# საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ

- ტიპი: საქართველოს მინისტრის ბრძანება
- მიმღები ორგანო: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
- დოკუმენტის ნომერი: №40
- მიღების თარიღი: 20.03.2026
- კონსოლიდირებული რედაქცია: 20.03.2026
- სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.034.017697
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6812091/0
- წყარო: https://legali.ge/law/6812091/

> ეს არის 20.03.2026 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 3. 1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ბადრაგირების წესი

თავი I

ზოგადი დებულებებ

[https://legali.ge/law/6812091/muxli-3/](https://legali.ge/law/6812091/muxli-3/)

---

## მუხლი 2. ამ ბრძანების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

_თავი I — ზოგადი დებულებები_

ა) მთავარი სამმართველო − დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული − ბადრაგირების მთავარი სამმართველო;

ბ) იზოლატორი − სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორი;

გ) უშუალო ხელმძღვანელი − მთავარი სამმართველოს უფროსი, მისი მოადგილეები ან/და მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები, რომლებიც უფლებამოსილები არიან განსაზღვრონ საბადრაგო ჯგუფის შემადგენლობა, შეიარაღება, ბადრაგირების ვადები და ბადრაგირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები;

დ) საბადრაგო ჯგუფი − მთავარი სამმართველოს ორი ან მეტი უფლებამოსილი მოსამსახურისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი უშუალო ხელმძღვანელის მიერ განისაზღვრება ჯგუფის უფროსად;

ე) დაკავებული − საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან/და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ შემთხვევაში თავისუფლებაშეზღუდული პირი;

ვ) პატიმრობაშეფარდებული − საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე პატიმრობაშეფარდებული პირი;

ზ) სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთი – იარაღი, ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა, აგრეთვე ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებები, ყალბი დოკუმენტაცია და ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან;

თ) ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება − „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პოლიციის პრევენციული ღონისძიება;

ი) პირადი დათვალიერება − ღონისძიება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს ბადრაგირებისას ბადრაგირებას დაქვემდებარებული პირის მიმართ, საბადრაგო ჯგუფის იმავე სქესის წევრის მიერ, განცალკევებულ ადგილას და სხვათა თვალთახედვის არედან მოშორებით. პირად დათვალიერებას შეიძლება დაესწროს მხოლოდ იმავე სქესის პირი. პირადი დათვალიერებისას ხდება პირის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) და სხვა პირადი ნივთების დათვალიერება; შესამოწმებელი პირი ვალდებულია, უფლებამოსილი პირის მითითებით გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილი. პირადი დათვალიერებისას დაუშვებელია პირის სრული გაშიშვლება. პირადი დათვალიერების დროს შესაძლებელია სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებ

[https://legali.ge/law/6812091/muxli-2-2/](https://legali.ge/law/6812091/muxli-2-2/)

---

## მუხლი 4. 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, უცხოელის იზოლატორში მოთავსებისას, მისი ბადრაგირება მთავარი სამმართველოს მიე

_თავი I — ზოგადი დებულებები_

2. სამინისტროს დაკავებაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დაკავებულის ბადრაგირება, იზოლატორში მოთავსების მიზნით, სამინისტროს დაკავებაზე უფლებამოსილი ორგანოს წინასწარი მომართვის საფუძველზე ხორციელდება მთავარი სამმართველოს მიერ, ამ წესის შესაბამისა

[https://legali.ge/law/6812091/muxli-4/](https://legali.ge/law/6812091/muxli-4/)

---

## მუხლი 5. 1. ბადრაგირება საბადრაგო ჯგუფის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს ქვეითი წესით ან სპეციალურად აღჭურვილი სამსახურებრივი სატრანსპორტო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით

_თავი I — ზოგადი დებულებები_

2. სპეციალურად აღჭურვილი სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალების გამოყენების შეუძლებლობის ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში, დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით, ბადრაგირება შესაძლებელია განხორციელდეს სამინისტროს სხვა სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებით ან ამ წესის VI თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სატრანსპორტო საშუალებით პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისა

[https://legali.ge/law/6812091/muxli-5/](https://legali.ge/law/6812091/muxli-5/)

---

## მუხლი 6. 1. ბადრაგირება ხორციელდება:

_თავი I — ზოგადი დებულებები_

ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საგამოძიებო მოქმედების განხორციელების მიზნით იზოლატორიდან გაყვანისას;

ბ) სამედიცინო მუშაკის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას;

გ) ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაზე გაყვანისას/გადაყვანისას;

დ) სასამართლოში წარდგენის მიზნით იზოლატორიდან დროებით გაყვანისას;

ე) დეპარტამენტის დირექტორის წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე, პატიმრობაშეფარდებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანისას, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა ახლო ნათესავის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შესახებ;

ვ) იზოლატორში საგანგებო სიტუაციის არსებობისას;

ზ) სხვა იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას;

თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბადრაგირების განხორციელებისას ივსება დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ბადრაგირების ფურცელი (დანართი №1

[https://legali.ge/law/6812091/muxli-6/](https://legali.ge/law/6812091/muxli-6/)

---

## მუხლი 9. 1. ბადრაგირება (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) ხორციელდება გეგმური მარშრუტის შესაბამისად, რომელსაც მთავარი სამმართველოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს დეპარტამენტის დირექტორი

_თავი II — დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირება_

2. ბადრაგირების გეგმური მარშრუტები დგინდება შემდეგი მაჩვენებლების გათვალისწინებით:

ა) გაყვანა/გადაყვანისას ამოცანათა შესრულება რეისების მინიმალური რაოდენობით;

ბ) ბადრაგირების უზრუნველყოფა უმოკლესი მიმართულებით უსაფრთხოების გათვალისწინებით;

გ) ძალებისა და საშუალებების ეკონომიური გამოყენება.

3. ბადრაგირების განხორციელებისას უპირატესობა ენიჭება ავტომაგისტრალებს, საავტომობილო და საქალაქთაშორისო გზებს, აგრეთვე საქალაქო და ადგილობრივ გზებს.

4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოსალოდნელი რისკფაქტორების გათვალისწინებით, ბადრაგირების მარშრუტი განისაზღვრება უშუალო ხელმძღვანელის სიტყვიერი მითითების შესაბამისად, დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით.

5. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბადრაგირებისას მარშრუტის შეცვლა შესაძლებელია მოხდეს საბადრაგო ჯგუფის უფროსის გადაწყვეტილებით, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ხოლო შეთანხმების შეუძლებლობისას მას აღნიშნულის შესახებ ეცნობება დაუყოვნებლივ, პირველივე შესაძლებლობისთანავე.

6. ბადრაგირების დროს მომხდარი ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევის შესახებ საბადრაგო ჯგუფი დაუყოვნებლივ აცნობებს უშუალო ხელმძღვანელ

[https://legali.ge/law/6812091/muxli-9/](https://legali.ge/law/6812091/muxli-9/)

---

## მუხლი 10. ბადრაგირებისას განცალკევებით თავსდებიან შემდეგი კატეგორიის დაკავებულები/პატიმრობაშეფარდებულები:

_თავი II — დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირება_

ა) ქალები;

ბ) არასრულწლოვნები;

გ) პირები, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას წარსული სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე;

დ) არამართვადი ინფექციური დაავადების მქონე პირები;

ე) ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული პირები;

ვ) ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაშეფარდებული პირები;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირები სხვა სამართლებრივი საფუძვლით დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირებისგან;

თ) საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელები სხვა საფუძვლით დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირებისგა

[https://legali.ge/law/6812091/muxli-10/](https://legali.ge/law/6812091/muxli-10/)

---

## მუხლი 11. 1. ბადრაგირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საბადრაგო ჯგუფის წევრი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია განახორციელოს ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, პირადი დათვალიერება და საქართველოს კ

_თავი II — დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირება_

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების ფარგლებში, საბადრაგო ჯგუფის მიერ სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში ნივთი ილუქება, დგება სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის აღმოჩენის ოქმი (დანართი №2), რომელიც დასტურდება საბადრაგო ჯგუფის ყველა წევრის ხელმოწერით და ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს პროკურატურას.

3. ბადრაგირებისას შესაძლებელია საბადრაგო ჯგუფს თან ახლდეს სამედიცინო პერსონალ

[https://legali.ge/law/6812091/muxli-11/](https://legali.ge/law/6812091/muxli-11/)

---

## მუხლი 12. 1. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის სატრანსპორტო საშუალებამდე მიყვანა ხორციელდება საბადრაგო ჯგუფის თანხლებით

_თავი II — დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირება_

2. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირი სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაში მოთავსდება შემდეგი წესით:

ა) სატრანსპორტო საშუალება დგება შენობის გამომავალ კართან ან შენობასთან შეძლებისდაგვარად ახლოს;

ბ) ბადრაგირებისას სატრანსპორტო საშუალების კარი უნდა ჩაიკეტოს შიგნიდან და კარის მინები არ უნდა იყოს ღია მდგომარეობაში. კარი შიგნიდან არ უნდა იღებოდეს;

გ) ბადრაგირებისას, თუ შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების კარის შიგნიდან გაღება, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის იმგვარად მოთავსება, რომ გამოირიცხოს მის მიერ კარის გაღება;

დ) დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირი არ უნდა იჯდეს მძღოლის უკანა მხარეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების უკანა სალონი იზოლირებულია წინა სალონისგა

[https://legali.ge/law/6812091/muxli-12/](https://legali.ge/law/6812091/muxli-12/)

---

## მუხლი 13. 1. დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ბადრაგირებისას, საბადრაგო ჯგუფის წევრი უფლებამოსილია, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, საბადრაგო ჯგუფის წევრებისა და ბადრაგირებას დაქვემდებარებული პირის უ

_თავი II — დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირება_

2. სპეციალურად აღჭურვილი სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებით ბადრაგირებისას, ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, მუდმივად მიმდინარეობს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა/კონტროლი, რა დროსაც დაკავებულისთვის/პატიმრობაშეფარდებულისთვის თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის/კონტროლის განხორციელების თაობაზე.

3. საბადრაგო ჯგუფის არანაკლებ 1 წევრი, როგორც წესი, აღჭურვილია ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული სამხრე ვიდეოკამერით. საბადრაგო ჯგუფის წევრი ვალდებულია, ბადრაგირებას დაქვემდებარებულ პირს აცნობოს სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ვიდეო − აუდიო ჩაწერის დაწყების თაობაზე.

4. ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის/კონტროლის შედეგად მოპოვებული მასალა ინახება დეპარტამენტის მონიტორინგისა და ცენტრალური მართვის სამმართველოს სერვერზე, ხოლო სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით მოპოვებული მონაცემები − სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის სპეციალურ სერვერზე, რომელზეც ინფორმაციის განთავსება ხდება სამხრე ვიდეოკამერაზე პასუხისმგებელი საბადრაგო ჯგუფის წევრის მიერ.

5. ამ მუხლის საფუძველზე მოპოვებული მასალა ინახება არანაკლებ 120 საათისა და მისი დამუშავება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისა

[https://legali.ge/law/6812091/muxli-13/](https://legali.ge/law/6812091/muxli-13/)

---

## მუხლი 14. 1. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის ქვეითი წესით ბადრაგირებისას ხელბორკილების გამოყენება სავალდებულოა

_თავი II — დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირება_

2. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის სპეციალურად აღჭურვილი სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებით ბადრაგირებისას, მისი ან/და სხვა პირთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ხელბორკილები.

3. ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული პირების ბადრაგირება შესაძლებელია განხორციელდეს ხელბორკილების გარეშე. ასეთ შემთხვევაში საბადრაგო ჯგუფმა უნდა მიიღოს განსაკუთრებული დაცვის ღონისძიებები ბადრაგირების უსაფრთხოებისთვი

[https://legali.ge/law/6812091/muxli-14/](https://legali.ge/law/6812091/muxli-14/)

---

## მუხლი 15. 1. მარშრუტზე მოძრაობის დროს საბადრაგო ჯგუფის უფროსი ხელმძღვანელობს გადაადგილებას მარშრუტის შესაბამისად

_თავი II — დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირება_

2. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის სპეციალურად აღჭურვილი სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებით ბადრაგირება ხორციელდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევებისა.

3. სპეციალურად აღჭურვილი სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებით ბადრაგირებისას, საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყო, სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალ

[https://legali.ge/law/6812091/muxli-15/](https://legali.ge/law/6812091/muxli-15/)

---

## მუხლი 16. 1. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის სპეციალურად აღჭურვილი სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებით ბადრაგირებისას შესაძლებელია მოხდეს გაჩერება ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. გაჩერების

_თავი II — დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირება_

2. საბადრაგო ჯგუფი, ნებისმიერ გაჩერებამდე არანაკლებ 10 წუთით ადრე, გაჩერების შესახებ აცნობებს უშუალო ხელმძღვანელს.

3. გაუთვალისწინებელი გაჩერების ყოველი შემთხვევის შესახებ საბადრაგო ჯგუფი პირველივე შესაძლებლობისთანავე მოახსენებს უშუალო ხელმძღვანელ

[https://legali.ge/law/6812091/muxli-16/](https://legali.ge/law/6812091/muxli-16/)

---

## მუხლი 17. 1. საბადრაგო ჯგუფის წევრები, ბადრაგირებისას თავდასხმის, თავდასხმის მცდელობის, გაქცევის ან გაქცევის მცდელობისას, აგრეთვე სხვა ისეთი ქმედებისას, რომელიც საფრთხეს უქმნის დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის

_თავი II — დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირება_

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სხვა საშუალებით შეუძლებელია საფრთხის თავიდან აცილება.

3. საბადრაგო ჯგუფის წევრი, ბადრაგირებისას თავდასხმის, თავდასხმის მცდელობის, გაქცევის ან გაქცევის მცდელობის, აგრეთვე სხვა ისეთი ქმედების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ან სხვა პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და მართლწესრიგს, დაუყოვნებლივ აცნობებს უშუალო ხელმძღვანელს; უშუალო ხელმძღვანელი კი − დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის დამკავებელ ორგანოს, საქართველოს პროკურატურას და სამინისტროს გენერალურ ინსპექცია

[https://legali.ge/law/6812091/muxli-17/](https://legali.ge/law/6812091/muxli-17/)

---

## მუხლი 18. 1. ბადრაგირების განხორციელების დროს გაქცევად ითვლება დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის მიერ საბადრაგო ჯგუფის წევრების მიერ მისთვის დაწესებული დაცვის ხაზის თვითნებურად გადაკვეთა

_თავი II — დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირება_

2. დაცვის ხაზად ჩაითვლება:

ა) სპეციალურად აღჭურვილი სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებებით ბადრაგირებისას – სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სადგომისა და სათავსოს კედლები, იატაკი, ჭერი (სახურავი);

ბ) ქვეითი წესით ბადრაგირებისას – პირობითი ხაზი, რომელსაც განსაზღვრავს საბადრაგო ჯგუფი;

გ) იზოლატორის გარდა სხვა შენობაში განთავსების შემთხვევაში, ინდივიდუალურად განსაზღვრული ხაზი, რომელსაც შენობა-ნაგებობის გათვალისწინებით ადგენს საბადრაგო ჯგუფი.

3. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირი საბადრაგო ჯგუფის წევრის მიერ წინასწარ უნდა იქნეს გაფრთხილებული დაცვის ხაზის საზღვრებისა და მათი დატოვებისას მოსალოდნელი შედეგის შესახე

[https://legali.ge/law/6812091/muxli-18/](https://legali.ge/law/6812091/muxli-18/)

---

## მუხლი 19. 1. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბადრაგო ჯგუფი დაკავებულ/პატიმრობაშეფარდებულ პირს ათავსებს სპეციალურად აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებაში, საერთო სას

_თავი II — დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირება_

2. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ საკანში მოთავსებისას დაცული უნდა იყოს ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.

3. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის სპეციალურ საკანში მოთავსებიდან სასამართლო სხდომის დარბაზამდე მიყვანას/გამოყვანას ახდენს თითოეულ დაკავებულზე/პატიმრობაშეფარდებულზე პასუხისმგებელი საბადრაგო ჯგუფი. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას საბადრაგო ჯგუფი უზრუნველყოფს მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის უსაფრთხოებას.

თავი III

სამედიცინო დაწესებულებაში ბადრაგირე

[https://legali.ge/law/6812091/muxli-19/](https://legali.ge/law/6812091/muxli-19/)

---

## მუხლი 20. 1. დაკავებულის/ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში მიმღებ სამედიცინო დაწესებულებაში ეწყობა დროებითი საგუშაგო, რომელიც შედგება მთავარი სამმართველოს არან

_თავი III — სამედიცინო დაწესებულებაში ბადრაგირება_

2. დროებითი საგუშაგოს შემადგენლობას, აგრეთვე დროებითი საგუშაგოს ცვლის უფროსს განსაზღვრავს უშუალო ხელმძღვანელი, ხოლო დროებითი საგუშაგოს მორიგეობისა და დასვენების გეგმას ადგენს ცვლის უფროსი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროებითი საგუშაგოს შემადგენლობაში არსებული მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ დაკავებულის/ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულის დაცვასა და მეთვალყურეობას. საჭიროების შემთხვევაში დროებითი საგუშაგო შესაძლებელია გაძლიერდეს მთავარი სამმართველოს დამატებითი მოსამსახურეებით.

4. დროებითი საგუშაგოს გადაბარების შემთხვევაში დროებითი საგუშაგოს შემადგენლობაში არსებული მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ ხდება დროებითი საგუშაგოს შემოწმება/დათვალიერება.

5. დროებითი საგუშაგოს მოწყობის, აგრეთვე დროებითი საგუშაგოს გადაბარების შემთხვევაში, დროებითი საგუშაგოს ცვლის უფროსის მიერ ივსება საგუშაგო უწყისი (დანართი №3

[https://legali.ge/law/6812091/muxli-20/](https://legali.ge/law/6812091/muxli-20/)

---

## მუხლი 21. 1. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ დაკავებულს/ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულს შეიძლება მიეცეს უფლება:

_თავი III — სამედიცინო დაწესებულებაში ბადრაგირება_

ა) ამანათის სახით მიიღოს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის №1 დანართით განსაზღვრული პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, კვების პროდუქტები და სხვა ნივთები, რის შესახებაც ივსება სამედიცინო დაწესებულებაში დაკავებულისთვის/ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულისთვის ამანათის გადაცემის უწყისი (დანართი №4);

ბ) ისარგებლოს ადვოკატთან და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირებთან შეხვედრის/კომუნიკაციის უფლებით. აღნიშნულ პირებს დაკავებულთან/ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულთან ვიზიტამდე უტარდებათ ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება;

გ) იმ შემთხვევაში, თუ საჭიროებს სპეციალურ დიეტურ საკვებს და სამედიცინო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს აღნიშნულით, უშუალო ხელმძღვანელის ნებართვით ამანათის სახით მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები, რისთვისაც აუცილებელია მკურნალი ექიმის რეკომენდაცია დიეტური საკვების მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მკურნალი ექიმის რეკომენდაციაში მითითებული უნდა იყოს დაკავებულისთვის/ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულისთვის აუცილებელი დიეტური საკვების ჩამონათვალი.

2. ადვოკატი სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ დაკავებულთან/ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულთან შესახვედრად დაიშვება მკურნალი ექიმის თანხმობის, საადვოკატო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაკავებულის/ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულის უფლების დასაცავად გაცემული შესაბამისი ორდერის წარდგენის შემთხვევაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეხვედრა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მიმდინარეობს საბადრაგო ჯგუფის წარმომადგენლის ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ, ხმის მოსმენის გარეშ

[https://legali.ge/law/6812091/muxli-21/](https://legali.ge/law/6812091/muxli-21/)

---

## მუხლი 22. 1. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირის შემთხვევაში, მკურნალი ექიმის რეკომენდაციით, ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირის მოსანახულებლად შესაძლებელია დაშვე

_თავი III — სამედიცინო დაწესებულებაში ბადრაგირება_

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეხვედრის მიმდინარეობისას, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, შეხვედრა შესაძლოა განხორციელდეს მთავარი სამმართველოს უფლებამოსილ მოსამსახურეთა თანდასწრებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეხვედრის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს ერთ საათისა.

4. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირი საჭიროებს სისტემატურ მომვლელს და სამედიცინო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს მას მომვლელით, მომვლელად შეიძლება დაშვებულ იქნეს ახლო ნათესავი. ამ შემთხვევაში საჭიროა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის რეკომენდაცია მომვლელის ყოლის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

5. მნახველი პირის ან მომვლელის ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულ პირთან დაშვებისთვის აუცილებელია, ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულმა პირმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა ამ პირთან შეხვედრაზე/ამ პირის მიერ მოვლის განხორციელებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირი იმყოფება უგონო მდგომარეობაში.

6. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან განცხადებით მიმართონ დეპარტამენტის დირექტორს. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ფოტოსურათით;

ბ) დაკავებულთან/ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულთან ახლო ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, მოქალაქის პირადობის, მართვის, ქორწინების, დაბადების მოწმობები ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა საბუთები) ან სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრამდე 1 წლის განმავლობაში თანაცხოვრების და საერთო მეურნეობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ან/და სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტი);

გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის/მკურნალი ექიმის რეკომენდაცია.

7. დეპარტამენტის დირექტორი განიხილავს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

8. ახლო ნათესავთან შეხვედრის უფლება ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირის წერილობითი თხოვნის საფუძველზე შესაძლოა შეიცვალოს სატელეფონო საუბრით, რომლით სარგებლობის დრო არ უნდა აღემატებოდეს 10 (ათ) წუთს.

9. ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულის მონახულებასთან და სატელეფონო საუბრის  უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით ივსება დაკავებულის/ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულის სამედიცინო დაწესებულებაში მონახულების ან/და სატელეფონო საუბრის აღრიცხვის ფურცელი (დანართი №5), რომელიც თან ერთვის ბადრაგირების ფურცელ

[https://legali.ge/law/6812091/muxli-22/](https://legali.ge/law/6812091/muxli-22/)

---

## მუხლი 23. 1. მნახველი პირი და მომვლელი დაკავებულ/ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულ პირებთან დაიშვებიან ნივთების გარეშე, ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების საფუძველზე. დაკავებულ/ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარ

_თავი III — სამედიცინო დაწესებულებაში ბადრაგირება_

2. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მნახველ პირს ან მომვლელს განზრახული აქვს სამედიცინო დაწესებულებაში შეიტანოს სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთი, მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი პირი მას განუცხადებს, რომ შესვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმების შედეგად გადამალული სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის აღმოჩენისას მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ პირი დროებით შეჩერდება და მასზე განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

თავი IV

საბადრაგო ჯგუფის წევრების ვალდებულებე

[https://legali.ge/law/6812091/muxli-23/](https://legali.ge/law/6812091/muxli-23/)

---

## მუხლი 24. საბადრაგო ჯგუფის წევრი ვალდებულია:

_თავი IV — საბადრაგო ჯგუფის წევრების ვალდებულებები_

ა) არ დატოვოს მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული, რომლის გაყვანა/გადაყვანა ან დაცვა ევალება;

ბ) დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის სატრანსპორტო საშუალებაში მოთავსების წინ შეამოწმოს კავშირის, კარის, საკეტების და განათების საშუალებების გამართულობა, დარწმუნდეს განთავსების ადგილზე უცხო საგნების არარსებობაში;

გ) დააკვირდეს დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის ქცევას, არ მისცეს მას ნება იხმაუროს, იყოს კარის გისოსებთან, დაფაროს განთავსების შიდა ნაწილი;

დ) ჩასხდომის წინ დაათვალიეროს დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირი და მისი განთავსების ადგილი;

ე) შეაფასოს დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის მიერ მოსალოდნელი გაქცევის რისკები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;

ვ) პერიოდულად, სამსახურებრივი ტელეფონის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, მოახსენოს უშუალო ხელმძღვანელს არსებული ვითარების შესახე

[https://legali.ge/law/6812091/muxli-24/](https://legali.ge/law/6812091/muxli-24/)

---

## მუხლი 25. საბადრაგო ჯგუფის წევრებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ეკრძალებათ პირად საკუთრებაში არსებული მობილური ტელეფონის ქონა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე,

_თავი IV — საბადრაგო ჯგუფის წევრების ვალდებულებები_



[https://legali.ge/law/6812091/muxli-25/](https://legali.ge/law/6812091/muxli-25/)

---

## მუხლი 27. ბადრაგირებისას საბადრაგო ჯგუფი ვალდებულია უზრუნველყოს დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის იზოლაცია მესამე პირებისგან. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის, საბადრაგო ჯგუფის წევრებისა და სატრანსპორტ

_თავი IV — საბადრაგო ჯგუფის წევრების ვალდებულებები_



[https://legali.ge/law/6812091/muxli-27/](https://legali.ge/law/6812091/muxli-27/)

---

## მუხლი 28. დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა საპირფარეშოში გაყვანა ხდება მათი თხოვნით, მხოლოდ სათითაოდ. საპირფარეშოში დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის გაყვანის წინ მოწმდება საპირფარეშო და დაკავებულს/პატიმრობაშე

_თავი IV — საბადრაგო ჯგუფის წევრების ვალდებულებები_

თავი V

ბადრაგირებისას დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის უფლებები და ვალდებულებე

[https://legali.ge/law/6812091/muxli-28/](https://legali.ge/law/6812091/muxli-28/)

---

## მუხლი 29. ბადრაგირებისას დაკავებულს/პატიმრობაშეფარდებულს უფლება აქვს თან იქონიოს:

_თავი V — ბადრაგირებისას დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის უფლებები და ვალდებულებები_

ა) სასამართლო პროცესისათვის საჭირო დოკუმენტაცია;

ბ) წყალი, ქარხნული წესით დალუქული, ერთდროულად არაუმეტეს 1 ლიტრისა, შუშის ქილის გარეშე;

გ) საკვები, დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახურის სამედიცინო მუშაკის რეკომენდაციის საფუძველზე;

დ) სხვა იზოლატორში გადაყვანისას იზოლატორში ნებადართული ნივთებ

[https://legali.ge/law/6812091/muxli-29/](https://legali.ge/law/6812091/muxli-29/)

---

## მუხლი 30. ბადრაგირებისას დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული ვალდებულია:

_თავი V — ბადრაგირებისას დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის უფლებები და ვალდებულებები_

ა) არ გადაყაროს ნივთები;

ბ) არ დააზიანოს სატრანსპორტო საშუალება და მისი აღჭურვილობა;

გ) არ გააკეთოს წარწერები სატრანსპორტო საშუალებაზე;

დ) დაიცვას სისუფთავე სატრანსპორტო საშუალებაში;

ე) არ იხმაუროს და არ ეკონტაქტოს სხვა დაკავებულს/პატიმრობაშეფარდებულს;

ვ) შეასრულოს საბადრაგო ჯგუფის კანონიერი მოთხოვნები;

ზ) არ გადასცეს ნივთები სხვა პირებს;

თ) არ გაიხადოს ტანსაცმელი;

ი) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებ

[https://legali.ge/law/6812091/muxli-30/](https://legali.ge/law/6812091/muxli-30/)

---

## მუხლი 31. 1. საბადრაგო ჯგუფის უფროსი ბადრაგირების დაწყებამდე დაკავებულს/პატიმრობაშეფარდებულს აცნობს ამ წესის 29-ე და 30-ე მუხლებით დადგენილ დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის უფლებებსა და ვალდებულებებს

_თავი V — ბადრაგირებისას დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის უფლებები და ვალდებულებები_

2. დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის მიერ ბადრაგირების დადგენილი წესის დარღვევისას საბადრაგო ჯგუფის წევრები ვალდებულები არიან შეადგინონ დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის მიერ ბადრაგირებისას ჩადენილი დარღვევის ოქმი (დანართი №6), რომელიც დასტურდება საბადრაგო ჯგუფის ყველა წევრის ხელმოწერით.

თავი VI

გაუთვალისწინებელ შემთხვევებში მოქმედების წე

[https://legali.ge/law/6812091/muxli-31/](https://legali.ge/law/6812091/muxli-31/)

---

## მუხლი 32. 1. ბადრაგირებისას დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, საბადრაგო ჯგუფი ფაქტის შესახებ ატყობინებს უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც იძახებს სასწრაფო-სამედიცინ

_თავი VI — გაუთვალისწინებელ შემთხვევებში მოქმედების წესი_

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების დროულად გამოცხადება, უშუალო ხელმძღვანელი ინფორმაციას აცნობებს დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახურს. საბადრაგო ჯგუფი, დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახურთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირებას.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ფაქტების შესახებ ინფორმაციას შესაბამისი უშუალო ხელმძღვანელი პირველივე შესაძლებლობისთანავე აცნობებს დამკავებელ ორგანო

[https://legali.ge/law/6812091/muxli-32/](https://legali.ge/law/6812091/muxli-32/)

---

## მუხლი 33. 1. ბადრაგირების დროს დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის გარდაცვალების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება უნდა გაჩერდეს. საბადრაგო ჯგუფი აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს უშუალო ხელმძღვანელს, 

_თავი VI — გაუთვალისწინებელ შემთხვევებში მოქმედების წესი_

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის შესახებ აგრეთვე ეცნობება დეპარტამენტს, შესაბამის იზოლატორს, სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და საქართველოს პროკურატურა

[https://legali.ge/law/6812091/muxli-33/](https://legali.ge/law/6812091/muxli-33/)

---

## მუხლი 34. 1. საგანგებო, საომარი მდგომარეობისას ან/და გაუთვალისწინებელი შემთხვევისას (გაქცევა, თავდასხმა, მძევლების აყვანა, სტიქიური უბედურება, ხანძარი, უბედური შემთხვევა, ავტოსაგზაო შემთხვევა, სატრანსპორტო საშუ

_თავი VI — გაუთვალისწინებელ შემთხვევებში მოქმედების წესი_

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელი, შემდგომი მოქმედების განსაზღვრის მიზნით, ინფორმაციას აწვდის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და მიღებულ რეკომენდაციებს გადასცემს საბადრაგო ჯგუფს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-თან დაკავშირება, უშუალო ხელმძღვანელი საბადრაგო ჯგუფს შემდგომ მოქმედებასთან დაკავშირებით მითითებას აძლევს დამოუკიდებლად, არსებული ვითარებისა და საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინები

[https://legali.ge/law/6812091/muxli-34/](https://legali.ge/law/6812091/muxli-34/)
