„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. №1 დანართის: ა) მე-3 პუნქტის („ამკრძალავი ნიშნები“): ა.ა) 3.33 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3.34 პუნქტი: „3.34. „სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება აკრძალულია“ − კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას.“; ა.ბ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა.ბ.ა) „გ.ე“ ქვეპუნქტი: „გ.ე) 3.34 ნიშნისა – სახანძრო ავტომობილზე;“; ა.ბ.ბ) „კ“ ქვეპუნქტი: „კ) 3.34 ნიშანი მოქმედებს ამ ნიშნიდან 3.5 მეტრის რადიუსის მანძილზე, ხოლო მიწისქვეშა სახანძრო ჰიდრანტის შემთხვევაში აღნიშნული ნიშნის მოქმედების ზონად განისაზღვრება აგრეთვე სახანძრო ჰიდრანტის სახურავი. 3.34 ნიშნის გამოყენება შეიძლება 1.28 მონიშვნასთან ერთად. ამ შემთხვევაში 3.34 ნიშნის მოქმედების ზონა მონიშვნის ხაზით განისაზღვრება. 3.34 ნიშანი იდგმება სახანძრო ჰიდრანტთან.“; ბ) „საგზაო ნიშნების“ მე-3 პუნქტს („ამკრძალავი ნიშნები“) დაემატოს შემდეგი ამკრძალავი ნიშანი: „ 3.34 სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება აკრძალულია“. 2. №2 დანართის პირველი პუნქტის („ჰორიზონტალური მონიშვნები“): ა) პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰორიზონტალური მონიშვნა (ხაზი, ისარი, წარწერა და სხვა აღნიშვნა სავალ ნაწილზე) თეთრი ფერისაა, გარდა 1.4, 1.10 და 1.17 ხაზებისა, რომლებიც ყვითელი ფერისაა, და 1.28 ხაზისა (მონიშვნისა), რომელიც წითელი ფერისაა.“; ბ) 1.27 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.28 პუნქტი: „1.28. წითელი ხაზით შემოსაზღვრულია ის ადგილი, სადაც სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება აკრძალულია, გარდა ამ კანონის №1 დანართის მე-3 პუნქტის შენიშვნის „გ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. შენიშვნა: 1.28 მონიშვნის არარსებობა მძღოლს არ ათავისუფლებს 3.34 ნიშნის („სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება აკრძალულია“) მოთხოვნის შესრულებისგან.“; გ) საგზაო მონიშვნებს დაემატოს შემდეგი ჰორიზონტალური მონიშვნა: „
1.28“.
3. №5 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №5 სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირების ცხრილი
“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.
|
თბილისი, 17 მარტი 2026 წ. N1401-Vმს-XIმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.03.2026.
- როდის იქნა მიღებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.03.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1401-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.05.001.103023.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.03.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1401-Vმს-XIმპ, 17.03.2026, სარეგისტრაციო კოდი 310150000.05.001.103023 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6814224/