საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ლიკვიდაციის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.061.016468
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/03/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №6

2026 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ლიკვიდაციის შესახებ
მუხლი 1
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის, მე-18 მუხლის 11 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო“ (შემდგომში – სააგენტო).

2. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 26 ნოემბრის №40 დადგენილება  და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №44 დადგენილება.

მუხლი 2
1. ლიკვიდირებული სააგენტოს უფლებამონაცვლედ განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

2. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს სამინისტროს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

მუხლი 3

1. სააგენტოს სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.

2. სალიკვიდაციო კომისიამ, სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, 2026 წლის 15 აპრილამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების სრული ინვენტარიზაცია და სამინისტროსათვის გადაცემა, ასევე სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (თ. ნასარიძე) უზრუნველყოს ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა.

 

მუხლი 4
1. დადგენილება, გარდა პირველი და მეორე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი და მეორე მუხლები ამოქმედდეს 2026 წლის 15 აპრილიდან.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ლიკვიდაციის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.03.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ლიკვიდაციის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ლიკვიდაციის შესახებ“ მიღებულია 11.03.2026. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.32.061.016468.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ლიკვიდაციის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ლიკვიდაციის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ლიკვიდაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.03.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ლიკვიდაციის შესახებ“, №6, 11.03.2026, სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016468 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6812074/