვევაში დეკლა­რანტის მიერ საქონლის საბაჟო ორგანოდან გატანა საბა­ჟო კოდექსის 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბა­მისად – დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და დამატებით გარანტიის წარდგენის შემდეგ – არა უმეტეს 1 საათისა. 2. თუ ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად ფერხდება სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან დროებითი დასაწყობების ადგილზე ან დანიშნულების საბაჟო ორგანოში საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიც­ხვის მოწმობით გათვალისწინებულ ვადაში საქონლის წარდგენა, პირმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას სათანადო მტკიცებულებები. 3. შექმნილ სიტუაციაში გარკვევის შემდეგ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ამ ფაქტს აფიქსირებს აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე, სათანადო ჩანაწერით, ამასთან ღებულობს გადაწყვეტილებას, საქონლის მიმართ განსახორციელებლი შემდგომი ქმედებების თაობაზე. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში საქონლის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის დარ­ღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა არ დაეკის­რება.     მუხლი 3🔗. ვადების ათვლა ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლში მითითებული ვადების ათვლა ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-18 მუხლით დადგენილი დებულებების შესაბამისად.     მუხლი 4🔗. საბაჟო გადაწყვეტილების ძალაში შესვლა წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ხოლო სხვა საბაჟო გადაწყვეტილება ძალა­ში შედის მისი მიღებისთანავე და დაუყოვნებლივ უნ­და აღსრულდეს, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.