„სს „პეივ ბანკ ჯორჯია“-სთვის (ს/ნ: 404668436) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 14 დეკემბრის №305 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№29
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/03/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

განკარგულება №29 

2026 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

 „სს „პეივ ბანკ ჯორჯიასთვის” (ს/ნ: 404668436) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 14 დეკემბრის №305 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე:

1. ,,სს „პეივ ბანკ ჯორჯიასთვის“ (ს/ნ: 404668436) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 14 დეკემბრის №305 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2026 წლის 15 დეკემბრამდე სს „პეივ ბანკ ჯორჯიამ“ რეალურ გარემოში განახორციელოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობები ან/და მათთან დაკავშირებული მომსახურებები საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობებით.“.

2. „სს „პეივ ბანკ ჯორჯიასთვის“ (ს/ნ: 404668436) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 14 დეკემბრის №305 განკარგულების სხვა პუნქტები დარჩეს უცვლელი. 

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი              ნათელა თურნავა