„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მიღების თარიღი 13.03.2026
ძალაში შესვლა 26.04.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №108
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.025657 367
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 13/03/2026
571 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.03.2026 მიღება
26.04.2026 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 26.12.2023 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 16.05.2022 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 19.09.2025 სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 18.03.2020 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 18.09.2025

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №108 2026 წლის 13 მარტი ქ. თბილისი „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2023, 010240030.10.003.024359) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების“: 1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი​1“ ქვეპუნქტი: „ი​1) უფლებამოსილია, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნების განსახორციელებლად, დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. სამინისტროს მიერ დაფუძნებულმა სამეწარმეო იურიდიულმა პირმა ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება, განახორციელოს აგრეთვე ისეთი საქმიანობა/ პროექტი, რომელიც აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით სამინისტროს სისტემისთვის განსაზღვრული სხვა მიზნების მისაღწევად;“; ბ) „ჰ​18“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ​18) სახელმწიფო პრიორიტეტების გათვალისწინებით, კვალიფიციური კადრების მომზადებისა და შრომის ბაზარზე ინტეგრაციის მიზნით, საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირებისთვის ამტკიცებს საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამებსა და გრანტების/სტიპენდიების გაცემის წესს, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი ქვეყნის მიერ აღიარებულ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებზე განათლების მისაღებად;“; გ) „ჰ​18“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ​19“ − „ჰ​22“ ქვეპუნქტები: „ჰ​19) უზრუნველყოფს სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების − საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რესურსებითა და ინვენტარით აღჭურვას − მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს სამინისტროს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის მეშვეობით; ჰ​20) ამტკიცებს სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგად წესს; ჰ​21) ადგენს საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის ღონისძიებებს, მათ შორის, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ნიმუშს, საფასურს, მისი რეალიზებისა და გადაცემის წესს; ჰ​22) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე​1“ ქვეპუნქტი: „ე​1) ნიშნავს და ათავისუფლებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორს;“. 3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაფუძნებულ სამეწარმეო იურიდიულ პირს.“. 4. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც​1“ ქვეპუნქტი: „ც​1) საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება;“; ბ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-4 პუნქტის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირისა და კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ს) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირისა და კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;“; დ) მე-5 პუნქტის „ს​1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი​1“ და „ი​2“ ქვეპუნქტები: „ი​1) სახელმწიფო პრიორიტეტების გათვალისწინებით, კვალიფიციური კადრების მომზადებისა და შრომის ბაზარზე ინტეგრაციის მიზნით, საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირებისთვის, სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამების განხორციელება უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი ქვეყნის მიერ აღიარებულ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებზე განათლების მისაღებად; ი​2) სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებითა და მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, საგანმანათლებლო, გაცვლითი ან/და მოკლევადიანი კვლევითი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 26 აპრილიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე