შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: ალექსი სოფრომაძე N010-26)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/03/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო შეტყობინება

აუქციონის გამოცხადების შესახებ

2026 წლის 12 მარტი

 

სპეციალისტი:  შპს „პირველი ქართული აუქციონი“, (ს/ნ: 204954086)

დირექტორი: ლაშა ჭიჭინაძე

მისამართი:ქ. თბილისი, ტოვსტონოგოვის 13

ელფოსტა: info@pqa.ge

ტელეფონი: 577783434

კრედიტორი: სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სკაპი“ (ს/ნ: 205274273)

მოვალე/ მესაკუთრე: ალექსი სოფრომაძე (პ/ნ: 13001006303); მისამართი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძირკოკი, მე-4 ქუჩა, №12

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე სამ ლოტად.

საჯარო აუქციონის №: 010-26

ლოტი №1

სარეალიზაციო უძრავი ქონების რეკვიზიტები: მუნიციპალიტეტი გურჯაანი, სოფელი ძირკოკი, არხს ქვემოთ ვენახი. 4230.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 51.11.59.233).

აუქციონის დაწყების დრო: 25.03.2026 წლის 13:00 სთ.

აუქციონის დასრულების დრო: 01.04.2026 წლის 13:00 სთ.

უძრავი ქონების საწყისი ფასი: 18 905.98 ლარი;

ლოტი №2

სარეალიზაციო უძრავი ქონების რეკვიზიტები: რაიონი გურჯაანი, სოფელი ჟანდარი, „ყურე ჭანდარის მხრიდან“. 2907.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 51.11.51.133).

აუქციონის დაწყების დრო: 25.03.2026 წლის 14:00 სთ.

აუქციონის დასრულების დრო: 01.04.2026 წლის 14:00 სთ.

უძრავი ქონების საწყისი ფასი: 12 992.83 ლარი

ლოტი №3

სარეალიზაციო უძრავი ქონების რეკვიზიტები: რაიონი გურჯაანი, სოფელი ჟანდარი, „ყურე ჭანდარის მხრიდან“. 3617.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 51.11.51.131).

აუქციონის დაწყების დრო: 25.03.2026 წლის 15:00 სთ.

აუქციონის დასრულების დრო: 01.04.2026 წლის 15:00 სთ.

უძრავი ქონების საწყისი ფასი: 16 166.18 ლარი.

აუქციონის ჩატარების ადგილი: www.eauction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „პირველი ქართული აუქციონი“.

უძრავი ქონების აღწერა: სამივე ლოტზე წარმოდგენილი უძრავი ქონება წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. №1 დ №2 ლოტების უძრავ ქონებაზე გაშენებულია სრულ მსხმოიარობაში შესული საფერავის ჯიშის ვენახი, ხოლო №3 ლოტი წარმოადგენს სახნავ-სათეს მიწის ნაკვეთს.

ყურადღება: საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმართველობის ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. აუქციონში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინოთ დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ აკმაყოფილებთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

აუქციონის პირობები:

1. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე www.eauction.ge და უზრუნველყონ ქონების საწყისი ფასის 10%-ის ოდენობის გარანტიის წარმოდგენა ფულადი ან საბანკო გარანტიის ფორმით, www.eauction.ge-ს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. ამასთან, საბანკო გარანტიის ბენეფიციარად მითითებული უნდა იყოს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სკაპი“ (ს/ნ: 205274273).

2. აუქციონში მონაწილე პირის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

3. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 7 (შვიდ) კალენდარულ დღეში მთლიანად დაფაროს შეძენილი ქონების ღირებულება სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე (GE39TB7457936050100005) თანხის ჩარიცხვის გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდება და იგი კარგავს საგარანტიო თანხას.

4. აუქციონში გამარჯვებულის მიმართ სპეციალისტის მიერ გაიცემა განკარგულება, აუქციონში გამარჯვებულს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშობა მის მიერ ქონების ფასის 7 დღეში სრულად გადახდის შემდეგ.

ყველა სხვა პირი, რომელსაც უფლებები აქვთ უძრავ ნივთზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარუდგინოს სპეციალისტს აუქციონის დაწყებამდე.

სპეციალისტი: შპს პირველი ქართული აუქციონის დირექტორი ლაშა ჭიჭინაძე