„შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მიღების თარიღი 13.03.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №109
სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.025658 35
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 13/03/2026
224 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 20.02.2026 სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 05.04.2019 იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 07.03.2016 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეადმისიის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 84% 23.04.2015 შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონი 83% 01.04.2015

დოკუმენტის ტექსტი

„შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №109 2026 წლის 13 მარტი    ქ. თბილისი „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  20/02/2026, 270000000.10.003.025619) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის“ მე-5 მუხლის: 1. პირველ პუნქტს „ზ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ.ბ​1“ ქვეპუნქტი: „ზ.ბ​1) იმ უცხოელებზე, რომელთა მიმართებითაც სახელმწიფო დაწესებულებ(ებ)ის შუამდგომლობით იკვეთება სამუშაოს კონკრეტული უცხოელის მიერ პირადად შესრულების მნიშვნელობა და დასაბუთებული აუცილებლობა;“. 2. მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2​1 პუნქტი: „2​1. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ბ​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წამოყენებისას არ იკვეთება სამუშაოს კონკრეტული უცხოელის მიერ პირადად შესრულების მნიშვნელობა და აუცილებლობა, სააგენტო უფლებამოსილია, ადგილობრივ შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და საჭიროებების, აგრეთვე საამისოდ მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების (შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა, სამუშაოს შესასრულებლად ინდივიდუალური მახასიათებლების საჭიროება, შემსრულებლის რეპუტაცია, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესი ან/და სხვა ფაქტორები) გათვალისწინებით, აღნიშნულ სამუშაო პოზიციაზე გაავრცელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ − „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურა.“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე